ეროვნული ფრონტი

                                                                 

თანამემამულენო!

მოგეხსენებათ, დღეს უკვე აშკარა და ყველასთვის თვალნათელი გახდა, თუ როგორ უმოწყალოდ სხვისდება ქართველი ერის საკუთრება, წინაპართა მიერ სისხლით და ოფლით დაცული ქართული მიწა–წყალი, ეკონომიკურად წელში გატეხილი ქართველი გლეხი კი იძულებულია მამაპაპისეული ფუძე მიატოვოს ან ახალ უცხოტომელ მემამულეთ შეუდგეს მომსახურედ. ხშირად კი ისეც ხდება, რომ ახალ მემამულეთ სწორედ თავიანთი თანატომელნი ჩამოჰყავთ სამოსახლოდ და დასაქმებისთვის და ასე, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ და გეგმაზომიერად იზღუდება ქართველთა  სივრცე საქართველოს ტერიტორიაზე.

 

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 20 წლის მანძილზე ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ერმა მრავალი ტრაგედია და ჭირ–ვარამი გამოიარა. მაშინ, როდესაც ქვეყნის მმართველთ მკვიდრი ერის გამოცოცხლებასა და მის ეკონომიკურ მოღონიერებაზე უნდა ეზრუნათ, საეჭვო „კეთილისმსურველთა“ რეკომენდაციებით და პროექტებით სულ მთლად დასცეს და დააუძლურეს ქართველი გლეხი, ქართული სოფელი მისუსტდა, სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალი კი სრულად დაქვეითდა. მეტიც, 2006 წელს გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ  პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ ქართველ გლეხს და ფერმერს გასაღების ბაზარი დააკარგვინა. „კეთილისმსურველებმა“ ესაც არ იკმარეს  და უცხოური პროდუქიის იმპორტი არნახული შეღავათებით წაახალისეს, თითქოს საგანგებოდაც, ადგილობრივი წარმოების სრულად ჩასაკლავად. შედეგად, ქართული სოფლის  მწარმოებლურობა  კატასტროფულად შემცირდა, სოფლები დაიცალა, სოფლის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ქალაქებსა და უცხოეთს მიაშურა ლუკმა–პურის საშოვნელად. ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ ქართული სასოფლო–სამეურნეო მიწები ერთობ სასურველ ლუკმად შეუგულებიათ  სხვადასხვა ჯურის გადამთიელთ და აკი დაიწყეს კიდეც ქართული მიწა–წყლის მასობრივად შესყიდვა. 2011 წლის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით,  30 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწაა გასხვისებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უკანასკნელი მონაცემებით, მიტოვებული ქართული მიწა–წყლის დაპატრონებით დიდად არიან დაინტერესებულნი ჩინეთისა და ინდოეთის მაცხოვრებელთა მოზრდილი ჯგუფები.  ვითარებას ისაც ართულებს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოქმედებს სავიზო რეჟიმი, საოცრად გამარტივებულია მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები, დარღვეულია ქართული ენის კონსტიტუციური უფლებები. ასეთი ყოფა კი სწორედ  მოღალატური პოლიტიკის შედეგია, რადგან მივისწრაფვით  ცივილიზებული ევროპისკენ, მაგრამ იქ ვერსად ვნახავთ საკუთარი ქვეყნისა და ერისადმი ასეთ უპატივცემლობას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეს რეალური საფრთხე ემუქრება ქართველი ერის არსებობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან ის საკუთარ ქვეყანაში კარგავს მესაკუთრის ფუნქციას და ხდება დროებითი დაქირავებული მომსახურე ფენა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ თქვენს მიერ ინიცირებული „ქართული სოფლის“ პროექტის დამუშავება და განხორციელება წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ქართული სოფლის შესანარჩუნებლად და ასაღორძინებლად, ქართველი გლეხის და ფერმერის მოსაძლიერებლად.

 

 

მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ უნდა:

 

1.აიკრძალოს ქართული სასოფლო–სამეურნეო მიწების, სატყეო და წყლის რესურსების გასხვისება;

2.გამკაცრდეს სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმი;

3.გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები და შესაბამისობაში მოვიდეს ის ევროპულ სტანდარტებთან;

4.აიკრძალოს შრომითი მიგრანტების დაშვება ქვეყნის ტერიტორიაზე;

5.დაცულ იქნას ქართული ენის უზენაესობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;

6.დაიწყოს „ქართული სოფლის“  მიზნობრივი სამთავრობო პროგრამის შემუშავება და განხორციელება ქართული სოფლის გადასარჩენად და ასაღორძინებლად.

7. უკანონოდ გაყიდული ეროვნული ქონება დაუბრუნდეს მის ერთადერთ კანონიერ მფლობელს და მესაკუთრეს – ქართველ ხალხს.

 

ნახვა: 285

მიმაგრებული ფაილები:

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters