2 თებერვალს (ძვ. სტ. 20 იანვარს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ექვთიმე აღმსარებელს!

      მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში, სოფელ სადმელში, კერესელიძეების ოჯახში დაიბადა ესტატე, მოგვიანებით წმინდა ექვთიმე აღმსარებელი. სადმელში (რაჭა-ლეჩხუმი), სამრევლო სკოლის შემდეგ, სწავლა ქუთაისში გააგრძელა, ხოლო მოგვიანებით თბილისში გადმოსახლდა სამუშაოდ. მან თბილისში გაიცნო ილია ჭავჭავაზის მოურავი, მაქსიმე შარაძე, რომელიც იმხანად, „საღმრთო წიგნთ-საკითხავი“-ს დაარსებას ცდილობდა. ესტატემ და მაქსიმემ ერთად დაიწყეს მოღვაწეობა. მათი დაარსებული სკოლის მიზანი იყო, მართლმადიდებლური სწავლებისა და გალობის შესწავლა დაინტერესებული მრევლისთვის. მათ საქმიანობას თავმჯდომარეობდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე). წმინდა ილია მართლის (იხსენიება 2 აგვისტოს) შემწეობითა და შუამდგომლობით, საუკუნის მიწურულს, მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ შეიძინეს სტამბა და აქტიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვას. ისინი ათონის მთიდან გამოგზავნილ წიგნებს ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. ამავე პერიოდში იწყება, ლამაზი კალიგრაფიით ცნობილი ესტატეს ცხოვრებაში ახალი საქმიანობა - საქართველოში ჩამოსულმა ცნობილმა მომღერალმა და მოსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ, ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა ესტატეს. განასკუთრებული გულმოდგინების გამო, ფილიმონ ქორიძე ადვილად ანდობდა საგალობლოთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.

      იმ დროისთვის ფილიმონ ქორიძე უკვე დიდი ხანი იყო რაც მოღვაწეობდა საქართველოში. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ. სამწუხაროდ, მალე ესტატე კერესელიძეს მარტო მოუწია საქმის გაგრძელება - როდესაც წიწამურში „ეპოქა გათავდა დიდი“, 6 თვის შემდეგ გარდაიცვალა მაქსიმე შარაძეც. ავტოკეფალიის გაუქმების მძიმე პერიოდში, ესტატე კერესელიძე საკუთარი ნაბეჭდი ნოტებით ჯერ გელათში გადადის სამოღვაწეოდ, სადაც ექვთიმეს სახელით მონაზვნად აღიკვეცება, მოგვიანებით კი ნოტების მცველი მცხეთაში, ზედაზნის მონასტერში დაემკვიდრება, სადაც 1944 წელს აღესრულება. ქართული საგანძურის, გალობის ნოტებთან მოგზაურობის ამბავი შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ მისსავე ხელნაწერში - ისტორია ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებისა.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 2 თებერვალი, Qwellyland, თებერვალი, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 370

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საკალათბურთო ამინდი

გამოაქვეყნა Breezespring_მ.
თარიღი: მაისი 19, 2022.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

The challenge for the developers was to impose NBA 2K in the history of video simulation games. But, the latest game was a disappointment due to its shaky gameplay and troubling flaws in shooting optimization. It's good to know that the developers of NBA 2K22 have been able to learn through their failures.

Released in September, Visual Concept's latest creation is a celebration of what is currently the NBA season. In no way is it surprising that fans from all over the world are…

გაგრძელება

Most Elden Ring players have likely seen the famed red-haired helmet

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მაისი 18, 2022.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

These slashes also infuse with blood loss and fire damage, which could quickly initiate the deadly proc to reduce blood loss on your opponents Elden Ring Runes. This well-known status effect immediately causes potentially many thousands of point of injury every time it is activated, making it a guaranteed way to win most PvP fights.

If you've managed the way you load out to keep the overall weight of equipment low and you'll be able to maintain an advantage on your adversaries in most…

გაგრძელება

მეინსტრიმული პატიმრები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 17, 2022.
საათი: 11:24pm 0 კომენტარი

      სავარაუდოდ, მაისმა ვერ გაიაზრა რომ მაისია და კვლავინდებურად ცდილობს იმარტოს. ხან ცივა, ხან ცხელა, ახლა კიდევ 19-20 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. ქვეყნის შიგნით, დღის მთავარი ამბავი ნიკა გვარამიას დაკავებაა. დაკავებები ძალიან ხმაურიანად გამოგვდის. ასევე ღარიბაშვილის ევროპული ტურნე და ცხადია არავის დავიწყებია უკრაინის ომიანობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.…

გაგრძელება

ფინეთი ევროპაში და სააკაშვილი საავადმყოფოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 12, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა ჩვენს ქვეყანაში სამუშაო დღე არ არის, დღის მთავარი ამბები საზღვარგარეთიდან ისმის. ცხადია, მსოფლიოს მთავარი ამბავი კვლავ უკრაიანში მიმდინარე ომი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებებია. ამას დაემატა, ომიანობი ფონზე, ფინეთის საკითხი და მისი ევროპული მომავლის გარკვევა, რაზეც რუსეთი ამბობს რომ საფრთხეა. საქართველოში მთავარი ამბავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი ვივამედში სამკურნალოდ გადასვლაა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…

გაგრძელება

Qwelly World

free counters