ანგია წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1


       მხ. 1. 'დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ სალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ. ანგიას წიგნის წარმოდგენილი უწყება საწინასწარმეტყველო ღვაწლის დაწყების დროზე მიგვითითებს. ძველი იუდაური ტრადიციისგან განსხავავებით, რომლის თანახმადაც, რომელიმე კონკრეტული მოვლენის მითითებისას ესა თუ ის იუდეველი მეფე და მისი სამოღვაწეო წელი აღინიშნებოდა, ტყვეობისა და ტყვეობის შემდეგ პერიოდში იმავე სახის მითითებისას წარმართი მეფეები სახელდებიან.
ნეტარი თეოდორიტე: ტყვეობამდე წინასწარმეტყველები იუდეისა და ისრაელის მეფეთა წლებზე მიგვანიშნებდნენ, ხოლო ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, რადგანაც ებრაელებს საკუთარი მეფენი აღარ ჰყოლიათ, ღვთაებრივი ანგია სპარსი ხელმწიფის მმართველობის თარიღს წარმოგვიდგენს და ასახელებს არა მარტო წელს, არამედ თვესა და რიცხვსაც).  დარიოსში საყოველთაო აზრით დარიოს გისტასპი იგულისხმება. იგი სპარსეთის იმპერიას 521-485 წლებში მართავდა. შესაბამისად, ანგია ასპარეზზე 520 წელს გამოდის. საწინასწარმეტყველო სიტყვის მოსასმენად მშენებარე ტაძრთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ხალხის განსაკუთრებული ყურადღება იმან განაპირობა, რომ ანგია ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ასპარეზზე გამოსული პირველი წინასწარმეტყველი იყო. ახალ ეპოქაში გაისმა ხმა ახალი მოღვაწისა, რაც ბუნებრივად გახდა დაინტერესების მიზეზი. ანგიამ, ასე ვთქვათ, ამ ჟამამდე არსებული დუმილი ზეცისა დაარღვია და საღვთო სიტყვა აახმიანა. ამდენად, მისი საწინასწარმეტყველო საქმიანობა ხალხის თვალში ერთიორად მნიშვნელოვანი შეიქმნა.
პირველი სიტყვა იუდეველი იერარქების, ზერუბაბელისა და იესო მღვდელმთავრის, მისამართით წარმოითქვა. ზერუბაბელი, სალათიელის ძე და დავით მეფის შთამომავალი, მრავალი ბიბლიური ცნობით ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველი ხალხის წინამძღოლად, ტაძრის განმაახლებლად და იუდეის მმართველად სახელდება.
ნეტარი იერონიმე: ეს ზერუბაბელი იუდას ტომიდან დავითის შთამომავალი, მაცხოვრის წინასახეა, რომელმაც ჭეშმარიტად აღაშენა დარღვეული ტაძარი, ვგულისხმობთ ახალი აღთქმის ეკლესიას. პირველმა (ანუ ზერუბაბელმა, ი. ო.) ისრაელის ნატამალისგან კარავი შექმნა მამა ღმერთისთვის, ხოლო მეორემ (ანუ მაცხოვარმა, ი. ო.) წარმართი ხალხების კრებული იმავე მამას დაუმორჩილა).
სახელი ზერუბაბელი ნეტარი იერონიმეს თანახმად, შესაძლოა, ითარგმნოს როგორც ახლოს მდებარე ნაკადული (ბერძ. რეუ-სიჯ პარა კეიმე`ნჰ), ან ბაბილონში შობილი, ანთუ მთავარი ბაბილონიდან. იუდაური განმარტების მიხედვით, აღნიშნული სახელი სამი დამოუკიდებელი სიტყვისგან შედგება: ზო - ის; რობ - მასწავლებელი, ან უფროსი, მთავარი და ბაბელ - ბაბილონელი. ანგია ზერუბაბელთან ერთად მღვდელმთავარ იესოს მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნეტარი იერონიმე შენიშნავს: ერთი მათგანი, ზერუბაბელი, იუდას ტომიდანაა, ხოლო მეორე, იესო, სამღვდელო მოდგმიდან. სულიერი მნიშვნელობით აქ ჩვენი უფალი და მხსნელი, დიადი მეფე და მღვდელმთავარი მოიაზრება, რომლის წინასახესაც მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი წარმოადგენს, როგორც ქვეყნიური ხელისუფალი, მთავარი, და იესო, ვითარცა მღვდელმთავარი, რომელიც თანამოსახელეა ჩვენი უფლისა. თავად სახელი იესოც ხომ ხსნას ნიშნავს, ჟაო - ე.ი. უფლსიმიერი ხსნა...).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: დარიოსამდე ტაძრის მშენებლობის შეწყვეტა გარკვეულ ახსნას ექვემდებარება: მეზობელ ხალხთაგან შევიწროებულმა ებრაელებმა კიროსის მეფობის ბოლო წლებში (531 წ.) დაწყებული საქმე ვეღარ განაგრძეს, მაგრამ დარიოსის გამეფების მეორე წელს (520 წ.) სპარსი მეფის მხრიდან იუდეველთა მიმართ გამოჩენილი ყურადღების უგულებელყოფა გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომაც გამოდის ასპარეზზე ანგია.
       ზერუბაბელის მამა - სალათიელი იექონიას ვაჟი იყო, დავით მეფის შთამომავალი. ანგია ღებულობს გამოცხადებას, რომლის თანახმადაც, მან ზერუბაბელსა და იესო მღვდელმთავარს უნდა უქადაგოს უფლის სიტყვები, რომ მათი საშუალებით მთელს ერს დაუკავშირდეს).
მხ. 2-4. 'ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი. იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
       იმის გათვალისწინებით, რომ ანგიას სიტყვების ადრესატად მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ზერუბაბელი და იესო მღვდელთავარი სახელდება, კომენტატორთა ერთი ნაწილი წინასწარმეტყველის უკმაყოფილებისა და საყვედურის ობიექტად სწორედ დასახელებულ ორ პიროვნებას მიიჩნევს. სხვანი ვარაუდობენ, რომ ანგია ორი იერარქის სახით მთელს ერს მიმართავს. მთავრ ბრალდებად ღვთის ტაძრის მშენებლობის უგულებელყოფა და ამ ფონზე საკუთარ საცხოვრისებზე გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობა სახელდება, რაც ერში არსებული უდიდესი შეჭირვების მიზეზი გამხდარა. წარმოდგენილი საყვედური აშკარად მიუთითებს, რომ ანგიას ბრალდების ადრესატი არა რომელიმე კონკრეტული პირია, არამედ მთელი იუდაური საზოგადოება. თუკი ზერუბაბელსა და იესოს რამ დანაშაული მიუძღვით, ესაა მათი მხრიდან გაწეული მცდელობის მიუხედავად, ხალხის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, ერის უგულისხმობა. აღნიშნული დანაშაული უპირატესად ირიბია და მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი და იესო უფრორე ბრალდების მოწმენი არიან, ვიდრე ბრალდებულნი.
ნეტარი იერონიმე: ყურადღებით დააკვირდი, რომ ‘ჯერ არ დამდგარაო ჟამი შენებისა" არათუ ზერუბაბელი და იესო ამბობენ, არამედ ხალხი, რომელიც მეფე დარიოსის მორჩილებაში იმყოფება და მონობის უღელი ჯერაც არ ჩამოუშორებია).
ნეტარი თეოდორიტე: როდესაც იესო მღვდელმთავარი იყო, ხოლო ზერუბაბელი ერისმთავარი, ღმერთი მათ გასაგონად, ვითარცა მსაჯულთა წინაშე, წინასწარმეტყველის საშუალებით ხალხს ადანაშაულებს და ამბობს: რაოდენ აღმატებულ მზრუნველობას იჩენენ საკუთარი სახლებისთვის. არა მხოლოდ აშენებენ, არამედ ამშვენებენ და ალამაზებენ მათ, ხოლო ღვთის სახლს, რომელიც ადამიანთა გადარჩენას ემსახურება, შემდეგი სიტყვებით უგულებელჰყოფენ: ‘ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი).
ნეტარი იერონიმე: იუდეველნი, განსაკუთრებით მდიდარი ნაწილი მოსახლეობისა, გამშვენებულ და კეთილმოწყობილ სახლებში ბინადრობდნენ, რასაც არათუ გარდაუვალი აუცილებლობის გამო იშენებდნენ, არამედ - ფუფუნებისა და კომფორტის სურვილით მაშინ, როცა ღვთის სამკვიდრო, სადაც წმინდათა წმინდა, ქერუბიმები და წინადაგების პურების ტრაპეზი მდებარეობდა, წვიმით სველდებოდა და უყურადღებობით ნაგვიანდებოდა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლების მიხედვით უზენაესი წინასწარმეტყველს ხალხის მეორე დანაშაულის შესახებ აუწყებს, რომლის თანახმადაც, იუდეველმა ერმა ღვთის დიდებას საკუთარი კეთილდღეობა არჩია: თქვენ ამბობთ, რომ უფლის სახლის შენების ჟამი არ დამდგარა, მაგრამ საკუთარი თავისთვის საუკეთესო სახლებს იმზადებთ. განა დიდი უსამართლობა არაა ტაძარი ამ მდგომარეობაში, ნახევრად აგებული იხილვებოდეს?)
        მხ. 5-7. 'ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს. ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.
ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმეტყველი ხალხს არსებული სიტუაციის გონიერი შეფასებისკენ მოუწოდებს: ჯანსაღად განსაჯეთ, საკუთარი სურვილების მსაჯულნი იყავით და შეიმეცნეთ, რაოდენ დიდი განსხვავებაა ღვთაებრივსა და ქვეყნიურ მოშურნეობას შორის. შემდეგ ამბობს, რომ ბევრის მთესველი მცირეს მოიმკის და ამიტომაც მუდმივად შიმშილსა და წყურვილს განიცდის, ცხოვრობს სიღარიბეში და ისე შეჭირვებულა, სხეულის დასაფარად აუცილებელი სამოსიც კი არ გააჩნია).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: იუდეველები ამბობდნენ რა, ჯერ არ დამდგარა დრო უფლის სახლის შენებისა, თავს იმით იმართლებდნენ, რომ ამჟამად მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მეტი ფულის დაგროვება იყო. ხსენებული მიზეზით მათ ვაჭრობასა და მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი და მხოლოდ გამდიდრების შემდეგ აპირებდნენ ტაძრის აგებას; მაგრამ უფლის მრავალმოწყალება დაივიწყეს, რომელსაც ძალუძს, მცირედის წილ მრავალი უწყალობოს ადამიანს. ამიტომაც მრავალს თესავდნენ და მცირეს იღებდნენ, ბევრს შრომობდნენ და უმნიშვნელოს იწყნარებდნენ. ყოველივე ეს უფლის კურხევის მოკლების შედეგია. ნათქვამი სიმბოლურადაც შეიძლება განიმარტოს: ზერუბაბელი და იესო მღვდელმთავარი მაცხოვრის წინასახენი არიან. მესია დავითის მოდგმაში განხორციელდა და სწორედ ისაა მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით. სამშობლოში დაბრუნებული იუდეველები უარს ამბობენ ტაძრის მშენებლობაზე, რაც მათი ახალი აღთქმის ეკლესიისგან განდგომის წინასახეა; ხოლო წარმართი მეფე დარიოსი მზადყოფნას გამოთქვამს და ყველაფერს აკეთებს იუდეველთა ღმერთის სახლის ასაგებად. დარიოსი მოცემულ შემთხვევაში ახალი აღთქმის ეკლესიაში დამკვიდრებულ წარმართ კაცობრიობას განასახიერებს).
მხ. 8. 'ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.
ანგია ერთობლივი მოქმედებისკან მოუწოდებს ყველას, რასაც უცილობლად მოჰყვება არსებული მდგომარეობის შეცვლა.
       მხ. 9-11. 'ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი. გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.
ნეტარი იერონიმე: სამოქმედო გეგმის გაჟღერების შემდეგ წინასწარმეტყველი ამჯერად იუდეველთა მიერ განცდილი შეჭირვებების რეტროსპექტულ მიმოხილვას გვთავაზობს).
ნეტარი თეოდორიტე: როგორც თქვენ არ ზრუნავთ ჩემს მსახურებაზე და მხოლოდ საკუთრი საცხოვრისების გამო დაშვრებით, ამბობს უფალი, ასევე მეც ავუკრძალავ ზეცას, მიწა დანამოს და უნაყოფობას განვუწესებ. დამსჯელ ძალას, როგორც რამ მახვილს, არა მარტო ქვეყნის ნაყოფისკენ მივმართავ, არამედ ამ მამულთა მამუშაკებელი ხალხისადმიც. მათთან ერთად უბედურებას მათივე მსახურებისთვის გაჩენილი პირუტყვიც ეწევა. ყოველთა ზედა ღმერთი ამას უფლის სახლისადმი უზრუნველობის მიზეზით გპირდებათ. არა იმიტომ, რომ მას აქვს ამ სახლის საჭიროება (ყოფიერების შემოქმედს ზეცაც არაფერს არგებს, მაგრამ კაცთმოყვარებით დააფუძნა ყოველივე), არამედ თავად ამ ხალხზე ზრუნავს, მათ გადარჩენას იზრახავს და ტაძრის აგებას იმიტომ განაწესებს, რომ ისინი ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ, მისი კანონებით ცხოვრობდნენ და ყოველივე ამით სარგებელს ღებულობდნენ, სანამ, მოციქულის სიტყისამებრ, მემკვიდრე არ მოსულა.
       მხ. 12-15. 'ისმინეს ზერუბაბელ სალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა. უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი. გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ სალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში, მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.  ანგიას მიერ წარმოთქმულმა მარტივმა, გულწრფელმა, იმავდროულად მძლავრმა და დამარწმუნებელმა სიტყვებმა სასურველი შედეგი იქონია მთელს ერზე.
ნეტერი იერონიმე: ყურადღება მიაპყარი ქრისტე ღმერთის ორ წინასახეს - ზერუბაბელსა და მღვდელმთავარ იესოს. წიგნში არ თქმულა, რომ მათ შეეშინდათო, არამედ წერია: ‘შეეშინდა ხალხს უფლისა", ე. ი. მათ, ვინც ჯერაც განდგომილი იყო უფლის გზიდან).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხალხმა ზერუბაბელისა და იესო მღვდელმთავრის ხელმძღვანელობით მშენებლობა განაახლა. აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება: იუდეველი ერი, რომელმაც უარი თქვა თავდაპირველად ტაძრის მშენებლობაზე და ახალი აღთქმის ეკლესიის მიღმა აღმოჩნდა, გარკვეულ ჟამს მის წიაღში დამკვიდრდება ზერუბაბელისა და იესუ მღვდელმთავრის ანუ ქრისტეს წინამძღოლობით.
ანგია პირველი სიტყვით დარიოსის მეფობის მეორე წლის მეექვსე თვის პირველ დღეს გამოვიდა, ხოლო მშენებლობა იმავე წლის, ეგევე თვის ოცდამეოთხე დღეს განახლდა. წინასწარმეტყველის 23 დღიანი ქადაგება ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა).

თავი 2


       მხ. 1. 'მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: უთხარი ზერუბაბელ სალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელს დანარჩენ ხალხს.
აღნიშნული თარიღი კარვობის დღესასწაულის ბოლო დღეს თანხვდება. ამ პერიოდში იერუსალიმში დიდი რაოდენობით ხალხი იყრიდა თავს და შესაძლოა, ანგიამ სწორედ ხალხმრავლობით ისარგებლა, რომ მათთვის უფლის სიტყვა ექადაგა. მხ. 3-4. 'ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი, იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში უთითებს იმაზე, რასაც ხალხში ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებული მოშურნეობის დამცრობა კვლავაც ხელეწიფება, კერძოდ, სოლომონისეულ პირველ და ახლადაგებულ ტაძარს შორის არსებულ განსხვავებაზე. ის ხალხი, ვინც ბაბილონური ტყვეობის დასაწყისისას ყრმობისა და ჭაბუკობის ასაკში იმყოფებოდა, ამჯერად, მართალია, საკმაოდ ასაკოვანნი იყო, მაგრამ პირვანდელი ტაძრის დიდებულება კვლავაც ახსოვდა და დიდად მწუხარებდა. ანგია ამჯერად თანატომელთა სულმოკლეობას ამხელს და აქვე უთითებს ხსენებულ განსხვავებულობაზე, რათა ოდნავ მოგვიანებით ახლადაგებული ტაძრის დიდებულებაზე ისაუბროს.
ეპისკოპოსი პალადი: ანგია დასმული კითხვით ('ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას?) ცდილობს, იუდეველ ხალხში ტაძრის მიმართ არსებული გრძნობები გაამძაფროს, რადგან შეუძლებელია, სიყვარულმა დარბეულ და აღუშენებელ სანუკვარ კუთვნილებას (ანუ ტაძარს, ი. ო.) უგულისხმოდ უმზიროს).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამჯერად ანგიამ მეშვიდე თვის 21-ე დღეს უზენაესისგან ახალი გამოცხადება მიიღო. მიზეზი აღნიშნული გამოცხადებისა შემდეგია: ტაძრის მშენებლობის განახლებიდან რამდენიმე დღეში ხალხმა დრტვინვა დაიწყო. ისინი ამბობდნენ, რომ მთელი ეს შრომა ფუჭია, რომ თუნდაც ტაძარი ბოლომდე ააგონ, იგი ვერაფრით შეედრება ძველი სოლომონისეული ტაძრის დიდებულებას, რომელსაც დამოუკიდებელი იუდეველი მეფეები ამშვენებდნენ, ხოლო ამჯერად სპარსეთის მონობაში მყოფ ღარიბ მოსახლეობას უწევს შრომა... ისინი, ამგვარი ფიქრებით დამაშვრალნი, მართალია, მუშაობდნენ, მაგრამ შემართება და სულისკვეთება ნელდებოდა.
       უზენაესი ხალხის გამტკიცების მიზნით ანგიას მიერ სვამს კითხვას: არის ვინმე ისეთი, ვინც პირვანდელი ტაძრის მშვენიერებას მოსწრებია? ასეთები მართლაც იყვნენ, მაგრამ მცირე რაოდენობით. ანგიას მიმართვის აზრი ისაა, რომ ღმერთი არ ტოვებს რჩეულ ერს და კვლავ აძლევს მას ძალას ტაძრის აგებისა. შესაძლოა, ის არ იყოს ისეთი დიადი, მაგრამ ესეც უზენაესის წყალობას ადასტურებს).
მხ. 6-9. 'რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი. ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი. პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი.
ეპისკოპოსი პალადი: ახლადაგებული ტაძრის აღმატებულებაში სოლომონისეულ ტაძართან შედარებით ახალი აღთქმის ეკლესიის უპირატესობა იგულისხმება. თუკი სოლომონის ტაძარი მხოლოდ ერთი ერის საკუთრებას წარმოადგენდა და ოდენ იერუსალიმი იყო თაყვანისცემის ადგილი, დადგება ჟამი, როდესაც დაფუძნდება ეკლესია, რომლის წიაღშიც მსოფლიოს ხალხები გაერთიანდებიან და 'არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა , არამედ ადამიანს შეეძლება ყველგან შევიდეს ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში, განურჩევლად ადგილისა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინამდებარე მუხლები ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ იუწყება, როგორც თავის დროზე ეგვიპტე შეირყა და იუდეველი ერი ტყვეობის მონობიდან გამოვიდა (რაც სიმბოლოა კაცობრიობის გამოხსნისა), ასე შეირყევა ცა და ქვეყანა ღვთის განკაცებისას).
მართალია, მითითებულ მუხლებში პირდაპირი უწყება მესიის შესახებ არ გვხვდება, მაგრამ პავლე მოციქულის სიტყვებით, ანგიას წინასწარმეტყველება სწორედაც რომ ამას გულისხმობს .
მხ. 11-14. ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული: აი, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თვისი სამოსელის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს. თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არა. თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება. მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი. ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ანგია მორიგ გამოცხადებას ღებულობს: იუდეველთა შორის გავრცელდა მოსაზრება, თითქოს საკმარისი იყო, სამსხვერპლოზე შესაწირი მიეტანათ და უფალი ამ შესაწირის გზით მათ მადლს გარდამოუვლენდა. ანგია მსჯელობას შემდეგნაირად ავითარებს: როდესაც მღვდლებს სამსხვერპლოზე ყოვლადდასაწველი მსხვერპლი მიაქვთ, მათი შესამოსლის კალთები აღნიშნულ შესაწირს ეხება და სამღვდელო სამოსიც წმინდა ხდება, მაგრამ თუკი ეს სამოსი სხვა რამეს შეეხო, ამით გადასცემს თუ არა შეხებულ საგანს სიწმინდეს? მღვდლები პასუხობენ, რჯულის თანახმად, სამოსლის შეხებით არაფერი ხდება წმინდა. წინასწარმეტყველი კი მიუთითებს, რომ წარმოდგენა, თითქოს შესაწირის მიტანით ადამიანი, მიუხედავად პირადი სულიერი მდგომარეობისა, მადლს ღებულობდეს, ტყუილია. ანგია მორიგ კითხვას სვამს: თუკი გაუწმინდურებული კაცი შეეხო რამეს, ითვლება თუ არა შეხებული უწმინდურად? მღვდლებმა დადებითი პასუხი მიუგეს. მოცემულ შემთხვევაში საუბარი იუდეველებს ეხება, რომლებიც წარმართ მეზობლებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და ეს ურთიერთობები ვაჭრობის სურვილით, სიმდიდრის მოხვეჭის მიზნით ყალიბდებოდა. ანგიას თქმით, იმ ადამიანებთან კავშირი, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ ღმერთის შესახებ და არც აინტერესებთ რამ გაიგონ, მომაკვდინებელი იქნება იუდეველთათვის).
       მხ. 20-23. 'მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს. ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას; დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. ანგიას სიტყვების ადრესატი მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელია. აშკარად ჩანს საერთო იმპერიული თუ მეზობელი ხალხებისგან მომდინარე განსაცდელის შედეგად ერის წინამძღოლისა და მისი სახით მთელი ერის დათრგუნული მდგომარეობა. ამიტომაც ანგია, ვისაც სულიწმინდის მადლით მომავლის შესახებ წინასწარმეტყველების უნარი მიემადლა, გამამხნევებელი სიტყვებით ყველას ერთად მიმართავს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: კერძო მოვლენების უწყების შემდეგ საწინასწარმეტყველო სიტყვა, როგორც წესი, ძირითადი და საყოველთაო მოვლენების შესახებ გვაუწყებს. მსგავსი რამ ხდება ამჯერადაც, ანგია ზერუბაბელს მიმართავს და ეუბნება, რომ შეირყევა ცა და დედამიწა, ზღვა და ხმელეთი, განადგურდება სამეფო ტახტები. ამაში უკეთური ძალის ხელმწიფების დასრულება მოიაზრება).
       23-ე მუხლში უფალი საკუთრივ ზერუბაბელს ემეტყველება: 'ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ. იგულისხმება, რომ უზენაესი განსაკუთრებულ მფარველობას გაუწევს უშუალოდ ზერუბაბელის მოდგმას, რადგან მასში უნდა განხორციელებულიყო მესია. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები 'ბეჭედივით მეყოლები.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ბოლო მუხლში წარმოდგენილი მიმართვა არათუ ზერუბაბელს განეკუთვნება, არამედ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, რომლის წინასახესაც წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში ზერუბაბელი: 'და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ". ღვთის ბეჭედი არის მისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც მამის თანაარსია. ძე მამის ხატია და სწორედ ის გახდა მამის რჩეული).

წინასწარმეტყველი ანგია ♦

ნახვა: 414

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters