საუკეთესო ფანტასტიკებს ყოველთვის აქვს სიმართლის მარცვალი, "სამეფო კარის თამაშებიც" არაა გამონაკლისი, ჯორჯ მარტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ სერიების ნაწილი შთაგონებული იყო ინგლისის ვარდების ომით, რომელიც მე-15 საუკუნეში იყო. მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე, ის ცდილობდა დაეკავშირებინა რამე რეალური ისტორიიდან, მის წარმოსახვით 7 სამეფოსთან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ზოგიერთ პერსონაჟს ბევრი საერთო აქვს, ცნობილ ისტორიულ პირებთან, განსაკუთრებით კი ქალებს. ჩვენ განვიხილავთ "სამეფო კარის თამაშების" 5 პერსონაჟს, რომელთაც ფარული მსგავსება აქვთ რეალურ ისტორიულ ქალებთან.
ორივე გაათხოვეს ახალგაზრდა, რათა შექმნილიყო პოლიტიკური ალიანსი: ცერსეის ქორწინებამ რობერტ ბარათეონთან გააერთიანა ორი გვარი, ამავდროულად მარგარეტის ქორწილმა ჰენრი VI-სთან დაამყარა მშვიდობა ინგლისსა და საფრანგეთს შორის.ორივე მართავდა, როდესაც მათ ქმრებს არ შეეძლოთ: ცერსეი უძღვებოდა საქმეებს, სანამ მისი ქმარი ნადირობდა ან სხვა ქალთან იყო, ხოლო მარგარეტი მართავდა ინგლისს, როდესაც მისი ქმარი ავად იყო. ორივე ებრძოდა ჭორებს, რომელიც ეხებოდა მათი შვილების კანონიერებას: ბევრი ფიქრობდა რომ ცერსეის შვილები იყვნენ ჯეიმსის,აგრეთვე დადიოდა ჭორები რომ მარგარეტის შვილი ედვარდი არ იყო მისი ქმრის. ორივეს ყავდა სასტიკი შვილები და ორივემ დაკარგა ისინი საშინელი გზით: ცერსეის ვაჟი ჯიფრი მოწამლეს ქორწილის დღეს, ხოლო მარგარეტის შვილი მოკლეს ტიუკსბერის ბრძოლაში.
ტალისია სტარკმა დაანა ბოლეინმა დაარღვიეს ქორწინება, რის შედეგადაც დაიშალა იმპერიები. რობ სტარკს განზრახული ქომდა დაქორწინებულიყო ვალდერ ფრეის ერთერთ ქალიშვილზე, მისი ერთგულებისა სანაცვლოდ, მაგრამ დაარღვია პირობა სიყვარულით დაქორწინებულიყო ტალისასთან. რამაც გამოიწვია რობი, ტალისას და ლედი კეტლინ სტარკის მკველობა ქორწილში. ანა ბოლეინმა აცდუნა ჰენრი VIII, სანამ მას ჯერ კიდევ კატერინა არაგონი ჰყავდა ცოლად. იმისათვის რომ მისი ქორწინება გაეუქმებულიყო, მან გამოაცხადა ინგლისის დამოუკიდებლობა კათოლიკური ეკლესიისგან, რამაც გამოიწვია საუკუნეების სისხლისღვრა.
მელისანდრეს და დედოფალ მერის უყვარდა ხალხის კოცონზე დაწვა, ვინც მათ რელიგიას არ ეთანხმებოდა. მეოთხე სეზონში, მელისანდრემ დაწვა სტანისის სამი ოჯახის წევრი, იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს თავიანთი ღმერთების კერპების განადგურებაზე. 1550 წელს "სისხლიანმა მერიმ" დაწვა ათასობით პროტესტანტი, რადგან მათ არ მიიღეს კათოლიკობა.მელისანდრეს შეეძინა მკვლელო ქვეწარმავლები, ბნელეთის დემონები, ხოლო "სისხლიან მერის" ცნობილი ჰქონდა ცრუ ორსულობა.
დაინერის ტარგარიანელი და დედოფალი ელისაბედ I იყვნენ კარგად შეიარაღებული, და ძალაუფლებას მოწყურებული ქალბატონები. დაინერესი გათხოვილი იყო კხალ დროგოზე, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ის გახდა ერთპიროვნული მმართველი. დედოფალი ელისაბედი ცნობილი იყო როგორც "ქალწული დედოფალი". ორივენი კარგად შეიარაღებულნი იყვნენ ( დრაკონებით და სამხედრო, საზღვაო ფლოტით ) და ორივეს ქონდა გადაწყვეტილი არ გათხოვილიყვნენ, რათა შეენარჩუნებინათ და გაეფართოვებინათ თავიანთი ძალაუფლება. დაინერეს სურდა გვირგვინის მიღება, ხოლო ელისაბედს სურდა ინგლისის საზღვრების გაფართოება. და ორივემ დასაჯა ახლო მრჩეველი, რომელმაც უღალატა მათ: დაინერესმა გააძევა ჯოჰარ მორმონტი, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ იგი ჯაშუში იყო, და ელისაბედმა სიკვდილით დასაჯა მისი ახლო მრჩეველი Robert Devereux, რადგან იგი ცდილობდა აჯანყების მოწყობას.
ბრიენას და ჟანა დარკს მსგავსი სტილი აქვთ: ორივენი ძალიან ერთგულები არიან, და ორივემ იცის ჯავშანის მორგება. ბრიენამ შეფიცა ერთგულება რენლი ბარათეონს, შემდეგ კატერინა სტარკს, და ბოლოს ჯეიმ ლანისტერს - ის იმდენად ერთგული იყო, რომ ის დასახელდა როგორც "ფიცის შემნახველი". ჯანა დარკმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა დოფენს, შარლ VII-ის გამეფებას საფრანგეთში და დაეხმარა მას ორლეანის აღებაში, სანამ მას ბრიტანელები არ დაწვავდნენ კოცონზე, ერესის ბრალდებით. ორივე ატარებდა ჯავშანს და ორივეს რთული ხასიათი ქონდა.
მაგრამ "სამეფო კარის თამაშებში" მხოლოდ ქალები არ არიან, რომლებიც შეიძლება შთაგონებულნი იყვნენ სხვადასხვა ისტორიული მოღვაწეებისგან.
მეფე ჯოფრი იმდენად გავს რომის იმპერატორ კალიგულას, რომ მათ თმის ვარცხნილობაც კი ერთი და იგივე აქვთ. ორივე ახალგაზრდა მეფეს უყვარდა ტკივილის და ტანჯვის ყურება, და ოროვე დგამდა ოსტატურად მომზადებულ სპექტაკლებს, როდესაც მათი ხალხი შიმშილობდა. ორივეს ჰყავდა უჩვეულოდ ამბიციური დედები: კალიგულას დედა იბრძოდა, რომ მის შვილს ქონოდა მემკვიდრეობა ტახზე, ხოლო სერსეის მიაჩნდა მისი შვილი ყველაზე საუკეთესოდ და გვირგვინის ღირსად. ორივე მოკლეს ახალგაზრდა, მათი სიბოროტის გამო.
რობერტ ბარათეონს და ჰენრი VIII-ეს, ორივეს უყვარდა ნადირობა და თავიანთი ცოლების მოტყუება, მაგრამ ყველაზე მეტად ისინი ფიზიკურად გვანან ერთმანეთს.
ტეგები: Game_of_Thrones, Qwelly, გმირი, დედოფალი, თამაშები, ისტორია, სერიალი
ვფიქრობ, კალიგულა არც ისეთი მშიშარა იქნებოდა როგორც ჯოფრი.
ორივენი ძალიან სასტიკნი იყვნენ და სასტიკ ადამიანს მგონი ყოველთვის აქვს რაღაც სუსტი წერტილი, ჯოფრი მშიშარა იყო, კალიგულასაც ექნებოდა რაიმე სისუსტე :))
ლაშა_მ თქვა:
ვფიქრობ, კალიგულა არც ისეთი მშიშარა იქნებოდა როგორც ჯოფრი.
ეეჰ, გარეგნობა ხშირად იტყუება, ასეთი სათნო სახის უკან თურმე ვინ იმალებოდა :D:D
Kakha_მ თქვა:
ჰენრი მერვე არადა სულ ასკეტური ხასიათის წარმომედგინა :DD
ისტორიაშიც და ფილმშიც ქალები წყვეტენ მთელი სამეფოს ბედს :D:D რამხელა პასუხისმგებლობაა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 6:29am
0 კომენტარი
0 მოწონება
Environmental Manipulation: Power in the Player's Hands:
Beyond reacting to a changing environment, Throne and Liberty empowers players to manipulate certain aspects of the world itself. Under specific conditions, players can trigger events like solar eclipses or downpours, altering the battlefield and strategically influencing encounters. This ability to interact with the environment adds another layer of tactical complexity …
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
© 2024 George. •