ჩვენში ძალიან რომ გავრცელდა და შეგვიყვარდა სმარტფონები, ისინი უკვე მოძველებულია და კარგი იქნება რაიმე სიახლეს თუ დავუმატებთ. (ნოკიის პატრონისგან ეს ცოტა ცუდად ჟღერს მაგრამ მაინც). საქმე ისაა რომ შეგივძლია მოვითხოვოთ უფრო ხელსაყრელი და უფრო სწრაფი, ადვილად მოსახერხებელი ტელეფონი და მისი მიღება სრულიად რეალურიცაა.

იდეა არის და_Touch_ე და გამო_Touch_ე იდეოლოგიის, რომელიც სმარტფონს უფრო ასმარტებს, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ აცქვიტებს. ამიტომ ამ ახალ ტელეფონს შეგვიძლია ცქვიტფონი დავარქვათ.

დავიწყოთ თავიდან:

მართალია სენსორული ეკრანი უდავოდ ჯადოსნური გამოგონებისაა, მაგრამ მას აქვს გარკვეული პრობლემები.

პირველი პრობლემა არის ის, რომ თქვენი თითები არაა გამჭვირვალე და ისინი ფარავენ მონიტორზე გამოტანი მრავალ ინფორმაციას, რომელცი შესაძლოა თვალსაწიერის მიღმა დარჩეს. განსაკუთრებით თუ კოტიტა თითები გაქვთ.

თითების კოტიტობა არის ასევე პრობლემა შემოთავაზებულის სერვისების უკეთ ათვისებაში, გარდა იმისა რომ ფარავთ მონიტორს, ასევე ხშირად გიჭირთ ზუსტად იმ წერტილში მოახვედროთ, რომელიც გჭირდებათ.

სწორედ ასეთი დაწვრილმანებისთვის გამოიგონეს კურსორი. აი, მაუსის მოძრაობას რომ ისრიანი გამოსახულება ჰყავს მონიტორში ის, მაგრამ ტელეფონში მაუსი? ეს ხომ სისულელე იქნებოდა.

ლეპტოპებზე Touch-pad დააყენეს და სადაც გინდა იქ მიასრიალებ ამ დალოცვილ კურსორს, მაგრამ იგივე ტელეფონზე? არამც და არამც მეგობრებო.

მაგრამ რა მოხდებოდა, თუ თქვენი სმარტფონი ორივე მხრიდან სენსორული იქნებოდა?

სად უნდა განთავსდეს ზემოხსენებული Touch-pad?? იქ, სადაც ნაკლებად გამოყენებადი ადგილებია - ტელეფონის უკანა მხარეს.

ამის შემდეგ თქვენ გაგიადვილდებათ მონიტორის ყურება ზედმეტად ჩამოფარებული თითების გარეშე.

ადვილად "დააკლიკებთ" საასურველ ადგილას, ადვილად გადაახვევთ და გადმოახვევთ.

ადვილად გადაიღებთ ჩემთვის ესოდენ საძულველ Selfie ფოტოებს.

გაუსმევთ და გამოუსმევთ ვითომ ჭიანურიაო.

იქნება ორივე მხრიდან მოძრაობაში მოყვანილი და ორმაგი შეხებით უფრო იცქვიტფონებს.

თამაშებისთვის და ურთლესი ტურების დასაძლევადაც შესანიშნავი გამოგონება იქნება.

მაგრამ სამწუხარო ისაა რომ ეს მხოლოდ კონცეპტია და არავინ აპირებს ნამდვილი ცქვიტფონის გამოშვებას. 


ტეგები: Concept, Creativity, Idea, Interesting, Phone, Qwelly, Smartphone, Touch, Touchpad, გამოგონება, მეტი...გამოგონებები, დამხმარე, დასათვალიერებელი, იმდეა, კონცეპტი, საინტერესო, სმარტფონი, ტელეფონი, ცქვიტფონი, ხუმრობა

ნახვა: 1112

გამოხმაურებები!

Kakha ისე ინგლისურად როგორ გამოითქმება საინტერესო ესაა :)) ცქვიტფონი აშკარად ქართული ბრენდი უნდა იყოს :D 

Kakha_მ თქვა:

ცქვიტფონი კარგი იდეაა, ალბათ ეფლიმდე ვერ მიაღწია იდეამ თორე აუცილებლად დააფინანსებდა :D

ჩემი ნოკიაფონი მემსახურება მშვენივრად,უპრეტენზიოდ :)))

იცქვიტფონებს ..:D :D 

არ იმრშავებს, რადგან გამჭვირვალე ეკრანს აქვს ერთი უდიდესი ნაკლი - მომხმარებელი დაუბრკოლებლივ დაინახავს იმას რაც ეკრანზეა და პლუს ამ ტელეფონის უკან ფონსაც, რომლია პანორამაც ხელს შეგიშლის ეკრანზე არსებული ინფორმაციის სწორად აღქმაში

მართლა მაგარი მოფიქრებაა, სანამ ეს პოსტი არ ვნახე, იქამდე ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი. ეს რომ გაკეთდეს, გარკვეული ტექნიკური და თითებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, მაგრამ მოგვარებადია დარწმუნებული ვარ.

ნეტა არ არსებობს რამე საერთაშორისო საიტი, სადაც ასეთ მაგარ მოფიქრებებს აქვეყნებენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალალაქეები და თუ ანაზღაურებით არა, უფასოდ მაინც რომ იღებდნენ კომპანიები ამ იდეებს???

Apple-თან და ეგეთ კოპანიებთან ასე თუ ისე დაკავშირება შეიძლება, მაგრამ ახალ იდეებზე რომ რამე მისწერო, 0.00000001%-ია შანსი რომ ყურადღება მიაქციონ და გამოგეხმაურონ. კიდევ შესაძლებელია ის რომ საერთაშორისო საპატენტო ონლაინ სერვისში გააკეთო შენი იდეის (გამოგონების/დიზაინი) დაცული პატენტი, მაგრამ ეს მინიმუმ ასობით დოლარი დაჯდება, და თან ათასნაირი კანონების ტერმინოლოგია უნდა იცოდე და უნდა ერკვეოდე როგორ მუშაობს საპატენტო სისტემა, რაც ნამდვილად რთული სისტემაა.

აგერ, მე მაგალითად, მეც რაღაც მომაფიქრდა ადრე იდეა, ტელეფონების კამერებთან დაკავშირებით. მოკლედ, შევქმენი მბრუნავი კამერის მექანიკური დიზაინი, რომელშიც ვიზუალურ მხარეზე დიდად არ მიზრუნია. ვიმეორებ, ეს არ არის ტელეფონის ან კამერის სილამაზის/ვიზუალური/ორნამენტული დიზაინი, ეს არის უბრალოდ კამერის მექანიკური დიზაინი.

ეს დიზაინი გულისხმობს იმას, რომ ორი კამერის ნაცვლად გვექნება მხოლოდ ერთი მბრუნავი კამერა, და შესაბამისად შეგვეძლება მაღალი ხარისხით გადავიღოთ, როგორ წინა, ისევე უკანა ხედი. ვინაიდან ორ კამერიან ტელეფონებში წინა ხედის კამერა როგორც წესი უხარისხოა, ამიტომ ეს მბრუნავი კამერა დიდ საქმეს გააკეთებს.

აგერ ვიდეოს youtube სახელწოდება, 3ds Max-ით გავაკეთე 3D-ში:

New Rotating Camera Design (Better than Oppo N1 and N3)

.

.

ამ ვიდეოს გაკეთების მერე, მალევე გავიგე, რომ უკვე არსებობს მბრუნავ-კამერიანი სმარტფონები, მაგალითად Oppo N1 და Oppo N3, თუმცა ჩემი დიზაინი სულ სხვანაირია. ვფიქრობ რომ ჩემი მოფიქრებული მექანიკური დიზაინი კამერას გაცილებით კომფორტულს ხდის უკვე არსებულ მბრუნავ-კამერიან ტელეფონებთან შედარებით. ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი დიზაინის მიხედვით, კამერა მრგვალია და გვერდზე მოთავსებულია სათითე, რომელიც შეგიძლიათ თითით დაატრიალოთ და კამერაც დატრიალდება და გაჩერდება ნებისმიერ კუთხურ მდგომარეობაში. აქვე იგულისხმება ის რომ Flash-იც მიბმული უნდა იყოს კამერასთან, რომ კამერასთან ერთად იბრუნოს.

შეგიძლიათ ნახოთ უკვე არსებული მბრუნავ-კამერიანი ტელეფონები და შეადაროთ ჩემს მექანიკურ დიზაინს. ვიმეორებ ჩემი დიზაინი არ გულისხმობს ვიზუალურ/ორნამენტულ/სილამაზის დიზაინს, ის უბრალოდ კამერის მექანიკური დიზაინია. და რომ შეადარებთ, კომფორტის მხრივ რომელი ჯობია? რას იტყოდით?

აგერ დავდებ ვიდეოების youtube დასახელებებს:

Oppo N1

What She Doesn't Know - OPPO N1

OPPO N1 - Return to Innovation

.

Oppo N3

No Need to Bend Over Backwards - OPPO N3


გამჭვირვალე ეკრანზე აქ არცაა ლაპარაკი. საიდან მოიტანე გამჭვირვალე ეკრანი?


Mamuka Kordzakhia said:

არ იმრშავებს, რადგან გამჭვირვალე ეკრანს აქვს ერთი უდიდესი ნაკლი - მომხმარებელი დაუბრკოლებლივ დაინახავს იმას რაც ეკრანზეა და პლუს ამ ტელეფონის უკან ფონსაც, რომლია პანორამაც ხელს შეგიშლის ეკრანზე არსებული ინფორმაციის სწორად აღქმაში

კიი ლევან, გეთანხმებით. ერთი მბრუნავი კამერა მართლა კარგია, პანორამის გადასაღებადაც უფრო ეფექტური იქნებოდა, სივრცული ფოტოების და ა.შ. 

შენი კონცეპტის უპირატესობაც OPPO-სთან შედარებით სწორედ ეს არის რომ შენი კამერა იღებს 180 გრადუსით ქველა მხარეს, ის კი მხოლოდ ორ პოლუსზე იღებს როგორც მივხვდი. ვფიქრობ, ერთი რაც ცოტა მოუხერხებელია შენს იდეაში, გორგოლაჭია რომლითაც კამერა ბრუნავს, თანამედროვე ტელეფონის დიზაინს არ მოუხდება. შესაძლოა უბრალოდ 3D პროგრამაში გამვოიდა ასეთი და სინამდვილეში უკეთესი "ბურთულის" დამატება გინდოდა. მოკლედ, კარგი იდეაა.

რაც შეეხება "იდეების დამფასებლებს", სამწუხაროდ ასეთების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს :(( 

Levan Katsadze said:

მართლა მაგარი მოფიქრებაა, სანამ ეს პოსტი არ ვნახე, იქამდე ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი ასეთ რამეს ნაღდად ვერ მოვიფიქრებდი. ეს რომ გაკეთდეს, გარკვეული ტექნიკური და თითებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება, მაგრამ მოგვარებადია დარწმუნებული ვარ.

ნეტა არ არსებობს რამე საერთაშორისო საიტი, სადაც ასეთ მაგარ მოფიქრებებს აქვეყნებენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალალაქეები და თუ ანაზღაურებით არა, უფასოდ მაინც რომ იღებდნენ კომპანიები ამ იდეებს???

შევცდი, OPPO 3 სწორედ ისე იღებს, როგორც მე დავწერე - 180 გრადუსზე ყველაფრის გადაღება შეუძლია. ანუ დაგასწრეს ლევან :( :) და როგორც მივხვდი, კამერა პროგრამულად იმართება სმარტფონიდან და არა მექანიკურად - ღილაკით. 

"ვფიქრობ, ერთი რაც ცოტა მოუხერხებელია შენს იდეაში, გორგოლაჭია რომლითაც კამერა ბრუნავს, თანამედროვე ტელეფონის დიზაინს არ მოუხდება. "

.

რავიცი, ასე მგონი უბრალოდ იმიტომ ფიქრობ რომ ვიდეოში გორგოლაჭის დიზაინი არ მოგეწონა, არც იყო მოსაწონი ვიდეოში, იმიტომ იქ არ იყო ყურადღება მიქცეული სილამაზეზე, უბრალოდ მექანიკური დიზაინის კომფორტზე იყო ყურადღება გამახვილებული. დიზაინერებმა რომ იზრუნონ ამაზე, ზედმეტი რაღაც კი არა, უკვე სასურველი ელემენტი გახდება ტელეფონებში. რავიცი მე ასე ვფიქრობ რომ ტელეფონებს ძალიანაც მოუხდება და უფრო მიმზიდველს გახდის. თან ძალიან მცირე ადგილს იკავებს და ხელს არაფერს არ უშლის, რადგან კორპუსის შიგნითაა მოქცეული.

.

მართალია Oppo-ს კამერა 180 გრადუსით ნებისმიერ მდგომარეობაში ჩერდება და თან პროგრამულად იმართება სენსორული ეკრანით, მაგრამ პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა და ვიდეო ოპერატორებმა კარგად იციან, რომ ხშირად ექსტრემალურ სიტუაციებში ფიზიკური ღილაკები და ფიზიკური სათითე გორგოლაჭი გაცილებით კომფორტულია გადაღების პროცესში, ვიდრე სენსორზე თითის სმა. ალბათ დამეთანხმები. ამიტომაც ვამბობ, რომ ჩემი დიზაინი ჯობია.

.

კიდევ ისაა, რომ Oppo-ს კამერის კორპუსს, ჩემი დიზაინისგან განსხვავებით, არ აქვს მრგვალი ფორმა, რაც ხშირად სხვადასხვა სიტუაციებში, მობრუნების დროს გამოიწვევს დისკომფორტს. ალბათ დამეთანხმები. :)


ლაშა said:

შევცდი, OPPO 3 სწორედ ისე იღებს, როგორც მე დავწერე - 180 გრადუსზე ყველაფრის გადაღება შეუძლია. ანუ დაგასწრეს ლევან :( :) და როგორც მივხვდი, კამერა პროგრამულად იმართება სმარტფონიდან და არა მექანიკურად - ღილაკით. 

კიი, მექანიკურის უპირატესობა ნამდვილად ეგ არის და თუ დიზაინშიც მოხერხებულად ჩასვამენ, მაშინ მშვენიერი იქნება. ეგეც არ იყოს, ორივე ფუნქცია რომ ჰქონდეს არც ეგ იქნება პრობლემა. :)  

Levan Katsadze said:

რავიცი, ასე მგონი უბრალოდ იმიტომ ფიქრობ რომ ვიდეოში გორგოლაჭის დიზაინი არ მოგეწონა, არც იყო მოსაწონი ვიდეოში, იმიტომ იქ არ იყო ყურადღება მიქცეული სილამაზეზე, უბრალოდ მექანიკური დიზაინის კომფორტზე იყო ყურადღება გამახვილებული. დიზაინერებმა რომ იზრუნონ ამაზე, ზედმეტი რაღაც კი არა, უკვე სასურველი ელემენტი გახდება ტელეფონებში. რავიცი მე ასე ვფიქრობ რომ ტელეფონებს ძალიანაც მოუხდება და უფრო მიმზიდველს გახდის. თან ძალიან მცირე ადგილს იკავებს და ხელს არაფერს არ უშლის, რადგან კორპუსის შიგნითაა მოქცეული.

ბევრი ვიცინე.. უდავოდ ჭკვიანი ხარ!

PSP Vita-ზე არის მსგავსი რამ (მეორე მხარეს სენსორები) გაკეთებული...

Just for information :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:27am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.







Which is exactly where translations and localization are available. These are generally two…

გაგრძელება

MMOExp: Madden NFL 24 Players Association lawsuit filed

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:46am 0 კომენტარი



The next batch of players coming in after the first three groups will be Groups 4 (QB, QB, WR), 5 (QB, WR) along with Groups 6 (RB). Next arrivals are the groups 7 (DL) and 8 (DL) as well as 9 (LB) and then the arrivals and arrivals of secondary players in Mut 24 Coins Groups 10. 11 and 10.

A tight race is at the top of the draft class for the chance to be the number. #1 overall pick, all eyes will be on the quarterbacks'…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:17am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into POE currency trade uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters