წიგნიდანზიგმუნდ ფროიდი

ფსიქოანალიზის შესავალი

   შარკოსა და ჟანეს კვლევები. – ტექნიკის ცვლილება. – ჰიპნოზისაგან უარყოფა. – განდევნა და წინააღმდეგობა. – განდევნის მაგალითი. – სიმპტომების წარმოქმნა შეუმდგარი განდევნის შემთხვევაში. – ფსიქოანალიზის მიზანი. სწორედ იმ პერიოდში როდესაც ბრეიერი თავის პაციენტთან ატარებდა ტალკინგ ცურე-ს, შარკომ პარიზში, სალპეტრიერში დაიწყო ისტერიკოსების კვლევა, რამაც ავადმყოფობის შესახებ ახალი ცნობები მოიტანა. ფროიდისა და ბრეიერის აზრით მათი ავადმყოფების პათოგენური განცდები, ფსიქიკური ტრავმები გაიგივებული იყო იმ სხეულებრივ ტრავმებთან, რომელთა ზემოქმედებაც ისტერიულ პარალიჩებზე იკვლია და დაადგინა შარკომ.ბრეიერისეული დებულება ჰიპნოიდურ მდგომარეობებთან დაკავშირებით არის იმ ფაქტის ასახვა, რომ შარკო ხელოვნურად ახდენდა ჰიპნოზში ტრავმატული პარალიჩების ხელახალ გამოწვევას. ეს უდიდესი ფრანგი დამკვირვებელი ფროდის სიყვებით არ იყო მიდრეკილი ფსიქოლოგიური ნაგებობებისადმი, მაგრამ მისი მოწაფე ჟანე ისტერიის დროს განსაკუთრებული სულიერი ფსიქიკური პროცესების უფრო სიღრმისეულ წვდომას ცდილობდა, ისინიც (ფროიდი და ბრეიერი) მის მაგალითს მიყვებოდნენ, როდესაც ნაგებობების ცენტრში ფსიქიკის გაორება და პიროვნების განხეთქილება დააყენეს. ჟანეს ისტერიის თეორია იზიარებს საფრანგეთში გაბატონებულ აზრებს შთამომავლობასა და დეგენერაციასთან დაკავშირებით. მისი აზრით ისტერია წარმოადგენს ნერვული სისტემის დეგენერატიული ცვლილების გარკვეულ ფორმას, რომელიც ფსიქიკური სინთეზის ანდაყოლილ სისუსტეში მდგომარეობს. ისტერიკოსებს არ გააჩნიათ პირველადი უნარი განსხვავებული ფსიქიკური პროცესების დაკავშირებისა ერთ მთლიანობაში, აქედან გამომდინარე მათ გააჩნიათ მიდრეკილება სულიერი დისოციაციისადმი. ისტერიკოსების სისუსტე ცუდ შესაბამისობაშია იმ გარემოებასთან რომ შრომისუნარიანობის დაქვეითების გამოვლინებას თან ერთვის შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ამაღლების შემთხვევაც. ბრეიერის პაციენტის შემთხვევაში მის მიერ სხვა ენების დავიწყების შემთხვევაში ინგლისურის სრულყოფილი ფლობის მაგალითი. როდესაც ფროიდმა ბრეიერის მიერ დაწყებული კვლევები გამოიყენა მას განსხვავებული შეხედულება ჩამოუყალიბდა ისტერიულ დისოციაციასთან დაკაავშირებით. მსგავსი უთანხმოება აუცილებლად უნდა აღმოცენებულიყო ვინაიდან ფროიდი ხელმძღვანელობდა არა ლაბორატორიული გამოკვლევებით, როგორც ჟანე, არამედ თერაპიული ძალისხმევით. ვინაიდან კატარტიკული მეთოდი მოითხოვდა ავადმყოფის ჰიპნოტურ მდგომარეობაში მოყვანას, ხოლო ჰიპნოზი ფროიდისათვის გახდა არასასიამოვნო როგორც და მისტიური საშუალება და როდესაც გამოცდილებამ მას აჩვენა რომ ავადმყოფების უმრავლესობასთან ეს შეუძლებელია, ფროიდმა გადაწყვიტა მიენებებინა თავი ჰიპნოზისათვის და კატარტიკული მკურნალობა მისგან დამოუკიდებლად ექცია. ამ შემთხვევაში ფროიდი ბერნჰაიმის მაგალითს იყენებს. როდესაც ავამდყოფებთან ერთად ფროიდი იმ პუნქტამდე მიდიოდა, სადაც ისინი ამტკიცებდნენ რომ არაფერი აღარ იციან, ფროიდი ამტკიცებდა და არწმუნებდა მათ, რომ სწორედ ის მოგონება იქნება სწორი, რომელიც მათ თავში მოუვათ მაშინ როდესაც ფროიდი შუბლზე ხელს დაადებთ. ამგვარად ფროიდი იგებდა ყველაფერს რაც იყო საჭირო დავიწყებულ პათოგენურ სცენებსა და მათ შემდგომ დარჩენილ სიმპტომებს შორის არსებული კავშირების დამყარებისათვის. მაგრამ მისივე სიტყვებით ეს იყო ძალიან დამღლელი და არაეფექტური პროცედურა. თუმცა მან არ მიატოვა ეს მეთოდი, სანამ გარკვეული სახის დასკვნებამდე არ მივიდა. ფროიდი ამტკიცებს რომ დავიწყებული მოგონებები არ გამქრალა. ავამდყოფი ჯერ კიდევ ფლობდა ამ მოგონებებს და ისინი მზად იყვნენ ასოციაციური კავშირის დამყარებისათვის იმასთან რაც ავადმყოფმა უკვე იცის, მაგრამ გარკვეული ძალა ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ისინი გაცნობიერებულიყვნენ და აიძულებდა მათ ისევ არაცნობიერში დარჩენილიყვნენ. ამ ძალის არსებობენ შეიძლებოდა სავსებით დადასტურებულიყო, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელი დაძაბულობის შეგრძნება შესაძლებელი იყო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის საპირისპიროდ არაცნობიერი მოგონებების ცნობიერში გადატანის მცდელობა მიმდინარეობს. შესაძლებელი იყო იმ ძალის შეგრძნება რომელიც ავადმყოფურ მდგომარეობას ინარჩუნებდა, ეს იყო ავამდყოფის წინააღმდეგობა. სწორედ წინააღმდეგობის იდეაზე დაფუძნებით ააგო ფროიდმა თავისი წარმოდგენა ისტერიისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური პროცესების გაგება. გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელი აღმოჩნდა ამ წინააღმდეგობის განადგურება. იგივე ძალები რაც ამჯერად ეწინააღმდეგებიან დავიწყებულის ცნობიერში გადასვლას, თავის დროზე ეს დავიწყება განაპირობეს და განდევნეს ცნობიერიდან შესაბამისი პათოგენური განცდები. ამ სავარაუდო პროცესს ფროიდმა უწოდა განდევნა და განიხილავდა მას როგორც დამტკიცებულს წინააღმდეგობის უდავო არსებობის თანახმად. ფროიდი საუბრობს ხანმოკლე კონფლიქტის შესახებ რომელიც აღმოცენდება ყველა ამ განცდიდან გამომდინარე წარმოშობილი სურვილების შესახებ, ეს სურვილები კი ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და წარმოიშობა ხანმოკლე კონფლიქტი. ამ შინაგანი ბრძოლის შედეგს წარმოადგენს ის, რომ ამ შეუსაბამო სურვილის მატარებელი წარმოდგენა ცნობიერებიდან განდევნას ექვემდებარება ყველა მისთვის დამახასიათებელი მოგონებების თანხლებით. ფროიდს ასევე მოყავს ერთ-ერთი თავისი პაციენტის მაგალითი, რომელიც საკუთარი სიძისადმი არის სიყვარულით აღსავსე და გარდაცვლილი დის სასთუმალთან გაიფიქრებს: “აი ეხლა კი მას შეუძლია მომიყვანოს ცოლად, თავისუფალია.” და რომელსაც შემდეგ ემართება ისტერიული შეტევა და ავად ხდება. ფროიდს მოყავს უმარტივესი მაგალითი განდევნის მექანიზმისა და ადარებს მას ლექციის მსვლელობას, რომლის დროსაც ხმაურიანი ინდივიდი “განდევნილია” აუდიტორიიდან და ის ორი პიროვნება ვინც ის განდევნა კარებთან სხდებიან და მისთვის “წინააღმდეგობას” ქმნიან აუდიტორიაში ხელმეორედ შემოღწევის დაბრკოლების სახით. თუკი ფსიქოლოგიის ტერმინებით სივრცე აუდიტორიის შიგნით და გარეთ მოიაზრება ცნობიერებითა და არაცნობიერით, მაშინ სრულიად ნათლად იქნება შემქნილი განდევნის პროცესის გამოსახულება. სწორედ ამაში მდგომარეობს ფროიდისეული ფსიქიკის განხეთქილებისა და ჟანეს შეხედულებებს შორის. არა სინთეზის თანდაყოლილი უკმარისობით სულიერი აპარატის მხრიდან, არამედ ეს განხეთქილება აიხსნება დინამიურად, როგორც ურთიერთდაპირისპირებული სულიერი ძალების კონფლიქტი. ფროიდი მიიჩნევს წარუმატებლად ბრეიერის პაციენტის შემთხვევის განხილვას როგორც განდევნის ფაქტისა. ავადმყოფობის ეს ისტორია მიღებულია ჰიპნოტური ზემოქმედებით, ამიტომ ამისათვის არ გამოდგება. ფროიდის სიტყვებით მხოლოდ მაშინ როდესაც ჰიპნოზი იქნება გამორიცხული შესაძლებელია წინააღმდეგობისა და განდევნის შემჩნევა და იქნება მიღებული ნამდვილად მართებული წარმოდგენა პათოგენურ პროცესთან დაკავშირებით. ყველაზე ფასეული, რაც არის მიღებული ბრეიერისეული დაკვირვებიდან, ეს არის დასკვნები სიმპტომებისა და პათოგენური განცდებთან ან ფსიქიკურ ტრავმებთან არსებული კავშირების შესახებ და ეს კავშირი უნდა შეფასდეს განდევნის გადმოსახედიდან. ისტერიკოსებისა და სხვა ნევროტიკების კვლევას მივყავართ დასკვნამდე, რომ მათ ვერ შეძლეს იმ იდეის განდევნა რომელსაც უკავშირდება შეუსაბამო სურვილის არსებობა.მათ განდევნეს ის ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან, რითაც უფრო მეტი რაოდენობის უსიამოვნებისაგან დაიზღვიეს თავი, მაგრამ არაცნობიერში განდევნლი სურვილი განაგრძობს არსებობას და ელოდება იმ პირველ შესაძლებლობას როდესაც მისი გააქტიურება იქნება დასაშვები და ცნობიერში გაგზავნლი იქნება დამახინჯებული, სრულიად სახეშეცვლილი მოადგილე. განდევნილის შემცვლელი წარმოდგენა – სიმპტომი – განთავისუფლებულია მომდევნო თავდასხმებისაგან რომელიც ჩვეულებრივ მეს მხრიდან ხორციელდება და ხანმოკლე კონფლიქტის ნაცვლად უსასრულო განცდა იწყება და ისადგურებს.

 

III.

 

   ამოცნობის ტექნიკა ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებზე დაყრდნობით.– არაპირდაპირი გამოსახულება / ასახვა. – ფსიქოანალიზის ძირითადი წესი / კანონი. – ასოციაციური ექსპერიმენტი. – სიზმრების განმარტება. – სიზმრებში სურვილების ასრულება. – სიზმრის მუშაობა / მოქმედება. – შეცდომითი, სიმპტომატიური და შემთხვევითი ქმედებანი. – წინააღმდეგობა ფსიქოანალიზის მიმართ. ფროიდი იხსენებს იმას, რომ როდესაც მან უარყო ჰიპნოზი, გადაწყვიტა გაჰყოლოდა ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებს, რაც თავისთავად მოგონების დავიწყებულ გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენიჭება თავში პირველად მოსულ აზრს. მაგრამ ამგვარი რამ ხდება მხოლოდ ანალიზის დასაწყისში, როდესაც აღმოცენდება ის რასაც დაჟინებით მოითხოვს თვითონ ფროიდი. ამგვარი რამ შესაძლებელია ითქვას მხოლოდ დასაწყისზე, შემდგომში უკვე მართებული აზრები აღარ აღმოცენდებიან და თვით პაციენტებიც უარყოფენ მათ ჭეშმარიტებას. ფროიდის მოსაზრებით, თუკი ავადმყოფს აღმოუცენდება რაიმე აზრი, ის ვერ იქნება დავიწყებული წარმოდგენის იდენტური. ეს ფაქტი აიხსნება ავადმყოფის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ავადმყოფში მკურნალობისას მოქმედებს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროა: ერთის მხრივ მისი ცნობიერი სწრაფვა რომ გაიხსენოს დავიწყებული, ხოლო მეორეს მხრივ – ჩვენთვის ცნობილი წინააღმდეგობა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის განდევნილს ან მისი განმაპირობებელი ფაქტორების ცნობიერში დაბრუნებას. თუკი ეს წინააღმდეგობა ნოლს უტოლდება, ან ძალიან უმნიშვნელოა, მაშინ დავიწყებული ყოველგვარი დამახინჯების გარეშე აღმოცენდება ცნობიერებაში; თუკი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა აღინიშნოს რომ განდევნილი იმდენად განიცდის დამახინჯებას რამდენად ძლიერიც არის მისი გაცნობიერების წინააღმდეგობა. ის აზრი რომელიც აღმოცენდება ავადმყოფში, თავისთავად ყალიბდება სიმპტომის სახით: ეს არის განდევნილის ახალი, ხელოვნური, ეფემერული ჩანაცვლება. რამდენადაც უფრო ძლიერია დამახინჯება წინააღმდეგობის ზეწოლიდან გამომდინარე, შესაბამისად ნაკლებია მსგავსება აღმოცენებად აზრს – განდევნილის ჩანაცვლებას და თვით განდევნილს შორის. შემთხვევითი აზრი განდევნილ აზრს უნდა უკავშირდებოდეს როგორც მინიშნება. მსგავსი კავშირი შეიმჩნევა აზრთა გადმოცემაში არაპირდაპირი საუბრისას. ამ შემთხვევაში ფროიდს ხუმრობის აგებულების ტექნიკა მოყავს მაგალითად. ერთ ერთ ინგლისურ ხუმრობას იხსენებს. ფროიდი იხსენებს ანეკდოტს, ორი მზაკვრის შესახებ, ვინც თავიანთ პროტრეტებს შეუკვეთავს ძვირად ღირებულ მხატვრებს და შემდეგ კრიტიკოსს ხალხით სავსე დარბაზში აზრის გამოთქმას სთხოვენ. ის თავს იქნევს და იძახის “კი მაგრამ სად არის მაცხოვარი?” სწორედ მსგავსი კოსტელაცია წარმოადგენს იმ მიზეზს, რომ პაციენტი დავიწყებული მოსაძიებელი მასალის ნაცვლად იხსენებს მეტნაკლებად დამახინჯებულ ჩანაცვლებას. ფროიდი ამტკიცებს რომ სრულიად მართებულია ერთი აფექტით დაკავშირებულ წარმოდგენათა ჯგუფს ვუწოდოთ “კომპლექსი”, ციურიხის სკოლის მაგალითზე დაყრდნობით (ბლეილერი და იუნგი და ა. შ.). ფროიდი ამოდის იმ მოსაზრებიდან, რომ თუკი განდევნილი კომპლექსის ძიებაში დავეყრდნობით იმ უკანასკნელ მოსაზრებას, რომელსაც გამოთქვამს ავადმყოფი, შესაძლებელია ვიქონიოთ იმედი დავიწყებული კომპლექსის მოძიებისა, თუკი ავადმყოფი აზრების დინებაში ამ თავისუფალ აზრთა საკმაო რაოდენობას იძლევა. სწორედ ამიტომ ეძლევა ავადმყოფს შესაძლებლობა ისაუბროს ყველაფერზე რაც კი მას თავში მოუვა. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაოევტი ეყრდნობა თვალსაზრისს, რომ ავადმყოფს შესაძლებელია თავში მოუვიდეს მხოლოდ ის, რაც არაპირდაპირ კავშირშია მოსაძიებელ კომპლექსთან. ფროიდი დარწმუნებულია რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მივიწყებული / დაკარგული კომპლექსის მოძიებისათვის. თუკი ავადმყოფი ჩუმდება და ამტკიცებს რომ მას თავში არაფერი არ მოსდის, ფროიდი თვლის რომ ეს არის წინააღმდეგობის შენიღბული მოქმედება, იმიტომ რომ უფრო მეტი დაკვირვება დაგვარწმუნებს აზრთა მსვლელობის შეწყვეტის შეუძლებლობაში. ეს შენიღბული წინააღმდეგობა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიხატება თავში მოსული აზრის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასა და მის მნიშვნელოვნობაზე ორჭოფობაში. ფსიქოთერაპევტი თავს იცავს მსგავსი შემთხვევებისაგან – ის ავადმყოფს ამ შესაძლებლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებს და მოითხოვს რომ აზრების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოირიცხოს. მან უნდა ისაუბროს ყველაფერზე. ამ წესის თანახმად ფსიქოთერაპევტი უზრუნველყოფს საკუთარ თავს იმ მასალით, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას განდევნილი კომპლექსების კვალამდე. ეს არის აზრთა მასალა, რასაც ავამდყოფი არ აფასებს და რისგანაც თავს აღწევს, თუკი ის არა ექიმის, არამედ წინააღმდეგობის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ეს აზრთა მასალა ფსიქოანალიტიკოსისათვის წარმოადგენს ჯართს, რომლისაგანაც მან ახსნა განმარტების ოსტატობაზე დაყრდნობით ძვირფასი ლითონი უნდა გამოადნოს. თუკი ფსიქოანალიტიკოსს აქვს სურვილი ავადმყოფისაგან მისი კომპლექსების შესახებ სწრაფი წინასწარი ცნობები მოიპოვოს, ამ კომპლექსებს შორის არსებული ურთიერთკავშირების გამოცნობის დაწყებამდე, ამისათვის ფსიქოთერაპევტს შეუძლია გამოიყენოს ასოციაციური ექსპერიმენტი. (ისეთივე სახით, როგორც ის არის წარმოდეგნილი იუნგისა და მისი მოწაფეების მიერ). ეს მეთოდი ფროიდმა შეადარა ისეთივე შედეგს როგორსაც იძლევა ქიმიკოსისათვის ხარისხობრივი ანალიზი. აქვე ფროიდი აღნიშნავს, რომ ნევროტიკების მკურნალობისას შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი, მაგრამ ის აუცილებელია კომპლექსების ობიექტური დემონსტრაციისათვის, ასევე ფსიქოზების კვლევისას. მაგრამ აზრების დამუშავება არაცნობიერის კვლევის ერთადერთ ტექნიკას არ წარმოადგენს. ამავე მიზანს ემსახურება კიდევ სხვა ორი საშუალებაც: ავადმყოფის სიზმრების ახსნა-განმარტება და მცდარი და შემთხვევითი ქმედებების გამოყენებაც. ფროიდი განსაკუთრებულად აღნიშნავს სიზმრების განმარტებისა და ანალიზის უდიდეს მნიშვნელობას არაცნობიერის კვლევის ტექნიკებს შორის. სიზმრების განმარტება წარმოადგენს სამეფო გზას არაცნობიერის შეცნობისაკენ. ფროიდი თვლის, რომ ღამის სიზმრების პროდუქტები წარმოადგენენ ერთის მხრივ ყველაზე უდიდეს გარეგან მსგავსებას და შინაგან კავშირს სულიერი ავადმყოფობის სიმპტომებთან, მეორეს მხრივ ისინი სრულიად შეესაბამებიან ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებას. ფროიდი დარწმუნებულია რომ სრულიად სწორია ის მოსაზრება, რომ ვისაც არ ესმის სიზმრები, “ჰალუცინაციები”, ბოდვითი იდეები და ხასიათის ცვლილებანი, მას არ უნდა ქონდეს პრეტენზია ავადმყოფური მდგომარეობის გამოვლინების გაგებაზე. ამ სახის დილეტანტებს ის მიაკუთვნებს ფსიქიატრებს.

   ფროიდი ახდენს სიზმრების პრობლემის ზედაპირულ ანალიზს.ჩვეულებრივ გამოღვიძებისთანავე ჩვენ ისეთივე ქედმაღლური დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი სიზმრების მიმართ, როგორიც ააქვთ ავამყოფებს იმ შემთხვევითი აზრების მიმართ, რომლებიც ესოდენ ესაჭიროება ფსიქოანალიტიკოსს. ხშირ შემთხვევაში ხდება სიზმრების უგულვებელყოფა და დავიწყება. მსგავსი დაბალი შეფასება უკავშირდება სიზმრების უჩვეულო ხასიათს და იმ აბსურდულობასა და უაზრობას რაც ზოგიერთ სიზმარს ახასიათებს. ჩვენი ზიზღი ასევე გამოწვეულია მისწრაფებების განუზომელი ზნედაცემულობისაგან რაც ვლინდება სიზმრებში სააშკარაოდ. თუმცა ძველ დროში სიამრების მიმართ არ იყო ასეთი ზიზღიანი დამოკიდებულება. თუმცა ფროიდი ვერ პოულობს ვერაფერს ისეთს რამაც შესაძლებელია დაამტკიცოს სიზმრების წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათ შესახებ ბევრი სხვა რამ შეიძლება ითქვას რაც საკმაოდ გასაოცარი შეიძლება იყოს ასევე. პირველყოვლისა ფროიდი აღნიშნავს, რომ ყველა სიზმარი არ არის ჩვენთვის ესოდენ უცხო და გაუგებარი. მას მაგალითის სახით მოყავს ბავშვების სიზმრები, რომლებიც წარმოადგენენ სურვილების შესრულებას, იმ სურვილებისა რაც ბავშვს წინა დღეს გაჩენია. ბავშვების სიზმრები არ საჭიროებენ განმარტებას.ზრდასრულთა შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროდ, სიზმრების შინაარსი ძალიან გაუგებარია და არ წარმოადგენს სურვილების ასრულების ასახვას. ამ საკითხზე პასუხი შემდეგი სახისაა, სიზმრებმა დამახინჯება განიცადეს; მათ საფუძველში მდებარე ფსიქიკური პროცესი, სრულიად განსხვავებულ სიტყვიერ გამოხატულებას პოულობს. აუცილებელია სიზმრის აშკარა შინაარსის გამიჯვნა სიზმრის ფარული აზრებისაგან. აშკარა შინაარსი რომელსაც სიტყვიერად საკმაოდ დიდი სიძნელეებით წარმოსთქვამთ დილით და სიზმრის ფარული აზრი, რომელიც ფსიქიკური არაცნობიერის სფეროში იმყოფება. სიზმრების ამგვარი დამახინჯებაც არის იგივე პროცესი, რომელსაც გავეცანით ისტერიული სიმპტომების წარმოქმნის კვლევისას. ეს პროცესი მიუთითებს იმაზე, რომ სიზმრების წარმოქმნისას ადგილი აქვს სულიერი ძალების ისეთივე ბრძოლას, როგორც სიმპტომების წარმოქმნისას. სიზმრების შინაარსი არის არაცნობიერი აზრების დამახინჯებული ჩანაცვლება და სწორედ ეს დამახინჯება არის მეს დამცავი ძალების ამოქმედება, ანუ იმ წინააღმდეგობის რომელიც ფხიზლობისას განდევნილ აზრებს / სურვილებს ცნობიერში შეღწევის შესაძლებლობას საერთოდ არ აძლევს.

  იმისათვის რომ დავრწმუნდეთ სიზმრების ფარული აზრების ნამდვილ არსებობაში და ასევე რომ მათსა და აშკარა შინაარსს შორის არის გარკვეული კავშირი, შესაძლებელია სიზმრების ანალიზზე დაყრდნობით, რომლის მეთოდიკა ფსიქოანალიტიკურ მეთოდიკას უკავშირდება. უნდა გამოირიცხოს ელემენტების ყოველგვარი მოჩვენებითი კავშირები და უნდა იყოს შეკრებილი შემთხვევითი აზრები, რომლებიც აღმოცენდებიან თავისუფალი ასოცირებისას სიზმრის თითოეულ ელემენტთან დაკავშირებით. ამავე დროს უნდა იყოს დაცული ფსიქოანალიზის მთავარი წესი. ამ მასალიდან ფარული აზრების შესახებს ცნობებს მოიპოვებთ ისევე როგორც ეს ხდება ავადმყოფის აზრების შემთხვევაშიც, რომლის აზრებიც მის სიმპტომებს და მოგონებებს უკავშირდებიან, ჩვენ ვიგებთ მისი ფარული კომპლექსების შესახებ. ამგვარი გზით მოპოვებული აზრების შედეგად, თქვენ მიხვდებით თუ რამდენად მართებლია ზრდასრულთა სიზმრებიც განიხილებოდნენ ბავშვების სიზმრების თანახმად. ის რაც აღმოჩნდება აშკარა შინაარსის ადგილზე სიზმრის ნამდვილი აზრის სახით, წარმოადგენს განვლილი დღის განმავლობაში შეუსრულებელი სურვილის ასრულებას. სიზმრის ნამდვილი შინაარსი რომელიც გახსენდებათ გამოღვიძებისას, შესაძლებელია იყოს განსაზღვრული როგორც განდევნილი სურვილების შენიღბული ასრულება.

   ამ პროცესს ფროიდი უწოდებს “სიზმრის მუშაობის / მოქმედების” პროცესს. ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების გარდა ფროიდი გამოყოფს შედედებისა და დაძვრის პროცესებს. სიზმრის მოქმედება არის განსხვავებული ფსიქიკური დაჯგუფებების ურთიერთზემოქმედების ცალკეული შემთხვევა, სხვა სიტყვებით – ფსიქიკის გახლეჩის ცალკეულის შემთხვევის შედეგი. ამავე დროს სიზმრების ანალიზისას, განსაკუთრებით საკუთარი სიზმრებისა, წააწყდებით აღმოჩენას: ადამიანის განვითარებისას უდიდესი როლი ენიჭება შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს რომელიც ბავშვს განუცდია ადრეულ ასაკში. სიზმრების სამყაროში ბავშვი აგრძელებს არსებობას ზრდასრულში თავისი განსაკუთრებულობებისა და სურვილების შენარჩუნებით. ამავე დროს ფროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ არაცნობიერი იყენებს გარკვეული სახის სიმბოლიკას, განსაკუთრებით ეს ეხება სექსუალური კომპლექსების ასახვას, რომელიც ნაწილობრივ ინდივიდუალურად განსხვავდება, ხოლო ნაწილობრივ კი შეესაბამება იმ სიმბოლიკას რომელის გამოიყენება ჩვენს მითებსა და ზღაპრებში. ფროიდი ასევე აღნიშნავს შიშის მომგვრელი სიზმრების არსებობას და იმ ფაქტს რომ ამ შემთხვევაშიც სიზმარი ჩვენი განდევნილი სურვილის ასახვას წარმოადგენს. ნევროტული შიშის საფუძველი არის სწორედ ის რეაქცია, რომელიც აღმოცენდება მეს მიერ მძლავრი სურვილების განდევნის შემთხვევაში. სიზმრების განმარტების განხილვის შემდგომ ფროიდი გადადის სულიერი ფენომერემების მესამე ჯგუფზე, რომელთა შესწავლაც ასევე წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ საშუალებას.ეს არის შეცდომითი / მცდარი ქმედებები, როგორც სულიერად ჯანსაღი, ასევე ნერვიული ადამიანების შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ მსგავს წვრილმანებს არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას. ამას მიეკუთვნება მაგალითისათვის იმის დავიწყება რაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს ადამიანმა, (საკუთარი სახელის დავიწყება). ფროიდს მოყავს ისეთი უმნიშვნელო მაგალითები როგორიცაა წამოცდენები, შეცდომები მართლწერისას, საგნების დაკარგვა ან გატეხვა. საუბრისას ტანისამოსის ან სხეულის რომელიმე ნაწილით თამაში და ა. შ. მოკლედ ის წვრილმანები რასაც არ აქცევენ ყურადღებას როგორც წესი.მსგავსი წვრილმანები, შეცდომითი, სიმპტომატიური ან შემთხვევითი ქმედებანი არ არიან მოკლებული მნიშვნელობას. ისინი ყოველთვის სავსე არიან აზრით / შინაარსით და შესაძლებელია იყვნენ თავისუფლად განმარტებული იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, სადაც წარმოიშვებიან. მათი ანალიზი იწვევს დასკვნას, რომ ეს მისწრაფებანი თავისთავად გამოხატავენ იმპუსებსა და სწრაფვებს, რომლებიც განდევნილია / განრიდებულია და უნდა იყვნენ დაფარული ცნობიერისაგან, ან პირდაპირ მიეკუთვნებიან არაცნობიერ სურვილებსა და კომპლექსებს. აქედან გამომდინარე ისინი ისეთივე შეფასებას იმსახურებენ როგორც ეს სიმპტომები და მათი შესწავლა შესაძლებელია გვაძლევდეს სულიერი ცხოვრებიდან განდევნილის შეცნობის შედეგს. მათი მეშვეობით ადამიანი თავის ყველაზე ინტიმურ საიდუმლოებებს ავლენს.ფროიდი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ფსიქოანალიტიკოსი გამოირჩევა სულიერი ცხოვრების დეტერმინირებულობისადმი რწმენით. მისთვის ფსიქიკურ ცხოვრებაში არაფერი არ წარმოადგენს წვრილმანს, შემთხვევითს ან უნებლიეს. ის ყველგან მოტივირების ამოცნობის მოლოდინშია, იქაც, სადაც ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელია არც კი იყოს. ფროიდი აქვე აღნიშნავს ისეთი მოვლენების გამოყენების შესაძლებლობას (ფსიქოანალიზის ტექნიკის თვალსაზრისით) როგორიც არის “გადატანა”.

 

IV

 

   სექსუალობის ეთიოლოგიური მნიშვნელობა. – ინფანტილური სექსუალობა. – სიყვარულის ამერკელი დამკვირვებელი ბავშვობის ასაკში. – ფსიქოანალიზები ბავშვებთან. – აუტოეროტიზმის ფაზა. – სქესობრივი ცხოვრების საბოლოო ფორმირება. – ნევროზის კავშირი პერვერსიასთან. – ნევროზების ბირთვული კომპლექსი. – ბავშვის ჩამოშორება მშობლებისაგან.  ფსიქოანალიტიკური კვლევებს ავადმყოფთა ტანჯვის სიმპტომები მათი სასიყვარულო ცხოვრების შთაბეჭდილებებამდე დაჰყავთ. ეს კვლევები ეხება ეროტიულ სწრაფვებს და გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ ეროტიკის მოშლილობებს მიეწერებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორებს შორის, რაც ორივე სქესის შემთხვევაშია დამახასიათებელი. (ეთიოლოგია – ავადმყოფოფბის მიზეზების შესწავლის მეცნიერება / კვლევა.) ფროიდი აღნიშნავს, რომ ის მკვლევარებიც კი ვინც ეთანხმებიან მას ფსიქოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ორჭოფობენ სექსუალური ფაქტორის მიზეზობრივობასთან დაკავშირებით ავადმყოფობის აღმოცენების შემთხვევაში და უსვამდნენ მას (ფროიდს) კითხვას თუ რატომ არ შეიძლებოდა რომ განდევნისა და ჩანაცვლების მიზეზად სხვა სულიერი განცდები არ ყოფილიყვნენ. რაზეც ფროიდი პასუხობს, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს ამ მოტივების მნიშვნელობა არ არის ისეთივე, უფრო მეტიც, ისინი სექსუალური მოტივების მოქმედებას ეხმარებიან, მაგრამ ვერასოდეს ვერ ახდენენ მათ ჩანაცვლებას. ფროიდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სექსუალური მოტივები ყოველთვის საიდუმლოებით მოცულია და პაციენტებს არასოდეს არ სურთ მათი გამხელა, ისინი ხშირ შემთხვევაში სტყუიან, რაც ზოგადად მიღებულია კულტურულ საზოგადოებაში. ყველა ცდილობს დაფაროს საკუთარი ეროტიკა. თუმცა ფროიდი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ სიმპტომების ფსიქოანალიტიკური კვლევა არა სექსუალურ, არამედ უბრალო ბანალურ ტრავმატულ განცდებამდე მიდის. აუცილებელი ანალიტიკური სამუშაო არ უნდა შეჩერდეს ავადმყოფობის დროინდელ განცდებზე, თუკი მიზნად არის დასახული საფუძვლიანი კვლევა და განკურნება. ის უნდა შეეხოს სქესობრივი მომწიფების პერიოდს და შემდგომში ადრეული ბავშვობის ასაკსაც, რომ მოხდეს იმ შთაბეჭდილებებისა და განცდების განსაზღვრა რამაც შემდგომში ავადმყოფობა განაპირობა. მხოლოდ და მხოლოდ ბავშვობის განცდები იძლევიან შემდგომი ტრავმების მიმართ მგრძნობელობის ახსნას, და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოგონებების აღმოჩენითა და გაცნობიერებით (ეს მოგონებანი ხშირ შემთხვევაში დავიწყებულია) ჩვენ მოვიპოვებთ ამ სიმპტომების დაძლევის ძალას. ამ შემთხვევაში ისეთივე შედეგს ვიღებთ როგორც სიზმრების ანალიზისას, - ბავშვობიდან შემორჩენილი მაგრამ განდევნილი სურვილები სიმპტომების აღმოცენებას უწყობენ ხელს. ამ სურვილების გარეშე მომდევნო ტრავმები არსებული რეაქცია ნორმალურად წარიმართებოდა. ხოლო ბავშვობის ძლიერ სურვილებს შესაძლებელია სექსუალური სურვილების სახელდება მივანიჭოთ. ფროიდი თვლის რომ ბავშვი თავიდანვე არის სექსუალური სურვილების მფლობელი და ანხორციელებს გარკვულ სექსუალურ ქმედებებსაც. ბავშვის სექსუალური ინსტინქტი ძალიან რთულია; მას ახასიათებს მრავალ კომპონენტად დაშლა, ეს კომპონენტები განსხვავებული წყაროებიდან წარმოიქმნებიან. უპირველეს ყოვლისა, სექსუალური ინსტინქტი სრულიად არ არის დამოკიდებული გამრავლების ფუნქციაზე, რომლის მიზანსაც ის ემსახურება მოგვიანებით. ის ისწრაფვის განსხვავებული ტიპის სიამოვნებების მიღებისაკენ და მიღწევისაკენ. ინფანტილური სექსუალობის მთავარი წყარო – არის გარკვეული სახის განსაკუთრებლი აღგზნების მქონე სხეულის ნაწილების შესაბამისი გაღიზიანება, გენიტალიების გარდა, პირის, უკანა , ასევე კანისა და სხვა ლორწოვანი გარსების გაღიზიანებაც. ვინაიდან ბავშვობის ამ ფაზაში დაკმაყოფილება მოიპოვება საკუთარი სხეულის ფარგლებში, არ არის გვერდითი ობიექტის ყოლის საჭიროება. ამ ფაზას ელისის ტერმინით ფროიდი აუტოეროტიულს ეძახის. კარგი მაგალითია წოვა თოთო ბავშვების შემთხვევაში. შემდგომი ეტაპია გენიტალიების მასტურბაციული გაღიზიანება, რაც ზოგიერთი ინდივიდის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ არის ამოწურული. გარდა ამ აუტოეროტიული ქმედებებისა, ბავშვს საკმაოდ ადრეულ ასაკში ახასიათებს სექსუალური დაკმაყოფილების ის კომპონენტებიც, რაც ობიექტის სახით სხვა პირსაც საჭიროებს. ეს კომპონენტები წყვილში აღმოცენდებიან და არიან როგორც აქტიური ასევე პასიური სახისაც; ფროიდი ასახელებს სადიზმს – სხვა პირისადმი ტკივილის მინიჭებისაგან სიამოვნების განცდა და მის პასიური წეევილს მაზოჰიზმსაც. ასევე აქტიური და პასიური თვალთვალის სურვილი. თვალთვალის აქტიური სურვილიდან შემდგომში აღმოცენდება შემეცნების სურვილი, ხოლო პასიური ფორმიდან მხატვრისა და არტისიტის მდგომარეობისადმი სწრაფვა / მიდრეკილება. სექსუალური ქმედების სხვა გამოვლინებანი უკვე მიეკუთვნებიან სიყვარული ობიექტის არჩევანს. ამასთანავე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ შემთხვევაში სხვა პირი, რაც პირველყოვლისა უკავშირდება თვითგადარჩენის ინსტინქტს. ბავშვობის ამ პერიოდში სქესის სხვაობა არ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას / როლს. ამგვარად შესაძლებელია თითოეულ ბავშვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც მივანიჭოთ. ჯერ კიდევ პუბერტატის პერიოდამდე, აღზრდის ზეგავლენით გარკვეული სახის ლტოლვების საკმაოდ ენერგიულად განიდევნებიან, მაშინვე აღმოცენდებიან ისეთი სულიერი ძალები როგორიცაა სირცხვილი, ზიზღი, მორალი, რაც მცველის მსგავსად აკავებს ამ განდევნებს. როდესაც პუბერტატის პერიოდში აღმოცენდებიან სქესობრივი მოთხოვნილებები, განდევნილი რეაქტიული წარმონაქმნებისა და წინააღმდეგობის ფორმას იძენს, რაც შეუძლებლად აქცევს განდევნილი მიდრეკილებების / მოთხოვნილებების აღდგენას. ზოგადი პათოლოგიის მიხედვით ნებისმიერი განვითარება პათოლოგიური წინაგანწყობის ჩანასახს ატარებს, კერძოდ, განვითარების პროცესი შესაძლებელია იყოს შეკავებული, შენელებული ან არასაკმარისი. იგივე რამ ეხება სექსუალური ფუნქციის განვითარებასაც. სექსუალური განვითარება ყველა ინდივიდუუმთან მდორედ არ მიმდინარეობს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ტოვებს ანომალიებს ან წინაგანწყობას უფრო გვიანდელი ავადმყოფობისადმი საპირისპირო განვითარების გზით (რეგრესია). შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ყველა ლტოლვა არ დაექვემდებაროს გენიტალური ზონის უპირატესობას; ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად დარჩენილი კომპონენტი წარმოადგენს იმას, რასაც ვუწოდებთ პერვერსიას და რამაც შესაძლებელია შეცვალოს ნორმალური სექსუალური მიზანი საკუთარით. ორივე სქესის პირველადი ერთმნიშვნელოვნობა ასევე შესაძლებელია იყოს გარკვეული გავლენის მქონე; მოწიფულ ასაკში აქედან გამომდინარე შესაძლებელია იყოს წარმოქმნილი ჰომოსექსუალურობა. ამგვარი დარღვევების მთელი რიგი განაპირობებს სექსუალური ფუნქციის განვითარების შეკავებას; ამას მიეკუთვნებიან პერვერსიები და არც ისე იშვიათი შემთხვევა სექსუალური ცხოვრების ინფანტილიზმი. ნევროზებისადმი წინასწარგანწყობა განსხვავებული სახით უკავშირდება სქესობრივი განვითარების დარღვევას. ნევროზები უკავშირდებიან პერვერსიებს, როგორც პოზიტივი ნეგატივს. ნევროზის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დადასტურებული ისეთივე კომპონენტების არსებობა, როგორც კომპლექსების მატარებლებისა და სიმპტომების წარმომქმნელების, რაც შეინიშნება ასევე პერვერსიებისას. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი არაცნობიერად მოქმედებენ. ფსიქოანალიზი აღმოაჩენს, რომ ამგვარი ლტოლვების გადამეტებული გამოვლინება ადრეულ ასაკში თავისებური სახის ნაწილობრივ ფიქსაციას განაპირობებს, ხოლო მსგავსი ფიქსაცია წარმოადგენს სუსტ წერტილს სექსუალური ფუნქციის სტრუქტურაში. ფროიდი აღწერს ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობას და ბავშვის დამოკიდებულებასა და განწყობას მისი მშობლებისადმი და ასევე გარკვეულ ურთიერთგანწყობას და-ძმებს შორის. ყველაფერი ეს საფუძველს უყრის ნებისმიერ ნევროზის ბირთვულ კომპლექსს და ფროიდი თვლის რომ მოსალოდნელია მისი აღმოცენება სულიერი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის პარალელს ავლებს მეფე ოიდიპოსისა და შექსპირის ჰამლეტის ნაწარმოებებთან, სადაც პირველ შემთხვევაში მშობელთა ინცესტის სურვილის მოტივი ღიად ხოლო მეორე შემთხვევაში კი ფარულად არის გამოვლენილი. იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი განიცდის ბირთვული კომპლექსის ზემოქმედებას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განდევნილი, მისი გონებრივი მოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეძღვნება სექსუალურ კითხვებს. მისი პირადი ლტოლვების გავლენით, რაც განასხვავებს ბავშვს ზრდასრულისაგან, ის აყალიბებს რამოდენიმე ინფანტილურ სექსუალურ თეორიას, სადაც ორივე სქესს მსგავსი სასქესო ორგანოები მიენიჭება, ჩასახვა ხდება საკვების მიღებით, ხოლო დაბადება – დეფეკაციის აქტის მეშვეობით. კოიტუსს ბავშვი აღიქვამს როგორც გარკვეული სახის მტრულ აქტს, ძალადობას. სრულიად ნორმალურია და გარდაუვალი ის, რომ ბავშვი თავის სექსუალურ და სასიყვარულო საობიექტად საკუთარ მშობლებს ირჩევს. თუმცა ბავშვის ჩამოშორება მშობლებისაგან უნდა წარმოადგენდეს ასევე გარდაუვალ ამოცანას იმისათვის, რომ ბავშვის სოციალურ მდგომარეობას არ ემუქრებოდეს საშიშროება. ფროიდი აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიტიკური მკურნალობა შესაძლებელია იყოს მოაზრებული როგორც მომდევნო აღმზრდელობითი სამუშაო, ინფანტილური ნარჩენების ჩამოშორების თვალსაზრისით.

 

V.

 

რეგრესია და ფანტაზია. – ნევროზი და ხელოვნება. – გადატანა. – განდევნილის განთავისუფლების შიში. – ფსიქოანალიტიკური სამუშაოს შედეგები. – სექსუალური განდევნის მავნე დონე. ფროიდი თვლის რომ ადამიანები ხდებიან ავად, თუკი მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა რეალურად დააკმაყოფილონ თავიანთი ეროტიული მოთხოვნილება გარეგანი წინააღმდეგობების ან ადაპტირების შინაგანი უკმარისობის შედეგად. მაშინ ფროიდის სიტყვებით ისინი გარბიან ავადმყოფობაში რომ ამგვარად მოიპოვონ არასაკმარისი დაკმაყოფილების ჩანაცვლება. ავადმყოფობის სიმპტომებში ვლინდება ავადმყოფის სექსუალური ქმედების ნაწილი, ან მთელი მისი სექსუალური ცხოვრება. ამ სიმპტომების მთავარ ტენდეციას წარმოადგენს რეალური სამყაროსაგან განრიდება, ეს არის ყველაზე დიდი ზიანი რომელიც მიენიჭება ადამიანს ავადმყოფობის შედეგად. ფროიდი თვლის რომ ავადმყოფების წინააღმდეგობა გამოჯანმრთელებისადმი არ არის მარტივი, ის შედგება მრავალი მოტივისაგან. გამოჯანმრთელებას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ავადმყოფის მე, არამედ მისი სექსუალური ლტოლვებიც.

   დაუკმაყოფილებელი რეალობისაგან თავის დაღწევა ავადმყოფობაში არასოდეს არ გამორიცხავს ავადმყოფისათვის უშუალო მოგებას სიამოვნების თვალსაზრისით. ამგვარი თავის დაღწევა ხორციელდება საპირისპირო განვითარების მეოხებით (რეგრესიით), სექსუალური ცხოვრების განვლილი ფაზებისადმი დაბრუნებით, რომლებიც თავის დროზე განაპირობებდნენ დაკმაყოფილებას. ამგვარი რეგრესია ვლინდება ფროიდის აზრით ორმხრივია: პირველყოვლისა ეს არის დროებითი რეგრესია, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ ლიბიდო, ეროტიული მოთხოვნილება ბრუნდება განვითარების წინარე ფაზებზე. და მეორეს მხრივ ფორმალური, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეროტიული მოთხოვნილების გამოვლენა თავს იჩენს პირველყოფილი პრიმიტიული საშუალებებით. რეგრესიის ორივე სახეობა უკავშირდება ბავშვობას და სქესობრივი ცხოვრების ინფანტილური მდგომარეობის აღდგენას. ფროიდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ ადამიანები ხშირად მიმართავენ ფანტასიას ვინაიდან რეალობა ყოველთვის არ შეესაბამება მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი აზრით ენერგიული და შრომისუნარიანი ადამიანი არის სწორედ ის, ვინც ახერხებს საკუთარი ფანტაზიების რეალობაში განხორციელებას. სადაც ეს არ არის შესაძლებელი გარემო ფაქტორების გამო, ინდივიდუუმი ტოვებს რეალობას და იძირება საკუთარ ფანტასტიურ სამყაროში, რომელიც მისთვის უფრო მეტად არის დამაკმაყოფილებელი. დაავადების შემთხვევაში ამ ფანტასტიური სამყაროს შინაარსი ვლინდება სიმპტომების სახით. თუკი რეალობისადმი მტრულად განწყობილი პიროვნება ამასთანავე მხატვრული ნიჭითაც არის დაჯილდოვებული, მას შეუძლია თავისი ფანტაზიები გამოხატოს არა სიმპტომების, არამედ მხატვრული ქმნილებების სახით, რითაც ის თავს აღწევს ნევროზსს და ამგვარი მოვლითი გზით უბრუნდება ისევ რეალობას. ფროიდი თვლის, რომ ჩვენს დროში ნევროზი ჩანაცვლებულია მონასტერით, ვინაიდან იქ მიდიან ისინი, ვინც ცხოვრებაში იმედგაცრუებულია ან ცხოვრებისათვის თავს ზედმეტად სუსტად თვლის.ფროიდი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ნევროზებს არ გააჩნიათ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი შინაარსი, მას მოყავს იუნგის სიტყვები: ნევროტიკები იტანჯებიან იმავე კომპლექსებით, რასაც ებრძვიან ჯანმრთელი ადამიანები.ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც მიმდინარეობს ნევროტიკის კვლევა, ავადმყოფი ხშირად ავლენს არასასიამოვნო გადატანის მოვლენას, მას გადააქვს ექიმზე ნაზი და ხშირ შემთხვევაში მტრული განწყობის მქონე გრძნობებიც. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ნევროზის მამოძრავებელი ძალა სექსუალურია.

   იმის გამო, რომ ავადმყოფი ვერ იხსენებს თავის გრძნობებთან დაკავშირებული ცხოვრების რაიმე ნაწილს, ის განიცდის ამას ექიმთან მიმართებაში და მხოლოდ და მხოლოდ გადატანისას ამ განცდის გამო, ის რწმუნდება ამ არაცნობიერი სექსუალური ლტოლვების არსებობასა და სიმძლავრეში. ამ შემთხვევაში ფროიდი იყენებს ქიმიის შედარებას და ამბობს, რომ ის სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ წარსული სასიყვარულო განცდების ნალექს, შესაძლებელია გაქრნენ მხოლოდ და მხოლოდ გადატანის განცდის მაღალი ტემპერატურის შედეგად. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი მათი გადაყვანა სხვა ფსიქიკურ პროდუქტებში. ფერენჩის გამოთქმით ექიმი ასრულებს ამ რეაქციის კატალიზატორული ფერმენტის ფუნქციას, რომელიც განთავისუფლებულ აფექტებს დროებით თავისკენ მიიზიდავს. სწორედ გადატანის შესწავლა იძლევა შესაძლებლობას ჰიპნოტური შთაგონების წვდომისათვის.

   ფროიდი აღნიშნავს რომ გადატანა ხდება ნებისმიერი სახის ურთიერთობების შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში ის ატარებს თერაპიული ზემოქმედების მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე ფსიქოანალიზი არ ქმნის გადატანებს, ის მხოლოდ და მხოლოდ გაუმხელს ცნობიერებას მათი არსებობის შესახებ და ეუფლება მათ იმისათვის რომ ფსიქიკური განცდები სასურველი მიზნისაკენ წარმართოს.

 

 ← სარჩევი

*ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი*

*ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ*

*ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)*

 

ნახვა: 2500

გამოხმაურებები!

სათაურს დაუმატე - ფსიქოანალიზში შემსვლელთათვის :D :D :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters