ავტოლიკე გახლავთ გარკვეული პერსონა, ჭეშმარიტების მაძიებელი, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ არის ქრისტიანი, პირუკუ ჯერ კიდევ არ განიზრახავს ქრისტიანობას, შეისწავლის იუდეველობას და ანტიკურობას, ამავე დროს ფლობს გულწრფელობას, სათნოებას და ამის გამო ის თეოფილე ანტიოქიელს არ ემეტება წარწყმედისათვის, არ ემეტება გაუკუღმართებულ მოძღვრებათა წიაღში მოსაქცევად და ამიტომ უგზავნის მას თავის ნაშრომს სწორედ ამ სახელწოდებით “ავტოლიკესადმი”, რომელიც სამი წიგნისგან შედგება (ამას კიდევ დავაზუსტებთ ქვემოთ). აღნიშნულ ძეგლში თეოფილე განიზრახავს, რომ ავტოლიკე მოაქციოს ჭეშმარიტებაზე, შემოუერთოს საეკლესიო წიაღს, საეკლესიო მოძღვრებას. სწორედ ამ წიგნში გარკვეული ცნობები ჩვენ გვაქვს საკუთრივ ავტორის (თეოფილეს) შესახებ, ეს ცნობები შეეხება მის სამოღვაწეო ადგილსაც და მისი წერილობითი მოღვაწეობის ნაყოფსაც. როგორც უკვე ვთქვით თეოფილე თავისი წარმოშობის შესახებ თავადვე გვაუწყებს, იგი აღნიშნავს: “ის, რომ სამოთხე მიწაა და მიწაზე იყო დანერგილი, ამის შესახებ წერილი ამბობს: “და დაჰნერგა ღმერთმა სამოთხე ედემში აღმოსავლეთით და დაადგინა იქ კაცი, და აღმოაცენა ღმერთმა კვლავ მიწიდან ყველა ხე, სახილველად ჰაამო და საჭმელად კარგი” (შესაქმე 2, 8-9). საღვთო წერილი თავის სიტყვებში “კვლავ მიწიდან” და “აღმოსავლეთით” ცხადად გვასწავლის, რომ სამოთხე ცის ქვეშეთში იყო”. სხვათაშორის ეს თავისთავად ძალიან საყურადღებო საკითხია. ამაზე გარკვეული მსჯელობანი, განხილვანი ეკლესიის მამათა შორის არსებობდა, თუ სად მდებარეობს სამოთხე. თანამედროვე მკვლევართაგან ზოგს გამოაქვს დასკვნა, რომ მაგალითად ისეთი დიდი მისტიკოსი მოძღვრის, როგორიც წმ. გრიგოლ ნოსელი იყო, აზრით სამოთხე თითქოს მესამე ცაზე მდებარეობდა, უხილავთა ანუ იგივე ანგელოზურ ძალთა და ხილული ქმნილების გზაგასაყარზე, ე.ი. რომლის ზევითაც უხილავი წიაღია და რომლის ქვევითაც ხილული სამყაროა. თუმცა ეს გრიგოლ ნოსელთან, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ასე კვალიფიცირებული ნამდვილად არ არის. სხვა მოძღვართაგან, მაგალითად იოანე ოქროპირი მკვეთრად განაჩინებს სამოთხის დედამიწისეულობას, რომ ის დედამიწის ადგილია, თუმცა არა დაცემული და ხრწნილი თვალით სახილველი. ამ პრობლემას როგორ ჩანს გარკვეული მსჯელობა თან ახლდა უკვე თეოფილე ანტიოქიელის დროს, რადგანაც იგი ხაზგასმით ამბობს “ამ სიტყვებით (“კვლავ მიწიდან” და “აღმოსავლეთით”) წერილი ცხადად გვასწავლის, რომ სამოთხე ცის ქვეშეთში იყო”. თეოფილე შემდგომ განაგრძობს: “სადაც (ამ ცის ქვეშეთში) არის აგრეთვე მიწა და აღმოსავლეთი. ედემი ებრაულიდან ითარგმნება, როგორც შვება. წერილი მიგვანიშნებს მდინარეზეც, რომელიც ედემიდან გამოდის და რწყავს სამოთხეს (აქ თეოფილე გულისხმობს შესაქმის II თავის მე-10 მუხლს, რაც ძველ ქართულ თარგმანში ასეა: “ხოლო მდინარე გამოვალს ედემით მორწყვად სამოთხისა”) და რომელიც აქედან (სამოთხიდან) ოთხ თავად განიყოფება. მათგან ორს ეწოდება “ფისონი” და “გეონი”, რომლებიც რწყავენ აღმოსავლეთის მხარეებს, განსაკუთრებით “გეონი”, რომელიც გარეშემოსწერს ეთიოპიის მთელ მიწას და რომელიც, ამბობენ ნილოსად წოდებული, თავს იჩენს ეგვიპტეში. ხოლო ორი დანარჩენი მდიანრე სახელად “ტიგროსი” და “ევფრატი” კარგადაა ჩვენთვის ცნობილი”. ე.ი. თავისი ცნობადობის მიხედვით თეოფილე ამ ოთხ მდინარეს, ორს ცალკე განტოტებულს, კერძოდ “ფისონსა” და “გეონს” (იგივე ნილოსს), და ცალკე “ტიგროსსა” და “ევფრატს” მიჯნავს ერთი მეორისგან, რადგან ეს ორი უკანასკნელი მისთვის კარგადაა ცნობილი სწორედ იმიტომ, რომ იმ ადგილებიდანაა თვითონაც, პირდაპირ აკონკრეტებს იგი: “ტიგროსი და ევფრატი კარგადაა ჩვენთვის ცნობილი, რადგანაც ისინი ჩვენს მხარეებთან ახლოს არიან”. ეს სიტყვები აშკარად მიგვითითებს, რომ თეოფილე ანტიოქიელი სწორედ ამ შუამდინარეთის რეგიონიდან ყოფილა და ეს უწყება მისი, თავისი ზემოთ ხსენებული თხზულების, სახელწოდებით “ავტოლიკესადმი”, II წიგნიდან, ამ მონაცემის დაზუსტებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება თეოფილე ანტიოქიელის დაბადების წელს, ის რა თქმა უნდა, ყველანაირი წყაროთი უცნობია, თუმცა კვლევით ტრადიციაში და კვლევით ლიტერატურაში პირობითად დადებულია 100 წელი. მაგალითად ჩვენ ეს თარიღი თეოფილე ანტიოქიელის დაბადების წლად გვხვდება ცნობილი, უდიდესი მნიშვნელობის გამოცემის, “წმინდანთა საქმენი”-ს, რაც ლათინურად არის პუბლიცირებული, (აქტა სანქტორუმ) ერთ-ერთ შესაბამის ტომში თეოფილე ანტიოქიელის შესახებ მსჯელობისას. საყურადღებოა, რომ უძველეს რომაულ მარტვილოლოგიონში, ანუ მოწამეთ მოსახსენებელში, მისი დაბადების დღეა მხოლოდ დასახელებული, კერძოდ 13 ოქტომბერი და ზოგ ადრინდელ კალენდარში სწორედ ამ დღეს იყო მისი ხსენებაც.
მიჩნეულია და ალბათ სრულიად ჭეშმარიტია, რომ თეოფილეს მშობლები თავისთავად ცხადია წარმართები იყვნენ, რადგან იმ დროს სხვა მდგოამრეობა წარმოუდგენელია. მაშინ (II ს.) თითქმის არ არსებობდა ტრადიციით ქრისტიანული ოჯახები, შვილები წარმართები იბადებოდნენ წარმართ მშობელთაგან და შემდგომ ასაკში მათ ეძლეოდათ შეგნება იმისა, რომ მონათლულიყვნენ და ქრისტიანები გამხდარიყვნენ. მაგრამ ამ თეორიული და ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე დასკვნის გარდა ჩვენ გვაქვს თვით თეოფილეს უწყება იმის შესახებ, რომ იგი გაქრისტიანებამდე წარმართულ კულტურაზე იყო აღზრდილი და მხოლოდ გვიან გაქრისტიანდა საღვთო წერილის შემეცნების ჟამს. ერთ-ერთი მკვლევარი, რომელმაც შეისწავლა თეოფილე ანტიოქიელის მოღვაწეობა, (კერძოდ არის ასეთი მკვლევარი მარანი, რომელსაც აქვს შრომა სახელწოდებით “წმ. თეოფილე ანტიოქიელი ეპისკოპოსის მოღვაწეობა და შრომები”), აღნიშნავს: “თეოფილე დაიბადა და აღიზარდა წარმართთა ცრუ რწმენების სიბნელეში. მასაც იგივე შეემთხვა, რაც იუსტინეს და ტატიანეს (იუსტინეს და ტატაინეს ჩვენ უკვე ვიცნობთ). წერილის კითხვამ ქრისტიანულ რელიგიაზე მოაქცია იგი”. ეს ვთქვათ მკვლევარის შეფასება, მაგრამ თვით თეოფილეს სიტყვები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო საყურადღებოა, კერძოდ როდესაც იგი მიმართავს თავისი შრომის ადრესატ წარმართ ავტოლიკეს და ეუბნება: “ნუ ხარ ურწმუნო, არამედ ირწმუნე აღდგომა, რადგანაც არც მე მწამდა ყოველივე ეს, მაგრამ ამჟამად შევიცანი და ვირწმუნე. ხოლო ეს მოხდა მაშინ, როდესაც მივემთხვიე წმინდა წინასწარმეტყველთა საღვთო წერილს, სადაც ღვთის სულის მიერ წინდაწინვეა უწყებული წარსული საქმენი, თუ როგორ მოხდა ყოველივე. აგრეთვე ამჟამინდელი, რაც კი ხდება და სამომავლო საქმეებიც, თუ რა თანამიმდევრობით უნდა აღსრულდეს ისინი. ცხად საბუთად ის მაქვს, რომ რაც წინდაწინ ითქვა აღსრულდა კიდეც, ამიტომაც მწამს”. ეს შესანიშნავი სიტყვები ჩვენ მოგვაქვს ზემორე შრომის, ე.ი. თხზულებისა სათაურით “ავტოლიკესადმი”, პირველი წიგნის მე-14 ქვეთავიდან, სადაც გავრცობაც აქვს ამ ციტატას, მაგრამ ამერად რაც მოვიტანეთ ვფიქრობთ ესეც სავსებით საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ თეოფილე წარმართულ გარემოში დაიბადა, აღიზარდა და შემდგომ მოიქცა ქრისტიანობაზე.
რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს და საყურადღებოს, კერძოდ თეოფილე ანტიოქიელის საეკლესიო და სამწერლობო მოღვაწეობას, ამის შესახებ დღესაც ის ვიცით, რაც თავის დროზე, IV ს-ის I ნახევარში, ჩვენ ევსები კესარიელმა მოგვაწოდა. ბიოგრაფიული ცნობები ევსები კესარიელისა ჩვენ ზემოთ მოვიტანეთ, ამჯერად კი იმავე ისტორიკოსისგან დავიმოწმებთ საკუთრივ თეოფილეს სამწერლობო მოღვაწეობის შესახებ დაცულ ცნობებს. ევსები კესარიელი გვაუწყებს: “ხოლო თეოფილესგან, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ (იგულისხმება ზემორე ციტატა, რაც ჩვენ მოვიტანეთ) როგორც ანტიოქიელთა ეკლესიის ეპისკოპოსი, აი მისგან მოღწეულია პირველსაფუძვლების შემცველი სამი შრომა (პირველსაფუძვლებში აქ იგულისხმება მოძღვრების პირველსაფუძვლები, მოძღვრების ძირითადი და არსებითი ასპექტების შემცველი სამი შრომა. ამ შემთხვევაში ევსები სამ წიგნსაც გულისხმობს, მაგრამ თვით “ავტოლიკესადმი”, როგორც ავღნიშნეთ, თავისთავად განიყოფება სამ ცალკე წიგნად, თუმცა ამ შემთხვევაში ევსები კონკრეტულად სამ დამოუკიდებელ შრომას გულისხმობს და გვისახელებს კიდეც ამ შრომებს), “ავტოლიკესადმი”, აგრეთვე სხვაც, რომელსაც ეწოდება “ჰერმოგენეს წვალების შესახებ”, სადაც თეოფილე იმოწმებს ადგილებს იოანეს გამოცხადებიდან, და გავრცელებულია აგრეთვე მისი სხვა კატეხიზმური წიგნები” (კატეხეტიკა ბიბლია). აი ეს ბოლო ზოგადი უწყება ევსები კესარიელისა, რომ გავრცელებულია მისი სხვა კატეხიზმური წიგნები, რა თქმა უნდა, რამდენიმე შრომას აუცილებლად გულისხმობს და თან ამ შრომებს ქონიათ კატეხიზმური დანიშნულება და მითუმეტეს ძალიან დასანანია, რომ ისინი დაიკარგა. მათი შესწავლა ჩვენ ძალიან ბევრს მოგვცემდა II ს-ის, ამ უადრესი ეპოქის, კატეხიზატორული პრინციპების შესახებ და თვით ეს კატეხიზმური შრომები დღესაც, რა თქმა უნდა, უაღრესად საჭირო იქნებოდა მრევლისთვის. ევსები კესარიელი განაგრძობს: “მწვალებლები, მსგავსად სარეველებისა, მაშინაც (თეოფილეს დროსაც) არანაკლებ რყვნიდნენ სამოციქულო მოძღვრების წმინდა თესლს. ამიტომ ეკლესიათა მწყემსნი ქრისტეს ცხვართაგან ყველგან უკუაგდებდნენ ასეთ პირებს, როგორც ველურ მხეცებს. განიშორებდნენ მათ ძმათა მიმართ დარიგებებისა და შეგონებების გზით, ზოგჯერ კი აშკარად ებრძოდნენ მათ პირდაპირ ზეპირი კამათითა და დამხობით, ან კიდევ წერილობითი შრომების საფუძველზე, მათი თვალსაზრისების უმეტესად გამოწვლილვითი მხილებითა და განმართვით. თეოფილეც სხვებთან ერთად ებრძოდა მწვალებლებს, რასაც ცხადყობს მის მიერ არა ლიტონად ნამუშაკევი ქადაგება მარკიონის წინააღმდეგ, რომელმაც სხვა ზემოაღნიშნულ შრომებთან ერთად დღემდე მოაღწია”. ე.ი. მთელი აქ დასახელებული თეოფილესეული ლიტერატურული მემკვიდრეობა IV ს-ის I ნახევრისთვის ჯერ კიდევ წერილობით შემონახული იყო. სხვათაშორის ამ უწყებაში ევსები კესარიელისა ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა მოძღვრის მოღვაწეობის სამი გზა ჭეშმარიტების განმტკიცების მიზანდასახულობით, 1) ძმათა, მრევლის წევრთა შეგონებანი, მათი დამოძღვრა, ჭეშმარიტების მათთვის განმარტება; 2) ზეპირად, პირდაპირ, უშუალოდ ბრძოლა მწვალებლებთან, მათთან პირდაპირი, ცოცხალი პაექრობა და 3) წერილობით არგუმენტირებული უარყოფა მათი თვალსაზრისებისა. აი ეს სამნაწილედობა მოღვაწეობისა ძველად ყველა გამორჩეულ მოძღვარს ქონდა და ალბათ იგივე უნდა ხდებოდეს, რა თქმა უნდა, დღესაც.


Teofile antioqielis - cxovreba da moRvaweoba- http://www.qwelly.com/group/patrologia/forum/topics/6506411:Topic:2...

ტეგები: Theofile, patrology, qwelly

ნახვა: 302

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters