12 ოქტომბერს (ძვ. სტ. 29 სექტემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა კვირიაკე განდეგილს

კვირიაკე განდეგილი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ოქტომბერი, ქველი, qwelly, october

      ღირსი კვირიაკე განდეგილი კორინთოში დაიბადა საკათედრო ტაძრის ხუცესის, იოანესა და მისი მეუღლის, ევდოქსიას ოჯახში. წმიდანის ბიძამ - კორინთელმა ეპისკოპოსმა პეტრემ იგი წიგნისმკითხველად დაადგინა ეკლესიაში. წმიდა წერილის გამუდმებულმა კითხვამ ნეტარის სულში უფლის სიყვარული და უბიწო, ღვთივსათნო ცხოვრებისაკენ სწრაფვა გააღვივა. წმიდანი ჯერ კიდევ თვრამეტი წლის იყო, როცა ფარულად მიაშურა ნავსადგურს, ხომალდზე ავიდა და იერუსალიმში გაემგზავრა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ კვირიაკე სიონის მახლობლად მდებარე სავანეს ესტუმრა და რამდენიმე თვე იღუმენ ამბა ევსტორგიოსის მორჩილებაში გაატარა. აქ მან „უმრავლესისა დაყუდებისა სურვილი აღიღო“, იღუმენს კურთხევა გამოსთხოვა და ექვთიმე დიდის (იხსენიება 2 თებერვალს) განკრძალულ ლავრაში გადაინაცვლა. ღირსმა ექვთიმემ განჭვრიტა ჭაბუკზე დავანებული დიდი მადლი, ბერად აღკვეცა იგი და თეოქტისტეს მონასტერში, ღირს გერასიმესთან (იხსენიება 17 მარტს) გაგზავნა. წმიდა გერასიმემ მას საძმოს მსახურება დაავალა. ყმაწვილი ბერი გულმოდგინედ აღასრულებდა მორჩილების საქმეს. გერასიმემ იმდენად შეიყვარა წმიდანი, რომ დიდმარხვაში თან გაჰყავდა ხოლმე რუბის უდაბნოში და „მუნ აზიარის იგი შრომათა და სულიერთა აღსლვათა“. სრულ განმარტოებაში მოსაგრეები ბზობის კვირამდე რჩებოდნენ.

      მამა გერასიმეს მიცვალების შემდეგ ოცდაშვიდი წლის წმიდანი ღირსი ექვთიმეს ლავრაში დაბრუნდა, მაგრამ არც ის დახვდა ცოცხალი. მაშინ კვირიაკემ განკრძალული სენაკი გამოითხოვა, იქ დაეყუდა და ათი წელი სრულ მდუმარებაში გალია. ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში წმიდანმა დიაკვნის ხარისხი მიიღო. როცა ღირსი ექვთიმესა და თეოქტისტეს ლავრებს შორის განხეთქილება წარმოიშვა, წმიდანს „მოეწყინა განწვალებაჲ ძმათაჲ“ და ღირსი ხარიტონის (იხსენიება 11 ოქტომბერს) სუკიის ლავრას მიაშურა. აქ წმიდანი ხუცესად აკურთხეს და თან კანონარქად დაადგინეს. ამ მორჩილებას იგი თვრამეტი წლის მანძილზე აღასრულებდა. წმიდა მამამ ღირსი ხარიტონის ლავრაში ოცდაათი წელი დაჰყო. როცა წმიდანს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, თავის მოწაფესთან, იოანესთან ერთად ნატოფას უდაბნოში დაემკვიდრა. ხუთი წლის შემდეგ მეუდაბნოე მამათა შესახებ მახლობელი დაბის, თეკოას მკვიდრმა შეიტყო და მათ თავისი ეშმაკეული ძე მიჰგვარა. კვირიაკემ განკურნა ყმაწვილი. ამის შემდეგ ნეტართან მრავალი ადამიანი მიდიოდა შემწეობის თხოვნით, ის კი სრულ განმარტოებას ეძიებდა, ამიტომ რუბის უდაბნოს მიაშურა. აქაც ბევრი სნეული და ეშმაკეული მიჰყავდათ. წმიდანი ყველას ჯვრის გადასახვით და ლოცვით კურნავდა. ოთხმოც წელს მიღწეული ღირსი მამა „ესევითარად უდაბნოდ წავიდა, რომელსა არცა ვინ განშორებულთაგანი დადგრომილ იყო, არცა თუ წარევლო იგი ოდესცა“. ამ ადგილს, სადაც ორი დამშრალი მდინარის კალაპოტი უერთდებოდა ერთმანეთს, სუსაკიმი ერქვა. მოსაგრის „საღმრთოთა მადლთა უშურველობამან, რომელი უმჴურვალესსა სარწმუნოებასა აღსძრვიდა და ღმრთისმსახურთა სულებსა სურვილად მიიზიდვიდა“, ეს უვალი ადგილიც „ადვილ სავალ კაცთა ყო“. შვიდი წლის შემდეგ ღირს მამასთან სუკიის მონასტრის ბერები მივიდნენ და სთხოვეს, დახმარებოდა მათ ღვთის დაშვებით მოვლენილი შიმშილობისა და მძიმე სნეულებათა მძვინვარების ჟამს. ძმებმა კვირიაკე სავანეში დაბრუნებაზე დაითანხმეს და წმიდანი იმ მღვიმეში დასახლდა, სადაც ადრე ღირსი ხარიტონი მოღვაწეობდა.

      ნეტარმა კვირიაკემ დიდი ღვაწლი გასწია ორიგენეს ერესის სამხილებლად. ლოცვითა და სიტყვით მან მრავალი შეცდომილი დააყენა ჭეშმარიტ გზაზე და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცა. ღირს მამას თავად ღვთისმშობელი მოუწოდებდა, დაეცვა მართლმადიდებლური სარწმუნოების სიწმიდე - ყოვლადწმიდა ქალწული სიზმრისეული ჩვენებით გამოეცხადა ნეტარს იოანე ნათლისმცემელთან და იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და მის სენაკში შესვლაზე უარი განაცხადა იმის გამო, რომ იქ იდო წიგნი ერეტიკოს ნესტორის გამონათქვამებით. ოთხმოცდაცხრამეტი წლის ასაკში ღირსმა კვირიაკემ კვლავ სუსაკიმს მიაშურა და აქ დამკვიდრდა თავის მოწაფე, იოანესთან ერთად. უდაბნოში წმიდანს ემსახურებოდა „ლომი დიდი სიდიდითა და საზარელი ხილვითა“, რომელიც მას ავაზაკთაგან იცავდა, მაგრამ სტუმრად მოსულ ძმებს არაფერს ვნებდა. მხეცი კვირიაკეს ხელიდან ჭამდა საჭმელს. ერთხელ, ზაფხულის პაპანაქებაში, კლდის ნაპრალები, სადაც ბერები ზამთრობით წყალს აგროვებდნენ ხოლმე, ამოშრა, სხვა წყარო კი არსად იყო. ღირსმა კვირიაკემ ილოცა და ისეთმა ძლიერმა წვიმამ დაუშვა, რომ ღრმულები პირთამდე აივსო. სიკვდილამდე ორი წლით ადრე წმიდანი მონასტერში დაბრუნდა და კვლავ ღირსი ხარიტონის მღვიმეში დამკვიდრდა. მას აღსასრულამდე არ დაუკარგავს მხნეობა, მუდამ ლოცულობდა და შრომობდა. ამსოფლიდან განსვლის წინ ნეტარმა ძმობას მოუწოდა, ყველანი აკურთხა და ასცხრა წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 12 ოქტომბერი, Qwellyland, განდეგილი, თვენი, ოქტომბერი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 715

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters