ანდერძი არავისთვის - აგათა კრისტი
აგათა კრისტი - მოთხრობები
მის ვაიოლეტ მარშისგან. პუარომ მოკლე და საქმიანი წერილი მიიღო, რამაც ჩვენს მოსაწყენ ყოველდღიურ საქმიანობაში სასიამოვნო მრავალფეროვნება შემოიტანა. ქალი ზუსტად 11 საათზე მოვიდა. – ჩემი საქმე ცოტა უცნაური ხასიათისაა, მუსიე პუარო, – დაიწყო მან და სავარძელში ჩაჯდა, – ჯობია, სულ თავიდან დავიწყო და ყველაფერი თანმიმდევრობით გიამბოთ: ობოლი ვარ. ჩემი ერთადერთი, ნათესავი ბიძაჩემი ენდრიუა, რომელიც ავსტრალიაში გამდიდრდა, შემდეგ დაბრუნდა და იყიდა პატარა მამული, სახელად „ველური ვაშლის ხეები“. ჩემს აღზრდას ხელი მან მოჰკიდა და ისე მეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილს. თავისი კეთილი ბუნების მიუხედავად, მას ცოტა უცნაური, თუმცა კი მტკიცე შეხედულება ჰქონდა ქალის განათლების შესახებ. ის დარწმუნებული იყო, რომ გოგონებმა მხოლოდ სახლში ან ფერმაში საქმიანობა უნდა ისწავლონ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიცრუვდა იმედი, როდესაც გავიგე, რომ იგი ჩემს აღზრდას სწორედ ამ კუთხით აპირებდა. ავჯანყდი. მეც საკმაოდ ჯიუტი ვარ, თანაც, არანაირი მიდრეკილება არ მქონდა სახლის საქმეებისადმი. ჩვენს ურთიერთობაში კრიზისი მაშინ დადგა, როდესაც სასწავლებლად წასვლა გადავწყვიტე. მან პირდაპირ მითხრა, რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს და მთელი თავისი ქონების დატოვებას ჩემთვის აპირებდა. როგორც უკვე გითხარით, ძალიან მდიდარი იყო... თუმცა, თუ მე მაინც ჩემსას დავიჟინებდი, ერთ პენსსაც ვერ მივიღებდი. მე ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ ვუპასუხე, რომ მისდამი პატივისცემას სამუდამოდ შევინარჩუნებდი, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას დამოუკიდებლად მოვაწყობდი. ამის გამო დავშორდით. – შენ შენს შესაძლებლობებსა და ჭკუას გადამეტებულად აფასებ, – მითხრა დამშვიდობებისას, – მე წიგნების მიხედვით არასოდეს მისწავლია, მაგრამ ას ქულა ფორას მოგცემ. დრო აჩვენებს, ვინ არის ჩვენ შორის მართალი. მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა. ზოგჯერ მივდიოდი მასთან და დასვენების დღეებს იქ ვატარებდი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად მეგობრული იყო, თუმცა ჩვენი შეხედულებებისგან არც ერთს უკან არ დაგვიხევია. მას სიტყვაც არ უთქვამს, არც მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და არც მაშინ, როდესაც ბაკალავრის ხარისხი მივიღე. ბოლო სამი წელი ავადმყოფობდა და ერთი თვის წინ გარდაიცვალა. უკვე მივადექი მთავარსაც: ბიძაჩემმა ძალიან უცნაური ანდერძი დატოვა. მისი პირობის თანახმად, მთელი მამული ჩემს განკარგულებაში ერთი წლის განმავლობაში იქნებოდა. „ეს დრო სრულიად საკმარისია, რათა ჩემმა ჭკვიანმა ნათესავმა, თავისი სიბრძნე საქმით დაამტკიცოს”, – ასე ეწერა ანდერძში და შემდეგ გრძელდებოდა: „თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ გაირკვევა, რომ ჩემი ჭკუა უფრო გამჭრიახია, სახლი მთელი თავისი ქონებით სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა“. – ანდერძი იურისტმა შეადგინა? – იკითხა პუარომ. – არა. მაგრამ სტანდარტულ ბლანკზეა დაწერილი და დამოწმებულია იმ ცოლ-ქმრის მიერ, რომელიც მამულში ცხოვრობს და ბიძაჩემს ემსახურებოდა. – სრულიად შესაძლებელია, – წარმოთქვა პუარომ, – რომ სადღაც, იმ ძველ სახლში, ბიძათქვენმა დიდი ფული დამალა, ან დამალა მეორე ანდერძი. თქვენ კი ერთი წელი მოგცათ, რათა თქვენი გონიერება გამოავლინოთ და ის იპოვოთ. – აბსოლუტურად მართალია, მუსიე პუარო, მაგრამ მე თქვენს ჭკუაზე უფრო მეტ იმედს ვამყარებ. – ო, რა სასიამოვნოა თქვენი მხრიდან! ანდერძი ან მისი ასლი თან ხომ არ გაქვთ? მის მარშმა ჩანთიდან ქაღალდი ამოიღო. პუარომ ის დაკვირვებით წაიკითხა. – სამი წლის წინაა შედგენილი, 25 მარტს. დროც კია მითითებული – დილის 11 საათი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაგვეხმარება გავიგოთ, რა უნდა ვეძებოთ. რა თქმა უნდა, საუბარია მეორე ანდერძზე. თუ ის თუნდაც ნახევარი საათით გვიანაა დამოწმებული, თავის წინამორბედს გააუქმებს. მე და ჰასტინგსი თქვენს მამულში უნდა წამოვიდეთ. მამულში მომსახურე ბეიკერების წყვილი, რომლებიც მის მარშმა ტელეგრამით გააფრთხილა, უკვე გველოდებოდა. ჩვენ პატარა, ხით მოპირკეთებულ ოთახში ავედით, რომელიც განსვენებული მისტერ მარშის კაბინეტიც იყო და საძინებელიც. იქ იდგა ბიურო, გამოწეული ყუთით, რომელიც საქაღალდეებით იყო გატენილი. – შეხედეთ, როგორ აკურატულად არის დანიშნული ყველა საქაღალდე, როგორი იარლიყები ჰკიდია ყველა გასაღებს, ბუფეტის გასაღებებსაც კი. ბიძათქვენი ძალიან მოწესრიგებული ადამიანი ყოფილა, – თქვა პუარომ და სწორედ ამ დროს მისი მზერა ბიუროდან გამოშვერილ გასაღებს წააწყდა, რომელზეც ბინძური, დაჭმუჭნული კონვერტი იყო მიმაგრებული. – რა საზიზღრობაა, – ჩაიდუდღუნა პუარომ – მზად ვარ, დავიფიცო, რომ ეს მისტერ მარშს არ გაუკეთებია. მაგრამ, კიდევ ვინ იყო სახლში? ზარზე ცოლ-ქმარი ბეიკერებიც მოვიდნენ. პუარო მათ დაკითხვას შეუდგა. მისტერ და მისის ბეიკერებს კარგად ახსოვდათ, როგორ მოაწერეს ხელი ანდერძს. მისტერ ბეიკერი ხომ ქალაქშიც გაგზავნეს ბლანკის საყიდლად. უფრო სწორად, ორი ბლანკის საყიდლად, იმ შემთხვევისთვის, თუ მისტერ მარში ერთს გააფუჭებდა. ანდერძს ხელი 11 საათისთვის მოაწერეს, თუმცა ერთ საათში მათ ისევ დაუძახეს. პატრონმა უთხრა, რომ რაღაც შეეშალა და იძულებული გახდა, ყველაფერი დაეხია. თავიდან მოაწერეთო, სთხოვა და მათაც მოაწერეს. პუარო დაფიქრდა. – და, რა გააკეთა მისტერ მარშმა მას შემდეგ, რაც ანდერძს ხელი მოაწერეთ? – სოფელში გაემგზავრა, კონდიტერისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა. – ამ ოთახში ვინმე უცხო ხომ არ შემოსულა? მისის ბეიკერმა აგვიხსნა, რომ დაახლოებით, ორ-ნახევარი წლის წინ, სახლში მუშები მოიწვიეს. ისინი კაბინეტში მუშაობდნენ, მაგრამ იქ რას აკეთებდნენ, მან არ იცოდა. – ჩვენ წინ მივიწევთ, ჰასტინგს, – განაცხადა პუარომ, როდესაც ბეიკერები გავიდნენ, – ეჭვი არაა, მან მეორე ანდერძი დაწერა და მისთვის სამალავის გასაკეთებლად ქალაქიდან მუშები მოიწვია. იმის მაგივრად, რომ კედელზე ვაკაკუნოთ, პირდაპირ ქალაქში წავალ. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ საჭირო ინფორმაცია მოვიპოვეთ. ვიპოვეთ ფირმა, რომელსაც მისტერ მარშმა სამუშაოს შესრულება დაუკვეთა. მუშებს კარგად ახსოვდათ, მაშინ რა სამუშაოს ჩატარება მოუხდათ. მათ კედლიდან აგური გამოიღეს და ისეთი სამალავი გააკეთეს, რომ გარედან არაფერი შეტყობოდა. სამალავის გაღება მეზობელ აგურზე ხელის დაჭერით შეიძლებოდა. მამულში კარგ ხასიათზე დავბრუნდით და კაბინეტში შიგნიდან ჩავიკეტეთ. კედელზე რაიმე ნიშნის პოვნა შეუძლებელი იყო, მაგრამ, როდესაც ხელი იქ დავაჭირეთ, სადაც მიგვითითეს, ღრმა ორმო დავინახეთ. პუარომ ხელი შეჰყო და მისი თვითკმაყოფილება ჯერ გაკვირვებამ, შემდეგ კი შიშმა შეცვალა. სამალავში ქაღალდის პატარა ნაგლეჯი აღმოჩნდა, მეტი არაფერი. – ჯანდაბა! – გაბრაზებულმა წამოიძახა პუარომ. – ვიღაცამ დაგვასწრო! ნაგლეჯზე მხოლოდ ბეიკერის ხელმოწერა იყო შემორჩენილი. არავითარი ანდერძი არ ჩანდა. – ვერ ვიგებ, – ამოიკვნესა პუარომ. – ეს ვინ გააკეთა, ან რატომ? – შეიძლება, მოხუცმა, უბრალოდ, გადაიფიქრა და თავად გაანადგურა? – შევნიშნე მე. – სავსებით შესაძლებელია, – აღიარა მან, – აქ ჩვენ აღარაფერი გვესაქმება. რაც ჩვენს შესაძლებლობებში იყო, გავაკეთეთ. ტვინების ამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ, ჩვენი კლიენტის სამწუხაროდ, ეს გამარჯვება ცარიელი სიტყვებია. ლონდონის მატარებელი, რომელშიც ჩავსხედით, უკვე დაძრული იყო, როდესაც პუაროს გამყინავი ყვირილი აღმოხდა: – ჰასტინგს, ჩავდივართ! გადმოხტით, ჩქარა, მე თქვენ გეუბნებით! ვიდრე რამე გავიაზრე, ჩვენ უკვე პლატფორმაზე ვიდექით. – რა სულელი ვიყავი! – ბობოქრობდა პუარო. – სამგზის სულელი! – რაშია საქმე? – კონდიტერის ვალი! თავიდან საერთოდ ამომივარდა! მაგრამ სად? სად? – ბურტყუნებდა იგი. – უნდა დავბრუნდეთ! წარმოიდგინეთ ბეიკერების გაკვირვება, როდესაც შუაღამეზე უკან მივადექით. პუაროს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, პირდაპირ კაბინეტში შევარდა. – სამჯერ სულელი კი არა, – წამოიძახა მან, – მე ვიყავი სამჯერ სულელი კვადრატში. შეხედეთ! ბიუროსთან მივიდა, საკეტიდან გასაღები გამოიღო, მასზე დამაგრებული დაჭმუჭნული კონვერტი მოაძრო, ფრთხილად გახსნა ამოაბრუნა და გაასწორა. შემდეგ სანთელი აანთო და ქაღალდის გათბობა დაიწყო. რამდენიმე წუთში კონვერტის ცარიელ შიდა მხარეზე ასოები გამოიკვეთა. – ხედავთ, მონ ამი! – გამარჯვებული სახით წამოიძახა პუარომ. სამი ფერმკრთალი ხაზი იუწყებოდა, რომ იგი მთელ თავის ქონებას ვაიოლეტ მარშს უტოვებდა. ანდერძი დამოწმებული იყო ალბერტ პაიკის, კონდიტერისა და ჯესი პაიკის მიერ. – რა ჭკვიანურია! მან ყველა ის ნაბიჯი გათვალა, რომელსაც ანდერძის მძებნელი გადადგამდა: მან აიღო ორი ბლანკი, მოსამსახურეებს სთხოვა, რომ ორივეზე ხელი მოეწერათ, შემდეგ კი ქალაქში გაემგზავრა, თან მესამე ანდერძი წაიღო, რომელიც სიმპატიკური მელნით ბინძურ კონვერტზე დაწერა. რაღაც მიზეზი მოიგონა, კონდიტერსა და მის ცოლს ქაღალდზე ხელი მოაწერინა, მისგან კონვერტი გააკეთა და გასაღებზე დაკიდა. – პუარო, ეს სამართლიანი არაა, – ნელა წარმოვთქვი მე, ამოცანა მის ძმისშვილს ხომ არ ამოუხსნია, ესე იგი ნაძლევი მაინც მოხუცმა მოიგო. – არა, ჰასტინგს. მის მარშმა თავისი გამჭრიახობა იმით დაამტკიცა, რომ საქმე პირდაპირ მე ჩამაბარა. ყოველთვის სპეციალისტს მიმართეთ, ჰასტინგს, ეს ყველაზე ჭკვიანურია.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მარტი 26, 2025.
საათი: 7:25am
0 კომენტარი
0 მოწონება
For Strong Weak, places your top two receivers on the same side of a multi receiver set, for instance in a five-receiver set. Bunch is the best receivers in the "bunch" part in the set-up. Big: Use Wide Receivers in place of tight ends and Fullbacks in the formation of a "big" arrangement. This can transform a group formation passing game into a good running Mut 25 coins game thanks to the improved blocking ability of tight ends as well…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: მარტი 26, 2025.
საათი: 5:20am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the vast world of online gaming, few titles have generated as much buzz as Amazon Games’ New World. Set in the mythical land of Aeternum, this mmoexp invites players to explore a vibrant open world, engage in combat, and establish settlements. Following its closed beta phase, the game recently launched into an open beta, allowing a wider audience to experience its rich environment and gameplay mechanics. In this article, we will delve into our impressions of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 26, 2025.
საათი: 5:17am
0 კომენტარი
0 მოწონება
Rather, the method that has the exceptional blend of safety and achievement for both solo and squad gamers has to be sticking around the 'part' of the circle always. There are a couple of key motives why this tactic is the most surefire one Dark And Darker Gold:
Players hardly ever run into the zone in any respect in standard, despite the fact that the regular damage it deals is quite forgiving. Therefore, eagle-eyed…
გამოაქვეყნა Tesioao_მ.
თარიღი: მარტი 26, 2025.
საათი: 4:32am
0 კომენტარი
0 მოწონება
Recent Activities and Updates in CUT 25 Coins
Over the past few months, CUT 25 Coins has undergone a series of exciting changes and introduced new activities that have invigorated the gaming community. The developers have focused on creating a dynamic and balanced environment by rolling out fresh events, new game modes, and engaging challenges that cater to both new players and seasoned veterans. These updates are designed not only to enhance the gameplay experience but also to foster…
გაგრძელება
© 2025 George.
•