რამდენჯერ დავწერე და საკუთარი თავის პიარით რამდენი პოსტი გავჟღინთე აღარც კი ვიცი, მაგრამ ახლაც უნდა ჩავაკვეხო რომ 2010 წელს ჩავირიცხე ილიაუნიში. 2014 წელს როგორც იქნა გადავაგორე ჟამი არჩევანისა და კვლავ ილიაუნის სტუდეტნი ვარ, ამჯერად მაგისტრანტი.

რა საჭირო იყო ახლა ეს შესავალი?! სწორედ ისეთივე საჭიროება ჰქონდა, როგორც ყველა სხვა უარგუმენტო და მხოლოდ საკუთარი თავის პიარით და წარსული გამოცდილებით მოარგუმენტე პიროვნებებს სჩვევია ხოლმე. 4 წლიანი და კიდევ დამატებით აგერ მითვალულ ერთ სემესტრიანი სტუდენტობის მანძილზე არასოდეს მქონია სურვილიც კი თვითმართველობის წევრი ვყოფილიყავი ან მათ მფარველობაში მყოფი რამე პუჭურიკა ორგანიზაციების. მხოლოდ ერთი - ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანების წევრად ვირიცხები დღემდე და ეს უკანასკნელნიც სრულიად დამოუკიდებელნი არიან თვითმართველობის კლანჩებისგან. მაგრამ...

2010 წლის ზამთარშემოპარულზე, მაშინ როდესაც სწავლა სულ რამდენიმე კვირას და თვესაც ითვლიდა, ლექციის დასრულების შემდეგ ჯგუფელმა გვთხოვა დავრჩენილიყავით ორი წუთით. ლექტორის გასვლის შემდეგ, გაიღო კარი და C კორპუსის ძველიხის სურნელით გაჟღენთლ ოთახში საშუალოზე ოდნავ ლამაზი და კარგისიმაღლის ორი გოგონა შემოვიდა და ოთახიც განსაკუთრებული სურნელით აივსო. ვიდრე ჩემში გოგოებისთერძი გაიღვიძებდა, მათ პირი გააღეს და დაპირებების სერიაც დაიწყო - "ხომ იცით ახლა რომ არჩევნებია? ჰოდა, თუ ჩვენ მოგვცემთ ხმას, რაც არ უნდა დაგჭირდეთ ილიაუნის ფარგლებში, რა დახმარებაც არ უნდა იყოს საჭირო, ბითელები ღამის კლუბებში სრულიად უფასოდ ან შეღავათიან ფასებში, ჩვენს საღამოებზე გართობა და ა.შ." მოკლედ - დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი და წყალი უფასოდ, ოღონდ სტუდენტური მოთხოვნილებების კვალდაკვალ. მე პატიოსნად მოვისმინე ეს წინასაარჩევნო დაპირებები (პრინციპში არჩევნების შემდგომი დაპირებები სადმე გინახავთ?!), ერთი ორი შეკითხვაც დავუსვი, მადლობა მოვუხადე და გამოვედი აუდიტორიიდან.

რა თქმა უნდა არჩევნებზე წავედი, და სწორედ ამ გოგონას მივეცი ჩემი ხმა. შობიდან მოყოლებული არცერთ არჩევნებზე არ ვიყავი ნამყოფი, ამიტომ ინტერესისთვის იმ ჭყლეტვასაც გავუძელი რაც მეორე სართულის С 217 აუდიტორიის წინ იყო და ჩემი სტუდენტური ვალი პირნათლად მოვიხადე. იმ დღის შემდეგ ის გოგო კიდევ რამდენიმე სემესტრი მესალმებოდა. მერე თვალსაწიერიდან დაიკარგა და მე ახლა სახელიც კი არ მახსოვს ჩემდა სამწუხაროდ.

თუ გაინტერესებთ არჩევნებში გაიმარჯვა. აასრულა დაპირებები თუ არა, არ ვიცი, რადგან მე მასთან არასოდეს მივსულვარ, არც ბილეთი მითხოვია და არც რამე მსგავსი, მაგრამ ეს კი ვიცი მომდევნო პერიოდში გამარჯვებული გუნდისადმი განსაკუთრებული უარყოფითი დამოკიდებულებები იყო - "თვითმართველობის დაფინანსების ფულებს ჭამენო". მოკლედ, აღმოჩნდა რომ ეს თქვენი სტუდენტური თვითმართველობა, ჩვეულებრივი კოოპერატივი ყოფილა.

2013 წლის იანვარში უფრო ხმაურიანი არჩევნები იყო - 2012_ში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების კვალდაკვალ, ილიაუნიშიც პოლიტიკურად ანგაჟირებულმა და პოლ.შეხედულებების სტუდენტებმა განსხვავებულ ბანაკებში დაიწყეს ბრძოლა. 4 სხვადასხვა პარტია და განსხვავებული იდეოლოგია, ერთიანდებოდა საერთო წყურვილში - თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვება. 2 წლიანი სტუდენტობის სტაჟი უკვე გაძლევს იმ დონის პიარს, რომ მეგობრებმა თავიანთ გუნდებში გაწევრიანება და თვითმართველობის წევრობა შემოგთავაზონ (თუ გაიმარჯვეს). მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა მეგობარი გყავს, ამიტომ მე საერთო უარი უთხარი და არათუ არცერთი ბანაკის დაცვა და პიარი არ დავიწყე, იმ არჩევნებზე საერთოდ წავედი. რაღაც უმაიმუნიათ და პროპორციული სიებით ყველა გუნდიდან ერთი წარმომადგენელი მაინც მოხვდა იქ. უნდობლობა და უკმაყოფილება, არც ამათ არ აკლიათ მას აქეთ, თუმცა უნდა ვთქვა რომ ილიაუნის სტენდებზე გამოკრულ პლაკატებში ხშირად ამოიკითხავთ "ილიაუნის სტუდენტური თვითმართველობა" - ანუ რაღაცეებს მაინც აკეთებენ.

ახლა მოვედით მთავარზე - 2014 წელია, დეკემბერი და ყინვა-ყიამათან მიახლოებული ამინდი. ილიაში ისევ არჩევნებია, ამჯერად "წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების". უკვე რამდენიმე შემოთავაზება მომივიდა ჩემი უმცროსი მეგობრებისგან, რომელთა აღტკინებაც სტუდენტური თვითმართველობის წევრობისადმი განსაკუთრებულად მაშფოთებს, რომ ხმა მივცე ამა თუ იმ კანდიდატს. არჩევნები ხუთშაბათს, 21 დეკემბერს არის 11:00_დან 15:00_მდე და ფაკულტეტის მიხედვით აძლევთ ხმას.

რა ვქნა ახლა მე, ვის მივცე ეს ერთი ხმა და ვის დავწყვიტო გული? ან თქვენ რას იკლავთ თავს ამ კლუბური გართობებისთვის (ეს ის ძირითადი გართობის საშუალებაა, რომელსაც თვითმართველობა მის წევრებს ჩუქნის) ან მე რა გულწ მწყვეტთ თქვენი თხოვნით?

პრობლემა რომ ცოტა საინტერესოდ ჟღერდეს - თუკი საუნივერსიტეტო სისტემაშიც კი, ისეთივე ყალბი დაპირებებია და როგორც მერე - დიად პოლიტიკაში, თუკი საუნივერსიტეტო სისტემაშიც კი პიარის იგივე მეთდებია, როგორც მერე - დიად პოლიტიკაში, თუკი საუნივერსიტეტო კანდიდატებიც კი ჩვეულებრივი მომხვეჭელები არიან, როგორ მერე - დიადი პოლიტიკოსები, მაშინ ისმის მხოლოდ ერთი, და აგერ უკვე საუკუნეებია პასუხგაუცემელი შეკითხვა

გვეშველება რამე?!

ტეგები: Iliauni, Qwelly, არჩევნები, ბლოგ-პოსტები, თვითმართველობა, ილიაუნი, საბჭო, წარმომადგენლობა

ნახვა: 1342

გამოხმაურებები!

პოლიტიკოსობანას თამაშობენ ბავშვები დააცადე.... როგორ მაღიზიანებენ ვერ წარმოიდგენ, უსაქმურთა და ტყუილადმოლაყბეთა ახალი თაობა იზრდება თვითმმართველობებში. 

elisabed და რა ვუშველოთ მერე მაგას? :( 

elisabed_მ თქვა:

პოლიტიკოსობანას თამაშობენ ბავშვები დააცადე.... როგორ მაღიზიანებენ ვერ წარმოიდგენ, უსაქმურთა და ტყუილადმოლაყბეთა ახალი თაობა იზრდება თვითმმართველობებში. 

არჩევნებს სერიოზული სახე მიეცა მას შემდეგ რაც არგუსზე მოწერილი დამხვდა:


გაცნობებთ რომ წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტიდან დარეგისტრირდნენ შემდეგი კანდიდატები:

  1. ბექა ბოკუჩავა
  2. ნინო მერაბიშვილი
  3. გვანცა წიწილაშვილი

ასევე, გაცნობებთ, რომ აუცილებელია არჩევნებზე თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

რაც უფრო მეტი დაცინებს და რაც უფრო ნაკლები მისცემს ხმას ეშველებათ

არა elisabed, ეგ არ შველის. იქ მოღვაწეობას ზოგიერთნი მართლა ენთუზიაზმით იწყებენ, მართლა შემართებით და სჯერათ რომ ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ :)) და დაცინვით მხოლოდ შენ - პიროვნებას დაგემდურებიან და არ დაფიქრდებიან იმაზე, რომ შესაძლოა მათ სასიკეთოდ "დასცინოდე" (მიზეზი კვლავ მათი შემართება და ენთუზიაზმია) და ხმის მიცემას რაც შეეხება - თუნდაც 50 კაცი მივიდეს არჩევნებზე, აქ რიცხვებს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს - მთავარია გამარჯვება ;) 

elisabed_მ თქვა:

რაც უფრო მეტი დაცინებს და რაც უფრო ნაკლები მისცემს ხმას ეშველებათ

აუ კარგი რა ლაშა კარგი რააა, რო გადახედავ რა ხალხთაქნ გიწევს მუშაობა უნდა ხვდებოდე თუ არა გრძნობდე რო შავ-ბნელ თამაშში ერთობი. რა ამბები იყო თსუში გახსოვს არჩევნებზე ცემეს ერთმანეთი და უბედურებები, ილიაში გირეკავენ ხმა მომეციო და მოკლედ ათასი საშინელება და ნეტა რომელ ,,ჰეპი დრიმერს“ სჯერა რომ ყოველ წელს ახალი ხალხი მოდის მანდ. უფ

elisabed როცა საქმე შენს ახლობლებს ეხება, რომლებიც ერთვებიან ამ ორომტრიალში იმ ზემოხსენებული ენთუზიაზმით თავის მეგობრებთან ერთად, მაშინ ასეთი მკაცრი ვეღარ იქნები და უბრალოდ მიუშვებ და ელოდები, როდის გავა რამდენიმე თვე და კისერმოტეხილნი გეტყვიან რომ ცდებოდნენ, რომ მათი ენთუზიაზმი და შემართება ერთია მაგრამ მეორეა რას კარნახობენ ზემდგომნი :)) მოკლედ, ასეთ დროს მხოლოდ გულდაწყვეტა რჩება და აჰაა... ♥ 

elisabed_მ თქვა:

აუ კარგი რა ლაშა კარგი რააა, რო გადახედავ რა ხალხთაქნ გიწევს მუშაობა უნდა ხვდებოდე თუ არა გრძნობდე რო შავ-ბნელ თამაშში ერთობი. რა ამბები იყო თსუში გახსოვს არჩევნებზე ცემეს ერთმანეთი და უბედურებები, ილიაში გირეკავენ ხმა მომეციო და მოკლედ ათასი საშინელება და ნეტა რომელ ,,ჰეპი დრიმერს“ სჯერა რომ ყოველ წელს ახალი ხალხი მოდის მანდ. უფ

მე არ მწყდება გული იმიტომ რომ თუ აზროვნებ და ბრმაც არ ხარ შორიდანვე უნდა დაინახავ რა ხდება და სულაც არ უნდა გეგონოს თავი ჰერკულესი ან მერცხალი პირველი და გეგონოს რო შენ შეხვალ და შეცვლი, აგეშლება ნერვები და საერთოდასც ჯობია მაგათ არც მიუახლოვდე ვერ შეცვლი ეს ერთი და მერე მეორე ერთნაირები თავისიანებს იზიდავენ

elisabed ბავშვებს ამდენს ნუ მოსთხოვ ))) გაუშვი, იფრთხიალონო ხომ გაგიგია. 

elisabed_მ თქვა:

მე არ მწყდება გული იმიტომ რომ თუ აზროვნებ და ბრმაც არ ხარ შორიდანვე უნდა დაინახავ რა ხდება და სულაც არ უნდა გეგონოს თავი ჰერკულესი ან მერცხალი პირველი და გეგონოს რო შენ შეხვალ და შეცვლი, აგეშლება ნერვები და საერთოდასც ჯობია მაგათ არც მიუახლოვდე ვერ შეცვლი ეს ერთი და მერე მეორე ერთნაირები თავისიანებს იზიდავენ

ზუსტად ეგ ბავშვები არიან მერე ილუზიებით დახუნძლულები რო ხმებს გვთხოვენ

წელიწადნახევრის შემდეგ, ისევ აქტუალურია თვითმმართველობის ამბები, ამჯერად თსუ_ში (თუმცა თსუ-ს უფრო მდიდარი გამოცდილება აქვს თვითმმართველობებთან ჩხუბისა (მათ შორის 2011 წელი) და დეკლარილებული საქმიანობის მიღმა (ამონარიდი თსუ-ს საიტიდან: თვითმმართველობა მონაწილეობს ფაკულტეტის მართვა-გამგეობაში, ხელს უწყობს სტუდენტთა კულტურული ცხოვრების განვითარებას და წარმოადგენს სტუდენტთა ინტერესებს ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში), დავინახეთ მაშინ თვითმმართველობის მიერ ჩათეთქვილი სტუდენტები).

გავიგე გაიჟღერა ხმებმა მოაშორეთ თვითებიო და ეს მარტო თსუ-ს და ამჟამინდელ თვითებს ეხება თუ ვიღაცა მიხვდა, რომ ზოგადად თვითმმართველობის არსებობა არის უარყოფითი მოვლენა?

უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან პროფესიული გაერთიანებები (ამის მაგალითები მრავლად არის და ერთი პოსტშიც იყო მოყვანილი), უნივერსიტეტებში სადაც ამავე გაერთიანებებში სტუდენტებს შეუძლიათ დაგეგმონ შეხვედრები, ლექციები, გამოსვლები და ა.შ. თვითმმართველობის მხრიდან რაღა ღონისძიებებზეა საუბარი? თუ ამ ორგანიზაციების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ამბებს აგვარებენ, ეს დალოცვილი ადმინისტრაცია იქნებ გადმოეწყოს ან გაფართოვდეს და იქ დაემატოს შტატი, რომელიც სტუდენტებს "მიხედავს", თუკი დეკანი და მისთანანი საკმარისი არ არის (არ იყო).

"ზრუნავს სტუდენტებზე, იცავს მათ უფლებებს"-ო ილიაუნის თვითმმართველობის ინფოში წერია. ვისგან იცავს? ლექტორებისგან თუ ადმინისტრაციისგან? უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ სტუდენტების დაწესებულებაში სტუდენტებს იცავს სტუდნტური თვითმმართველობა ადმინისტრაციისგან?! #იდიოტიზმი

მოკლედ, კარგი იქნება თუ ეს ფრანგულ სტუდენტურ გამოსვლად შერაცხული აქცია თსუ_ში გადაიქცევა ზოგადად თვითმმართველობის გაუქმების აქციად, რადგან არ მეგულება უნივერსიტეტი სადაც თვითები აკეთებდნენ ისეთ რამეს, რაც არ შეიძლება გაკეთდეს მათი ორგანიზაციად, დაფინანსების ქვეშ მყოფ ორგანოდ არ ყოფნის გარეშე. დაფინანსება რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე საუბარიც არ ღირს და ყოველთვის ეჭვს აჩენს ეს ფაქტი, რაც დამატებით სტუდენტების გაყოფასა და გახლეჩვას იწვევს. დასაწყისში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა პარტიული და სამთავრობო ორგანო იყო აკადემიურ სივრცეში, დროსთან ერთად თვითმმართველობის ახალ წევრებს გაუჩნდათ ღრმა დარწმუნებულობა, რომ ისინი რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ, იმაზე მნიშვნელოვანს ვიდრე უბრალოდ კარგი სწავლა იქნებოდა.

არ ვიცი, საფრანგეთში იყო თუ არა თვითმმართველობა 1968 წელს, მაგრამ დიდი ალბათობით არ იქნებოდა. სხვაგვარად მეეჭვება ასეთი ერთსულოვნება გამოეხატათ მაშინ სტუდენტებს. ძნელია, როცა შენი კურსელი შენზე პრივილეგირებულია იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა თვითმმართველობაში იყოს. არადა პრივილეგია ამრთლაც ეკუთვნით, საკუთარ თავზე ზრუნავენ - სწავლობენ და ამის გარდა სხვა სტუდენტებზეც უწევთ ზრუნვა და ფიქრი, მათ განვითარებასა და დაცვაზე და აბა არ ეკუთვნით პრივილეგიები?

ერთი სიტყვით, ისტორია გვასწავლის იმას, რომ არაფერსაც არ გვასწავლის, მაგრამ იმედი მაინც არის რომ მორჩება სტუდენტური თვითმმართველობა, ან რაიმე კონკრეტული დაევალება, ისეთი, რისი კეთებაც ყველას არ სიამოვნებს ;)

ესენი უბრალოდ ჩანან და ყვირიან, თორემ არ მეგულება არცერთი სხვა უნის თვითმმართველობა, უკეთესი და ჯანსაღი (( (პრინციპში, ისიც არ წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს ჯანსაღი თვითმმართველობა, ან რატომ უნდა იყოს საერთოდ)

Kakha_მ თქვა:

გვეცოდებოდეს მინიმუმ ეს ორი თვითმართველობა (ილიასიც და თსუ_ც) და მათი ლოზუნგებიც :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters