ოჯახი, როგორც პიროვნების მოთხოვნილებების ობიექტი და საოჯახო ქცევის ტიპები (IX თავი)

      რეპროდუქციული ქცევა გულისხმობს სისტემას, რომელიც განსაზღვრავს ოჯახში გარკვეული რაოდენობის ბავშვის დაბადებას (ასევე ქორწინების გარეშე). შობადობის დონე ამა თუ იმ ტერიტორიაზე (ქვეყანა, რეგიონი, კონტინენტი, დედამიწა) დროის სხვადასხვა პერიოდში იზომება დემოგრაფიული მაჩვენებლებით (შობადობის საერთო და ჯამური კოეფიციენტი, შობადობის სპეციალური კოეფიციენტი და სხვ.) და წარმოადგენს ფუნქციას ორი ცვლადით. ერთია, დემოგრაფიული სტრუქტურა, ანუ მოსახლეობის განაწილება სქესისა და ასაკის მიხედვით, ქორწინებითი მდგომარეობითა და სხვა პარამეტრებით. მეორეა, რეპროდუქციული ქცევა ოჯახში ბავშვთა საშუალო რაოდენობა და ქალის მიერ მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჩენილი ბავშვების საშუალო რიცხვი.

      რეპროდუქციული ქცევა, ისევე როგორც ყველა ადამიანური ქცევა მოქცეულია გარკვეულ საზღვრებში, ფიზიოლოგიური და სოციალური კონტროლის სისტემაში.

      აუცილებელია წინასწარ გავეცნოთ რამდენიმე ცნებას, რომლებიც ახასიათებენ რეპროდუქციული ქცევის ფიზიოლოგიურ საფუძველს.

      თანამედროვე დემოგრაფები და ოჯახის სოციოლოგები ნაყოფიერებაში გულისხმობენ ქალის, მამაკაცის, ოჯახური წყვილის მიერ ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის ბიოლოგიურ უნარს.

      ნაყოფიერება, როგორც ბავშვთაშობის უნარი განსხვავდება ფაქტიური ბავშვთაშობისგან, რომელიც განისაზღვრება დაბადებული ბავშვების რაოდენობით. თეორიულად ნაყოფიერების შესაძლო დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, რეალურად ადამიანის საშუალო ნაყოფიერება არ აღემატება მთელი ცხოვრების მანძილზე 15-16 (მშობიარობას), გაჩენას.

      უნაყოფობა ნიშნავს ზრდასრული ორგანიზმის უუნარობას წარმოშვას შთამომავლობა. საერთოდ, უნაყოფო ითვლება ქორწინება, რომელშიც სამი წლის მანძილზე კონტრაცეფციის არ გამოყენების პირობებში არ იბადება ბავშვი ჩასახვის არ არსებობის გამო ან ფეხმძიმობა მთავრდება აბორტით ან მკვდარშობილი ბავშვით. პირველ შემთხვევაში ნორმალური სქესობრივი ცხოვრების პირობებში ლაპარაკია სტერილურობაზე ანუ ჩასახვის უუნარობაზე. არჩევენ მუდმივ სტერილურობას (მენოპაუზის შემდგომ ასაკში), რეპროდუქციულ პერიოდში (დაავადების ან სტერილიზაციის ოპერაციის შედეგად) და დროებით (ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ ან აბორტის შემდგომი ამენორეა), ბუნებრივი (გამოწვეული ფიზიოლოგიური მიზეზებით: ასაკი, ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება, ამენორეა) და ხელოვნური (კონტრაცეფციული), ასევე პათოლოგიური (ავადმყოფობის და ტრამვის გამო), აბსოლუტური (ჩასახვის ნულოვანი შანსი), შესაბამისი (ჩასახვის შესაძლებლობის შენარჩუნებით).

      უნაყოფობა წარმოადგენს ინფერტილურობის ერთ-ერთ ფაქტორს (ინფერტილურობა ანუ შობადობის არ არსებობა).

      ინფერტილურობა შეიძლება იყოს ხელოვნურად შეწყვეტილი ფეხმძიმობის შედეგი; ასევე მთელი რეპროდუქციულ პერიოდში სექსუალური ურთიერთობის არ არსებობა. ინფერტილურობა ჩვილთა და ბავშვთა მოკვდაობასთან ერთად წარმოადგენს უშვილობის (ოჯახში ბავშვის არ არსებობა) მიზეზს.

      რეპროდუქციული ქცევის სოციოლოგიურ შესწავლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის რეპროდუქციული ციკლისა და რეპროდუქციული პროცესის ცნება.

      რეპროდუქციული პროცესი გულისხმობს ინდივიდის ან ოჯახის მთელი სიცოცხლის მანძილზე რეპროდუქციული მოვლენების თანმიმდევრობას, დაკავშირებულია შობადობასთან და წარმოადგენს შობადობის ბიოლოგიურ (ფიზიოლოგიური) პროცესებისა და რეპროდუქციული ქცევის სოციალური კონტროლის ერთობლივი ქმედებების შედეგს (იხ. სქემა 9.1.).

      რეპროდუქციული ციკლი – ეს არის ძირითადი რეპროდუქციული მოვლენების (ცოიტუს, ჩასახვა, შობა) განმეორებადი თანმიმდევრობა. ადამიანის რეპროდუქციული პროცესი შედგება დიდი რაოდენობით განმეორებადი რეპროდუქციული ციკლისაგან. რეპროდუქციული ციკლის მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი სისრულე. ციკლი ითვლება სრულად თუ თანმიმდევრობით ხდება "ცოიტუს - ჩასახვა – მშობიარობა".

      ინდივიდუალური რეპროდუქციული ქცევის სტრუქტურა. რეპროდუქციული ქცევისა და მისი სტრუქტურის შესწავლის საკითხი ისტორიულად ახალი საქმეა. პრაქტიკულად 70-იან წლებამდე შობადობის შესწავლა დემოგრაფიის ფარგლებში ხდებოდა "ქცევის" ცნების გამოყენების გარეშე ანუ, სოციოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის მეთოდების გამოყენების გარეშე.

      დემოგრაფიაში გაბატონებული იყო ე.წ. "ფაქტორული მიდგომა", როცა ამა თუ იმ სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობა უშუალოდ შეჯერდებოდა შობადობის მაჩვენებლებთან.

      პირველად 1956 წ. ამერიკელი სოციოლოგებისა და დემოგრაფების კ. დევისისა და ჯ. ბლეიკის ნაშრომში "შობადობა და სოციალური კულტურა: ანალიზური სქემა", შემოთავაზებულ იქნა "შუალედური ცვლადი" (промежуточный перепенный) მოდელი, რეპროდუქციული ქცევის სხვადასხვა სტადიის შესაბამისად გაერთიანებული სამ ბლოკში. დევისისა და ბლეიკის მოდელი წარმოადგენს რეპროდუქციული პროცესის დემოსტატისტიკურ აღწერას, ვარირებული ნიშნების ჩამონათვალს ანუ, მოვლენებს დაკავშირებულს საქორწინო კავშირების ფორმირებისა და დაშლასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან (პირველი ბლოკი); მოვლენებს დაკავშირებულს ფეხმძიმობასთან და მის შედეგებთან (მესამე ბლოკი). იხილეთ სქემა (იხ. სქემა 9.2).

სქემა 9.1

ადამიანის რეპროდუქციული პროცესის სქემა

სქემა 9.2

შუალედური ცვლადი შობადობის სქემა
(კინგსელი დევისისა და ჯუდით ბლეიკის მიხედვით)

I. სქესობრივ ცხოვრებაზე მოქმედი ფაქტორები (სქესობრივი ცხოვრების ვარირებადი ნიშნები):

  1. ფერტილურ პერიოდში საქორწინო კავშირების ფორმირებისა და დაშლის მარეგულირებელი ფაქტორები.
    1. სქესობრივი ცხოვრების დაწყების ასაკი
    2. მუდმივი დაუქორწინება: ქალების რაოდენობა, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ სქესობრივი კავშირი
    3. ფერტილური პერიოდის ხანგრძლივობა ქორწინების შემდეგ ან საქორწინო კავშირებს შორის.
      1. გაყრის, განშორების ან ოჯახის დატოვების შედეგად დარღვეული საქორწინო კავშირები
      2. ქმრის გარდაცვალების გამო დარღვეული საქორწინო კავშირები
  2. საქორწინო კავშირის ფარგლებში სქესობრივი ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორები.
    1. ნებაყოფლობითი თავშეკავება
    2. არანებაყოფლობითი თავშეკავება
    3. სქესობრივ ურთიერთობათა სიხშირე

II. ჩასახვაზე მოქმედი ფაქტორები (ჩასახვის ვარირებადი ნიშნები):

  1. ნაყოფიერება ან ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული უნაყოფობა
  2. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ან არ გამოყენება
    1. მექანიკური და ქიმიური
    2. სხვადასხვა
  3. ნაყოფიერება ან არაბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული უნაყოფობა (სტერილიზაცია, სამედიცინო ჩარევა და სხვ).

III. ფეხმძიმობისა და წარმატებული მშობიარობის განმსაზღვრელი ფაქტორები:

  1. საშვილოსნოშიდა (ჩანასახის) სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით
  2. საშვილოსნოშიდა სიკვდილი არაბუნებრივი მიზეზებით.

      ერთ-ერთი პირველი მცდელობა ჩაერთოთ ქცევა შობადობის დეტერმინაციის მოდელში იყო შუალედური შობადობის სქემა, წარმოდგენილი რ. ჰილსის, ჯ. სტიკოსის, კ. ბეკის მიერ. "ოჯახური დაგეგმის" ფაქტორებს შორის წარმოდგენილია ბავშვთა ყოლის განწყობა და კონტრაცეფციის გამოყენება. ასევე 50-იანი წლების ბოლოს წარმოადგინა შობადობის ფაქტორების სქემა რ. ფრიდმენმა (სქემა 9.3) "შუალედური სოციალურ-ფსიქოლოგიური დეტერმინანტები". მის სქემაზე არის რეპროდუქციული ქცევის ბლოკი, უფრო ზუსტად მისი დისპოზიციის ბლოკი.

      რეპროდუქციული ქცევა გამოიხატება არა მარტო გარეგნულ მოქმედებებში, რეპროდუქციულ მოვლენებში, ასევე შინაგანი სტრუქტურების, განწყობისა და მოტივების ცვალებადობაში.

      ქცევის სტრუქტურული მოდელირების რთული ამოცანის გადაჭრის მცდელობას წარმოადგენს ქცევის დისპოზიციური რეგულაცია წარმოდგენილი ვ.ა. იადოვის მიერ:

      მოთხოვნილება – დისპოზიცია – სიტუაცია

      სქემის ცენტრშია დისპოზიციის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში კონკრეტული მოთხოვნილებების შესაძლო დაკმაყოფილებას.

      რეპროდუქციული ქცევის სპეციფიკურ მოთხოვნილებას წარმოადგენს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება. მისწრაფებები ადამიანს გამოცდილების საფუძველზე უყალიბდება, ისინი შეძენილ ტენდენციებს წარმოადგენენ. მათი შინაარსი განპირობებულია იმ სოციალური გარემოთი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. მისწრაფებები ადამიანზე ისე მოქმედებენ, როგორც ცნობიერი განცდები. ისინი გარკვეულ ფასეულობებისადმი ტენდენციაზე მიუთითებენ. ადამიანები აცნობიერებენ როგორც თავის მისწრაფებებს, ისე იმ საგნებსა და მოვლენებს, რომელთა ურთიერთობაშიც შეიძლება ამ მისწრაფებების დაკმაყოფილება. ასეთი გზით იქმნება მიზნები და მიზანთა სისტემა. ამ დროს ადამიანი ანგარიშს უწევს როგორც მოთხოვნილება-მისწრაფებას, ისე საკუთარ შესაძლებლობას, ფიზიკური და სოციალური გარემოს თავისებურებებს, ითვალისწინებს სოციალურ მოთხოვნებს და იმ ფასეულობებს, რომლებზეც ჯგუფია ორიენტირებული. ბავშვის გაჩენა ბიოლოგიური შინაარსის მქონეა, ბავშვების ყოლა კი სოციალური შინაარსის და გულისხმობს ბავშვების ყოლის ფასეულობას. ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება აერთიანებს ბიოლოგიურ და

სოციალურ ელემენტებს. ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება წარმოადგენს პიროვნების მდგომარეობას, რომელიც წარმართავს მას ბავშვების ყოლისათვის.

სქემა 9.3

შობადობის ფაქტორების სქემა რ. ფრიდმენის მიხედვით


წყარო: Ronald Freedman. The World Fertility Sunrvey: An. Assesment /N.Y. Oxford University Press. 1987

      რეპროდუქციული ქცევის სტრუქტურის ძირითადი ელემენტები.

      ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება – რეპროდუქციული ქცევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ამავე დროს, პიროვნების მოთხოვნილებათა საერთო სისტემის ელემენტია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიაში როგორიცაა ქორწინების მოთხოვნილება, ოჯახის მოთხოვნილება, შემოქმედების თვითრეალიზაციის, განათლების, თავისუფალი დროის და ა.შ.

      ბავშვთა ყოლის მოთხოვნა არ არის დაკავშირებული სექსუალურ მოთხოვნილებასთან. სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ განიზრახავს აუცილებლად ბავშვის დაბადებას. ბავშვი რომ დაიბადოს აუცილებელია სოციალური მოტივაცია. ბავშვთა ყოლის მოთხოვნა არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალურ-ფსიქოლოგიური და სოციალური კატეგორიაა. მითოლოგიური "გამრავლების ინსტიქტი", "დედობრივი ინსტიქტი" წარსულს ჩაბარდა. დემოგრაფები, რომლებსაც სჯერათ ინსტიქტებისა, ჩამორჩებიან მსოფლიო მეცნიერებას, ინსტიქტური ქცევის მოდელები არქივს ჩაბარდა.

      ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება – სოციალიზირებული ინდივიდის სოციალ-ფსიქოლოგიური თვისებაა, ბავშვის არ ყოლის ან მათ შესაბამის რაოდენობისას ინდივიდი განიცდის პიროვნული თვითრეალიზაციის სიძნელეს.

      რეპროდუქციული ნორმა ისევე როგორც სხვა სოციო-კულტურული ნორმები პიროვნების მიერ შეითვისება როგორც ქცევის ორიენტაციის საშუალება, წარმოქმნის შიდაკონტროლის საფუძველს, უზრუნველყოფს იმ ქცევისა და მოქმედებების შეთანხმებულობას, რომლებიც დაკავშირებულია განსაზღვრული რაოდენობის ბავშვთა ყოლასთან.

      ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება – ეს არის ადამიანის მიერ სოციალიზაციის პროცესში შეძენილი, კულტურაში ან სუბკულტურაში გაბატონებული და გარკვეულწილად პიროვნული სტრუქტურით გარდაქმნილი შობადობის რეპროდუქციული ან სოციალური ნორმები.

      რეპროდუქციული განწყობა – ეს პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულებით ბავშვთა განსაზღვრული რაოდენობის დაბადებასთან. რეპროდუქციული განწყობა იყოფა ორ კლასად:

      - შვილიანობის განწყობა. მიეკუთვნება განწყობა ფეხმძიმობის დადებით შედეგზე, პროტოგენეტიკურ და ინტერგენეტიკურ ინტერვალზე, განწყობა ბავშვის სქესზე. შვილად აყვანის განწყობა;

      - განწყობა კონტრაცეფციის გამოყენებასა და ფეხმძიმობის ხელოვნურ შეწყვეტაზე.

      რეპროდუქციული განწყობის გასაზომად დემოგრაფიასა და ოჯახის სოციოლოგიაში შემუშავებულია სპეციალური მეთოდები. ერთ-ერთია "ბავშვთა სასურველი რაოდენობა".

      თუ რეპროდუქციული განწყობა ახასიათებს ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების რაოდენობრივ მაჩვენებლებს, რეპროდუქციული მოტივი ხსნის მის ხარისხობრივ მხარეს, მის შინაარსს. რეპროდუქციული მოტივი წარმოადგენს პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აგულიანებს ადამიანს სხვადასხვა სახის პიროვნული მიზნის მისაღწევად იყოლიოს გარკვეული რაოდენობის ბავშვი. ბავშვი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ამა თუ იმ მიზნის მიღწევის საშუალებას. რეპროდუქციული მოტივი ამავე დროს წარმოადგენს განწყობის სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს.

      რეპროდუქციული მოტივი უნდა გავარჩიოთ შობადობის შეზღუდვის მოტივისაგან. 1960 წლის ბოლოს ამერიკელმა სოციოლოგმა და დემოგრაფმა დ. ბოუგმა შექმნა დაბალი და მაღალი შობადობის მოტივების თავისებური კატალოგი. უფრო მნიშვნელოვანია კ. დევისის ნაშრომები. იგი აღნიშნავდა, რომ შობადობის მოტივაციას ქმნის საზოგადოება (სოციალური ორგანიზაცია), უარყოფს რა შობადობის, რეპროდუქციული ქცევის დეტერმინაციის ბიოლოგიურ განპირობებულობას.

      ჯ. ბლეიკი რეპროდუქციული ქცევის მოტივებს ყოფს ეკონომიკურ და არაეკონომიკურ სახეებად. იგი უარყოფს ფართოდ გავრცელებულ აზრს, თითქოს ეკონომიკურად ხელსაყრელია ოჯახში ბავშვთა რაოდენობის შემცირება.

      მეთოდოლოგიურად მნიშვნელოვანია ლ.უ. და მ.ლ. გოფმანების იდეა ოჯახის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ინდივიდების რეპროდუქციული მოტივების განსხვავებულ ინტენსივობასა და არაერთგვაროვანი შინაარსის შესახებ. მნიშვნელოვანია აგრეთვე გოფმანების თეზისი რეპროდუქციული მოტივაციის კავშირზე პიროვნების სხვადასხვა მოთხოვნილებებსა და ფასეულობათა კონკურენციასთან.

      თანამედროვე შეხედულებების თანახმად რეპროდუქციული მოტივები ან შობადობის მოტივები იყოფა - ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური.

      ეკონომიკური მოტივები განაპირობებენ ამა თუ იმ რაოდენობის ბავშვთა დაბადებას იმიტომ, რომ ამ მოვლენით მიიღწევა განსაზღვრული ეკონომიკური მიზნები ანუ მიზნები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალურ სარგებელის მიღებასთან ან ეკონომიკური სტატუსის ამაღლებასთან (ან შენარჩუნებასთან).

      სოციალური მოტივები განაპირობებენ ბავშვთა გარკვეული რაოდენობის დაბადებას შვილიანობის სოციო-კულტურული ნორმების ფარგლებში და წარმოადგენენ ამ ნორმებზე ინდივიდუალურ რეაქციას. სოციალური მოტივები არსებობენ იქ და მაშინ, სადაც და როცა მოქმედებს გარკვეული სტიმული. მაგ.: სოციალური სტატუსის ამაღლება ან განმტკიცება, ავტორიტეტის, პრესტიჟის ამაღლება და ა.შ., სადაც არ არის არავითარი სტიმული, შეღავათი და "სარგებელი", იქ არ არსებობს ბავშვთა გარკვეული რაოდენობის ყოლის სოციალური მოტივი.

      ფსიქოლოგიური მოტივები განაპირობებენ გარკვეული როდენობის ბავშვის ყოლას, რადგან ამით მიიღწევა სოციალ-ფსიქოლოგიური, პიროვნული მიზნები. ფსიქოლოგიური მოტივები იყოფა ორ კლასად (საუბარია ურთიერთობებზე): როცა მშობლები გამოდიან როგორც სუბიექტები ან როგორც ობიექტები. მოტივების პირველი კლასი (მშობლები – სუბიექტებია) დაკავშირებულია იმ გრძნობებსა და მიზნებთან, რომლებიც გამომდინარეობს მშობლებიდან (ზრუნვა ბავშვზე, მათი სიყვარული, განვითარებაზე ზრუნვა, მეურვეობა).

      მოტივების მეორე კლასი (მშობლებია ობიექტი) აერთიანებს შვილებთან ურთიერთობის საშუალებით მშობლების ყველა იმ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რომლებიც მოდის შვილებიდან მშობლებისადმი (სიყვარული და პატივისცემა, ცხოვრების აზრის შეძენა).

      რეპროდუქციული მოტივაციის სტრუქტურაში ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მოტივები იცვლება ეპოქიდან ეპოქამდე. გლობალური პროცესები აისახება მრავალშვილიანობაზე. საერთო ტენდენციაა სოციალური და ეკონომიკური მოტივების თანდათანობით შესუსტება და კვდომა. რამდენიმე შვილის ყოლის მოტივებში წინა პლანზე გამოდის ფსიქოლოგიური, შინაგანი მოტივები.

      ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება შედგება უწყვეტად მიმდინარე სხვადასხვა სიტუაციებისაგან. ზოგი დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის, ცალკეული ოჯახის სურვილებსა და ქმედებებზე, იქმნება და იცვლება მათ მიერ ოჯახის ცხოვრებაში მიმდინარე ყველა ეს სოციალური სიტუაციები შეიძლება სხვადასხვანაირად კლასიფიცირდეს. რეპროდუქციული ქცევის ანალიზის თვალსაზრისით კლასიფიკაციის პირველ და მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს თუ რამდენად უწყობს ხელს ან ეწინააღმდეგება ესა თუ ის სოციალური სიტუაცია ყოველი შემდგომი (მათ შორის პირველი) ბავშვის დაბადებას. მეორე კრიტერიუმია სიტუაციის მდგრადობა დროში და ხანგრძლივობა:

      - ყოველდღიური ცხოვრების სიტუაცია – საგნობრივი სიტუაციაა, რომელიც იქმნება კონკრეტულ და სწრაფად ცვლად გარემოში;

      - ოჯახური ცხოვრების წესის სიტუაცია მოიცავს შრომის, დასვენებისა და ოჯახის სფეროს ცხოველმოქმედებების პირობებს;

      - საერთო სიტუაცია დაკავშირებულია გლობალურ საზოგადოებრივ-ისტორიულ მდგომარეობასთან. აისახება ცხოვრების პირობები ქალაქში, სოფლად, გარკვეულ ტერიტორიაზე, ეთნიკური სპეციფიკა და ა.შ.

      ჩვენ განვიხილეთ პიროვნების ოჯახური ქცევის ძირითადი ტიპები: ქორწინებითი, სექსუალური და რეპროდუქციული. თითოეული მათგანი წარმოადგენს რა ოჯახურ ქცევის ნაწილს, ამავე დროს ავტონომიურია და დამოუკიდებელია, რადგან მიმართულია მნიშვნელოვანი ადამიანური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ – ქორწინების მოთხოვნილება, სქესობრივი ლტოლვა, ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება.

      როგორც სოციალური მოვლენა, ოჯახური ქცევის ეს ტიპები ექვემდებარება სოციალური კანონების ზემოქმედებას, სოციალურ-ეკონომიკურად დეტერმინირდებიან. ისინი იცვლებიან ოჯახთან ერთად, თავისებურად ასახავენ ოჯახის დეზორგანიზაციის გლობალურ პროცესს, ოჯახის როგორც სოციალური ინსტიტუტის კრიზისს. თანამედროვე ინდუსტრიულ-ურბანისტული ცივილიზაციის სპონტანური განვითარება განაპირობებს ოჯახის კრიზისის გაღრმავებას, ნეგატიური მოვლენების ზრდას ოჯახის ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში.

      ოჯახის კრიზისის დაძლევა შეიძლება სპეციალური საოჯახო პოლიტიკის გატარებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ოჯახის განმტკიცებაზე, ცხოვრების ოჯახური წესის აღორძინებაზე.

წინა ნაწილი.

ტეგები: Qwelly, sociology, ოჯახის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1400

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters