სტენდალი - პარმის სავანე

პარმის სავანე, სტენდალი, სტენდალის წიგნები, ელექტრონული წიგნები

წიგნის დასახელება: პარმის სავანე

ორიგინალი დასახელება: La Chartreuse de Parme

ავტორი: სტენდალი

ჟანრი: ისტორიული, რომანი

ფაილის ტიპი: PDF, ონლაინ საკითხავი

გამოცემის წელი: 1839

ავტორის წინასიტყვაობა

      ეს წიგნი დაიწერა 1830 წლის ზამთარში, პარიზიდან სამასი მილის დაშორებით. ამიტომ, ცხადია, აქ გაკვრითაც არაფერია ნათქვამი 1839 წლის ამბებზე.

      დიდი ხნის წინათ, როდესაც ჩვენმა ჯარებმა მთელი ევროპა მარშით განვლეს, შემთხვევის წყალობით ერთი კანონიკისას დავბინავდი. ეს იყო პადუაში, იტალიის თვალწარმტაც ქალაქში. იქ ყოფნა ოდნავ გამიგრძელდა და მე და კანონიკი დავმეგობრდით.

      როდესაც 1830 წლის დამლევს ისევ პადუაში მოვხვდი, კვლავ კეთილი კანონიკის სახლს მივაშურე. ვიცოდი, თვითონ მოხუცი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ერთხელ კიდევ მინდოდა მენახა ის სასტუმრო დარბაზი, სადაც მრავალი სასიამოვნო საღამო გავატარე, შემდეგში რომ ხშირად სინანულით ვიგონებდი. ახლა იქ ცხოვრობდნენ განსვენებულის ძმისწული და მისი ცოლი, რომლებმაც ძველი მეგობარივით მიმიღეს. იმ დღეს რამდენიმე სტუმარიც შემოვიდა და გვიანობამდე ვისაუბრეთ. მასპინძელმა პედროტის ყავახანიდან საუცხოო Lambaione მოატანინა, მაგრამ მათთან ჩვენ დიდხანს დარჩენის მიზეზი უმთავრესად ჰერცოგ სანსევერინას მეუღლის ისტორია იყო. რომელიღაც სტუმარმა სხვათა შორის ახსენა იგი და კანონიკის ძმისწულმაც ჩემს სასიამოვნოდ ეს თავგადასავალი თავიდან ბოლომდე მოგვითხრო.

- ქვეყანაში, სადაც ახლა მივემგზავრები, - ვუთხარი ჩემს მეგობრებს, - სხვა ასეთ საზოგადოებას ვერ ვნახავ, და საღამოს დაუსრულებელი საათები რომ შევიმსუბუქო, წიგნს დავწერ თქვენი ჰერცოგ სანსევერინას მეუღლის ცხოვრებაზე.

- რაკი ასეა, - მომიგო კანონიკის ძმისწულმა, - ბიძაჩემის ჩანაწერებს მოგართმევთ, სადაც იმ თავში, პარმის აღწერას რომ შეიცავს, ეხება პარმის სამეფო კარის ზოგიერთ ინტრიგას, რომელთაც ადგილი ჰქონიათ იმ ხანებში, როცა ჰერცოგის მეუღლე იქ ყველაზე გავლენიანი პიროვნება ყოფილა. მაგრამ გაფრთხილებთ! ამ ისტორიაში ბევრი არაფერია მაღალზნეობრივი და ახლა, როდესაც თქვენ, ფრანგებს, ასე მოგაქვთ თავი ევანგელური უბიწოებით, ასეთი წიგნი ნამდვილი კაცისმკვლელის სახელს შეგძენთ.

      ამ ნაწარმოებს შეუცვლელად ვაქვეყნებ, ისე, როგორც 1830 წელს დაიწერა, თუმცა ამას ორგვარი უხერხულობა შეუძლია წარმოქმნას.

      პირველი მკითხველს ეხება: მოქმედმა პირებმა, როგორც იტალიელებმა, შესაძლებელია, ნაკლებად დააინტერესონ ის, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ადამიანები თავისი ხასიათით საკმაოდ განსხვავდებიან ფრანგებისაგან; იტალიელები გულახდილნი და კეთილნი არიან და არაფერი აშინებთ; ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ; პატივმოყვარეობა გატაცებად იქცევა ხოლმე, რასაც puntiglio-ს ეძახიან. დასასრულ, სიღარიბის გამო ისინი ადამიანს აბუჩად არ იგდებენ.

      მეორე უხერხულობა ავტორს შეეხება: ვაღიარებ, რომ სითამამე მეყო, რათა ყოველი მოქმედი პირისათვის მისი ხასიათის სიმკაცრე შემენარჩუნებინა. სამაგიეროდ, და ამას გაბედულად ვაცხადებ, მაღალი ზნეობის თვალსაზრისით ბევრ მათ საქციელს ვკიცხავ. რად უნდა დამეჯილდოებინა ისინი ფრანგთა ხასიათის უმაღლესი სათნოებითა და სიმშვენიერით? ფრანგებს ხომ ყველაზე მეტად ფული უყვართ და არასოდეს არ სცოდავენ სიყვარულისა და სიძულვილის კარნახით? ამ რომანში გამოსახული იტალიელები მათგან ძლიერ განსხვავდებიან. თუმცა, ჩემის ფიქრით, საკმარისია კაცმა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ორასი მილით გადაინაცვლოს, რომ მის წინაშე ყველაფერი შეიცვლება: პეიზაჟიც და რომანიც. კანონიკის თავაზიან რძალს კარგად სცნობია და ძალიან ჰყვარებია ჰერცოგ სანსევერინას მეუღლე, და მთხოვა, არაფერი შევცვალო მის თავგადასავალში, თუმცა საძრახისი ბევრი რამ არის.

1839 წლის 23 იანვარი

f

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, ისტორიული, მხატვრული, სტენდალი

ნახვა: 1248

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters