რელიგიების ტიპოლოგია

qwelly, religiis sociologia, religion, religion sociology, religions typology, sociology, sociology of religion, ანიმატიზმი, ანიმიზმი, მსოფლიო რელიგიები, ნატურიზმი, რელიგია, რელიგიების ტიპოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, სოციოლოგია, ტოტემიზმი, ტრადიციული რელიგიები, ტრაიბალური რელიგიები, ფეტიშიზმი, შამანები

     რელიგიური სისტემების მრავალფეროვნება აყენებს მათი კლასიფიკაციის აუცილებლობას. რელიგიის სოციოლოგებს ყოველთვის აინტერესებდათ შესაძლებელია თუ არა განსხვავებული რელიგიები აღიწეროს ერთი და იმავე მეცნიერული კატეგორიებითა და ტერმინებით, თუ შედარება მოითხოვს ტოლძალოვანი კონცეპტუალური სისტემების არსებობას. რელიგიების ყველაზე მარტივი კლასიფიკაცია შესაძლებელია მათი სახელწოდების ჩამოთვლის საფუძველზე: კათოლიკური, პროტესტანტური, იუდაისტური, ინდუისტური, ისლამური, ბუდისტური, კონფუციანელობა და ა.შ. რელიგიები. ამისთვის საკმარისია მხოლოდ რელიგიების სახელდება ანუ რელიგიების ყველაზე მარტივი კლასიფიკაცია კრიტერიუმის სახით ნომინაციის პრინციპს გულისხმობს. მსოფლიოში ძირითად რელიგიებს შორის, მთელს მოსახლეობას თუ ავიღებთ, ქრისტიანობის მიმდევრების წილი ყველაზე დიდია სხვა რელიგიებთან შედარებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მორწმუნეთა უმრავლესობა ქრისტიანები არიან, სინამდვილეში ისინი მხოლოდ მსოფლიო მოსახლეობის 20% პროცენტს შეადგენენ, რაც დაახლოებით 2 მილიარდია. აქედან მხოლოდ კათოლიკეები 1 მილიარდია. ამას გარდა, ძირითადი მსოფლიო რელიგიების მიმდევართა მოცულობა დაახლოებით მთელი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს.

     სოციოლოგები რელიგიების კლასიფიკაციას ახდენენ აგრეთვე, საზოგადოების ტიპების შესაბამისად. მარტივი (ჰომოგენური) სოციალური სტრუქტურის მქონე საზოგადოებების რელიგიას ტრაიბალურს უწოდებენ. ტრაიბალური რელიგიები მცირე კულტურის საზოგადოებებში არსებობს, რომელთა სოციალური ორგანიზაციაც ეფუძნება თემის ან კლანის სტრუქტურას. ტრაიბალური ფორმებია: ტოტემიზმი, ნატურიზმი, ანიმიზმი, ანიმატიზმი, ფეტიშიზმი ა.შ. ტრადიციული ტიპის საზოგადოებებში რელიგიას ჩვეულებრივ ცენტრალური ადგილი უჭირავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აქ რელიგიური სიმბოლოები ინტეგრირებულია საზოგადოების მატერიალურ და სულიერ კულტურაში: ხელოვნებაში, მუსიკაში, ფოლკლორში ცეკვებში, არქიტექტურასა თუ მწერლობაში. ამ მონოკულტურებში არ არსებობს პროფესიონალი ღვთისმსახურების კატეგორია, რომელიც ფუნქციონალურად განკუთვნილია სპეციალურად რელიგიური ტიპის საქმიანობისთვის, თუმცა არიან პირები, რომელთა ძირითად ფუნქციას რელიგიური რიტუალების წარმართვა წარმოადგენს. ასეთი პირები არიან მაგალითად., შამანები, რომლებიც წარმოადგენენ მედიუმს, შუამავალს ადამიანებსა და სულებს ან სხვა ღვთაებრივ ძალებს შორის. მცირე კულტურები ერთი შეხედვით, პრიმიტიული რწმენების სისტემებს უნდა გულისხმობდეს, თუმცა მათ ხშირად არც თუ მარტივი სიმბოლური ფორმები გააჩნიათ. ევანს-პრიჩარდმა იკვლია მაგალითად., სამხრეთ სუდანის ერთ-ერთი ეთნოსის _ ნიუეს რელიგიურ რწმენათა სისტემები და აღმოაჩინა, რომ მას გააჩნია კარგად შემუშავებული თეოლოგიური იდეების ნაკრები და საკრალურ-სიმბოლური სტრუქტურა, რომელიც რამდენიმე ღვთაების პანთეონითაა წარმოდგენილი. ამ კულტურაში რთული ღვთაებრივი იერარქია ემყარება “უმაღლესი ღვთაების” ან “ზეციური სულის” ცნებას. მცირე კულტურების რელიგია ძირითადად ემყარება მრავალი ღვთაების რწმენას, ამიტომ მათ მიაკუთვნებენ პოლითეიზმის სახეობას.

     შედარებით რთული რწმენათა სისტემები იქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოების სოციალური ორგანიზაცია დიფერენცირებული ხდება ფუნქციონალურად და სტრუქტურულად. ეს ნიშნავს, რომ თუკი ტრაიბალურ კულტურებში რელიგია ყველა ფუნქციის შესრულებაზე პასუხისმგებლობის მქონე სტრუქტურული ერთეულია, უფრო რთულ საზოგადოებებში ეს ფუნქციები თანდათან ჩანაცვლებულია სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური სტრუქტურული ერთეულების მიერ. მაგალითად., ტრაიბალური რელიგიური სტრუქტურა ყველა ძირითადი სოციალური ფუნქციის მატარებელი მძლავრი ინსტიტუტია. აქ არ არის განსხვავება საზოგადოებასა და ბუნებას შორის. ტრაიბალურ საზოგადოებაში არ არის განსხვავება ბუნების კანონებსა და ნორმატიულ კანონებს შორის, რომლებიც კონვენციური ხასიათისაა, ანუ იმ წესებს რაც ადამიანთა შეთანხმების შედეგია. აქ არსებობს წარმოდგენა, რომ ყველა მოვლენა, რასაც სოციუმში აქვს ადგილი, ბუნების კანონზომიერების საფუძველზე შეიძლება აიხსნას. ძლიერია რწმენა, რომ საზოგადოებასა და ბუნების ძალებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, რომელიც მართავს საზოგადოების ცხოვრებას. მაგალითად., ადამიანებს სწამთ, რომ ტოტემი (მცენარე ან ცხოველი, რომელსაც ღვთაებრივი ძალა მიეწერება) საზოგადოების სულიერი და სოციალური ენერგიის წყაროა და მისი კეთილგანწყობა განმსაზღვრელია საზოგადოების ცხოვრებაში. ადამიანებს სწამთ, რომ მზის ამოსვლა და ჩასვლა დამოკიდებულია კლანის ბელადის ნებაზე, როგორც ტოტემის ნების მატარებელ პერსონაზე. აგრეთვე, არ არსებობს კლანის წევრებს შორის მნიშვნელოვანი სტრატიფიკაციული განსხვავებები. კლანის წევრების სოციალურ როლებსა და სტატუსებს შორის არ შეინიშნება მკვეთრი დიფერენციაცია. სოციუმში ყველას თითქმის თანაბარი სოციალური პოზიციები გააჩნიათ და მსგავს საქმიანობას ასრულებს. როგორც წესი, ერთი სტრუქტურა აწარმოებს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას, ომებს, იღებს უმთავრეს სამეურნეო-ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, კულტურულ და სოციალიზების ფუნქციებს და ა.შ.

     სოციალური სტრუქტურის გართულებასთან ერთად საკრალურის სიმბოლური სტრუქტურაც კომპლექსური ხდება, მაგალითად., იუდაიზმში შემოდის ერთიანი ღმერთის იდეა, საკრალურის მრავალი კერძო, კონკრეტული სიმბოლო იცვლება აბსტრაქტული იდეით ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი ღმერთის შესახებ. შესაბამისად, არსებობს რელიგიური სისტემების კლასიფიკაციის ახალი კრიტერიუმი _ ერთიანი ღმერთის რწმენა. იმის მიხედვით რელიგიურ სისტემაში ერთიანი ღმერთის იდეა ფიგურირებს თუ მრავალი ღვთაების იერარქია, ან ღმერთი საერთოდ არ მონაწილეობს რელიგიურ სისტემაში და მისი ადგილი საკრალურ სტრუქტურაში სხვა ზნეობრივ ღირებულებებს უჭირავთ, რელიგიების დაყოფა ხდება მონოთეისტურ, პოლითეისტურ და ეთიკურ რელიგიებად. მაგალითად., იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი ძირითადი მონოთეისტური რელიგიებია, ხოლო ინდუიზმი, ანტიკური ბერძნული და რომაული რელიგიური სისტემები პოლითეისტურ რელიგიებს მიეკუთვნებიან, აქვე გამოიყოფა რელიგიური სისტემების ჯგუფი, რომლებშიც ღმერთის იდეა საერთოდ არ მონაწილეობს და საკრალური წარმოდგენილია ეთიკური ღირებულებების სახით. ასეთ რელიგიებს ეთიკური რელიგიები ეწოდებათ. მაგალითად., ბუდიზმში საკრალური ადამიანია. აქ ღმერთის ნაცვლად არსებობს რწმენა ადამიანის სულიერი შესაძლებლობების შესახებ. კონფუციანელობაში კი საკრალური სიკეთის ღირებულებას გულისხმობს.

     შეიძლება გამოვყოთ სამი ძლიერი მონოთეისტური რელიგია, რომლებმაც უდიდესი გავლენა შეასრულეს კაცობრიობის ისტორიის განვითარებაზე, ესენია, იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ყველა ეს რელიგია წარმოიქმნა ახლო აღმოსავლეთში და თითოეულმა მათგანმა მოახდინა დანარჩენი რელიგიების განვითარებაზე გავლენა.

ტეგები: Qwelly, რელიგია, სოციოლოგია

ნახვა: 1183

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Throne and Liberty reaches new heights in this encounter

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 25, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the ever-expanding realm of TL Lucent, the challenge and thrill of guild raid bosses have become a pinnacle experience for seasoned adventurers. Among these formidable foes stands Cornelius, a Level 48 Raid Boss that demands the combined might of guild members to conquer. This article explores the epic encounter with Cornelius, shedding light on the strategies, intricacies, and the awe-inspiring Longbow gameplay captured in stunning 1440p epic quality.

The Enigma of…

გაგრძელება

How To Reset Skill Points Sometimes

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

How To Trade

You can access the Trade Market from Path of exile currency the pause menu or by interacting with the Trade Market board in town. From here you can select the category, then choose the specific item you're looking for, and you'll be able toput your items up for trade to make an offer.

Some items on the Trade Market have specific asking trade prices. Some of these prices are negotiable, but others strictly require their asking price for a successful trade.

You…

გაგრძელება

Throne and Liberty provide a thrilling blend

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.

Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent

the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.

Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.

Now, let's explore the synergies and dynamic combos that…

გაგრძელება

Dark and Darker Mobile combines battle

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch

The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…

გაგრძელება

Qwelly World

free counters