14 მაისს (ძვ. სტ. 1 მაისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა წინასწარმეტყველ იერემიას

   წინასწარმეტყველი იერემია წინასწარმეტყველებდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის რთულ დროს - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის წინასწარმეტყველს გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო წინასწარმეტყველად განწესებული. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა. „და განყო უფალმა ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად“  

   წმინდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი ერის დასახსნელად ყოველ ღონეს ხმარობდა, წინასწარმეტყველი ამხელდა ცოდვილ ერს და სინანულსკენ მოუწოდებდა. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის. 

   იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდება, ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია.გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ შემდგომ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა. წმინდა წინასწარმეტყველი ეგვიპტეში გადავა სადაც მისი ერი იქნება გადასახლებული, მალე იერემია იწინასწარმეტყველებს ბაბილონელთა შემოჭრას ეგვიპტეში და ებრაელთა დახოცვას, იუდეველებმა წინასაწრმეტყველი ქვებით ჩაქოლეს.

ცნობები იერემია წინასწარმეტყველის შესახებ

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 14 მაისი, თვენი, მაისი, ცხოვრება, წინასწარმეტყველი

ნახვა: 247

ღონისძიებები

Qwelly World

free counters