28 სექტემბერს (ძვ. სტ. 14 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს.

იოსებ ალავერდელი, ioseb alaverdeli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, სექტემბერი, ქველი, qwelly, september

      წმიდა იოანე ზედაზნელისა მოწაფე იყო წმიდა მამა იოსებ ალავერდელი, რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა, "ურწმუნოებაჲ არა სადა დაცხრომილ იყო, არამედ კნინღა და სძლევდაცა".

      აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

      ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. მრავალი ჭირი, ნაკლულევანება და საშიშროება დაითმინა ღირსმა მამამ: ცხოვრობდა "მხოლოჲ მხოლოსა ღვთისა მზარხველი", ფიცხელი მოღვაწეობით, ყოველგვარ ამქვეყნიურ ნუგეშს მოკლებული.

      მხეცთა და ნადირთა სამკვიდრებელში განმარტოების ღვაწლს შემდგარ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით გამოსულიყო ამ მიდამოებში სანადიროდ. მონადირემ როგორც კი იხილა წმიდა მამა, მიხვდა, რომ მის წინ ღმერთშემოსილი კაცი იდგა, ცხენიდან ჩამოხტა, თაყვანისცემით მიეახლა, ამბორს-უყო და მდაბლად გამოჰკითხა ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი.

      ღირსმა მამამ ღვთის შემწეობით მასში სრული სარწმუნოება და საღმრთო სიყვარულისა და ჭეშმარიტებასთან მიახლოების დაუოკებელი სურვილი დანერგა. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ტაძარს ააშენებდა ალავერდის უდაბნოში და შეასრულა კიდეც აღთქმა: საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ღირსმა მამამ დიდად გაიხარა ღვთივსათნო საქმის აღსრულებით.

      მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.

      დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.

      მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 28 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ქველი

ნახვა: 531

გამოხმაურებები!

ალავერდობას გილოცავთ! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dungeoneering talents

გამოაქვეყნა MacMillanwu_მ.
თარიღი: ოქტომბერი 5, 2022.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

I've stopped for breaks, usually while I'm playing a brand new sport, that is,  throughout the years. The longest break was taken off when I was playing Evolution of Combat (additionally called EoC) transformed into a launch by the talent and motion bars were against the RuneScape portion of my brain.



RuneScape is, however, constantly finds a way to entrap me and this time it was Legacy Combat Mode, which revived the tick-primarily based totally combat from the days of. EoC and I…

გაგრძელება

დაკეცილი ქანდაკება ანუ სკულპტურა კუბიკში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2022.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      სკულპტორები გამიბრაზდნენ, დიდი ხანია ჩვენზე არ დაგიწერიაო, - მომივიდა წერილები. ამიტომ ყველაზე თანამედროვე ამბავი ვიპოვე ინტერნეტში და უნდა გაგიზიაროთ. კლასიკოსები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ მათ შედევრებს ასეთი ბედი თუ ეწეოდათ, მაგრამ ადამ პარკერ სმიტს (Adam Parker Smith) სხვა გეგმები აქვს. ამ ცნობილმა, თანამედროვე სკულპტორმა, ახალი ხაზის კოლექცია წარადგინა სახელწოდებით „მსხვრევა“ Crush. რომში ნასწავლ-დახელოვნებული…

გაგრძელება

თამაშებით შეცვლილი ცხოვრება

გამოაქვეყნა MacMillanwu_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2022.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

While you're making your way to Lumbridge and begin to explore the town, all of the stage-playing addicts could be your in the future. It's intoxicating. "More than the other games I've played, the avatar is me - it's an amalgamation from the entire that I've accomplished in and is important to us gamers."

A variety of online games attempt to take over your life, but RuneScape is the maximum sincere about it. The magic isn't the quests or stories. If people talk about the…

გაგრძელება

ლუკაშენკოს ხავერდოვანი სეზონი და სამასპინძლო აქციები ლარსთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 28, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გუშინ რომ სოხუმის დაცემა გაიხსენეს, დღეს ბელარუსის პრეზიდენტი სწორედ აფხაზეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და დაარღვია საქართველოს სახელმწიფოს კანონი. აქამდე ჯერ კიდევ მეგობართა სიაში იმყოფებოდა ოფიციალურ დონეზე მაინც. დღეს ასევე აქციები მოეწყო ლარსთან და ხოშტარიას დროამ „მასპინძლობა“ გაუწია რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებაც რატომღაც დეზერტირებს ეძახიან ანუ ჯობდა ეომათ?! დღის მთავარ ამბებში კვლავ ომბუდსმენიც ფიგურირებს და კალაძის თბილისიც. დღეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters