ჩვენს სამყაროში მიმდინარეობს მრავალი აქტიური პროცესი, როგორიცაა, მაგალითად, მოვლენები გალაქტიკების ბირთვებში, ან ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებები. ამ პროცესებისას გამოიტყორცნება ნაწილაკები (ელექტრონები, პროტონები და სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ბირთვები), რომლებსაც კოსმოსურ სხივებბს უწოდებენ. კოსმოსურ სივრცეში გადაადგილებისას ეს ნაწილაკები ურთიერთქმედებენ სამყაროში არსებულ მატერიასთან და ელექტრომაგნიტურ ველებთაან. ამ ურთიერთქმედებების ერთ-ერთი შედეგია ძალიან მაღალლი ენერგიის ელექტრომაგნიტური გამოსხივების – გამა-სხივების – გაჩენა. ზოგჯერ გამა-სხივები თავად ციურ ობიექტებში წარმოიქმნება.
გამა-სხივები წარმოადგენს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველაზე ენერგიულ ნაწილს. მათი ენერგია ასიათასჯერ მაინც აჭარბებს ხილული სინათლის ენერგიას. ასეთი მააღალი ენერგიის მქონე გამოსხივების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონ ახალი მოვლენები, შეამოწმონ თავიანთი თეორიიები და "ჩაატარონ" ექსპერიმენტები, რომელთა განხორციელებბა დედამიწის პირობებში შეუძლებელია.
გამა-ასტრონომიის ერთ-ერთი საინტერესო შესაძლებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ მაღალი ენერგიის გამა-სხივები თითქმის არ განიბნევა შემხვედრ ნივთიერებაზე და წყაროდან დამკვირვებლამდე, რენტგენის სხივების მსგავსად, პრაქტიკულად სწორხაზოვნად ვრცელდება. ამიტომ გამა-ასტრონომია საშუალებას იძლევა ლოკალიზებული და შესწავლილი იქნას გამა-სხივების წყაროები, მათ შორიის პულსარები, ნეიტრონული ვარსკვლავები, ვარსკვლავები ევოლუციის საწყის სტადიაში, შავი ხვრელების აკრეციული დისკოები და სხვ.
გამა-ასტრონომიის კიდევ ერთი ასპექტია ეგრეთ წოდებული გამა-აფეთქებების შესწავლა. გამა-აფეთქებები დაახლოებით დღეში ერთხელ ხდება. ისინი ცაზე იზოტროპულად არიან განაწილებული. ეს აფეთქებები წარმოადგენს სამყაროში ენერგიის ყველაზე დიდ გამონატყორცნებს, რომლებიც დღესდღეობითაა ცნობილი. აფეთქებების ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე მილიწამიდან რამდენიმე წამამდე, ხანდახან რამდენიმე წუთამდეც კი. გამა-აფეთქებები, ტიპიურ ზეახალ ვარსკვლავებთან შედარებით, რამდენიმე ასეულჯერ, ხოლო მზესთან შედარებით 10 ხარისხად 15-ჯერ უფრო კაშკაშაა. დაკვირვებების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით გამა-აფეთქებების ერთ-ერთ სავარაუდო წყაროდ შავი ხვრელები ითვლება. თუმცა ახლახან ნაჩვენები იქნა, რომ ერთ-ერთი გამა-აფეთქება დაკავშირებული იყო ნეიტრონულ ვარსკვლავთან და არა შავ ხვრელთან.
საბჭოთა თანამგზავრის GRANAT-ის ფერადი გამოსახულება, მასზე დამონტაჟებული გამა-ტელესკოპი SIGMA იკვლევს შავ ხვრელს, რომლის აკრეციის დისკოდან გამოდის მაღალი ენერგიის ნაწილაკთა ორი ჭავლი. |
გამა-აფეთქებების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში დაიკვირვება ე.წ. ნარჩენი გამოსხივება, რომლის შესწავლით მეცნიერები იმედოვნებენ გამა-აფეთქებების ბუნების დადგენას.
ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015
იხილეთ ასევე:
ტეგები: Qwelly, astronomy, ასტრონომია, გამა, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, კოსმოსი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•