ფერით ორჰან ფამუქი (თურქ. Ferit Orhan Pamuk, დ. 1952 წლის 7 ივნისი, სტამბოლი) თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტია. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში — თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.

ფამუქი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, მამამისი ინჟინერი იყო. სტამბოლის ამერიკული სასწავლებლის რობერტ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოჯახის ზემოქმედებით ის სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა სამ წელიწადში ის უნივერსიტეტს თავს ანებებს და წერას იწყებს. 1977-ში ფამუქი სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ამთავრებს. 22-დან 30 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობს და წერს თავის პირველ რომანს.

1982 წლის 1 მარტს ფამუქმა ეილინ ტურეგენზე იქორწინა, 1991-ში შეეძინათ ქალიშვილი რუია[1]. 1985-1988 წლებში ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მისი მეუღლე სწავლობდა. ამავე პერიოდში, ფამუქი იყო მიწვეული წევრი აიოვას უნივერსიტეტში. ამის შემდეგ, ის ისევ სტამბოლში ბრუნდება, სადაც დღემდე ცხოვრობს. 2001-ში წყვილი განქორწინდა.

2006 წლიდან ორჰანი კვლავ კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე. ამჟამად, თანამშორმლობს უნივერსიტეტის კომიტეტთან გლობალურ საკითხებში და ატარებს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ენებისა და კულტურის განყოფილებაზე, ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნებათა სკოლაში.

ფამუქი სრული დატვირთვით წერას 1974 წლიდან იწყებს. მისმა პირველმა რომანმა „წყვდიადი და სინათლე“ (თურქ. Karanlık ve Işık) 1979 წელს მილიეთ პრესის ნოველის კონკურსში გამარჯვება გაიყო მეორე ფინალისტ მწერალ მეჰმეთ ეროღლისთან. ამავე ნოველამ, რომელიც გამოიცა სათაურით „ბატონი ჯევდეთი და მისი ვაჟები“ (Cevdet Bey ve Oğulları) 1982 წელს ორჰან ქემალის ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. რომანში მოცემულია ერთი შეძლებული ოჯახის სამი თაობის ცხოვრება სტამბოლის ნიშანთასის უბანში, სადაც ფამუქი გაიზარდა.

ფამუქს ადრინდელი ნამუშევრებისთვის კრიტიკოსთა რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1984 წლის მადარალის ლიტერატურული ჯილდო მისი მეორე ნოველისთვის „ჩუმი სახლი“ (Sessiz Ev) და 1991 წლის Prix de la Découverte Européenne მისი ნოველის ფრანგული თარგმანისთვის. მისმა ისტორიულმა ნოველამ „თეთრი კოშკი“ (Beyaz Kale) 1990 წელს მიიღო აშშ-ის დამოუკიდებელი ჯილდო საუკეთესო საზღვარგარეთული რომანისთვის, რამაც საზღვარგარეთ მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაზარდა. იმ დღეს ნიუ-იორკ ტაიმზის წიგნების განხილვამ ის ასე მოიხსენია: „აღმოსავლეთით ახალი ვარსკვლავი ამოსულა — ორჰან ფამუქი“.

ამის შემდეგ, ადრინდელი ნატურალისტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ფამუქი პოსტმოდერნიზმით იწყებს ექსპერიმენტებს. საერთო აღიარება შედარებით გვიან მოდის, თუმცა მისი 1990 წლის რომანი „შავი წიგნი“ (Kara Kitap) თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გიყიდვადი წიგნი გახდა, სიუჟეტის კომპლექსურობისა და მდიდარი ლექსიკის წყალობით. 1992 წელს ის წერს ტექსტს კინოფილმისთვის „ფარული სახე“ (Gizli Yüz) „შავი წიგნის“ ნაწარმოების მიხედვით, რომელიც დაიდგა თურქი რეჟისორი ომერ კავურის მიერ.

1995 წელს გამოცემულმა ფამუქის მეოთხე რომანმა „ახალი ცხოვრება“ (Yeni Hayat) თურქეთში სენსაცია მოახდინა და თურქეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი გახდა. ამ დროისთვის ფამუქი უკვე ცნობილი პიროვნება იყო, ქურთთა პოლიტიკური უფლებების დაცვის წყალობით. ამავე წელს ფამუქი სხვა ავტორთა ჯგუფთან ერთად მიცემულ იქნა სამართალში თურქეთის მთავრობის მიერ ქურთი მოსახლეობის დისკრიმინაციისთვის კრიტიკის გამო.

ფამუქის საერთაშორისო რეპუტაცია იზრდება 2000 წელს მისი შემდგომი რომანის „მე მქვია წითელი“ (Benim Adım Kırmızı) გამოცემის შემდეგ. რომანში ერთმანეთში გადახლართულია მისტერია, სიყვარული და ფილოსოფიური გამოცანები მე-16 საუკუნის სტამბოლის გარემოში. მასში აღწერილია 1591 წლის ცხრა თოვლიანი დღე სულთან მურათ III-ის მმართველობის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. რომანი „მე მქვია წითელი“ თარგმნილ იქნა 24 ენაზე და 2003 წელს დაიმსახურა საერთაშორისო ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრიზი — დუბლინის „იმპაკ“ ჯილდო (IMPAC Dublin Award).

ფამუქის ბოლო ნამუშევარია „თოვლი“ (Kar, 2002), რომელშიც თანამედროვე თურქეთში ისლამიზმისა და ვესტერნიზმის კონფლიქტია წარმოსახული. ნიუ-იორკ ტაიმზმა ეს რომანი 2004 წლის ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.

ფამუქის წიგნებისთვის დამახასიათებელია ეროვნული თვითგამორკვევის კრიზისი გამოწვეული ევროპულ და ისლამურ ღირებულებათა შორის კონფლიქტის გამო. თემა თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება ერთგვარად გამაღიზიანებელიც კი იყოს, მაგრამ ფამუქისეული მოვლენების კომპლექსურ განვითარებას, დამაინტრიგებელ სიუჟეტებსა და ხასიათთა სიღრმეს აღტაცებაში მოვყავართ ხოლმე.

ნახვა: 638

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters