ჩვენ, დიეტოლოგებს განსაკუთრებით გვიყვარს ტკბილეულზე აკრძალვების დაწესება, მაგრამ ისეთი ტკბილეული და დესერტებიც მოიპოვება მთელი მსოფლიოს გარშემო, რომლის ჭამა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, ბოლო-ბოლო თუნდაც იმიტომ, რომ ამ ტორტს დღე და ღამე ჰქვია. სადღეღამისო ტორტია როგორც დიზაინით, ასევე თავისი გემრიელობით.

Qwellynaria, დღე და ღამე, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი, ქველინარია

შემადგენლობა:

ბისკვიტი:

  • ფქვილი - 1 ჩ.ჭ.
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 1 ჩ.ჭ.
  • შავი შოკოლადი - 150 გრ.
  • რძე - 3 ს.კ.
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.

თეთრი შოკოლადის განაში:

  • ნაღები (35%-იანი) - 100 გრ.
  • თეთრი შოკოლადი - 150 გრ.

შავი შოკოლადის განაში:

  • ნაღები (35%-იანი) - 200 გრ.
  • შავი შოკოლადი - 250 გრ.

შოკოლადის მინანქარი:

  • შავი შოკოლადი - 200 გრ.
  • შაქრის ფხვნილი - 3 ს.კ.
  • შაქრის სიროფი - ¼ ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი - 6 ს.კ.
  • წყალი - 2 ს.კ.
  • რომი - 1 ს.კ.
  • კარაქი - 200 გრ. 

მომზადება:

      1. ბისკვიტის მომზადება: კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად. შოკოლადი და რძე გაადნეთ ორთქლზე, დაუმატეთ კვერცხის გულებს და კარგად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ ცილისგან ბეზე და შეუირიეთ შოკოლადიან მასას. შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ოთკუთხედ ფორმაში და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე.

      2. შოკოლადის განაშის მომზადება: მოამზადეთ თეთრი და შავი განაში ცალ-ცალკე - ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, დაასხით დაქუცმაცებულ შოკოლადს და ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

      3. შოკოლადის მინანქრის მომზადება: მოათავსეთ ინგრედიენტები თასში და ადუღეთ ნელ ცეცხლზე შესქელებამდე.

      4. ბისკვიტი გაჭერით თხელ ფენებად და ფენებს შორის წაუსვით თეთრი და შავი შოკოლადის განაში ერთმანეთის მონაცვლეობით. შემდეგ მთელი ზედაპირი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

ტეგები: Qwellynaria, დესერტი, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი, შოკოლადი

ნახვა: 21

გამოხმაურებები!

რა უნდა თქვა კარგია, 1001 აკლია მარტო )

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Animal Crossing New Horizons: Crafting Made Easy

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2020.
საათი: 7:29am 0 კომენტარი

Animal Crossing: New Horizons has obtained the tendency of DIY to a whole level by implementing being able to construct your own furniture and …

გაგრძელება

კოჭლი ქსელი

გამოაქვეყნა Kakha_მ.
თარიღი: ივლისი 11, 2020.
საათი: 8:30pm 1 კომენტარი

   გვმართებს  ვიცოდეთ, რომ სურვილი რომელიც არ იქნება გამოხატული(ვნახეთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანი ან უბრალოდ დავინტერესდით ვინმეთი რომელზეც გვქონდა სურვილი რომ ახლოს "მივსულიყავით"), ის იქნება "გადატანილი" (მოხდა მისი გადატანა) რამაც წარმოქმნა მინიმალური დონით ნერვოზის გამოღვიძება, ზოგი ფსიქ.ანალიტიკოსი (მაგ.ფროიდი) მცდარად უწოდებს რომ საზოგადოების ტაბუმ(კლიშემ) იმოქმედა ადამიანზე, და მან საკუთარი სურვილი "ჩაიბრუნა" ან საქმე გვაქვს მორცხვობასთან, ორივე და…

გაგრძელება

ბუნდოვანი დეტალები და ფრენების რუკა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 9, 2020.
საათი: 11:19pm 3 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება ავიაფრენების და საზღვრების გახსნა და ახალი ქვეყნები ჩნდებიან ჩვენს ტურისტულ რუკაზე, თუმცა ჯერ არავინ იცი ვინმე ჩამოვა თუ არა. ქვეყნის შიგნით კი ამერიკისგან დასამსახურებელ 15%-ზე დაობენ და ერთმანეთს ეკამათებიან. შაქარაშვილის საქმეზე კი ყოველ დღე ახალი აბდა-უბდა დეტალები ჩნდებიან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 ივლისი, 2020

      კორონას ტურისტული კარანტინი და შეზღუდვა-რეგლამენტები - მარინა…

გაგრძელება

ფეხბურთელის საქმე გაფართოვდა - ახალი ფიგურანტები, აშშ-ს 60 მლნ დოლარი და გახსნილი ფრენა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 8, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ივლისი ისე დაიწყო, ქველინიუსი ვერ დაბრუნდა. საბედნიეროდ, კორონა არაფერ შუაშია და გარკვეული ხარვეზების გამო შეგვიწყდა ნიუსების შეგროვება, მაგრამ დღეიდან ვბრუნდებით მომავლის იმედით. დავიწყოთ ამ კვირის ამბებიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე. შაქარაშვილის საქმე ერთ-ერთ გახმაურებულ საქმედ იქცევა. ბევრი გაურკვევლობისა და დამალული ამბების ან გამოგონილი სიუჟეტების გამო, გამოძიება ძალიან იწელება და რთულდება. დღის მეორე ამბავი ამერიკისგან 60 მლნ-ს დაკარგვის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters