ჰანს შმიშეკი - ხასიათის აქცენტუაციების კითხვარი

accentuation, accentuation of character, character, hanz schmieschek, psychology, qwelly, Ганс Шмишек, акцентуации характера, კითხვარი, ტესტი, ფსიქოლოგია, ხასიათის აქცენტუაციები, ხასიათის აქცენტუაციების კითხვარი, ჰანს შმიშეკი, ჰანც შმიშეკი, fsiqologia, aqcentuaciebis kitxvari, kitxvari, questionnaire of the accentuation, questionnaire

     გთხოვთ უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს - "კი" ან "არა"! გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები. უპასუხეთ კითხვებს ყურადღებით და სწრაფ ტემპში.

  • სქესი:
  • ასაკი:
  1. ხშირად გაქვთ მხიარული და უდარდელი განწყობილება?
  2. თქვენ მგრძნობიარე ხართ შეურაცხყოფისადმი?
  3. ხდება თუ რა, რომ კინოში, თეატრში ან საუბრის დროს თვალზე ცრემლი გადგებათ?
  4. როცა რაიმეს გააკეთებთ, ეჭვი გეპარებათ, გააკეთეთ თუ არა ყველაფერი სწორად და არ მშვიდდებით მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არ დარწმუნდებით იმაში, რომ ყველაფერი გაკეთებულია ისე, როგორც საჭიროა?
  5. იყავით თუ არა ბავშვობაში თქვენი თანატოლებივით გაბედული და შეუპოვარი?
  6. ხშირად გეცვლებოდათ ხოლმე მკვეთრად დამოკიდებულება საკუთარი თაავისადმი და საერთო განწყობილება – უსაზღვრო სიხარულის მდგომარეობიდან – ცხოვრებისადმი ზიზღამდე?
  7. ჩვეულებრივ, წარმოადგენთ თუ არა ყურადღების ცენტრს საზოგადოებაში?
  8. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უმიზეზიდ იმყოფებით ისეთ ბუზღუნა ხასიათზე, რომ უმჯობესია არავინ დაგელაპარაკოთ?
  9. თქვენ სერიოზული ადამიანი ხართ?
  10. თქვენში აღფრთოვანებასა და აღტაცებას იწვევს რაიმე?
  11. ხართ თუ არა მოხერხებული / ფხიანი?
  12. ადვილად ივიწყებთ თქვენდამი მოყენებულ წყენას?
  13. გულჩვილი ხართ?
  14. ამოწმებთ თუ არა რამდენჯერმე თქვენს მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილის, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად გაიგზავნა?
  15. მიისწრაფვით, რომ ყოველთვის საუკეთესო მუშაკთა რიცხვს მიეკუთვნებოდეთ?
  16. შეგშინებიათ თუ არა ბავშვობაში ჭექა–ქუხილის დროს ან უცნობ ძაღლთან შეხვედრისას?
  17. მიისწრაფვით თუ არა, რომ ყველაფერში და ყოველთვის დაიცვათ წესრიგი?
  18. დამოკიდებულია თუ არა თქვენი განწყობილება გარე ფაქტორებზე?
  19. უყვარხართ თუ არა თქვენს ნაცნობებს?
  20. ხშირად გაქვთ ძლიერი შინაგანი შფოთვა, მოსალოდნელი უბედურების, ან უსიამოვნების შეგრძნება?
  21. ხშირად გაქვთ რამდენადმე დათრგუნული მდგომარეობა?
  22. გქონიათ თუ არა თუნდაც ერთხელ ისტერიკა ან ნერვული შეტევა?
  23. გიჭირთ თუ არა დიდხანს უმოქმედოდ გაჩერება?
  24. თუ თქვენდამი დამოკიდებულებაში არასამართლიანად მოიქცნენ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი ინტერესების მტკიცედ დაცვა?
  25. არიდებთ (აარიდებდით) თუ არა თვალს ქათმის ან ცხვრის დაკვლას?
  26. გაღიზიანებთ თუ არა, როცა სახლში ფარდა არასწორად კიდია ან სუფრა არასწორად არის გადაფარებული, და თქვენ მაშინვე მიისწრაფით გაასწროთ იგი?
  27. გეშინოდათ ბავშვობაში სახლში მარტო დარჩენის?
  28. ხშირად გაქვთ თუ არა განწყობილების უმიზეზო ცვალებადობა?
  29. ისწრაფვით რომ იყოთ ძლიერი მუშაკი თქვენს საქმიანობაში?
  30. ადვილად ბრაზდებით, ან ადვილად იწყებთ განრისხებას?
  31. შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად უდარდელად მხიარული?
  32. გეუფლებათ ხოლმე სრული ბედნიერების შეგრძნება?
  33. როგორ ფიქრობთ, გამოვა თუ არა თქვენგან წამყვანი, იუმორისტულ სპექტაკლში?
  34. სხვა ადამიანებთან თქვენს აზრს ჩვეულებრივ გულღიად, პირდაპირ და არაორაზროვნად გამოხატავთ?
  35. გიჭირთ სისხლის დანახვა? იწვევს თუ არა ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს?
  36. გიყვართ თუ არა სამუშაო, რომელიც თქვენგან მოითხოვს პიროვნულ პასუხისმგებლობას?
  37. გაქვთ თუ არა მიდრეკილება გამოხვიდეთ იმ პიროვნებების დასაცავად, რომელთა მიმართაც უსამართლოდ იქცევიან?
  38. გეშინიათ ბნელ სარდაფში ჩასვლის?
  39. უპირატესობას ანიჭებთ თუ არა ისეთ სამუშაოს, სადაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო, მაგრამ მოთხოვნები ხარისხისადმი მაღალი არ არის?
  40. კონტაქტური ხართ?
  41. სკოლაში ლექსების მხატვრულად წაკითხვა თქვენ სიამოვნებას განიჭებდათ?
  42. გაქცეულხართ ბავშვობაში სახლიდან?
  43. ცხოვრება რთულად გეჩვენებათ?
  44. ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ კონფლიქტის შემდეგ თქვენ იმ დონეზე ყოფილხართ აღელვებული, რომ სამსახურში წასვლა პირდაპირ აუტანლად გეჩვენებოდათ?
  45. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ წარუმატებლობის დროს თქვენ არ კარგავთ იუმორის გრძნობას?
  46. თუ ვინმემ გაგაბრაზათ, ცდილობთ რომ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ?
  47. თქვენ ძლიერ გიყვართ ცხოველები?
  48. ბრუნდებით თუ არა რათა დარწმუნდეთ, რომ დატოვეთ სახლი ან სამუშაო ადგილი ისეთ მდგომარეობაში რომ იქ არაფერი არ მოხდება?
  49. გაწუხებთ თუ არა ზოგჯერ ბუნდოვანი აზრი, რომ თქვენ ან თქვენ ახლობლებს შეიძლება რაღაც საშინელება შეგემთხვეთ
  50. თვლით თუ არა, რომ თქვენი განწყობილება მეტისმეტად ცვალებადია?
  51. გიჭირთ მოხსენების წაკითხვა (სცენაზე გამოსვლა) , მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე?
  52. შეგიძლიათ გაარტყათ ადამიანს, თუ ის შეურაცხყოფას მოგაყენებთ?
  53. სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან დიდი მოთხოვნილება გაქვთ?
  54. მიაკუთვნებთ თუ არა თავს ადამიანთა, იმ რიცხვს, ვინც ნებისმიერი ტიპის იმედგაცრუებისას შეუძლია სასოწარკვეთაში ჩავარდეს (ან სასოწარკვეთამ მოიცვას) ?
  55. მოგწონთ სამუშაო, რომელიც ითხოვს ენერგიულ, ორგანიზატორულ უნარებს?
  56. დაჟინებით აღწევთ დასახულ მიზანს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლების გადალახვა გიწევთ?
  57. შეუძლია თუ არა ტრაგიკულ ფილმს ისე აგაღელვოთ, რომ ცრემლები მოგერიოთ ყურებისას?
  58. ხშირად ხდება თუ არა, რომ თქვენ გიჭირთ დაძინება იმის გამო, რომ გასული დღის ან მომავალი დღის პრობლემები სულ ტრიალებენ თქვენ გონებაში?
  59. სკოლაში, ზოგჯერ, აწერინებდით ან კარნახობდით თქვენს ამხანაგებს?
  60. დაგჭირდებათ თუ არა დიდი ძალისხმევის მოკრება, რომ ღამით მარტომ გადაიაროთ სასაფლაოზე?
  61. გულმოდგინეთ ადევნებთ თუ არა თვალს, რომ ყოველი ნივთი თქვენ ბინაში ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე იდოს?
  62. ხდება ხოლმე ისე, რომ ძილის წინ კარგი განწყობის მიუხედავად, დილას იღვიძებთ დათრგუნული განწყობით, რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება?
  63. იოლად ეჩვევით თუ არა ახალ სიტუაციებს?
  64. გაქვთ თავის ტკივილები?
  65. ხშირად იცინით?
  66. შეგიძლიათ თუ არა იყოთ თავაზიანი იმათ მიმართაც კი, ვისაც აშკარად არ აფასებთ, არ გიყვართ, არ სცემთ პატივს?
  67. თქვენ მოძრავი ადამიანი ხართ?
  68. უსამართლობას ძალიან განიცდით?
  69. თქვენ იმდენად გიყვართ ბუნება, რომ შეგიძლიათ უწოდოთ თქვენს თავს მისი მეგობარი?
  70. სახლიდან გასვლისას ან დაძინების წინ ამოწმებთ თუ არა, რომ გამორთულია გაზი, ჩამქრალია შუქი და ჩაკეტილია კარები?
  71. თვლით რომ ძალიან მშიშარა ხართ?
  72. იცვლება თუ არა თქვენი განწყობილება ალკოჰოლის მიღებისას?
  73. განიჭებდათ (ადრე ან ახლა) სიამოვნებას შემოქმედებით წრეებში (თეატრი, ცეკვა და სხვ.) მონაწილეობა?
  74. ცხოვრებას პესიმისტურად აფასებთ, სიხარულის მოლიდინის გარეშე?
  75. ხშირად გიჩნდებათ მოგზაურობის სურვილი?
  76. შეიძლება განწყობა ისე მკვეთრად შეგეცვალოთ, რომ სიხარულის მდგომარეობა ერთბაშად შეიცვალოს პირქუში, დათრგუნული მდგომარეობით?
  77. მეგობრების კამპანიაში ყოფნისას იოლად ახერხებთ მათ გამხიარულებას?
  78. დიდხანს განიცდით წყენას?
  79. დიდხანს განიცდით სხვა ადამიანების უბედურებას?
  80. ხშირად ხდებოდა ისე, რომ თქვენ თავიდან გადაგიწერიათ ნაწერი სხვა ფურცელზე იმის გამო, რომ გაჩენილა მელნის ლაქა?
  81. ექცევით ადამიანებს უფრო უნდობლობით და სიფრთხილით, ვიდრე ნდობით?
  82. ხშირად ხედავთ საშინელ სიზმრებს?
  83. ხდება თუ არა ისე, რომ თქვენ უფრთხით მომავალ მატარებელს ან ერიდებით მრავალსართულიანი შენობის სახლის ფანჯარასთან დგომას?
  84. მხიარულ კამპანიაში ხშირ შემთხვევაში მხიარული ხართ?
  85. შეგიძლიათ ყურადღება გადართოთ იმ პრობლემისგან, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს?
  86. ხდებით ნაკლებად თავშეკავებული და თავს უფრო თავისუფალ ადამიანად გრძნობთ ალკოჰოლის მიღებისას?
  87. საუბრისას სიტყვაძუნწი ხართ?
  88. თუ მოგიწევდათ სცენაზე თამაში, შეძლებდით როლში ისე შესვლას, რომ დაგვიწყებოდათ თამაშის ზღვარი?

P.S. კითხვარი თარგმინილია რუსული ენიდან და ორიგინალთან სიზუსტე არ არის გადამოწმებული.

ასევე იხილეთ

• ლოენგარდის აქცენტუაციების ტიპოლოგია

ტეგები: Qwelly, კითხვარი, ტესტი, ფსიქოლოგია, შმიშეკი, ხასიათი

ნახვა: 1597

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters