ინფორმაცია

ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

საინტერესო ინფორმაციების გაზიარების ადგილი

საიტი: https://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 405
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 23

ფორუმი

ფიცი რჯულზე უმტკიცესია

ავტორი George, ივნ. 8, 2023. 0 გამოხმაურება

ვალენტინ ტეპლიმ მეგობრებს შეჰფიცა, რომ თუ აბრაჰამ ლინკოლნს შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევდნენ, ის წვერს აღარასოდეს გაიპარსავდა. 1860 წლის 6 ნოემბერს მან უკანასკნელად გაიპარსა.  გარდაიცვალებისას (1910 წელს) მისი წვერი სამნახევარ მეტრს აღემატებოდა.გაგრძელება

ტეგები: beard, QWELLY, USA, 1860, წვერი

ფასიანი კურთხევა

ავტორი ino. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, აპრილი 10, 2022. 11 გამოხმაურება

  ესტონეთის ქალაქ ტარტუს ერთ ტაძარში ზეთისცხება ღირს 6 ევრო.გაგრძელება

ტეგები: qwelly, უცნაური, ეს_საინტერესოა, უცნაური_ამბავი

ხეზესახლი

ავტორი თათია. ბოლოს გამოეხმაურა: George, მარტი 3, 2022. 9 გამოხმაურება

ბავშვობაში, ალბათ ყველას გვქონია სურვილი ხეზე სახლი გვქონდა. პიტერ ბაჰოუთმა ეს ოცნება რეალობად აქცია, ბუნების მოყვარულმა არქიტექტორმა ააშენა ხის ულამაზესი კოტეჯები, რომლებიც ერთმანეთს ხიდით დაუკავშირა.პიტერის თქმით, ყველა ბავშვს შეუძლია ხეზე სახლის აგება, სადაც ის სიმყუდროვეს შეიქმნის, ითამაშებს და დაისვენებს თავის გემოზე. ეს იქნება მისი ტერიტორია და იმოქმედებს მისი წესები, არავინ ეტყვის თუ რა უნდა გააკეთოს და რა არა. ზრდასრულებისათვის კი, სახლის აგება შესაძლებლობების გამოყენებაა და არა არქიტექტურული ნიჭი - უბრალოდ ოცნების განხორციელება!ეს სახლი ატლანტაში მდებარეობს. პიტერი ექვსი თვე ქმნიდა კოტეჯის ნახაზს და ადგენდა დიზაინს, აშენებას კი ექვსი კვირა დასჭირდა. სახლი შედგება სამი ნაწილისაგან: საძინებელი, მისაღები და სამზარეულო.გაგრძელება

ტეგები: tree

"სიწმინდეებით" ვაჭრობა

ავტორი George, იანვარი 17, 2022. 0 გამოხმაურება

პირველი ფეიბოქსი ( სავაჭრო ავტომატი) დაპროექტებულ იქნა ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე პირველ საუკუნეში ინჟინერ ჰერონის მიერ. ეს მოწყობილობა (მახინა ანუ მანქანა) ალექსანდრიის ტაძარში *ნაკურთხი* წყლით ვაჭრობდა: ჭრილში ჩაშვებული მონეტა ხვდებოდა ბერკეტს, რომელიც გადაანაცვლებდა სარქველს და სითხეს გარკვეული რაოდენობით გადინების საშუალებას აძლევდაგაგრძელება

ტეგები: ალექსანდრია, ფაქტი, ფეიბოქსი

ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეძრა

ავტორი Ann. ბოლოს გამოეხმაურა: vako, იანვარი 3, 2022. 3 გამოხმაურება

 შეიძლება ბევრი მათგანი ნანახი გქონდეთ, ბევრი არა. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ფოტოებია, უმეტესობა კი დიდ სისასტიკეს ასახავს.  (ფოტოების ნუმერაციას ყურადღევას ნუ მიაქცევთ, რადგან რიგირთობას მხოლოდ პირობითი დატვირთვა აქვს.)1. ფოტოგრაფიის პირველი პირმშო1826 წელს ფრანგმა ჟოზეფ ნიკიფორ ნიეფსიმ – Joseph Niépce – მისი სტუდიის ფანჯრიდან შექმნა ხედის რეპროდუქცია, რომელზედაც წარმოდგენილი იყო ფარდულის დაქანებული სახურავი, მსხლის ხე, რომლის ტოტებს შორის ცის კამარა მოჩანდა და მტრედის სახლი. ეს უხეში და გაურკვეველი გამოსახულება კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში პირველ წარმატებულ ფოტოსურათს წარმოადგენდა. ნიეფსიმ ამ სურათს ჰელიოგრაფია (მზე-მხატვრობა) უწოდა.პირველი ფოტოს გამჟღავნებას 8 საათი დასჭირდა. ასე გაჩნდა ფოტოგრაფია.1793 წელს ფრანგმა ნიკიფორემ და მისმა ძმამ – კლაუდმა წარმოიდგინეს ფოტოგრაფიული პროცესი. მომდევნო წლების განმავლობაში ნიკიფორე ექსპერიმენეტებს ატარებდა…გაგრძელება

ტეგები: qwellygraphy, ფოტო, ეს_საინტერესოა

ქართული ხალხური საცხოვრებლის ხუროთმოძღვრება

ავტორი ლაშა, ნოე. 6, 2021. 0 გამოხმაურება

      ღვინის სამშობლოში ღვინის შესანახ ოთახსაც საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული და ხშირ შემთხვევაში, საკრაული მნიშვნელობა ჰქონდა. მარანი - ესაა ღვინის სახლი, რომელშიც იწურება, ღვინდება და ინახება ეს ღვთიური სითხე. ჯერ კიდევ 864 წლით დათარიღებულ სინურ ხელნაწერში მარანი განმარტებულია, როგორც ღვინის შენახვისათვის განკუთვნილი ნაგებობა. ჩანს კიდევ დიდხანს გაყვები მარანს ეს ფუნქცია. ქართველი კაცისთვის მარანი სამოსახლო, საკარმიდამო კომპლექსში ერთ-ერთი აუცილებელი ადგილი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კლიმატური თუ ბენუბრივი პირობების თავისუბურებების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმის და არქიტექტურის მარნები შენდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ცხელი ჰავის გამო მარნები დახურულ, ქვიტკირის ნაგებობებს წარმოადგენენ და გავრცელებული იყო საცხოვრებლის სარდაფში მარნების მოწყობა. მეტ-ნაკლებად, ტენიანობით გამორჩეულ დასავლეთ საქართველოში კი მარნის ჭურებიანი ნაწილი, ღია ცის ქვეშაა განთავსებული, ხოლო ის ადგილი, სადაც მეღვინეობასთან დაკავშირებული ნივთები ინახებოდა, ღია ტიპის გადახურულ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, დარბაზი, საინტერესო, ხალხური, ქართული

ჩარლს სპენსერ ჩაპლინი

ავტორი nika grani. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 11, 2021. 2 გამოხმაურება

   ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.   ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში. მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყიო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა…გაგრძელება

ტეგები: შემოქმედება, ბიოგრაფიები, ეს_საინტერესოა, ბიოგრაფია, grani

ტრისტან ბერნარი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მარტი 17, 2021. 4 გამოხმაურება

ტრისტან ბერნარი (1866–1947)ფრანგი მწერალი÷სამოთხეში, რა თქმა უნდა, უკეთესი კლიმატია, სამაგიეროდ, ჯოჯოხეთში საზოგადოებაა გაცილებით უფრო საინტერესო.÷ცხოვრებაში მხოლოდ შენს თავს თუ შეიძლება ენდობოდე. თუმცა ამასაც არ გირჩევ.÷ფული მხოლოდ პესიმისტებს უნდა ესესხო. მათ წინასწარვე იციან, რომ უკან ვეღარ დაიბრუნებენ.÷მაღალი ზარმაცი კიდევ უფრო ზარმაცი ჩანს.÷გამოცდილება სულაც არ გვიშლის ხელს უწინდელი სისულელე გავიმეოროთ, მაგრამ დიახაც გვიშლის უწინდელი სიამოვნება მივიღოთ.÷თეატრალურ პუბლიკას სურს გააკვირვონ; მაგრამ რაღაც ჩვეულებრივით.÷რა მნიშვნელობა აქვს, კარგად მუშაობთ თუ არა? მთავარია კარგად მოახსენოთ.÷ნუ იქნებით ცრუმორწმუნე; ამას უბედურება მოაქვს.÷კაცობრიობას უკან ექვსიათასწლიანი გამოცდილება აქვს მოტოვებული და მაინც, ყოველი ახალი თაობისას ბავშვობაში ვარდება.გაგრძელება

ტეგები: Qwelly, გამონათქვამები

ფესტივალი Burning Man - დახრუკული კაცი

ავტორი mariami. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, იანვარი 7, 2021. 9 გამოხმაურება

ამერიკა ხომ საოცრებების ქვეყანაა? ჰოდა, ამერიკაში არსებობს ერთი ასეთი ქალაქი - რენო. ის ნევადის შტატის ქალაქთაგანია, ტბა ტაჰოსთან მდებარეობს და მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ მას ყველაზე დიდი პატარა ქალაქის წოდება აქვს (The Biggest Little City in the World). ამას გარდა ქალაქმა სახელი გაითქვა კაზინოებით (ლას ვეგასიც ხომ ნევადას შტატშია და ერთ ამბავში არიან) და რაც მთავარია, ამ ქალაქში დაიბადა "Caesars Entertainment Corporation" (თამაშების ამერიკული კორპორაციაა.) მაგრამ ყველაფერი ეს, იმიტომ არ მოვყევი, რომელიმე კაზინო, სამორინე ან რაიმე მსგავსი წარმოგიდგინოთ.ამ პოსტში საუბარი გვექნება Burning Man_ის, ანუ ჩვენებურად რომ ვთარგმნოთ - დამწვარი კაცის შესახებ.Burning Man არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ტარდება Blackrock-ში, რენოსთან ახლოს. როგორც მოგეხსენებათ ნევადა მაინცდამაინც მრავალფეროვანი ლანდშაპტით არ გამოირჩევა, იქ ძირითადად უდაბნო და ქვიშიან-ხრიოკი ადგილია. Blackrock_იც სწორედ ასეთ ადგილს მიეკუთვნება.ქვემოთ წარმოდგენილი ფესტივალი 2010 წელს გაიმართა, ხალხი ამ ფესტივალს აღწერს,…გაგრძელება

ტეგები: საინტერესო, ამერიკა, Qwelly, უდაბნო, ფესტივალი

ფობია!

ავტორი BrOliKa. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, ნოე. 11, 2020. 41 გამოხმაურება

      ფობია (ბერძნ. φόβος "ფობოს" - შიში) - რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.ყველაზე უცნაური ფობიები!აკაროფობია - ფხანის შიში.ანგლოფობია - ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.ანუპტაფობია - დაუქორწინელბად დარჩენის შიში.არაქიბუტიროფობია - არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში.ალბუტოფობია - აბაზანის მიღების შიში.სომნიფობია - ძილის შიში.მაგეიროკოფობია - საჭმლის მომზადების შიში.ბიბლიოფობია - წიგნების შიში.სელენოფობია - მთვარის შიში.პედოფობია - ბავშვების შიში.ტეტრაფობია – 4 ის შიში.ევფობია - კარგი ამბების შიში. ვერბოფობია.პენტერაფობია - ფულის შიში.ქრემატოფობია - სიტყვების შიში.პაპაფობია - რომის პაპის შიში.პენტერაფობია -…გაგრძელება

ტეგები: შიში, უცნაური, საინტერესო, ფობია, მოვლენა

კომენტარების დაფა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ეს საინტერესოა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (404)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters