მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია

მთ. მწვრთნელის თანაშემწე – სოსო ჭედია

ფიზ. მომზადების მწვრთნელი – მიხალის მიხალისი

მეკარეების მწვრთნელი – მამუკა აბუსერიძე

მენეჯერი – კოკა ხურცია

ექიმი – დიმიტრი ზაალიშვილი

მასაჟისტი – გივი ბელაშვილი

მასაჟისტი – როლანდ ხვადაგიანი

ადმინისტრატორი – გრიგოლ ლეჟავა

ადმინისტრატორი – გელა გუჩუა მეკარეები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

1
ნუკრი რევიშვილი
02.03.87
"ანჟი"
რუსეთი

2
გიორგი ლორია
27.01.86
"დინამო" თბილისი
საქართველო

3
როინ კვასხვაძე
31.05.89
"ზესტაფონი"
საქართველო

მცველები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

4
კახა კალაძე
27.02.78
"ჯენოა"
იტალია

5
მალხაზ ასათიანი
04.08.81
უგუნდოდ


6
ალეკო ამისულაშვილი
20.08.82
"ქაისერ სპორი"
თურქეთი

7
უჩა ლობჟანიძე
23.02.87
"დნიპრო"
უკრაინა

8
მათე ღვინიანიძე
10.12.86
"მიუნხენ 1860"
გერმანია

9
ლაშა სალუქვაძე
21.12.81
"რუბინი"
რუსეთი

10
აკაკი ხუბუტია
17.03.86
"გაზმეთანი"
რუმინეთი

11
გიორგი შაშიაშვილი
01.09.79
"ერგოტელისი"
საბერძნეთი

12
გურამ კაშია
04.07.87
"ვიტესი"
ჰოლანდია

13
ზურაბ ხიზანიშვილი
06.10.81
"რედინგი"
ინგლისი

14
ილია კანდელაკი
26.12.81
"ინტერი" ბაქო
აზერბაიჯანი

15
ლევან კაკუბავა
15.10.90
"დინამო" თბილისი
საქართველო

16
გიორგი ხიდეშელი
23.01.88
"ზესტაფონი"
საქართველო

17
ნიკა კვეკვესკირი
29.05.92
"დინამო" თბილისი
საქართველო

ნახევარმცველები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

18
ლევან კობიაშვილი
10.07.77
"ჰერტა"
გერმანია

19
ჯანო ანანიძე
10.10.92
"სპარტაკი" მოსკოვი
რუსეთი

20
ჯაბა კანკავა
18.03.86
"დნიპრო"
უკრაინა

21
გოგიტა გოგუა
04.09.83
"ვოლგა"
რუსეთი

22
დათო კვირკველია
27.06.80
"რუბინი"
რუსეთი

23
გიორგი მერებაშვილი
15.08.86
"ვოივოდინა"
სერბეთი

24
გოჩა ხოჯავა
16.03.85
"ვოლგა"
რუსეთი

25
თორნიკეოქრიაშვილი
12.02.92
"შახტარი"
უკრაინა

26
ლევან ყენია
18.10.90
"შალკე"
გერმანია

27
დავით დევდარიანი
28.10.87
"ორჰუსი"
დანია

28
ზურაბმენთეშაშვილი
30.01.80
"აპოელი"
ისრაელი

29
ალექსანდრეგურული
09.11.85
"კარპატი"
უკრაინა

30
თორნიკე აფციაური
28.11.79
"ზესტაფონი"
საქართველო

31
მურთაზ დაუშვილი
01.05.89
"ზესტაფონი"
საქართველო

32
ალექსანდრე კოშკაძე
04.12.81
"დინამო" თბილისი
საქართველო

33
ირაკლიკლიმიაშვილი
30.05.88
"ვიტ–ჯორჯია"
საქართველო

თავდამსხმელები


სახელი, გვარი
ასაკი
კლუბი
ქვეყანა

34
ვლადიმერდვალიშვილი
20.04.86
"მაკაბი" ჰაიფა
ისრაელი

35
დავით სირაძე
21.10.81
"სპარტაკი" ნალჩიკი
რუსეთი

36
ალექსანდრე იაშვილი
23.10.77
"კარლსრუე"
გერმანია

37
ოთარ მარცვალაძე
14.07.84
"ვოლგა"
რუსეთი

38
ლევან მჭედლიძე
24.03.90
"ემპოლი"
იტალია

39
ნიკა გელაშვილი
05.08.85
"ზესტაფონი"
საქართველო

40
მათე ვაწაძე
17.12.88
"ვოლგა"
რუსეთი

41
ჯაბა დვალი
08.02.85
"ზესტაფონი"
საქართველო

42
ირაკლი მოდებაძე
04.10.84
"ოლიმპი"
საქართველო



ნახვა: 1405

გამოხმაურებები!

“გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს სიტუაციის გართულება შეუძლია. კარგად ორგანიზებული გუნდია და საშინაო კედლებიც დაეხმარება, ამიტომაც, ბოლომდე კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. ჩემს ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მოტივირება არ სჭირდებათ. მათ უკვე იციან, რომ გუნდები სუსტ და ძლიერ მეტოქეებად არ უნდა დაჰყონ”, – ეს მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვებია.
“ფურია როხას” ულვაშა თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს კასილიასისა და ჩავის პრესკონფერენციის შემდეგ უპასუხა. მანამდე კი დელ ბოსკე მშვიდად იჯდა საპრესკონფერენციო დარბაზში. დინჯი, აუღელვებელი, ჭკვიანური გამოხედვით – არც მაშინ გაბრაზებულა, როცა პრესკონფერენციის დროს მიკროფონი გაითიშა. როცა დარბაზში ხმაური ისმოდა, ლაპარაკს წყვეტდა.

ესპანეთის ნაკრების ვარჯიში, დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო და საათზე მეტხანს გასტანა. "ფურია როხას" წვრთნას "დინამო არენაზე" იმდენი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სანატრელია. იყო კურიოზული შემთხვევაც - ესპანელთა "ორკარას" თამაშის დროს, მინდორზე 10-11 წლის ბავშვი შევარდა.
ვისენტე დელ ბოსკეს დატვირთული ვარჯიში ჰქონდა: კვადრატში მთელი გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ იყო ჩაწოდებები, კარში დარტყმები, ნახევარ მოედანზე "ორკარა" და ბოლოს, ისევ დარტყმები საჯარიმოს გარედან.
ყველაზე საინტერესო "ორკარა" იყო, რადგან ისე ჩანდა, რომ დელ ბოსკემ, საქართველოსთან სათამაშო სასტარტო თერთმეტეული გამოარჩია. იკერ კასილიასს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს, დაცვაში კი მარჯვნიდან მარცხნივ იყვნენ ალვარო არბელოა, ჩაბი ალონსო, სერხიო რამოსი და ხორდი ალბა. ნახევარდაცვის ცენტრში კარლეს ბუსკეტსი, ჩავი და ანდრეს ინიესტა, შეტევის ფლანგებზე დავიდ სილვა (მარჯვნიდან) და დავიდ ვილია (მარცხნიდან), ხოლო ცენტრფორვარდად რობერტო სოლდადო.
ჩაბი ალონსო დაცვაში? ეს ყველაზე საინტერესო იყო და ესპანელმა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს. ფაქტია, დელ ბოსკემ "ორკარას" დროს სასტარტო თერთმეტეული გამოარჩია და "რეალის" 30 წლის ნახევარმცველი დაცვაში დააყენა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დელ ბოსკე ხვალ აუცილებლად დაცვაში დააყენებს ალონსოს. უბრალოდ, ორკარას დრო ასე იყო.
მოედანზე ჩასვლისა და ფოტოების გადაღების მსურველი ბევრი იყო, თუმცა ეს ვერ მოახერხეს. კომენტარების გაკეთებაც შეუძლებელი იყო.

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰელსინკიში ნათამაშებმა ფრემ (1:1), ძალიან დაწყვიტა გული საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც თემურ ქეცბაიას, ვინც აღნიშნა, რომ მომგებიანი ანგარიშის ვერშენარჩუნება ფეხბურთელების გამოუცდელობის ბრალია. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
თემურ ქეცბაია: “გულდასაწყვეტია, რომ სასურველი ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ, მაგრამ ჩემი ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. გამოცდილება გვაკლია, რადგან გუნდში ბევრი ახალგაზრდაა, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში გაიზრდებიან და მომავალში მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებენ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გული ძალიან დამწყდა, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტუმრად ვითამაშეთ და ჩვენი მეტოქე კი, სახლში ყოველთვის კარგად თამაშობს.
ბელარუსში უფრო რთული მატჩი გველის. მთავარია, ფეხბურთელებმა კარგად დაისვენონ. ისინი კი, ვისაც დღეს არ უთამაშია, უკეთ მოემზადონ. იმედია, დარჩენილ სამ დღეში ამას შევძლებთ - გავალთ და მომდევნო თამაშს მოვიგებთ. თანაც, ბელარუსები ისევ უქულოდ არიან და თუ 16-ში წარმატებას მივაღწევთ, ჩვენს მიზანს ნაწილობრივ უკვე შევასრულებთ და ჯგუფში მესამე ადგილზე დავმკვიდრდებით”.
გურამ კაშიას თქმით, ფრე ცუდი შედეგი არ არის და ბელარუსში გუნდი ცუდ ხასიათზე არ მიემგზავრება:
“ამ თამაშის მოგება შეგვეძლო. სამწუხაროა, რომ ჩვენს კარში მიღებულმა ბურთმა ცოტა აგვრია. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით. თუმცა, ვფიქრობ, ეს ფრე ცუდი შედეგი არ არის. ამ ეტაპზე, ჯგუფში მესამე ადგილზე ვართ. ახლა, მთავარია, მომდევნო მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ. რაც მთავარია, ბელარუსში ცუდ ხასიათზე არ მოვდივართ”.
საქართველოს ნაკრები ბელარუსში შაბათ დილას გაემგზავრება და შუადღეს უკვე მინსკში იქნება. გუნდი სასტუმრო „ქროუნ პლაზაში“ დაბინავდება.

ვინ უყურა გუშინდელ თამაშს?

კონდრატიევი.. კონდ-რატიევი.. რატომ არ უყვარს ამ კაცს რეალობისთვის თვალებში ჩახედვა?! ჯერ იყო და თბილისში დაგეგმა ჩვენთან მოგება (თუმცა სამწუხაროდ მარტო ის არ გეგმავს), მერე საფრანგეთთან წარმატების იმედით გაიყვანა გუნდი მინდორზე. არც ეს იკმარა და ესპანეთთანაც გამარჯვება უნდოდა ( ვის არ უნდა რომ...), მაგრამ საქმე იმაშია რომ აქედან 2 თამაში პირწმინდად წააგო, ხოლო ჩვენებს მათთან მთლად სუფთა პირი არ ჰქონიათ ))) მაგრამ, განა ამ კაცს ვაძაგებ რამეში- პირიქით! მგონია რომ მწვრთნელი, და თანაც მთავარი- სწორედ ასეთი ოპტიმისტი უნდა იყოს. მართალია რეალობისგან შორს არ უნდა წავიდეს, მაგრამ ფეხბურთელებს უნდა მოუწოდოს პირველ რიგში ბოლომდე ბრძოლისკენ. ყველა გუნდში ადამიანები თამაშობენ და შეცდომას ყველა უშვებს. ხვალაც გამოვა მისი გუნდი მინსკის არენაზე ჩვენი ჯვაროსნების წინააღმდეგ სათამაშოდ და იქაც მათი მხოლოდ გამარჯვებაა მიზანი, მაგარმ იმედია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ბელარუსებს შიგ "კონდრატიევში" მოვახვედრებთ )))

რ.ინაშვილი

Martla fiqrob ron gunds rame seriozulis potencia gaachnia ? (

Rati Inashvili said:

aha xom moviget? esec teoria ))

დიახ, მე ამას არამარტო სურვილის გამო ვიჯერებ, არამედ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშის ხილვის მერე, რომლებიც მომავალ თაობათ ითვლება. რაც მთავარია ისინი ერთეულები არ არიან, ანუ მცირე კადრები, არამედ გვაქვს (გვექნება) გუნდში მაღალი კონკურენცია. აი მაგალითად ბოლო თამაშში ვიხილეთ 2 უნიჭიერესი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე (ყენია და ჯანო), რადგან ძირითადში თარგამაძე- ოქრიაშვილის დუეტი იყო- ეს უკვე კონკურენციაა.

Nu  Kenias me yoveltvis vtvlidi ufro piarad vidre karg fexburtelad ((

Rati Inashvili said:

დიახ, მე ამას არამარტო სურვილის გამო ვიჯერებ, არამედ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშის ხილვის მერე, რომლებიც მომავალ თაობათ ითვლება. რაც მთავარია ისინი ერთეულები არ არიან, ანუ მცირე კადრები, არამედ გვაქვს (გვექნება) გუნდში მაღალი კონკურენცია. აი მაგალითად ბოლო თამაშში ვიხილეთ 2 უნიჭიერესი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე (ყენია და ჯანო), რადგან ძირითადში თარგამაძე- ოქრიაშვილის დუეტი იყო- ეს უკვე კონკურენციაა.

16 wlisa ukve nakrbis wevri gaxda

chemo Rati - shen fexburshi chaxeduli kaci har da rogor daijere 16 nakreboba girsebiT ? (( es iyo pi-ari  samomavlo garigebisTvis ( Topmiolleri da .... ))) 

Rati Inashvili said:

16 wlisa ukve nakrbis wevri gaxda

rodesac misi tamashi vnaxe, namdvilad davijere..

თქვენ უყურებთ საქართველოს ნაკრების თამაშებს ბატონო გიორგი? 


ლაშა კუპრაშვილის ფოტო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე ივარჯიშა მინსკის "დინამოს" სტადიონზე, სადაც 16 ოქტომბერს გაიმართება შესარჩევის მატჩი: ბელარუსი-საქართველო. შეხსენებისთვის, თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ქართველ ფეხბურთელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მინსკში პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბელარუსის ნაკრები ფინეთზე ძლიერია.
თემურ ქეცბაია: მოგება გვჭირდება, თუმცა ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება - ბელარუსის ნაკრებში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ.
დაძაბული შეხვედრა გვქონდა ფინეთში, სადაც ყველაფერი იოლად არ წარმართულა. საწყენია, რომ გოლი გავუშვით და ფრედ ვითამაშეთ. ერთი შეცდომა დავუშვით და გაგვიტანეს. ვეცდებით, ბელარუსთან არ შევცდეთ. იმედია, საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ და მოვიგებთ.
- ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს რთულად პროგნოზირებადი გუნდი უწოდა - თანაც, არა მხოლოდ დაცვით, არამედ შემტევი თამაშის კუთხით. ბელარუსთან როგორ ითამაშებთ?
- რთულად პროგნოზირებადი? ჩვენ კონკრეტულად არაფერს ვისაუბრებთ. მოდით ხვალ სტადიონზე და ნახავთ. ჩემი ფეხბურთელების მჯერა.
- თქვენი ნაკრების აქტუალურ პრობლემებზე გვითხარით.
- იმ ფეხბურთელებს, რომლებიც 8-9 დღის განმავლობაში ნაკრებში არიან, არანაირი პრობლემა არ აქვთ. ყველანი კარგ მდგომარეობაში არიან და თამაშისთვის ემზადებიან. ხვალ კი, მინდორზე საუკეთესონი გავლენ.
- ხომ არ შიშობთ, რომ თქვენი ფეხბურთელები მეტოქეს სათანადოდ არ მიუდგებიან?
- არა. ჩვენც ხომ შევხვდით ესპანელებს. ესპანეთთან თამაში რთულია. და რაც შეეხება არასერიოზულ მიდგომას... ჩვენი მხრიდან ეს არ მოხდება. ერთი თვის წინათ ვითამაშეთ ბელარუსთან, ასე რომ, ამ გუნდის ძალა ვიცით. და ის, რომ ბელარუსმა ესპანეთთან 0:4 წააგო, არაფერს არ ნიშნავს. ბელარუსს გლები დაემატა, ანუ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა, თბილისის მატჩის შემდეგ.
- თქვენი აზრით, გლებმა რამდენად გააძლიერა ბელარუსის ნაკრები?
- მის გარეშეც კარგი გუნდია, თუმცა, გლებთან ერთად უფრო ძლიერია. გლები დიდხანს თამაშობდა ევროპაში და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
- კიდევ ვინ მოგწონთ ბელარუსის ნაკრებში?
- კარგი გუნდია, ყველანი ბოლომდე იბრძოდნენ თბილისურ მატჩში, თუმცა, ჩვენ მხოლოდ 3 ქულისთვის ვითამაშებთ. მეტოქის ფეხბურთელების გამორჩევა არ მსურს.
- სამ მატჩში 4 ქულა - ეს კარგი შედეგია თქვენთვის?
- შესარჩევის დაწყებამდე ვინმეს რომ შემოეთავაზებინა სამ მატჩში 4 ქულა, დავთანხმდებოდი. აი, ხვალ კი, მოსაგებად ვიბრძოლებთ. ბელარუსი ფინეთზე ძლიერია, ამიტომაც, საბრძოლოდ უნდა განვეწყოთ.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters