14 დეკემბერს, ლონდონში გაიმართა კონკურსი მის მსოფლიო 2014-ის გამოსავლენად. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდა გამორჩეული ულამაზესი გოგონები, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სულ უბრალო რამეში - საკუთარი სილამაზის უკეთ წარმოჩენაში (გოგოების ჩვეულებრივ და საყვარელ საქმიანობაში). კონკურსში მონაწილეობდა 80 ქვეყნის 80 გოგონა, და მათ შორის ანა ზუბაშვილი, რომელმაც 2014 წლის 9 თებერვალს, მის საქართველოს გვირგვინი მოირგო.

მის მსოფლიო წარმატებული არ გამოდგა ქართველი კონკურსანტისთვის. ფინალში გასულ 25 გოგონას შორის, ანას ადგილი სამწუხაროდ ვერ მოიძებნა.

ანა სიმაღლეში 176 სანტიმეტრია, ცისფერი თვალები და წითური თმა აქვს.

შედეგები კი ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი უნგრეთი - Edina Kulcsár

მეორე ადგილი ადგილი აშშ - Elizabeth Safrit

მესამე ადგილი ინგლისი – Carina Tyrrell

4. ავსტრალია – Courtney Thorpe

5. ინდოეთი – Koyal Rana

6. განა - Rafieya Husain

7. ბრაზილია – Julia Gama

8. კენია - Idah Nguma

9. მექსიკა – Daniela Álvarez

10. ტაილანდი - Maeya Nonthawan THONGLENG

მსოფლიოს საუკეთესო 25 ლამაზმანს შორის, ბოლო 15 ადგილი:

11. ბოლივია - Andrea Forfori

12. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - Du Yang

13. დომინიკის რესპუბლიკა - Dhío Moreno

14. ინდონეზია - Maria Asteria SASTRAYU RAHAJENG

15. მალაიზია - Dewi Liana Seriestha

16. სამხრეთ სუდანი - Awien Kuanyin-Agoth

17. ვიეტნამი – Loan Nguyen Thi

18. ფინეთი - Krista Haapalainen

19. განა - Nadia Naa NTANU

20. ნიდერლანდები - Tatjana Maul

21. ფილიპინები - Valerie Weigmann

22. რუსეთი - Anastasia Kostenko

23. შოტლანდია - Ellie McKeating

24. შვედეთი - Olivia Asplund

25. ტრინიდადი და ტობაგო – Sarah Jane Waddell

და ბოლოს, შეცდომაში რომ არ შეგიყვანოთ და არ გეგონოთ თითქოს მის მსოფლიოზე პირველ ადგილოსანი ავტომატურად ნიშნავს მის მსოფლიოს ტიტულს, გეტყვით, რომ მის მსოფლიო 2014 გახდა სამხრეთ აფრიკელი როლენ შტრაუსი, რომელსაც უფრო დეტალურად დაგათვალეირებინებთ.

მის მსოფლიო 2014 - როლენ შტრაუსი (Rolene Strauss)

მის სამხრეთ აფრიკა და მის მსოფლიო 2014

დაიბადა 1992 წლის 22 აპრილს. სიმაღლეში 177 სანტიმეტრია, თმა ყავისფერი აქვს, თვალები მწვანე-ცისფერი. კონკურსანტებს შორის მართლაც გამორჩეულად ლამაზმა ლორენმა, მთელი მსოფლიო თავისი გარეგნობით იმდენად მოხიბლა, რომ ყველა გოგოსთვის საოცნებო ბრილიანტების გვირგვინი მის თავზე აბრჭყვიალდა. მივულოცოთ ლორენ შტრაუსს ეს ტიტული და ქართველ გოგონებს კი წარმატებები ვუსურვოთ მომავალ მსგავს კონკურსებზე.

P.S. ამ კონკურსანტებს 2015 წლის 15 იანვარს, მის სამყაროზე მონაწილეობაც ელით.

ტეგები: Ana Zubashvili, Ana_Zubashvili, Beauty, Fashion, Miss Georgia, Miss South Africa, Miss World, Miss World 2014, Miss_World_2014, Qwelly, მეტი...Rolene Strauss, Rolene_Strauss, ანა ზუბაშვილი, ანა_ზუბაშვილი, გოგოები, დასათვალიერებელი, კონკურსანტები, მის მსოფლიო, მის მსოფლიო 2014, მის სამხრეთ აფრიკა, მის საქართველო, მის_მსოფლიო, მის_მსოფლიო_2014, მოდა, როლენ_შტრაუსი, სილამაზე, ფოტოები

ნახვა: 1115

გამოხმაურებები!

მექსიკელ დანიელა ალვარესსაც დავათვალიერებდით დეტალურად :)) ეშმაკუნა ღიმილი აქვს :D 

უნგრელი და ავსტრალიელი განსაკუთრებით მომეწონა:D და კიდევ განას წარმომადგენლის თვალებიიიი :D

nestan მე ჩინელის სინატიფეც მომწონს, ძალიან ნაზია თითქოს. 

nestan_მ თქვა:

უნგრელი და ავსტრალიელი განსაკუთრებით მომეწონა:D და კიდევ განას წარმომადგენლის თვალებიიიი :D

აუ რა უსამართლობაა რა:(( ჩვენი ანა, აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო მსოფლიოს საუკეთესოებში მაინც :'( 

დაილოცა 90_იანების ბოლო, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, შუქიც არ იყო და ბნელოდა, მხოლოდ სახეზე გვანათებდნენ დიდი ნათურები, ჰოდა მაშინ ჩემთვისაც კი შეიძლებოდა სილამაზის კონკურსში მონაწილეობა :D ეჰ, რა დროს ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და ზედმეტმა 40 კილომ :D 

მე არ მომეწონა მის მსოფლიო და არც ეს განლაგება :(( რა არის ლამაზი ქალები დაილია ? :(( 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters