25 ივლისს (ძვ. სტ. 12 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ათონის მთაზე ქართლი სამონაზვნო ცხოვრების დამაარსებლებს - იოანეს და გაბრიელს

იოანე და გაბრიელ ათონელები, იოანე ათონელი, გაბრიელ ათონელი, atonelebi, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july
მიხეილ საბინინის შესრულებული ხატი

      წმინდა იოანე მეათე საუკუნეში, სამცხეში დაიბადა. ვიდრე მონაზონი გახდებოდა და იოანე ეწოდებოდა, ერში ერქვა ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი. ის, მეფე დავით კურაპალატის კარზე დიდებულთა წარმომადგენელი იყო და ბავშვბოიდან საფუძვლიან და კარგ განაღლებას ღებულობდა, როგორც გიორგი მთაწმინდელი წერს: "სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა". საერო სამსახურში მყოფ მამა იოანეს უფლის მოწყალება არასოდეს მოკლებია, სიუხვითა და სიმდიდრით აღვსილს, არ აკლდა არც ცოლ-შვილის ბედნიერება, არც მეგობრები სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ მან მაინც მონაზვნობა არჩია და ოთხთა ეკლესიათა ლავრაში დამკვიდრდა. სწორედ მაშინ აღიკვეცა და ეწოდა სახელი იოანე. ოჯახი კი სიმამართან - აბუჰარბთან გადავიდა საცხოვრებლად. სამეფო კარზეც არ ჩაივლიდა ვარაზ-ვაჩეს აღკვეცა უყურადღებოდ, ამიტომ მონასტრის საძმომ მამა იაონეს ულუმბოს მთაზე გამგზავრება და იქ დამკვიდრება ურჩიეს.

      იმხანად, საბერძნეთის მმართველმა დავით კურაპალადს დამატებით მიწები უბოძა სამართავად, სანაცვლოდ კი ქართველ აზნაურთა და დიდებულთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევლებს შორის იოანეს შვილი - ექვთიმეც აღმოჩნდა. როგორც გიორგი მთაწმინდელი წერს, ამის გამო იოანეს სიმამრისთვის უსაყვედურია კიდეც: "რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!"

      იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და იმპერატორის კარიდან თავისი შვილი გამოიხსნა, წაიყვანა რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად და ათონის მთაზე დამკვიდრდა. ეს დაახლოებით 965 წელს მოხდა. მაშინ მამა იოანე და მისი შვილი ექვთიმე, წმინდა ათანასეს ლავრაში აღასრულებდნენ მორჩილებას.

      სულ მალე მამა იოანემ სახელი გაითქვა და ათანასეს ლავრაში იმდენმა ქართველმა მოიყარა თავი, რომ მამა იოანე იძულებული გახდა, ცალკე ეკლესია აეშენებინა და იქ დამკვიდრებულიყო. ეს იყო იოანე ღმრთისმეტყველის სახელზე აგებული ტაძარი. ქართველმა მამებმა ეკლესიის გარშემო სენაკებიც მოაწყვეს.

      იმ პერიოდში ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა ბერძენ მეფეს. დახმარებისთის კი სამეფო ლაშქარს, დედოფლის თხოვნით სათავეში ჩაუდგა მონასტრიდან გამოთხოვილი თორნიკე, რომელმაც ეს ბრძოლა გაამარჯვებინა ქართულ-ბერძნულ ლაშქარს. ბრძოლაში შეტანილი ლომის წვლილის გამო, ომიდან წამოღებული ნადავლი ღირს თორნიკეს ათონის მთის მონასტერთა შესაწირად გაატანეს. ათონზე დაბრუნებულ თორნიკეს "მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით" - წერს გიორგი მთაწმინდელი

      ათონზე ქართველთა ნაკადი არ წყდებოდა. ამიტომ იოანდემ და თორნიკემ კიდევ ორი ტაძარი ააგეს - ღმრთისმშობლის და იოანე ნათლისმცემლის სახელზე. მალე ბრძოლის ველზე გამარჯვებული თორნიკე (იოანე-თორნიკედყოფილი) გარდაიცვალა და მშვიდად მიაბარა სული უფალს. მალე იოანეც ნეკრესის ქარით დაავადდა და როგორც გიორგი მთაწმინდელი წერს "მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა". სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც "აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა".

      წმინდა წინამძღვრის შვილმა, ღირსმა თორნიკემ პატივით დაკრძალა მამის გვამი და მის საფლავზე მთავარანგელოზის ტაძარი ააგო.

      წმიდა გაბრიელ ქართველზე ძალიან მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. გადმოცემის მიხედვით წმინდა მამა უმკაცრეს ასკეტურ ყოფაში იყო - ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთარში კი სავანეში ჩადიოდა და მდუმარებაში ატარებდა. ასევე ვარაუდით ის კარგად იცნობდა იოანეს და იოანე-თორნიკეს, რადგან მამა გაბრიელიც დიდებულთა გვარიდან უნდა ყოფილიყო.

      არის ერთი სასწაული, რომელიც მამა გაბრიელის წმინდა ცხოვრებას კარგად წარმოაჩენს. ერთხელ, ათონის მთის ბერებმა შენიშნეს ზღვაზე სინათლის სვეტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ადგა ერთ წერტილს. როდესაც მიუახლოვდნენ ნახეს რომ ეს ღმრთისმშობლის ხატი იყო, რომელიც წყალზე დავანებულიყო, მაგრამ რამდენჯერაც დააპირეს მისი გამოტანა, ხატი უფრო და უფრო წყლის სიღრმეში მიიწევდა და ნელ-ნელა უჩინარდებოდა. მამები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და უფალს გულმოდგინედ ევედრებოდნენ განეცხადებინა მათთვის მიზეზი ამ სასწაულისა. მაშინ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა მათ და უთხრა, რომ მხოლოდ გაბრიელი, ქართველი, ივერიელი ბერი იყო ღირსი იმ ხატის გამობრძანებისა. ამის პარალელურად უხრწნელი და მარადისქალწული დედა უფლისა გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: "შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი". მართლაც, წმინდა გაბრიელმა წყალზე ფეხით სიარულით და ხელში წმინდა ხატით, გამოვლო ზღვა და ხატი წმინდა მთაზე დაავანა. იქ სადაც ხატი ადასვენეს მაკურნებელმა წყალმა ამოჭრა მიწა, რომელიც დღემდე მოედინება. ეს სასწაული ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს მოხდა.

      ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატს კარიბჭის ხატსაც უწოდებენ, რადგან რამდენჯერაც ეს ხატი საკურთხეველში შეაბრანეს, იმდენჯერ ხატმა ივერთა მონასტრის კარიბჭის თაღზე გადმოინაცვლა. არათუ ბერებს უნდა დაეცვათ ეს ხატი, არამედ ხატს უნდა დაეცვა წმინდა მონასტერი. ბერები უდიდესი სიხარულით აღივსნენ ამის მოსმენის შემდეგ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს. 

      ესაა ღმრთისმშობლის ხატი, რომელიც ივერიისად იწოდება, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 25 ივლისი, Qwellyland, ათონი, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 2174

გამოხმაურებები!

პანაშვიდი წმინდა საფლავთან, ათონელი წმინდა მამების ხსენების დღეს - 6 წლის წინ - www.qwelly.com/video/mama-gabrieli

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Jamal Adams exchange is constructive information for Giants

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Disgruntled star security Jamal Adams incorporates inevitably talked his direction off the Fresh new York Jets, with the staff members getting pulled off a blockbuster exchange that consists of shipped him towards the Seattle Seahawks. This may perhaps not be much better information for the Refreshing York of those the Philadelphia Eagles and Dallas Cowboys, by natural means NFC East competitors the Giants include toward facial area 2 times each and every time, ended up within just…

გაგრძელება

Chicago Cubs vs. Philadelphia Phillies simulated video game, Friday 4/24, 3 p.m. CT

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Anthony Rizzo, Kris Bryant and Ian Happ all homered for the simCubs and they arrived in opposition to driving toward conquer the simPadres 6-4 upon Thursday. In this article are highlights:Right here are the simCubs success and plan for April:And in this article are the Countrywide League standings getting into Friday video games:Right here at BCB, we are transferring towards perform simulated game titles for each and every video game upon the Cubs2020 program through MLB The Present…

გაგრძელება

Elephant Rumblings: Manfred speaks out upon Astros study

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



A Insurance plan:Mayo: This is the region of the A farm process.Coffey: Bobby Crosby and Ed Sprague linked as a result of the A, their instinct and a exchange within 1973. $$$)Mayo: 40-male deadline - Which prospective clients take places?Least complicated of AN:Iversen: Who must the Oakland A cover towards the 2019 Rule 5 draft?fatrolf: Oakland A Participant Profile - AJ Puk.MLB Information:Passan: MLB commissioner suggests punishments may well be major inside signal-thieving…

გაგრძელება

Retro Orioles recap: Palmer goes the length within just shutout victory in excess of Sox

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



This recreation took stage upon August 5, 1970. It is remaining recapped nowadays as aspect of Camden Chat retro recap sequence despite the fact that MLB is upon preserve because of toward way of currently, the American League should really notice not towards desired destination this Baltimore pitching workforce an early direct. Tonight, it did not issue anytime the Orioles scored; any offense would Palmer authorized simply 4 hits within just a extensive match shutout more than the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters