22 ივლისს (ძვ. სტ. 9 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ტავრომენელ მოწამე ეპისკოპოსს ბაგრატს

ეპისკოპოსი ბაგრატი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმინდა ბაგრატი, ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როდესაც იესო ქრისტე - განკაცებული სიტყვა, ქადაგებდა და მოღვაწეობდა. ბაგრატი წარმოშობით ანტიოქიელი იყო, მისი მშობლებიც იქიდან გალხდნენ. როდესაც იესოს შესახებ შეიტყო ბაგრატის მამა, შვილთან ერთად იერუსალიმში ჩავიდა, რადგან სურდა საკუთარი თვალით ეხილა საკვირველმოქმედო მოძღვარი. მაცხოვრის აღსრულებული სასწაულების ხილვის შემდეგ, მოსმენილი ქადაგების და მადლის შეგრძნობის შემდეგ, ბაგრატის მამამ აღიარა იესო ძე ღმრთისად და მის მოწაფეებსაც დაუახლოვდა.

      ელეონის მთაზე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულები საქადაგებლად წავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, ანტიოქიაშიც ჩავიდა ერთ-ერთი მოწაფე უფლისა და ბაგრატი, მის მშობლები და მთელ სახლეული მონათლა ქრისტეს რჯულზე. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, წმინდა მამამ მიატოვა ყოველივე მონაგები და პონტის მთებს მიაშურა, ერთი გამოქვაბული მონახა და ის გაიხადა ღამის გადათევად და თავის მისადრეკად. დღეებს ლოცვასა და უფლის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა. პეტრე მოციქული პონტში ყოფნისას შეხვედრია ბაგრატს და ანტიოქიაში წაუყვანია, შემდეგ კილიკიაში - იქ, სადაც პავლე ქადაგებდა იმ ხანად. მოციქულთა თავთა მიერ ხელდასხმული ბაგრატი, სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დადგინდა.

      მღვდელთმათავარი ბაგრატი ერთ-ერთი პირველია ვინც ქრისტიანული ტაძარი ააგო, დაიწყო საღმრთისმსახურო მსახურებების აღსრულება. ავრცელებდა ქრისტეს რჯულს და მრავალ მიმდევარს იჩენდა. წმინდა ბაგრატი, მრავალი წლის განმავლობასი მოსაგრეობდა, ვიდრე წარმართებმა არ დაუწყეს შევიწროება და როცა დრო იხელთეს, მოულოდნელად თავს დაესხნენ და ქვებით ჩაქოლეს.

      წმინდა მოწამე ნეტარი ბაგტრატის უხრწნელი ნაწილები, რომში, წმინდა ბაგრატის სახელზე აგებულ ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა ბაგრატის ხსენება ასევე აღინიშნება 22 თებერვალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 22 ივლისი, Qwellyland, ეპისკოპოსი, თვენი, ივლისი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 840

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters