სიღნაღს

ნინო ტარყაშვილი

მთას მომდგარი ირემივით,

თავს დაგცქერის ნუკრიანი,

ზღვაში შეჭრილ კუნძულს ჰგავხარ,

როცა დღეა ღრუბლიანი.

ხანაც ჰგავხარ თითქოს ბუდეს,

ჩიტებისგან მოწნულ კალათს,

ხან ჩიტს ჰგავხარ ცად აფრენილს,

გაახლოვებს ციურ ქალაქს,

გადაჰყურებ ალაზნის ველს

ვით არწივი თავის მართვეს,

თავს გეხვივნენ მაოხარნი,

მაგრამ მტრებმა ვერ სით გმართეს,

გრძელი ციხე_გალავანი,

შემოგრტყმია ქამარივით,

საომრად მიხვალ ვაჟკაცო,

თუ ირთვები მაყარივით!!!

 

სიღნაღი. ნაწყვეტი წიგნიდან "ქიზიყი"

ნინო კობახიძე. ნინო ტარყაშვილი.

 სიღნაღი ქიზიყის ის ნაწილია, სადაც ყოველ კუთხეს, ადგილს, სახლს, ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს. იგი თავისი გალავნითა და კოშკებით, აბჯარში ჩამჯდარი რაინდივით გასცქერის ალაზნის ველს. 1871წელს გაზეთი "დროება" წერდა: "სიღნაღი არის მოშენებული ოღროჩოღროებში და ფერდობებზე მართლა არის გამოჭიმული და ყელმოღერილი იყურება აქეთ – იქით. ასე, რომ, რა გინდ მაღალ მთაზე იდგეთ, მის სახეს მთლად ვერ იხილავთ. მხოლოდ აქა – იქ ვარსკვლავებსავით თვალწინ წარმოგიდგებათ კრამიტიანი სახლები სხვადასხვა ფერისა".

 სიღნაღს დიდი ხნის ისტორია აქვს. სიღნაღის ისტორიულ წარსულზე ლიტერატურაში მცირეოდენი მასალები მოგვეპოვება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მოწმეა მრავალი ისტორიული ამბისა. მის ისტორიულ ძეგლებს ( ციხე – სიმაგრენი, ეკლესიები) დღემდე არ დაუკარგავს თავიანთი სიდიადე. ციხე – გალავანი ხომ ქიზიყელთა თავდადებულ ბრძოლებზე მეტყველებს.

 სიღნაღი ვახუშტი ბატონიშვილს თავის "გეოგრაფიაში" მოხსენიებული არა აქვს. ტოპონიმი "სიღნაღი", სავარაუდოდ, ვახუშტის შრომის გადამწერს - მღვდელ დავით ინანიშვილს შეუტანია "აღწერაში". ბოდბის ეკლესიის დახასიათების შემდეგ იგი განაგრძობს:

 "კვალად ამ ეკლესიის ჩრდილოთ, კარგად მოშორებით არს ქალაქი სიღნაღი, რომელი აღაშენა მეფემან ქართლისა და კახეთისამან ირაკლი მეორემან, ძემან ცხებულის მეფის თეიმურაზისამან, რომლისა ზღუდე მოავლო მაღალთა გორათა ზედდა, ფრიად ვრცლად, რომელ დაეტევის სრულიად ქიზიყი დედა – წულითურთ, გარნა უწყლო".

 წყაროები ადასტურებენ, რომ სიღნაღის ციხე – გალავნის მშენებლობა 1762 წელს დამთავრდა. გალავანი ორ კილომეტრზე მეტი სიგრძისაა, შედგება 6 ჭიშკრისა და 23 კოშკისაგან: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი (I), კახეთის კოშკი (II), შილდის კოშკი, შილდის ჭიშკარი, "ნარიგკალეს" კოშკი, ზიარ – ფხოველის კოშკი, ზიარ – ფხოველის ჭიშკარი, უსახელო კოშკი (I), უსახელო კოშკი (II), უსახელო კოშკი (ვაქირის ჭიშკართან), ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი და მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი (I), მაჩხაანის კოშკი (II), ქიზიყის ანუ გორის კოშკი, ბოდბის ჭიშკარი, ველისციხის კოშკი და ბოდბის კოშკი.

 ომან ხერხეულიძე სიღნაღის გალავნის აშენებას ერეკლე II-ს მიაწერს. აჯამებს რა ერეკლეს სხვადასვაგვარ საქმიანობას, წერს: "ხოლო თვით მეფე ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, თელავისა, ბოჭორმისა, ჭოეთისა, გალავანი სევირელისა, საბუისა, გრემისა, ფედისა, პატარძეულისა და ნორიოსი. მაგრამ ყოველთა უმჯობეს და უმტკიცეს აღაშენა სრულიად ქვითკირითა გალავანი და ციხე ხიზიყის ქალაქის სიღნაღისა, რომელნიცა მაღალთა მათ გორათა ზედა სიღუნაღისათა მოზღუდა, რომელიცა ესოდენ დიდ არს, რომ სრულიად ხიზიყისა და გარემოთა მისთა მცხოვრებნი ვიდრე ოცი ათასამდე კომლისა შესაძლებელ არს მას შინა დატევად. გალავანი იგი ფრიად მაღალ არს და ზრქელ და დიდ-დიდითა ბურჯებითა ნაშენი. და ესევითარი სიმაგრე სრულიად ივერიისა ქვეყანათა არა სადა იპოვების." (ომან ხერხეულიძე, "მეფობა ირაკლი მეორისა", 1889 წ, თბ, გვ 102-103, (თეიმურაზ ბაგრატისეული ვერსია).

 არსებობს ისტორიკოს დ. მუსხელისვილის მოსაზრება, რომ "სიღნაღის" ძველი სახელწოდება "ქიზიყი" უნდა ყოფილიყო. "სიღნაღი" თავდაპირველად ქალაქის ციხეს უნდა რქმეოდა საკუთრივ. შემდეგ უნდა შერქმეოდა მთელ ქალაქს. ამ მოსაზრებას ადასტურებს თეიმურაზ ბაგრატიონის თხზულების ის ადგილი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ერეკლე მეორემ "მრავალნი ქალაქნი, დაბანი და სოფელნი აღაშენა მტერთა მიერ აოხრებულნი და სახელოვანნი ციხენი აღაშენა: სიღნაღის ციხე, რომელიცა არს ქალაქსა ხიზიყისა, სახელოვანისა მის კახეთისა პროვინციისასა" დ. მუსხელიშვილის ამ ციტატის კონტექსტი ასე ისმის: ერეკლემ აღაშენა სიღნაღის ციხე ქალაქ ქიზიყში კახეთის პროვინციაში. იგი ვარაუდობს, რომ ქიზიყი თავდაპირველად ჩვეულებრივი დაბა-სოფლის სახელწოდება იყო, რომელიც გარკვეული დროიდან ქალაქად განვითარდა. გვიან შუასაუკუნეებში კი თვით ამ მხარეს შეერქვა ეს სახელი.

XVIII ს-ის II ნახევარში, როცა სიღნაღის ციხე აშენდა ქალაქის ძველი სახელწოდება მის "ქვეყანას" შერჩა, ხოლო ამ ქვეყნის ცენტრს კი სიღნაღი ეწოდა. უფრო ადრე, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, ქიზიყს კამბეჩოვანი ეწოდებოდა. (დ. მუსხელიშვილი, "ქიზიყის ძველი ისტორია", თბ, 1997წ).

 1616 წელს შაჰ – აბას II შემოსევების დროს "კახელები გამაგრებული იყვნენ სიღნახებში, რომელნიც წარმოადგენდნენ ტყეში ჩახერგილ და გამაგრებულ ადგილებს". ამ დროს სიღნაღი ქალაქად არ არის ცნობილი, რადგან "გაოხრებულ ქალაქ ზაგემის მაგივრად ფეიქარ –ხანმა იწყო შენება ახალი დაბისა, რომელსაც ეწოდა "ყარაღაჯი", ანდა იმდენად საშიშნი შეიქმნენ კახეთისათვის ლეკები 1703 – 1715 წლებში, რომ `იმამყულიხანი დავით, ერეკლე I-ის ძე იძულებული გახდა ყარაღაჯიდან გადასახლებულიყო თელავს, რომელიც ამიერიდან შეიქმნა ქართლ – ბატონების ადგილ – სამყოფლად. იგი ამავე დროს ზაფხულობით ცხოვრობდა მაღაროს." ამრიგად, ამ პერიოდში სიღნაღი ქალაქს არ წარმოადგენს.

 სიღნაღი საქართველოს ქალაქთა სიაში 1778 წელს შეუტანიათ, როცა შედარებით მშვიდობის გზაზე დამდგარ ქართლ – კახეთში ერეკლე II-ის თაოსნობით აღმშენებლობით პროცესები დაწყებულა. ქართლ – კახეთის სამეფო კარის მონდომება ამ ტერიტორიაზე ციხე – ქალაქი აშენებულიყო, შემთხვევითი არ ყოფილა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ გადიოდა კახეთიდან ქართლთან დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. განუზომელი იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობაც. აქედან უნდა ჩაყროდა საფუძველი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას, რაც ესოდენ საჭირო იყო იმდროინდელი ქვეყნის წინსვლა – განვითარებისათვის...

XVIII სკ –ის ბოლოსათვის სიღნაღში მოსახლეობის ზრდასთან ერთად მომრავლდა ქარვასლა – დუქნები, სახელოსნოები. შუა ქალაქში გაიშალა დიდი ბაზარი, რომელმაც შემდგომ ზემო ბოდბისხევში გადაინაცვლა და დღესაც ერთ –ერთ უდიდეს ბაზრად ითვლება აღმოსავლეთ საქართველოში.

 1802 წლის მასალები სრულ ცნობას გვაწვდის ქ.სიღნაღის შესახებ. აღწერის მიხედვით, სიღნაღში იყო ოქრომჭედელთა 9 დუქანი, სადაც 5 ოსტატი მუშაობდა. მღებავთა 4 დუქანი 8 ხელოსნით, ფეხსაცმლის შემკეთებელთა 2 დუქანი ორი ხელოსნით, ფეხსაცმლის მკერავთა 11 დუქანი 13 ხელოსნით, მეტყავეთა – 2 ხელოსნით ( დუქნები არ ჰქონიათ), მებათქაშეთა 2 დუქანი – 2 ხელოსნით. მექვაბეთა 3 დუქანი – 3 ხელოსნით. მჭედელთა 5 დუქანი – 6 ხელოსნით. მენახშირეთა 2 ხელოსნით (დუქნები არ ჰქონიათ). ხუროთა და მეავეჯეთა 2 დუქანი სამი ხელოსნით. მკერავთა 2 დუქანი -&ნბსპ; 4 ხელოსნით და 5 გამყიდველით. მეთერძეთა 10 – (დუქნები არ ჰქონიათ), მხერხავთა 2 დუქანი 3 ხელოსნით. მეწისქვილეთა 3, მექუდეთა 3, მეთამბაქოელთა 1 დუქანი. დამტარებელი – 6.

როგორც ვხედავთ, XVIII სკ –ის მიწურულსა და XIX საუკუნის დამდეგს ქალაქ სიღნაღის მცხოვრებნი მისდევდნენ ხელოსნობის 20 სხვადასხვა დარგს. XVIII საუკუნის მიწურულს სიღნაღი უკვე ქართლ–კახეთის მნიშვნელოვანი სახელოსნო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა.

 ეს ტრადიცია სიღნაღელების მომდევნო თაობებს XX საუკუნეშიც გადაეცათ. აი, რას მოგვითხრობს სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი ნ. შოშიტაიშვილი: (გაზეთი "ქიზიყი", 1991 წ. 17 ოქტომბერი.)

ქალაქის თითქმის ყველა ქუჩას, რომლებიც რიყის ქვით იყო მოკირწყლული, უწყვეტ მწკრივად მიუყვებოდა მეწვრილმანეთა და ხელოსანთა დუქნები, ფარდულები. სახელოსნოებში ფუსფუსებდნენ დურგლები, მექუდეები, თერძები, ხარაზები, მეჩექმეები, მჭედლები.

 სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია უამრავი ფოტო – დოკუმენტური მასალა და აგრეთვე ხელოსანთა სამჭედლო, სახარაზო თუ სადურგლო იარაღები, ფეხსაცმლისა და ჩექმის კალაპოტები, ოქრომჭედლის ქურა და სხვა.

 ფოტოსურათებზე გამოსახულნი არიან ხელოსნები და ხელოსანთა ამქრები, უსტაბაშები, დუქნები და სახელოსნოები. მრავალ დოკუმენტურ მასალას შორის დაცულია მოწმობა, რომელიც ეხება ალექსანდრე სოსიკოს – ძე ჯოხარიძეს. იგი ყოფილა განთქმული მეჩექმე, "აზიატსკების" მკერავი. ალექსანდრე მოქეიფე და ყარაჩოხელი ყოფილა, შესახედავად ლამაზი ვაჟკაცი, დადიოდა ერთთავად თუშური ქუდით. სახლში ჰქონდა გახსნილი სახელოსნო. ედგა საკერავი დაზგა, ჰკერავდა ჩექმებსა და მამაკაცის ფეხსაცმელებს. შესაკერ მასალას სიღნაღშივე შოულობდა დაბახანის უბანში, სადაც თრიმლით გამოჰყავდათ ტყავები. იგი ყოფილა ამქრის წევრი. ამქრის წევრთა მიერ შეკერილი ნაწარმი იყიდებოდა როგორც სიღნაღში, ასევე გაჰქონდათ გურჯაანში, თელავსა და ალავერდში.

 ალექსანდრე ჯოხარიძის მეუღლე ვარა ტურაშვილი თვითნასწავლი მქსოველი ყოფილა. სახლში ედგა საქსოვი დაზგა, სადაც ქსოვდა ხალიჩებს, ჯეჯიმებს, ხურჯინებს. შესანიშნავად ქარგავდა თეთრეულს, სუფრებს, გადასაფარებლებს...

 1770 წლისათვის თუ ქალაქის მისახლეობა მხოლოდ; 100 კომლი იყო, XIX საუკუნის დამდეგისთვის გაიზარდა და მის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა.

 ერეკლეს დროინდელი სიღნაღის წარმოსადგენად ორი გეგმა არსებობს: თეთრი და შავი. ისინი ერთმანეთს ავსებს.

 გეგმის მიხედვით სიღნაღი გვიანფეოდალური ხანის თავისებური ტიპის ქალაქია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ციხის 5 ვერსის სიგრძის კედლებით შემოსაზღვრული ტერიტორია და საკუთრივ ქალაქი, რომელსაც მსგავსი კედლები არ გააჩნია. ციხე ამ შემთხვევაში რეზიდენტის, ქალაქის მფლობელის საჯდომად კი არაა გამოყენებული, როგორც ეს სხვა შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო , არამედ ქალაქისა და ახლო მდებარე სოფლების თავშესაფრად. ამიტომ უჭირავს ციხეს ასე დიდი ტერიტორია, ის ქალაქის ტერიტორიას 3 – 4 – ჯერ აღემატება. ციხის კედლები იწყება ქალაქის სამხრეთის წვერიდან, ერთი ნახევარი წრის მსგავსად მიემართება ჩრდილო – აღმოსავლეთით, მეორე კიდევ იმავე პუნქტიდან ჩრდილო – დასავლეთით, ნახევარწრიულად. კედლები ერთდებიან ჩრდილოეთით, ყანჩაეთის მთის წვერზე. ეს არაწესიერი წრისებრი კედელი, ამ 5 ვერსის მანძილზე, არსად არ არის გაწყვეტილი, გარდა ერთი მცირე ადგილისა, სადაც მთის დაქანებული კალთები ჩანს და რის გამოც ციხის ტერიტორია აქ ბუნებრივად დაცული იყო. ციხის ამ კედლებს ირგვლივ უვლის კოშკები და კარები.

 XVIII – XIX საუკუნეებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სწავლა – აღზრდის საკითხს. ერთ–ერთი იყო ბოდბის მონასტერთან არსებული სკოლა. 1818 წელს სიღნაღში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, სადაც სწავლობდა ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი. უკვე 1880 წლისათვის სიღნაღში იყო სასწავლებელი, რომელსაც 3 მოსამზადებელი კლასი ჰქონდა. სკოლის გამგე და მასწავლებელი იყო ალექსანდრე ჯავახიშვილი, დიდი ივანე ჯავახიშვილის მამა.

 სიღნაღს კულტურული ღონისძიებების დიდი ტრადიციები გააჩნია. აქ ძველთაგანვე იმართებოდა "კაპუნობა", "ყეენობა", "ბერიკაობა", "ამქრის დღეობები" და სხვა დღესასწაულები.

სიღნაღის დასათვალიერებლად ძველთაგანვე უამრავი ხალხი მოდიოდა სწორედ აქ მოსულმა ერთ – ერთმა სტუმარმა გაგზავნა დეპეშა: `გშურდეთ, მოვხვდი ზღაპრების ქალაქში~. აქ, მართლაც ყველაფერი არაჩვეულებრივად ლამაზია: ქალაქს გარსშემორტყმული ციხე–სიმაგრე თავისი ბურჯებითა და სათოფურებით, ძველი ეკლესიები, ქვაფენილიანი ქუჩები. თუმცა, აქ არ არის დიდებული ტაძრები, მდიდრული სასახლეები, მაგრამ უბრალო სახლებიც კი გვანცვიფრებს თავისებური, უაღრესად ეროვნული არქიტექტურით.

ტეგები: qwelly, ნინო_კობახიძე, ნინო_ტარყაშვილი, სიღნაღი

ნახვა: 832

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters