ამ სამყაროში რას არ ნახავ ადამიანი - თვალწარმტაც სანახებს რა დალევს, თუკი წიგნთა კრებული გვასწავლის რომ ყოველი დღის "ნახელავი" კეთილი იყო, ამას უწიგნურთათვის საკმარისია თვალის გახელა, დილით მზის შეგებებას ან ღამით მისი დასაფლავებას დაესწროს და მიხვდება რომ რაღაც გამოუთქმელ სამყაროში ვცხოვრობთ...
მაგრამ უფრო მეტი მშვენიერება მაშინაა, როდესაც ამ სამყაროში ადამიანი ისე ჰარმონიულად ურთიერთობს ბუნებასთან რომ ესთეტიკის მწვერვალი ცხადზე-ცხადია ყველაზე კარჩაკეტილი, გონჩაკეტილი და დეპრესიული ადამიანებისთვისაც...
სწორედ ამ ჰარმონიის რამდენიმე გამოვლინება მინდა შემოგთავაზოთ დღევანდელ პოსტში, რომელსაც პირობითად ასე ჰქვია:
აქ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 12 გასაოცარი სასტუმრო მცირე ინფორმაციით და რამდენიმე ფოტოთი... (დღეს პირველი 6 იყოს)
ინდოეთის ოკეანეში გამშვენებულ ამ შესანიშნავ სასტუმროს ოკეანეს ყვავილი დაერქვა მისი ფორმიდან გამომდინარე - ის ძალიან ჰგავს ტიპიურ მალდივიურ ყვავილს. პროექტი ეკუთვნის ჰოლანდიურ ფირმას: Dutch Docklands International.
მალდივის საერთაშორისო აეროპირტიდან, 20 წუთის საცურაო გზა და ამ შესანიშნავი სასტუმროს ნომრის გასაღები თქვენს ხელთაა... (არ დაგავიწყდეთ ფულის წაღება)
თუმცა აქ მხოლოდ სასტუმრო როდია, ესაა ერთი დიდი კუნძულ-კომპლექსი მაღაზიებით, რესტორნებით, დაივინგით, სპა სალონები... მოკლედ, როგორც იტყვიან აქ ყველაფერია განტვირთვა-ბედნიერებისთვის...
თუკი ნიდერლანდების მონახულებას აპირებთ, ეწვიეთ ამ ქალაქს - ზაანდამი, იქ კი არცთუისემრავალსართულიან შენობებს შორის აუცილებლად შენიშნავთ ერთმანეთსზე დალაგებულ სახლებს ერთ დიდი სახლად, გახლოვთ ალბათ Nokia_ს ჰქონდა თამაში "კორპუსმშენებელი", ჰოდა, აი იმ პრინციპზე აშენებულ სახლს ჰგავს. ეს სასტუმრო მართლაც რომ უმალ იპყრობს ნებისმიერი იქ მოხვედრილის ყურადღებას და კაი ხნის განმავლობაში ატყვევებს მათ მზერას.
Wilfried van Winden რომელსაც ეკუთვნის ამ სახლის პროექტი, აღტაცებული იყო ამ ქალაქში, ნიდერლანდების ამ რეგიონში ხის მწვანე სახლების შთამბეჭდავი თვალწარმტაცობით. ჰოდა გადაწყვიტა ერთი მწვანე სახელი აეგო და ყველა სხვა სახლი შიგნით მოექცია.
ამ თერთმეტ სართულიან კოშკში მოიძებნება: 160 საძინებელი, საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, გამაჯანსაღებელი სალონები, საუნა, თურქული აბანო, გასართბი ოთახები... არ არის საკმარისი? მიამატებენ!
ჩვენ ვიმყოფებით იუდაფორში. ფოტოზე ხედავთ მარმარილოში ჩასმულ, 4 ჰექტარზე გაშენებულ სასტუმროს - ტბა პალასი (Lake Palace). სულ რაღაც 83 ნომერია შიგნით, მაგრამ მთავარი ღირსება ის "ვენეციურობაა" რომელიც ასე აჯადოებს დამსვენებლებს.
როგორც თავად ხვდებით, ერთადერთი ტრანსორტი მიწამდე არის გემი. ტაჯმაჰალის შემდეგ, ინდოეთში რამე თუ გააკვირვებდა მსოფლიოს მიჯნურთა და მიჯნურობის მაქებელთა საზოგადოებას, არც კი ვფიქრობდი. ტბა პალასი უკვე აღიარეს ინდოეთის და მთელი მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ სასტუმროდ.
ისტორიაც არახალი აქვს - 2 საუკუნოვანი. მეთვამეტე საუკუნის განზოგებას მიახლოებულზე 1743-1746 წლებში, Maharana Jagat Singh II_ის ხელმძღვანელობით (სამეფო დინასტიის არქიტექტორი) დაიწყო მშენებლობა ინდოეთის სამეფოს სასაფხულო სასახლისა. მომდევნო რამდენიმე მართველი, მართლაც შესანიშნავად ისვენებდა მარმარილოს ამ სასახლეში, მაგრამ მოგვიანებით იგი სასტუმროდ გადაკეთდა და ახლა ნებისმიერ მაღალ შემოსავლიან "მეფეს" შეუძლია იგივე სიამოვნება განიცადოს, რასაც გრძნობდნენ ტბა პალასის "მაჰარაჯები"
უკვე 1971 წელს, საკურორტო სასტუმროების მსხვილმა კომპანიამ შეიძინა სასახლე და გამართა ის ისეთად - როგორსაც ახლა ხედავთ. ტექსტები თითქმის არაა საჭირო - ეს ხომ თვალსახილევლია...
ეს სახელი მე მოვუფიქრე, თორემ კორეელებმა უფრო ორიგინალურად უწოდეს: Sun Cruise Hotel
თბილისელებს არ გვესწავლება გაშეშებული კრუიზები, მაგრამ როგორც წესი, გემები სანაპიროსთან ჩერდებიან, ეს კრუიზი კი სანაპიროს მაღლა გაჩერდა და დაეყუდა მრავალჟამიერ. მან მიიღო მსოფლიოს ნომერ პირველი ხმელეთის კრუიზის სახელი და ვერც ვერავინ შეეცილება ამ მხრივ.
165 მეტრის სიგრძის, 45 მეტრი სიმაღლისა გემუკა 30 000 ტონას იწონის. 211 ნომერი, რესტორნები, საბილიარდოები, კაზინო და კიდევ ბევრი რამ... ყველაფერი ერთ გაშეშებულ გემზე...
გაიხსნა 2002 წელს და მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. დღესაც, სულ რაღაც 42 ევრო ერთ ღამეში და თქვენ შეძლებთ მოიწყოთ სრული კრუიზული ნეტარება.
Sarova Saltlick Game Lodgeეს მისი ოფიციალური სახელწოდებაა. იმისთვის რომ ამ სასტუმროში მოხვდეთ, პირველ რიგში მოგიწევთ მრავალი პროცედურის გავლა პირად ექიმთან, რათა დადგინდეს რამდენად კარგად ეგუებით "ვერულურ" გარემოს. აქ ნამდვილი აფრიკაა, ნამდვილი ცხოველებით და აფრიკული ეგზოტიკით.
ნაირობიდან (ასეთი ქალაქია კენიაში) დაახლოებით ექვსი საათის სავალზე მდებარე Taita Hills Sanctuary_ის ნაკრძალში მდებრე ეს დასასვენებელ-მომასვენებელ-პირჩასამტკბარუნებელ-დასანოყრებელი დაწესებულება ნამდვილი ოახისია აფრიკული "ჯუნგლების" დამთვალიერებლებისთვის.
იმის გამო რომ შეიძლება თქვენი ოთახის წინ ლომმა მოინდომოს თვლემა ან იაგუარი შეეჯიბროს პანტერას, სასტუმროს 96 ნომერი მიწიდან საკმაოდ მაღლა შესკუპებულა და ერთმანეთს კონწიალა ხიდებით უკავშირდება.
როგორც კანადელები ეძახიან King Pacific Lodge, არის მსოფლიოს ერთადერთი სასტუმრო, სადაც დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ წყალზე ლივლივით. განსხვავებით გემებისგან, კრუიზებისგან, იახტებისგან აქ ყველაფერი გაქვთ სრული კომფორტისთვის, თავს ისე იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში, ესეც არ იყოს, თქვენ მოგიწევთ იცუროთ ისეთ ენითაღუწერელ ადგილას როგორიც არის Princess Royal Island - ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი კანადაში.
თუ თქვენ ფული დააგროვეთ და აპირებთ რომ ზამთარი გაატაროთ ამ სასტუმროში, დიდი ბოდიშის მოგიხდიან და გამოგიშვებენ მშობლიურ ბაკურიანში. სასტუმრო ღიაა მაისიდან ოქტომბრამდე, ამ დროს ყველა ის ნაკრძალი თუ დაცული ტერიტორია სადაც "სახლმა" უნდა ჩაილივლივოს უამრავ თავგადასავალს, ენისდამაშვრალ სანახაობას და რულ დასასვენებელ ფუფუნებას გვპირდება.
გსმენიათ რამე დიდი დათვის ტროპიკული ტყეების შესახებ? არცაა საჭირო. როგორც ამბობენ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. სახლ-სასტუმრო სწორედ ამ ტყეებში გპირდებათ დასვენებას. რას ნახავთ? ბანალურით დავიწყებ - დავთვებს, მაგრამ არა ჩვეულებრივს, არამედ - წმინდა დათვებს, pods of Orca whales (ვერ ვთარგმნე, მაგრამ დაახლოებით ისინია წყალში რომ დაცურავენ და ზვიგენებს ვეძახით), მელოტ არწივებს და მგლებს (სახოებების და ჯიშების ჩამოთვლა პოსტს არ მაკმარებს). ამას გარდა მთები და ტბეები და ლუურჯი ყანები იცოცხლეთ, არ მოგაკლდებათ.
დღეისათვის სულ ეს იყო!
ტეგები: Around, Canada, Cruise, Earth, Hotel, India, King, Nederland, Part_I, Princess, მეტი...Qwelly, Ro-yal, Sun, World, ვენეცია, კანადა, კენია, კორეა, მალდივი, ნიდერლანდები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.
Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the proximity of an extraction point.
Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.
Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.
Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…
გაგრძელება© 2024 George. •