ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ - მაქს ვებერი

მთარგმნელები ნინო ფირცხალავა და ემზარ ჯგერენაია

Essays on the Sociology of Religion, ebooks, emzar jgerenaia, max weber, nino firtskhalava, qwelly, sociology, ასკეზა და კაპიტალისტური სულისკვეთება, ასკეტური პროტესტანტიზმის პროფესიული ეთიკა, ელ-წიგნები, ელექტრონული ლიტერატურა სოციოლოგიაში, ემზარ ჯგერენაია, კაპიტალიზმის სულისკვეთება, კონფესია და სოციალური დაფენიანება, ლუთერისეული მოწოდების კონცეფცია, მაქს ვებერი, მაქს ვებერის ბიოგრაფია, მსოფლიო რელიგიათა სამეურნეო ეთიკა, ნარკვევები, ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ, ნინო ფირცხალავა, პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება, საერთო ასკეზის რელიგიური საფუძვლები, სოციოლოგია, ქველი, შუალედური დაკვირვება

     ისტორიის უნივერსალურ პრობლემებს თანამედროვე ევროპული კულტურული სამყაროს პირმშო, ევროპელი ადამიანი, უცილობლად და სრული უფლებამოსილებით განიხილავს იმ კუთხით, თუ გარემოებათა რა გადაჯაჭვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სწორედ დასავლეთის ნიადაგზე და მხოლოდ აქ იჩენს თავს კულტურის მოვლენები - თუნდაც როგორც ეს ჩვენ სურვილისამებრ წარმოგვიდგენია - რომელთა განვითარება უნივერსალური მნიშვნელობისა და ვარგისიანობის მიმართულებით წარიმართა.

     მხოლოდ დასავლეთში არსებობს "მეცნიერება" განვითარების ისეთ სტადიაში, რომელსაც ჩვენ "ვარგისად" მივიჩნევთ. ემპირიული ცოდნა, სამყაროსა და სიცოცხლის პრობლემების გააზრება, ფილოსოფიური და აგრეთვე უღრმესი თეოლოგიური ცხოვრებისეული სიბრძნე - თუმცაღა, სისტემატური თეოლოგიის სრულყოფილი განვითარება, ელინისტური ზეგავლენაგანცდილი ქრისტიანობისთვისაა ნიშანდობლივი (რისი ჩანასახები მხოლოდ ისლამში და რამდენიმე ინდურ სექტაში თუ მოიპოვება) - უაღრესად სუბლიმირებული ცოდნა და დაკვირვება, სხვაგანაც, პირველ ყოვლისა: ინდოეთში, ჩინეთში, ბაბილონში, ეგვიპტეში არსებობდა. მაგრამ ბაბილონურ და ყველა სხვა ასტრონომიას აკლდა ის მათემატიკური დაფუძნება, რაც ამ მეცნიერებას მხოლოდ ელინებმა შესძინეს - ეს მით უფრო გასაოცარს ხდის ბაბილონელების მოძღვრებას ციურ სხეულთა შესახებ. ინდური გეომეტრია არ შეიცავდა რაციონალურ "დამტკიცებას", რაც თავის მხრივ ელინური სულის პროდუქტია, რომელმაც ასევე პირველმა შექმნა მექანიკა და ფიზიკაც. უფრო მეტად დაკვირვების განხრით განვითარებულ ინდურ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს აკლდა ანტიკურობაში ჩასახული და შემდეგ რენესანსის არსებით პროდუქტად ქცეული რაციონალური ექსპერიმენტი და თანამედროვე ლაბორატორია, შესაბამისად, ინდოეთში ემპირიულ-ტექნიკურად მაღალგანვითარებულ მედიცინას არ გააჩნდა ბიოლოგიური და განსაკუთრებით კი ბიოქიმიური საფუძველი. რაციონალური ქიმია, გარდა დასავლეთისა უცნობია ყველა სხვა კულტურული რეგიონისათვის. მაღალგანვითარებულ ჩინურ ისტორიოგრაფიას აკლია თუკიდიდესეული პრაგმატულობა. მაკიაველის ყავს წინამორბედნი ინდოეთში. მაგრამ სახელმწიფოს შესახებ აზიაში არსებულ ყველა მოძღვრებას აკლია არისტოტელესეული სისტემურობის ანალოგი და საერთოდაც რაციონალური ცნებები. სამართლის რაციონალურ მოძღვრებას, მიუხედავად ჩანასახოვანი ნიშნებისა ინდოეთში (მიმამსას სკოლა), მიუხდავად ყოვლისმომცველი კოდიფიკაციებისა, განსაკუთრებით წინა აზიაში, და მიუხედავად ინდური და სხვა სამართლის წიგნებისა, ყველგან აკლია რომაული და მის ნიადაგზე გაწაფული დასავლური სამართლის მკაცრი იურიდიული სქემები და აზროვნების ფორმები. სამართლის ისეთ ფორმას, როგორიცაა კანონიკური სამართალი, იცნობს მხოლოდ დასავლეთი.

წიგნის შინაარსი

  1. პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სულისკვეთება
    • კონფესია და სოციალური დაფენიანება
    • კაპიტალიზმის "სულისკვეთება"
    • ლუთერისეული მოწოდების კონცეფცია. გამოკვლევის მიზანი
  2. ასკეტური პროტესტანტიზმის პროფესიული ეთიკა
    • საერთო ასკეზის რელიგიური საფუძვლები
    • ასკეზა და კაპიტალისტური სულისკვეთება
  3. მსოფლიო რელიგიათა სამეურნეო ეთიკა
  4. შუალედური დაკვირვება
  5. მაქს ვებერის ბიოგრაფია

იხილეთ წიგნი:

"ნარკვევები რელიგიის სოციოლოგიის შესახებ"

მომზადდა ჯგუფისთვის "სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, ემზარ_ჯგერენაია, მაქს_ვებერი, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 903

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cómo Designar la mejor película DTF

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 7:46am 0 კომენტარი







La película DTF PET está especialmente diseñada para la impresión DTF y actúa como medio para la transferencia DTF con el beneficio de colores más vivos, transpirables y de pequeño costo. La película DTF de pelado en caliente y la película DTF de pelado en frío son los tipos más conocidos; de hecho, la película DTF PET se puede clasificar en diferentes tipos desde diferentes aspectos: proceso de recubrimiento, proceso de permiso y pertenencias visuales.



Elegir la…

გაგრძელება

Will the collaboration with Amazon

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

Environmental Manipulation: Power in the Player's Hands:

Beyond reacting to a changing environment, Throne and Liberty empowers players to manipulate certain aspects of the world itself. Under specific conditions, players can trigger events like solar eclipses or downpours, altering the battlefield and strategically influencing encounters. This ability to interact with the environment adds another layer of tactical complexity …

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters