კულტურა და ცივილიზაცია

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      "ცივილიზაციის" ტერმინიცა და ცნებაც სამეცნიერო ლიტერატურაში XVIII საუკუნიდან შემოდის. "ცივილიზაცია" ლათინური სიტყვიდან წარმოიშობა და ეტიმოლოგიურად სამოქალაქოს, სახელმწიფოს ნიშნავს. "ცივილიზაციის" ცნების მნიშვნელობა ზოგად ხაზებში კულტურის ცნების მნიშვნელობას ემთხვევა. არსებითად, "ცივილიზაცია" სამი მნიშვნელობით გამოიყენება. ერთი, როგორც გარკვეული მთლიანობა, მონადა, რომელსაც განსაზღვრავს რამდენიმე საერთო ნიშანი. სახელდობრ, რელიგია, ენა, პოლიტიკური კონტროლის ფორმა, ტექნიკური განვითარების დონე, სიმდიდრის განაწილების ფორმები და სხვა. როგორც კულტუროლოგები აღნიშნავენ, ეს კრიტერიუმები ცივილიზაციის სპეციფიკას არ ამოწურავენ, მაგრამ არსებითად განსაზღვრავენ მის ხასიათს, მიმართულებასა დაარსებას და გამოარჩევენ ამა თუ იმ ცივილიზაციას სხვა ცივილიზაციათაგან. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ამ ნიშანთაგან ერთ-ერთს მიიჩნევს ყველაზე არსებითად. მაგალითად, ტოინბი რელიგიის ფორმას თვლის ასეთად, ჰერდერი - ენას და ა.შ. თუმცა, მათთან სხვა ნიშნებიც არაა გამორიცხული. მთავარია, რომ ცივილიზაციითაღნიშნავენ გარკვეული სახის, დროსა და სივრცეში შემოფარგლულ მოვლენათა კლასს, რომელიც სპეციფიკურია და ამდენად, განსხვავებულიც, როგორც მათ წინ დასხვა სივრცეში არსებულ სპეციფიკის მქონე ხდომილებათა კლასისაგან, ასევე მათ გვერდით თანაარსებულ ან მათ შემდგომ ქმნად მოვლენათა კლასისაგან. ცივილიზაციებს შორის ყოველთვის არსებობს გარკვეული საზღვრები თუ სადემარკაციო ხაზები, რომელნიც დროსა და სივრცეში შეიძლება ყოველთვის არ იყოს გამოკვეთილი, მაგრამ გამმიჯნავი ხაზების გარეშე ცივილიზაციები წარმოუდგენელია არც იმ შემთხვევაში, როდესაც ერთდროულნი არიან და არც იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ სივრცეზე მდებარეობენ. მაშასადამე, ცივილიზაციის ერთი ძირითადი მნიშვნელობაა მისი, როგორც გარკვეული ტიპის მთლიანობად წარმოდგენა. როგორც ამა თუ იმ სოციალური ერთობის განვითარების გარკვეულ საფეხურად ყოფნა. ასეთი მთელი ცივილიზაციის სახით წარმოიშობა, ვითარდება და კვდება. ესპროცესი შეიძლება კანონზომიერებად მივიჩნიოთ, როგორც ეს შპენგლერთანაა, ანდა დავაფიქსიროთ როგორც წარსულ ცივილიზაციათა ხვედრი, თუმცა, დაღუპვა არ იყო აუცილებელი, მიუხედავად ამისა, წარსულ ცივილიზაციათაგან ყველა დაიღუპა.

      ცივილიზაციის ცნების მეორე მნიშვნელობა დაკავშირებულია სოციალური ყოფიერების განვითარების გარკვეულ ეტაპთან. ველურობისა და ბარბაროსობის შემდგომ პერიოდთან, რომელიც წარმოდგენილია უწყვეტად დღევანდლამდე. ამ გაგებით, ცივილიზაცია უახლოვდება ისტორიის მნიშვნელობას, მითუმეტეს, თუ ადამიანთა ერთობის განვითარების საფეხურებს, ველურობისა და ბარბაროსობის ჩათვლით, ცივილიზაციამდელად მიიჩნევენ და ცივილიზაციიდან იწყებენ ნამდვილი საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიას, რადგან ადამიანის გარდამქმნელი საქმიანობა ბუნების მიმართ, ბუნების მოხმარების წესიცა და ადამიანთა შორის ურთიერთობანიც იცვლება რკინის გამოყენებასთან ერთად. აქ ცივილიზაცია გაგებულია როგორც ისტორიის ერთიანი ხაზი.

      ცივილიზაციის მესამე მნიშვნელობა განიხილება როგორც ცალკეულ კულტურათა განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, როგორც კულტურის შიგნით ეთნოგრაფიულის შემდგომ ორი ძირითადი ეტაპის: კულტურისა და ცივილიზაციის, განვითარებისა და გახევებულობის, შემოქმედებისა და შემოქმედების ამოწურვის დაპირისპირება. კულტურა განიხილება როგორც მთელი, რომლის შიგნით მისი ეტაპი აღინიშნება როგორც შემოქმედებითი, კულტურის გაზაფხულისა და აყვავების ხანა, ცივილიზაციის ეტაპი კი, - როგორც კულტურის შემოქმედების ამოწურვა და სიკვდილი. თითოეულ ამ გაგებას თავისი თეორეტიკოსი ჰყავს. მათი ნააზრევის ანალიზის საფუძველზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ცივილიზაციის ცნების ეს სამი მნიშვნელობა.

      ცივილიზაციათა სიმრავლესა და თითოეულის სპეციფიკის დასაბუთებას იძლევა არნოლდ ტოინბი. მისი ნაშრომი "ისტორიის შემეცნება", თორმეტტომეული, ისე, როგორც ცალკეული გამოკვლევები ცივილიზაციათა შესახებ, იმ აზრითაა ნასაზრდოები, რომ XX საუკუნეში ისტორიის განხილვა შეუძლებელია მანამდე არსებული ისტორიის სუბიექტთა სქემით. წარსულში ისტორიას აგებდნენ ერებისა და სახელმწიფოთა დონეზე. ტოინბის აზრით, თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ასეთი სუბიექტებიდან ამოსვლა ვერ აჩვენებდა ისტორიის რეალურ მასშტაბებს. ამიტომ საჭიროა ისტორიისსუბიექტების გაფართოება ცივილიზაციათა დონემდე და წარსულის სუბიექტების - ერისა და სახელმწიფოს გადალახვა. ტოინბის თეორიაში ცივილიზაციის ცნებაგანმსაზღვრელ მნიშვნელობას იძენს. მართებულია მტკიცება "ტოინბამდე არავის მიუნიჭებია "ცივილიზაციის" კატეგორიისათვის ასეთი მნიშვნელობა. კატეგორიისათვის, რომელიც უკანასკნელ წლებში სულ უფრო გნოსეოლოგიურ მნიშვნელობას იღებს და დამაჯერებლად ერთვება ფილოსოფოსების, სოციოლოგებისა და ისტორიკოსების არა მარტო კვლევით ინსტრუმენტებში, არამედ კაცობრიობის გონით არსენალშიც" . ვ.ი. უკოლოვას ეს მოსაზრება მთლიანად მართლდება ტოინბისა და მის მიმდევართა ისტორიული კვლევის ველის ცივილიზაციით განსაზღვრებაში.

      ტოინბის თეორიამ დიდი გავლენა მოახდინა ისტორიის თეორიებზე. დღეს ცივილიზაციის განზომილებაში ისტორიას განიხილავენ ფრენსის ფუკუიამა, სემუელ ჰანტინგტონი, ალფრედ კრებერი და სხვა ცნობილი თეორეტიკოსები. თუმცა, ის აზრიც გამოსჭვივის, რომ ტოინბი, გარკვეულწილად, მოძველდა, მაგრამ ეს ეხება არა ცივილიზაციის ცნების მეთოდოლოგიურ მნიშვნელობას, არამედ მისი შრომის მოცულობას. შემთხვევითი არ იყო, რომ ამერიკელმა სოციოლოგმა სომერვილმა ამერიკაში ტოინბის პირველი ექვსი ტომი ერთ ტომად გამოსცა, ხოლო მეორე ექვსტომეულის გამოსვლის შემდეგ ისიც ერთტომეულად გადააკეთა, რითაც ტოინბი ძალზე კმაყოფილი იყო. რუსებმა კიდევ უფრი დიდი რედუქცია მოახდინეს და თორმეტტომეული ერთ ტომში მოაქციეს.

      ტოინბის ისტორიოგრაფიული კონცეფცია მისსავე შემუშავებულ მეთოდოლოგიურ პრინციპებს ემყარება. მისი აზრით, ისტორიაში საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგია და შესაბამისი ცნებები გამოუსადეგარია, კერძოდ, ის უხერხულად მიიჩნევს ისტორიის ლაბორატორიაზე მსჯელობას. ლაბორატორია არაა ცოცხალმასალათა საწვდომი არსენალი, ისტორიკოსს კი ცოცხალ მასალასთან აქვს საქმე და მან ცოცხალი სიტყვა უნდა თქვას. დღევანდელი ისტორიისათვის ორი რამაა მნიშვნელოვანი: ეკონომიკის ინდუსტრიული სისტემა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. მხედველობაშია სუვერენული ეროვნული სახელმწიფოს პარლამენტარული წყობა. ამ ორმა ინსტიტუტმა განსაზღვრა წარსული საუკუნის ყოფა და იმ პერიოდის პრობლემატიკის გადაწყვეტის გზები დასახა.

      ისტორია გამოწვევა-პასუხის არენაა და ტოინბის მტკიცებით, უნდა გამოინახოს უფრო ფართე კრიტერიუმები, რომელნიც არა მარტო დღევანდელობის ამოცანებს უპასუხებდნენ, არამედ შეძლებდნენ მათ საკვლევ ისტორიულ ველში მოექციათ წარსულის ხდომილებები და გადალახავდნენ დროულ-სივრცულ განზომილებას. ამდენად, მის წინაშე დგება ორი არსებითი კითხვა: "როგორია ისტორიული კვლევის გონებით მისაწვდომი ველი?" და "შესაძლებელია თუ არა ისტორიული კვლევისისეთი ველი, რომელიც არ იქნებოდა მიმართებაში კონკრეტულ ისტორიულ და სოციალურ ვითარებებთან და გახდებოდა ისტორიკოსისაგან დამოუკიდებელი?"პირველ კითხვაზე ტოინბი პასუხობს წარსული ისტორიოგრაფიის კრიტიკით, რომელიც ჩერდებოდა ეროვნული სახელმწიფოს დონეზე და შეისწავლებოდაინდუსტრიული სისტემა და ეროვნული სახელმწიფო. ასეთი ძიება, ტოინბის აზრით, ისტორიული ხედვის სივიწროვის მაჩვენებელია, "ამიტომ ვაგრძელებთ ისტორიისშესაძლო გონებით საწვდომი ველის ძიებას და უნდა შევარჩიოთ ერზე უფრო დიდი მასშტაბის ერთეული". მოქმედ ძალთა ჩარჩო უფრო მეტია, ვიდრე ნაციონალურიერთობა, ამიტომ აუცილებელია ისტორიის კვლევის ველი საზოგადოების დონემდე გაფართოვდეს. ინგლისის ისტორია მხოლოდ ნაწილია უფრო დიდი მთელის, რომელზედაც უნდა გამახვილდეს ყურადღება. ეს მთელი საზოგადოება ანუ ცივილიზაციაა. სხვადასხვა საზოგადოებათა საზღვრების გადაკვეთა სამ განზომილებაში ხდება: ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული. სოციალური ცხოვრების ეს სამი ფაქტორი, ერთის მხრივ, ქმნის გარკვეულ საზოგადოებასა თუ ცივილიზაციას, რომელიც სახელმწიფოებრიობაზე მეტია და, მეორეს მხრივ, მიჯნავს განსხვავებულ, სხვა ცივილიზაციათა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებს.

      აღნიშნული ნიშნებით ტოინბი გამოყოფს ამჟამად არსებულ ცივილიზაციათა შორის დასავლურ საზოგადოებას, მის გვერდით, ოთხ ცივილიზაციას. ესენია: მართლმადიდებლურ-ქრისტიანული, ანუ ბიზანტიური საზოგადოება, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთს მოიცავს, მეორე - ისლამური საზოგადოება, მესამე - ინდუისტური საზოგადოება და მეოთხე - შორეული აღმოსავლეთის საზოგადოება. მათ გარდა, ტოინბი აღიარებს რელიქტურ საზოგადოებებს, რომლებიც ვერ განვითარდნენ: სომხეთის, მესოპოტამიისა, აბისინიისა და ეგვიპტის მონოფიზიტურ ქრისტიანებს, ნესტორიანულ ქრისტიანებს ქურთისტანისა და მალაბარისა, ასევე, ებრაელებსა და სპარსელებს. მეორე რელიქტურ საზოგადოებაში ძირითადად გაერთიანებულია ლამაისტები და ჯაისტები. ტოინბის მიზანია, აჩვენოს სივრცობრივად ყოველი ცივილიზაციის შეზღუდულობა და დროული შემოფარგლულობა. ცივილიზაცია უფრო ხანგრძლივი სიცოცხლის მქონეა, ვიდრე -ერის სასიცოცხლო პერიოდი, თუმცა, ნაკლებია კაცობრიობის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ტოინბის მტკიცებით, "საზოგადოება და არა სახელმწიფოა ის სოციალური ატომი, რომელზედაც ისტორიკოსმა ყურადღება უნდა გაამახვილოს" . ასეთი სოციალური ატომები, რომლებმაც შეძლეს განვითარება, ტოინბისმტკიცებით, ოცდაერთია: ეგვიპტური, ანდების, ჩინური, მინოსური, შუმერული, მაიასი, ინდების, ხეთების, სირიის, ელინური, დასავლური, მართლმადიდებლური, შორეულ აღმოსავლური, ირანული, არაბული, ინდუისტური, ბაბილონის, იუკატანის, მექსიკური. ამას ემატება შორეულ აღმოსავლეთის გამონაყოფი კორეასა და იაპონიაში და მართლმადიდებლურ-ქრისტიანული რუსეთში.

      ტოინბის მტკიცებით, ცივილიზაციების გენეზისი სამ სტადიას მოიცავს: ზრდა, გარდატეხა და გახრწნა. ტოინბი ცივილიზაციებს ერთმანეთთან შედარებადად სახავს, რადგან მათ აქვთ საერთო მნიშვნელი "ისტორიული კვლევის ინტელიგიბელური ველების" სახით. ეს ნიშანი საკმარისია მათ გამაერთიანებლად. თუმცა, ცივილიზაციები ერთიან ხაზს არ ქმნიან, ყოველი მათგანი დამოუკიდებლად ვითარდება. არსებული ცივილიზაციები უფრო ძნელი შესამეცნებელია, ვიდრე - მკვდარი, რადგან არსებული ცივილიზაციების ციკლი ჯერ არ დამთავრებულა და მის სრულ სურათს ვერ მივიღებთ. ტოინბი ებრძვის იმათ, ვინც ახდენს ცივილიზაციათა უნიფიკაციას. ცივილიზაციები ისე განსხვავებულად წარმოიდგინება, რომ მათი ერთხაზოვანი განვითარება რეალური არ შეიძლება იყოს.

      მაშასადამე, ორივე უკიდურესობა: ცივილიზაციების სრულიად მოწყვეტა ერთმანეთისაგან და ცივილიზაციების ერთმანეთში გათქვეფა ისე, რომ მათი განვითარებაერთიან ხაზს შეადგენდეს, ტოინბის აზრით, მცდარია. თუ ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში უნიფიკაცია ასე თუ ისე მოიძებნება, კულტურის სფეროში უნიფიკაციას არა აქვს ადგილი "უნიფიკაცია უნდა შეიზღუდოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროთი, მაგრამ მისი გავრცელება კულტურაზე შეუძლებელია, რომელიც პირველ ორ ფენაზე არა მარტო უფრო ღრმაა, არამედ უფრო ფუნდამენტალურიცაა" . ტოინბის აზრით, ვინც ცდილობს უნიფიცირებულ ევროპულ ცივილიზაციას მოარგოს ყველა დანარჩენი ცივილიზაციები და მის გარშემო ამოძრაოს, თავისებურ პროკრუსტეს სარეცელს ქმნის და "ისტორიაში იხედება მხედველობის გარეშე". ტოინბი, შპენგლერის მსგავსად, უარყოფს ისტორიის იმ პერიოდიზაციას, რომლის მიხედვითაც გამოიყოფა ანტიკური, შუა საუკუნეებისა დაახალი ეპოქა. ეს სქემა არასწორად მიაჩნია და გამოუსადეგრად ცივილიზაციათა ყოფიერებისათვის. პრიმიტიულ საზოგადოებათაგან განსხვავებით, ცივილიზაციებს 6000 წლის ისტორია აქვთ, ამ ხნის განმავლობაში 21 ცივილიზაციიდან 14-მა შეწყვიტა არსებობა. პრიმიტიულ საზოგადოებებს ანთროპოლოგია შეისწავლის და მასში გამოყენებული შედარებითი მეთოდი მისაღებია ცივილიზაციათა შესასწავლადაც.

      ტოინბის აზრით, ცივილიზაციის ჩასახვას სტიმულს აძლევს ბუნებრივი და ადამიანური გარემოს მიერ შექმნილი სიძნელეები. ყოფიერების პირობები ქმნის ადამიანის გამოწვევას, რომელზე პასუხი არის ცივილიზაცია. გამოწვევაცა დაპასუხებიც დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ვითარებაში ცხოვრობენ. სწორედ ამის გამო წარმოიშობა ცივილიზაციათა სიმრავლე. რაც უფრო ძლიერია გამოწვევა, მით უფრო დიდია სტიმული. ტოინბის აზრით, გამოწვევა ხუთი სახისაა: მკაცრი ბუნების ქვეყნების გამოწვევა, ახალ მიწათაგამოწვევა, დარტყმის გზით გამოწვევა, დაწოლით გამოწვევა და შევიწროებით გამოწვევა. შემდგომში ტოინბი გამოწვევასა და სტიმულს შორის თანაფარდობაში შეზღუდვას შეიტანს, მიიჩნევს, რომ ზედმეტად ძლიერი გამოწვევა შეიძლება პასუხის არქონების მიზეზი გახდეს. ე.ი. გამოწვევა ოპტიმუმის ფარგლებში უნდა იყოს, რათა ცივილიზაციამ შეძლოს მასზე რეაგირება. ამიტომაა, რომ არსებობს ემბრიონალური ცივილიზაციები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ზრდა და წარმოშობილიცივილიზაციები, რომელთა ზრდა შეჩერდა. ორივე შემთხვევაში, თუ გამოწვევა ზომაზე მეტად მკაცრი იყო, პასუხი ინტენსიური, მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდებოდა, რადგან ზრდის პირობები არ არსებობდა, ვერ გამოძებნეს შესაბამისი პასუხი. ცივილიზაციების გამომწვევი შეიძლება იყოს ბუნებრივი გარემო და ადამიანური გარემო. ბუნების ზედმეტი სიმკაცრით გამოწვეულ ცივილიზაციათა შორის, რომლებმაც ზრდა ვერ შეძლეს, ტოინბი ასახელებს პოლინეზიელებს, ესკიმოსებსა და მომთაბარეებს. ესკიმოსები შეეგუენ ყინულზე ცხოვრებას, მაგრამ ცივილიზაციის ზრდა ვერ შეძლეს. სოციალურ პირობათა სიმკაცრის შედეგად ვერ განვითარდნენ ოსპანელები და სპარტელები.

      სპარტული ცივილიზაცია, რომელიც პლატონის უტოპიის საფუძველი გახდა, სიცოცხლისუნარიანი ვერ აღმოჩნდა, როდესაც დაპყრობებიდან მშვიდობიან ცხოვრებაზე იწყეს გადასვლა - დასაპყრობი ტერიტორიები რომ ამოიწურა, სტიმულის გარეშე დარჩნენ და ვერ გამონახეს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი. ცივილიზაციის ზრდა მოითხოვს გახევებული მდგომარეობიდან გამოყვანას. ინ-იდან იან-ზე ე.ი. უძრაობიდან მოძრაობაზე გადასვლას, ეს კი, მკაცრ პირობებში არ ხერხდება. მოძრაობა რიტმულობით უნდა ხასიათდებოდეს და არ უნდა იყოს ნახტომისებური.

      ტოინბის ნააზრევში ეროვნულ სახელმწიფოზე უფრო ფართო საზოგადოებანი იგივე ცივილიზაციებია, თუმცა, ერთი შეხედვით, საზოგადოება შეიძლება უფრო ვიწროდაც იყოს გაგებული, როგორც პირველყოფილ კულტურათა აღმნიშვნელი, რომელთა მიმართ ცივილიზაცია ნაკლებად გამოყენებადია. მაღალ კულტურათა აღსანიშნავად, ცივლიზაციის გვერდით, საზოგადოებასაც იყენებს. ნაშრომში "ისტორიაზე ჩემი შეხედულება", იგი წერს: "ხუთი თუ ექვსი ათასწლეული, რომელიც გავიდა საზოგადოების იმ პირველ სახეობათაგან, რომელთაც ცივილიზაციებით აღვნიშნავთ, უსასრულოდ მცირე სიდიდეა ადამიანთა გვართან შედარებით" . შეიძლება ისიც ვამტკიცოთ, რომ საზოგადოება პირველყოფილ საზოგადოებებსაც და ცივილიზაციებსაც მოიცავს და, ამდენად, უფრო ფართო მოცულობისაა, ვიდრე ცივილიზაცია, მაგრამ ერთი რამ უდავოა, ყველა ცივილიზაცია აღინიშნება როგორც საზოგადოება. ამას ტოინბის შემდეგი მტკიცებაც ადასტურებს: "ისტორია ადამიანთა საზოგადოების განვითარების აზრით, რომელთაც ცივილიზაციებს ვუწოდებთ, პირველყოფილ საზოგადოებათა საზღვრების გადალახვის მცდელობაა". ყველა საზოგადოება ცივილიზაცია რომ არაა, ამას მოწმობს ტოინბის შემდეგი მტკიცება: "რა იყო ის, რამაც ისეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ შეძლო აემოძრავებინა ახალი, ჯერაც უცნობი საზოგადოებრივი და გონითი შორეთის მიმართულებით ის მცირედი საზოგადოებანი, რომლებმაც მოახერხეს ასულიყვნენ გემზე, რომელსაც ცივილიზაცია ვუწოდეთ" .

      მაშასადამე, საზოგადოების ყველა სახეობა ცივილიზაცია არაა, თუმცა ყველა ცივილიზაცია საზოგადოებაა. გამოდის, რომ ცივილიზაციასა და საზოგადოებას შორისგვარ-სახეობითი მიმართებაა. ცივილიზაცია საზოგადოების ერთ-ერთი სახეობაა. მის გვერდით არსებობენ პრიმიტიული საზოგადოებანი. თუ ტოინბის მიხედვით, ოცდაერთი ცივილიზაცია იყო ისტორიაში, პრიმიტიული საზოგადოებანი ექვსას ორმოცდაათს აღწევს. პრიმიტიულ საზოგადოებათაგან განსხვავებით, ცივილიზაციები ომებითა და კლასობრივი სტრუქტურით ხასიათდება. ამიტომ, ტოინბის მტკიცებით, "ომისა და კლასის ინსტიტუტები საზოგადოების იმ სახით, რომელსაც ცივილიზაციას ვუწოდებთ, ადამიანის ბუნების ბნელი მხარის ასახვანია" . საინტერესო დეტალი, რომელსაც, ჩვეულებრივ, უყურადღებოდ ტოვებენ: ტოინბი არა მარტო საზოგადოებისა და ცივილიზაციის მიმართებას განიხილავს, არამედ ცივილიზაციისა და ცივილიზებული საზოგადოებისასაც. მისი აზრით, ცივილიზაცია და ცივილიზებული საზოგადოება ერთიდაიგივე არაა. მეტიც, თუ სამყაროში ოცდაერთი ცივილიზაცია არსებობდა, ჯერ-ჯერობით, არცერთი ცივილიზებული საზოგადოება არ არსებულა.

      ცივილიზაცია ადამიანთა შემოქმედებითი აქტის შედეგია, რომლის დროსაც კაცობრიობა ცდილობს ამაღლდეს საკუთარ პრიმიტიულ ბუნებაზე და გადავიდეს გონითი სიცოცხლის უფრო მაღალ საფეხურზე "ჯერჯერობით, ვერც ერთმა საზოგადოებამ ვერ მიაღწია ამას". ტოინბი დასაშვებად მიიჩნევს მტკიცებას, რომ რამდენიმე პიროვნებამ შეძლო გონითი ამაღლებისათვის მიეღწია, მაგრამ საზოგადოების მასშტაბით ეს არ განხორციელებულა. ეს ნიშნავს, რომ თუ "არსებობდნენ ცალკეული პიროვნებანი, რომლებმაც გარდასახვას მიაღწიეს, მაინც ისეთი მოვლენა, როგორიც ცივილიზებული საზოგადოებაა, არასოდეს არ არსებულა". ეს იმიტომ, რომ "ყველაზე ცივილიზებულ საზოგადოებაშიც, მის ყველაზე ცივილიზებულ გადასვლებში, წევრთა უმრავლესობა ძალიან ახლო რჩებოდა ადამიანთა საზოგადოების პრიმიტიულ დონესთან" . ცივილიზაციები 5-6 ათასი წელია, არსებობს. ადამიანთა საზოგადოება კი 600 000 წელს ითვლის. არც ერთ მათგანში ცივილიზებული საზოგადოება არ განხორციელებულა. ცივილიზებული საზოგადოების დონე ნიშნავს ცივილიზაციათათვის დამახასიათებელი ორი დამღუპველი ნიშნისაგან გათავისუფლებას - ომებისა და კლასებად დაყოფისაგან, გაერთიანებას ერთიანი მსოფლიო მმართველობის დროშისქვეშ და სახელმწიფოებად დანაწილების მოხსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ცივილიზებული საზოგადოება ტოინბისთან მომავლის განზომილებაში განიხილება, როცა კაცობრიობა ერთიანი გახდება და კონფლიქტის შესაძლებლობა აღმოიფხვრება.

      ტოინბი ცივილიზაციათა ამაღლების რეალურ საფუძველს რელიგიაში ხედავს "კაცობრიობის მომავალი, თუ მას სურს მომავალი ჰქონდეს, უმაღლეს რელიგიებზეა დამოკიდებული". იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ შპენგლერის კრიტიკაში აღნიშნავს ადამიანის მომავალი მათ ხელშიაო, ეს ნიშნავს, რომ მას ადამიანთა ძალისხმევით ცივილიზაციის გადარჩენა შესაძლებლად მიაჩნია და, მისი აზრით, ეს არაა დამოკიდებული არც ბუნებრივ ძალებსა და არც ღვთის განგებაზე. ადამიანი ქმნის ცივილიზაციას და მასვე შეუძლია მისი შემოქმედების პროდუქტის განადგურება, ე.ი. თვითმოსპობა და გადარჩენაც. ტოინბი ცივილიზაციის სამ განსაზღვრულობას ახასიათებს: დასავლურ ტექნოლოგიაზე აგებულ ეკონომიკას, რომელმაც მთელ მსოფლიოში ჰპოვა გავრცელება, პოლიტიკას, რომლის საუკეთესო ფორმად მიჩნეულია პარლამენტარული მმართველობა და დემოკრატია, და კულტურას, რომელიც დასავლეთმა მსოფლიოზე ვერ გაავრცელა, თუმცა კულტურა ეკონომიკასა და პოლიტიკასთან შედარებით უპირატესობას ინარჩუნებს, რადგან "გონითი კულტურა ერთადერთი შინაგანი ძალაა, რომელიც ქმნის და ინარჩუნებს იმის გარეგან გამოვლინებებს, რასაც ცივილიზაციას ვუწოდებთ" . ტოინბი ცდილობს არა მარტო წარსულ ცივილიზაციათა სამყაროში შეღწევასა და მათ გამოწვევა-პასუხში მასტიმულირებელ თუ დამღუპველ ვითარებათა ანალიზს, არამედ მომავლის ხედვასაც, კერძოდ, დასავლური ცივილიზაციის მომავლისა 1947 წლის ჰორიზონტიდან და განიხილავს, როგორი იქნება ეს ცივილიზაცია 2047 წელს, ე.ი. საუკუნის შემდეგ, 3047 წელს, ე.ი. ათასწლეულის შემდეგ, 4047 და 5047 წლების ჰორიზონტსაც ეხება. მისი აზრით, ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა რელიგიაა და მომავალ ათასწლეულებშიც განმსაზღვრელი რელიგია იქნება, ამიტომ "ორი სიტყვა - იესო ქრისტე - ჩვენთვის დაუფასებელი მნიშვნელობისაა და ვბედავ, გავრისკო წინასწარ თქმა, კაცობრიობისათვის ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება 2-3 ათასი წლის შემდეგაც".

      ტოინბი დასავლური ცივილიზაციის სხვა არსებულ ცივილიზაციებთან შეჯახებას წინასწარმეტყველებს. წარსულის ცივილიზაციების შეჯახებასთან ანალოგიით, მიუთითებს, რომ ამ შეხლა-შემოხლის ვითარებაში გამოვლინდება არა მარტო გაბატონებული ცივილიზაციის გავლენა დანარჩენებზე, არამედ დანარჩენის გავლენაც გაბატონებულზე, რაც მის სახეცვლილებასაც გამოიწვევს.

ამოსაბეჭდი ვერსია:

კულტურა და ცივილიზაცია

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 3539

გამოხმაურებები!

ჯერ ყველაფერი წინ არის, 20 თავზე უფრო დიდი იუბილე გამოვა, მაგრამ ახლა მცირეხნიან შესვენებას აიღებს "კულტურის სოციოლოგია", და სხვა მონათესავე და მოძმე დისციპლინებს მისცემს გასაქნს :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters