არქიტექტურის სათავეებთან

       არქიტექტურა, შენების ხელოვნება  ადამიანის მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. ჯერ კიდევ ქვის ხანაში გვხვდება თიხის პრიმიტიული ოვალური საცხოვრებლები შუაში კერით. შემდეგში ჩნდება უფრო მოზრდილი შენობები, რომლებიც რამდენიმე ოვალური გუმბათური სათავსოსაგან შედგება. ასეთია, მაგალითად, ნამოსახლარი შულავრის გორაზე (ძვ, წ. V ათასწ.), იმირის გორაზე (ძვ.წ. IV ათასწ) და სხვ. არსებობდა აგრეთვე შენობები ხიმინჯებზე  ტბებზე, მდინარეებზე. ნეოლითის ხანის მნიშვნელოვანი დასახლებებია ჩათალ-ჰოიუქი, მერსინი, იერიხონი და სხვ. ბრინჯაოს ხანაში საფუძველი ჩაეყარა მეგალითურ არქიტექტურას (ბერძნ. Megas  დიდი, lithos  ქვა), როდესაც ქვის უზარმაზარი ლოდებისაგან აგებდნენ მენგირებს  ვერტიკალურად დაყენებულ ლოდებს, დოლმენებს  ჰორიზონტალური ქვის კოჭით გადახურულ ორ ან რამდენიმე ვერტიკალურ ბოძს, კრომლეხებს  წრიულად დაყენებულ და ქვის კოჭებით გადახურულ ბოძებს. სავარაუდოდ, ამ ნაგებობების დანიშნულება რიტუალურ ხასიათს ატარებდა. ასეთი ტიპის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია სტოუნჰენჯი ინგლისში მასიური ბლოკების კონცენტრიული წრეებისაგან შემდგარი კრომლეხი, რომლის ცენტრში ბრტყელი ლოდია განლაგებული. სტოუნჰენჯი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ნაწარმოებია არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც მეცნიერთათვის ზუსტად არაა ცნობილი არა მარტო მისი დანიშნულება, არამედ ისიც, თუ როგორ და რა საშუალებებით აიგო ეს უზარმაზარი, მრავალტონიანი ბლოკებისაგან შემდგარი ნაგებობა.


ძველი ეგვიპტის არქიტექტურა

       ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის ისტორია ძვ. წ. IVათ. იწყება და დაახლოებით 40 საუკუნეს მოიცავს. იგი სამ ძირითად ეპოქად იყოფა: 1) ძველი სამეფოს ხანა, 2) შუა სამეფოს ხანა და 3) ახალი სამეფოს ხანა.ეგვიპტის არქიტექტურა, ისევე, როგორც მთელი მისი ხელოვნება, რელიგიური ხასიათისაა  მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ტაძრებისა და სამარხი ნაგებობების მშენებლობას. ძველ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ თუ განსვენებულის სხეული უვნებლად შეინახება, შემდგომში მისი სული კვლავ ჩასახლდება მასში და იგი აღდგება სამუდამო ცხოვრებისათვის ე.წ. `იარუს ბედნიერ მინდვრებზე. სწორედ სხეულის შენახვისათვის გამოიგონეს მუმიფიკაცია. დიდებულთა მუმიებს ასვენებდნენ ე.წ. მასტაბებში წაკვეთილი პირამიდის ფორმის ქვის ნაგებობებში. მიწისზედა ნაწილში განლაგებული იყო საკულტო დანიშნულების 1 ან 2 სათავსო, სადაც ინახებოდა მიცვალებულის ნივთები, ხოლო მიწისქვეშა ნაწილში განთავსებული იყო სარკოფაგი, რომელშიც მუმია ესვენა. კედლები იფარებოდა რიტუალური შინაარსის ფრესკებითა და რელიეფებით. მასტაბის განვითარების შემდგომი ეტაპია საფეხუროვანი პირამიდა. ამ ტიპის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა ფარაონ ჯოსერის 7-საფეხურიანი პირამიდა საკარაში (დღესდღეობით დარჩენილია 6), რომელიც, გადმოცემის თანახმად, აგებულია ხუროთმოძღვრისა და ქურუმის იმხოტეპის მიერ. შემდგომში პირამიდების საფეხურების რაოდენობა თანდათან მცირდებოდა. მაგ., ფარაონ სნოფრუს პირამიდა მედუმში მხოლოდ 2 საფეხურს შეიცავს. საბოლოოდ საფეხურებრვი კომპოზიცია უარყოფილ იქნა და წარმოიშვა კლასიკური გეომეტრიული ფორმის პირამიდა, რომლიც ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითებია ხეოფსის, ხეფრენის და მიკერინის პირამიდები გიზეჰში. მათი მონუმენტური ფორმები და გიგანტური ზომები ფარაონის ღვთაებრივი სიდიადის და აბსოლუტური ძალაუფლების იდეას გამოხატავს. აქვე განლაგებულია მომცრო ზომის საფეხუროვანი პირამიდები, მასტაბები, სულის მოსახსენებელი ტაძრები და გიგანტური სფინქსი  ლომისტანიანი და ფარაონ ხეფრენის სახიანი მითოლოგიური არსება. ყველაზე გრანდიოზულია ხეოფსის პირამიდა (ძვ. წ. XXVI ს., არქიტექტორი ჰემიუნი). მისი სიმაღლე თავდაპირველად იყო დაახლოებით 150 მ., საფუძვლის კვადრატის ფართობი დაახლ. 53000 კვ.მ. მას 20 წლის განმავლობაში 100 ათ. კაცი აშენებდა. პირამიდა აგებულია კირქვის მრავალტონიანი ბლოკებით, ზედაპირი კი თავდაპირველად გულდასმით დამუშავებული თეთრი ქვის ფილებით იყო მოპირკეთებული. უნდა აღინიშნოს, რომ პირამიდებში პრაქტიკულად არ არის ინტერიერი  მხოლოდ მცირერიცხოვანი, პატარა განსასვენებელი ოთახები და მათკენ მიმავალი დერეფნები.აშკარაა, რომ ეგვიპტელებმა შესანიშნავად იცოდნენ მათემატიკა და ასტრონომია: პირამიდების პროპორციები ოქროს კვეთის იდეალურ შეფარდებებზეა დამყარებული და ზუსტადაა ორიენტირებული ქვეყნის ოთხი მხარის მიმართ. ძველი სამეფოს ხანის დასრულების შემდეგ პირამიდების მშენებლობა სულ უფრო იკლებს, სამაგიეროდ იზრდება ტაძრის მნიშვნელობა. შუა სამეფოს ხანაში აგებული ფარაონ მენტუხოტეპის კომპლექსი დეირ-ელ-ბაჰრიში უკვე წარმოადგენს ამ ორი ტიპის შერწყმას: ქვედა ნაწილი წარმოადგენს ჰორიზონტალურად გაშლილ სვეტებიან ტაძარს, რომელზედაც ზემოდან დადგმულია თვით პირამიდა.  აღსანიშნავია, რომ ახალი სამეფოს ხანაში აქვე აგებული დედოფალ ხატშეფსუტის სვეტებიანი ტაძარი თავისი კომპოზიციით მეტად მოგვაგონებს მენტუხოტეპის ტაძარს, მაგრამ უკვე პირამიდის გარეშე. ამ პერიოდში ძირითადად კლდეში ნაკვეთი აკლდამებია გავრცელებული. ახალი სამეფოს ტაძრები გიგანტური ზომებით, მონუმენტურობით და დიდებულებით გამოირჩევა. მათი ტიპური სახე ასეთია: სფინქსების ქანდაკებებით ფლანკირებულ გზას მივყავართ ორი უზარმაზარი პილონისაგან შემდგარ ჭიშკართან, რომლის მიღმა განლაგებულია სვეტებით გარშემორტყმული ეზო. თვით ტაძრის ძირითადი შემადგენელი ნაწილია ჰიპოსტილური (სვეტებიანი) დარბაზი, რომლის უკან, სიღმეში, წმინდათაწმინდა სათავსოა განლაგებული. რელიეფებით დაფარული მცენარეული ფორმის (ლოტოსის ან პაპირუსის წმინდა მცენარეების ფორმის) სვეტები ძალზე მაღალი და განიერია საკმაოდ მჭიდროდაა განლაგებული, რაც მნახველში ღვთაების სიდიადისა და საკუთარი უმწეობის შეგრძნებას ბადებს. ამას ხელს უწყობს ღვთაებათა და ფარაონთა უზარმაზარი ქანდაკებებიც. ასეთი ტიპისაა მზის ღმერთის ამონ-რას ტაძართა კომპლექსები კარნაკსა და ლუქსორში, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში იგებოდა სხვადასხვა ფარაონთა მიერ. ახალი სამეფოს ხანის ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლია აგრეთვე ფარაონ რამზეს II-ის მიერ აგებული ამონ-რას ტაძარი აბუ-სიმბელში. კლდეში ნაკვეთი ამ ტაძრის შესასვლელში განლაგებულია მჯდომარე ფარაონის 4 გიგანტური ქანდაკება.


შუამდინარული ხელოვნება

       ძვ. წ. IV-III ათასწ. მიჯნაზე შუამდინარეთში ყალიბდება პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. ძირითადად მის კულტურაში გამოიყოფა შემდეგი შემადგენელი ნაწილები: შუმერ-აქადის, ბაბილონის, ასურეთის და ახალი ბაბილონის.ეგვიპტისაგან განსხვავებით, შუამდინარეთში ძირითადი საამშენებლი მასალა იყო თიხა აგური და ალიზი. ნაგებობები ტაძრები და სასახლეები შენდებოდა ხელოვნურ მიწაყრილებზე, რათა ისინი დაცული ყოფილიყო ნესტისა და წყალდიდობისაგან. მძლავრი საკულტო კოშკები ზიკურატები საკმაოდ მოგვაგონებს საფეხუროვან პირამიდებს, მაგრამ ეგვიპტური პირამიდებისაგან განსხვავებით მათ არ ჰქონდათ სამარხის დანიშნულება და საერთოდ არ გააჩნდათ ინტერიერი, გარდა მცირე ტაძრისა, რომელიც კენწეროზე იყო განლაგებული და ღვთაების საცხოვრებლად ითვლებოდა. შუმერული 3-საფეხურიანი ზიკურატის შავი, წითელი და თეთრი ფერის საფეხურები ერთმანეთს პანდუსებით უკავშირდებოდა. ყველაზე გრანდიოზული იყო მთვარის ღვთაების ნანას ზიკურატი ურში, ანუ ურნამუ.უნდა აღინიშნოს, რომ შუამდინარეთში, რელიგიური არქიტექტურის გარდა, განვითარებული იყო აგრეთვე საცხოვრებელი და სათავდაცვო არქიტექტურაც, ასეთია, მაგალითად, სარგონ II-ის სასახლის კომპლექსი დურ-შარუკინში. მაღალ პლატფორმაზე შემდგარი უზარმაზარი სასახლისკენ პანდუსები მიდიოდა, ცენტრალური შესასვლელი ფრთოსანი ხარების ფიგურებით იყო ფლანკირებული. მრავალრიცხოვანი შიდა ეზოები, დარბაზები და ოთახები უაღრესად მდიდრულად იყო შემკული. კედლები რელიეფებით, ფრესკებითა და მოზაიკებით იყო მორთული, სადაც გამსახულია ნადირობისა და საბრძოლო სცენები, სასახლეში მოწყობილი იყო წყლისა და კანალიზაციის რთული სისტემები.
ასურეთის დაცემის შემდეგ განსაკუთრებით აყვავდა ახალი ბაბილონის კულტურა. ქალაქი გარშემორტყმული იყო ლურჯად მოჭიქული აგურის კედლებით, სადაც 8 მასიური კარიბჭე იყო დატანებული. ცენტრალური ქალღმერთ იშთარის კარიბჭიდან პროცესიათა გზა მიემართებოდა მარდუკის ტაძრისა და ეტემენანკის ზიკურატისკენ. შუმერულ-აქადური ზიკურატებისაგან განსხვავებით, ბაბილონსა და ასურეთში ზიკურატები 7 საფეხურიანი იყო, თითოეული მათგანი სხვადასხვა პლანეტისადმი იყო მიძღვნილი და სხვადასხვა ფერად იღებებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი იყო ეტემენანკის ზიკურატიც, რომელიც ბიბლიურ ბაბილონის გოდოლთან~ ასოცირდება. აქვე იყო განლაგებული სასახლის გამაგრებული კომპლექსიც, რომლის ძირითადი ნაწილი მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის დროს აიგო. მისი ბრძანებითვე გაშენდა სახელგანთქმული დაკიდული ბაღები", (ე.წ.სემირამიდას ბაღები), მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება.


კრეტა-მიკენის (ეგეოსის) არქიტექტურა

       ძვ. წ. III-II ათასწლეულებში კუნძულ კრეტაზე, სამხრეთ საბერძნეთის ქალაქებში მიკენსა და ტირინთოში და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ყვაოდა კრეტა-მიკენის, ანუ ეგეოსის კულტურა. მას აგრეთვე უწოდებენ მინოსურს" კრეტის ლეგენდარული მეფე მინოსის სახელის მიხედვით. კუნძულ კრეტაზე სრულიად არ არსებობდა სათავდაცვო და რელიგიური არქიტექტურა, სამაგიეროდ განვითარების ძალზე მაღალ დონეს მიაღწია საცხოვრებელმა არქიტექტურამ. ქალაქებში კნოსოსში, ფესტოსში, აგია-ტრიადაში და სხვ., არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბრწყინვალე სასახლეები იქნა აღმოჩენილი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კნოსოსის სასახლე, რომელსაც მეფე მინოსის მინოტავრის ლაბირინთს უკავშირებენ. თვით ეს სიტყვა წარმოდგება ბერძნული სიტვისაგან ლაბრის", რაც ხარის რქების სიმბოლურ გამოსახულებას ნიშნავს. იგი მართლაც ხშირად გვხვდება კრეტაზე, რადგანაც აქ ხარის კულტი იყო გავრცელებული. ისევე, როგორც ლეგენდარულ ლაბირინთში, ამ უზარმაზარი და მრავალსართულიანი შენობის გეგმა მართლაც ძალზე რთულია. ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის არქიტექტურული ძეგლებისაგან განსხვავებით, იგი ასიმეტრიული და თავისუფალი გეგმარებით გამოირჩევა. ცენტრში განლაგებული იყო ღია ეზო, რომლის გარშემო დაჯგუფებულია უამრავი სათავსო საზეიმო დარბაზები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ოთახები, დერეფნები და კიბეები. სასახლე სრულიად არ არის გამაგრებული კრეტელებს საუკეთესო ფლოტი ჰყავდათ და თავდასხმის არ ეშინოდათ, სამაგიეროდ, იგი უაღრესად მდიდრულად, კომფორტულად და ლამაზადაა მოწყობილი ნათელი, მჟღერი ფერებით შესრულებული მხიარული ფრესკები და რელიეფები, მოელვარე წითელი სვეტები შავი სვეტისთავებით, აუზები, წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემა.

       ძვ. წ. XV ს-ში ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად კრეტის კულტურა წყვეტს არსებობას, სამაგიეროდ, განვითარებას იწყებს მიკენის კულტურა. მიუხედავად იმისა, რომ პელოპონესის ქალაქების - მიკენის, ტირინთოს, ორქომენოსის და სხვ. კულტურამ ბევრი რამ ისესხა მინოსურისაგან, მაინც მათი არქიტექტურა საკმაოდ განსხვავდება კრეტის ხუროთმოძღვრე¬ბისაგან. აქაური დასახლებები კარგადაა გამაგრებული, მძლავრი კედლებითაა გარსშემორტყმული და შემაღლებულ ფერდობებზეა განლაგებული. ეს კედლები მშრალი წყობითაა ნაგები ქვის უზარმაზარი კვადრებისაგან, ასეთ წყობას ციკლოპური" ეწოდება, ვინაიდან ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ისინი გიგანტი ციკლოპების მიერაა აგებული. ქალაქ მიკენის ჭიშკარი ორი უშველებელი ფილისგან შედგება, რომლებსაც ზემოდან ორი ლომის ამსაველი რელიეფი ფარავს, ამიტომ მას ლომების ჭიშკარს~ უწოდებენ. ასეთივე წყობითაა აგებული მეფეთა აკლდამები, კერძოდ ატრიდების აკლდამა, მრგვალი სათავსო, რომლის გუმბათი ყველაზე დიდად ითვლებოდა ძველი მსოფლიოს ნაგებობათაგან რომის პანთეონის აშენებამდე.
კნოსოსის სასახლისაგან განსხვავებით, მიკენის სამეფო სასახლე უბრალოებითა და სიმეტრიით გამოირჩევა, მის ბირთვს წარმოადგენს მეგარონი მართკუთხა დარბაზი ცენტრში კერით, რომლის ზემოთ ჭერში ღიობია დატანებული, ჭერი ოთხ სვეტს ეყრდნობა. შესასვლელს წარმოადგენს ორსვეტიანი პორტიკი, რომელიც კედლის ორ შვერილს (ანტებს) შორისაა განლაგებული. შემდგომში მეგარონიანი და ანტებიანი შენობის ტიპი საფუძვლად დაედო ანტიკური ბერძნული ტაძრის ნაგებობას.


ანტიკური საბერძნეთის არქიტექტურა

       ანტიკური საბერძნეთის ხელოვნების ისტორია მოიცავს 3 ძირითად პერიოდს. ესენია: 1) არქაიკა (ძვ. წ. VII-VIსს), 2) კლასიკა (ძვ.წ.V-IVსს) 3) ელინიზმი (ძვ.წ. III-II სს). საბერძნეთში განვითარებული იყო როგორც საცხოვრებელი, ისე სამოქალაქო არქიტექტურა: თეატრები, სტადიონები, იპოდრომები, პინაკოთეკები, გიმნასიუმები და სხვ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია საკულტო არქიტექტურა. უნდა აღინიშნოს, რომ მან დიდად განსაზღვრა მომავალში არქიტექტურის განვითარების გზა.
ბერძნული ანტიკური არქიტექტურის ძირითადი სახე ჯერ კიდევ არქაიკის ხანაში ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ აქ, განსხვავებით ეგვიპტისა და შუამდინარეთისაგან, არქიტექტურა არ მიისწრაფოდა ზებუნებრივი, დამთრგუნავი გრანდიოზულობისაკენ ყველაფერი ზომიერია, პროპორციულია, ყველაფერი შეესაბამება ადამიანის მოთხოვნილებებს და მისი თანაზომიერია. მის არსს ზუსტად გამოხატავს ფილოსოფოს პროთაგორას სიტყვები:ადამიანია ყველაფრის ზომა. თეთრი კირქვის ან მარმარილოსაგან ნაგები ტაძრები საკმაოდ უბრალო გეგმისაა და არასოდეს არაა გადატვირთული შემკულობით, მაგრამ ლაკონური, მკაფიო ფორმები, უნაკლო პროპორციები და ნათელი, ხალისიანი იერი ჰარმონიულობას ანიჭებს მათ. ბერძნული ტაძრის ფორმა მიკენური მეგარონიდან მომდინარეობს. ანტებიანი ტაძარი პრაქტიკულად იმეორებს მის ფორმას: საფეხუროვან საფუძველზე (სტილობატზე) განთავსებულია მართკუთხა სათავსო ცელა, ანუ ნაოსი, რომლის წინ გამოშვერილი კედლები ანტები, შუაში ორი სვეტით, შესასვლელ პორტიკს (პრონაოსს) ქმნის. ცელაში ღვთაების ქანდაკება იდგა და იქ უბრალო მოკვდავთა შესვლა აკრძალული იყო მლოცველები ძირითადად ტაძრის გარეთ იყრიდნენ თავს.
არსებობს ტაძრის რამდენიმე ვარიაცია, მაგრამ ძირითადად ისინი მართკუთხა ფორმისაა, სვეტებით გარშემორტყმული, ორქანოვანი სახურავით და ბრტყელი ჭერით. მრგვალი ტაძრები გაცილებით იშვიათად გვხვდება.

ბერძნული ტაძრის ძირითადი ტიპები:

ანტებიანი ტაძარი, პროსტილი, ამფიპროსტილი,პერიპტერი და დიპტერი თოლოსი.

ორდერული სისტემა


       ბერძნული არქიტექტურა მკაცრადაა რეგლამენტირებული აგების წესით, ანუ ორდერით (ლათ. ორდო - წესრიგი). ტაძრის კონსტრუქცია შედგება 3 ნაწილისაგან: საფეხუროვანი საფუძველი (სტილობატი); სვეტები და მათზე დაყრდნობილი ზედა ნაწილი ანტაბლემენტი. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შედგება 1)არქიტრავის, 2) ფრიზის და 3) კარნიზისაგან. სახურავის ქვემოთ დარჩენილ სამკუთხა სივრცეს, რომელსაც ქანდაკებებით ამკობდნენ, ეწოდება ფრონტონი. თვით სვეტი შედგება სვეტის ტანის, სვეტისთავის (ანუ კაპიტელის) და ბაზისისაგან. სვეტი ვერტრიკალური ღარებით, ანუ კანელიურებით იფარებოდა.არსებობს 3 ძირითადი ორდერი: 1) დორიული. იგი ყველაზე ჯმუხი და ძლიერი პროპორციებისაა და ამიტომ ასოცირდებოდა მამაკაცის ფიგურასთან. ზოგჯერ სვეტის მაგივრად ქანდაკებას, ე.წ. ატლანტს (ატლასს) დგამდნენ. დორიული ორდერის კაპიტელი ყველაზე უბრალოა, ბაზისი კი სულ არ გააჩნია. (აპოლონის ტაძარი კორინთოში, ზევსის ტაძარი ოლიმპიაში).
2) იონური ორდერი. მას უფრო თხელი და მაღალი პროპორციები და დახვეული ვოლუტებით შემკული სვეტისთავი აქვს. იონურ ორდერს ქალის ფიგურას უკავშირებდნენ და სვეტის მაგივრად ზოგჯერ ქალიშვილების _ კორების, ანუ კარიატიდების ქანდაკებებს იყენებდნენ. (ჰერას ტაძარი კ. სამოსზე, არტემიდეს ტაძარი ეთესოში).


3) კორინთული ორდერი. იგი უფრო გვიან ჩამოყალიბდა, ვიდრე წინა ორი და ყველაზე მაღალი, მდიდრული და ელეგანტურია. სვეტისთავები უმეტესწილად აკანთის ფოთლების ორნამენტითაა შემკული. (ზევს ოლიმპოელის ტაძარი ათენში, ლისიკრატეს ძეგლი ათენში).

ათენის აკროპოლისი

       ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანი ძეგლია ათენის აკროპოლისის კომპლექსი (ძვ. წ. V ს., საერთო ხელმძღვანელობა და სკულპტურული დეკორი ეკუთვნის სახელგანთქმულ მოქანდაკე ფიდიასს). . მისი შემადგენელი ნაწილებია:
1. საზეიმო შესასვლელი  პროპილეი (არქ. მნესიკლე), ასიმეტრიული ორნაწილიანი ნაგებობა დორიული სვეტებით.
2. უფრთო ნიკეს ტაძარი (არქ. კალიკრატე), პატარა იონური ნაგებობა ქალღმერთ ნიკეს შესანიშნავი რელიეფებით.
3. მთავარი ტაძარი პართენონი, ანუ ქალწულ ათენას ტაძარი (არქ. იქტინე და კალიკრატე), ყველაზე დიდი დორიული ტაძარი. შიგნით იყო 2 სათავსო: ერთში იდგა ათენას ქანდაკება, მეორეში განთავსებული იყო საგანძური. ინტერიერებში გამოყენებული იყო იონური ორდერი, რაც უფრო კამერულ და მყუდრო შთაბეჭდილებას ქმნიდა.
4. ერეხთეიონი ათენას და პოსეიდონის ტაძარი (არქ. არქილოქე და ფილოკლე). იონური სტილის ეს ნაგებობა გაცილებით მცირე ზომისაა, ვიდრე პართენონი, მაგრამ უფრო რთული, ასიმეტრიული და მრავალდონიანი სტრუქტურა აქვს. აქ ორი ცელაა (ყოველი ღვთაებისთვის ცალკე), აღმოსავლეთიდან აქვს 6 სვეტიანი პორტიკი, ჩრდილოეთიდან 4-სვეტიანი, ხოლო სამხრეთიდან ე,წ. კორების პორტიკი".
5. ეზოში აღმართული იყო ფიდიასისეული ათენა პრომახოს (მებრძოლი ათენა), ბრინჯაოს ქანდაკება.

ძველი რომის არქიტექტურა

       ანტიკური საბერძნეთის მემკვიდრე გახდა რომი, რომელმაც ელადა ძვ.წ. II ს-ში დაიპყრო. რომმა ბევრი რამ ისესხა საბერძნეთისაგან, მათ შორის ორდერული სისტემა, სვეტებიანი ტაძრის ტიპები, თეატრი და სხვ. გარდა ამისა, რომის კულტურამ ბევრი რამ შეითვისა ეტრუსკებისა და აღმოსავლეთის ხალხებისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომაულ არქიტექტურას სრულიად თვითმყოფადი სახე აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ აქ გაცილებით უფრო განვითარდა პრაქტიკული დანიშნულების მქონე ნაგებობების  თერმების (აბანოების), ხიდების, აკვედუკების (წყალგაყვანილობის სისტემისათვის საჭირო თაღედების), გზების მშენებლობა. მშენებლობის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგი მათგანი დღესაც ფუნქციონირებს. აგრეთვე ტიპური რომაული არქიტექტურული სახეა სატრიუმფო თაღი  ნაგებობა, რომელიც გამოიყენებოდა ტრიუმფების  საბრძოლო გამარჯვებების აღსანიშნავი ზეიმების დროს და რომელშიც საზეიმოდ უნდა გაევლო მხედართმთავარსა და ჯარს (ტიტუსის თაღი, კონსტანტინეს თაღი).

ტიტუსის თაღი

       შემდგომში სატრიუმფო თაღები მთელ ევროპაში გავრცელდა, მაგრამ უკვე როგორც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულების ძეგლები. ასევე წმინდა რომაული არქიტექტურული ტიპია ამფითეატრი ოვალური ფორმის ღია ნაგებობა, რომელიც ტრიბუნებით გარშემორტყმულ არენას წარმოადგენს და რომელიც გლადიატორთა ბრძოლებისა და სხვადასხვა შეჯიბრებებისათვის გამოიყენებოდა. ყველაზე დიდი და ცნობილი ამფითეატრია კოლიზეუმი, ანუ ფლავიუსების ამფითეატრი (ახ.წ. I ს.), რომელიც 60-80 ათასამდე მაყურებელს იტევდა.  თეატრების აგება რომაელებმა ბერძნებისაგან ისწავლეს, მაგრამ აქაც საკმაოდ განხვავებულ, თავისებურ შედეგს ვიღებთ: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რომაული თეატრი არის მცირე, მხოლოდ ელიტარული პუბლიკისთვის განკუთვნილი, და არა მასობრივი სანახაობა, როგორც ეს ელადაში იყო - რომში ამ როლს სწორედ ამფითეატრი ასრულებს. ამ შემთხვევაში არქიტექტურა ზუსტად ასახავს იმ დიდ განსხვავებას, რომელიც არსებობდა ძველი საბერძნეთისა და რომის ყოფასა და კულტურას შორის. გარდა ამისა, საკმაოდ განსხვავდება არა მარტო ნაგებობათა ზომები, არამედ ტიპიც: ბერძნული თეატრი პირდაპირ ბუნებრივ ფერდობზეა გაშლილი, რომაული კი რამდენიმე სართულიან ნაგებობას წარმოადგენს (მაგ., მარცელუსის თეატრი). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რომაული ნაგებობაა პანთეონი, რაც ნიშნავს `ყველა ღმერთის ტაძარს  გრანდიოზული როტონდა, ანუ მრგვალი გუმბათოვანი ნაგებობა. მისი 42 მეტრიანი გუმბათი ძველ მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო.  რომაელებს ასეთი გიგანტური შენობების აგების საშუალებას აძლევდა ახალი ტექნიკა  ბეტონის და აგურის გამოყენება. ბერძნები, რომლებიც თავის ტაძრებს მარმარილოს კვადრებისაგან მშრალი წყობით აგებდნენ (ხანდახან ბლოკებს სიმაგრისთვის ლითონის ღერებს აყოლებდნენ), ვერ ააშენებდნენ იმაზე დიდ ნაგებობებს, რომლებსაც ქვის გამძლეობა შეესაბამებოდა, ხოლო ბეტონი, გაცილებით უფრო მოქნილი მასალა, პრაქტიკულად შეუზღუდავი ზომის შენობების აგების და გადახურვის საშუალებას იძლეოდა.  რომაულ ქალაქებში ბირთვს წარმოადგენდა ცენტრალური მოედანი, ანუ ფორუმი, სადაც განლაგებული იყო ხოლმე ტაძარი, სატრიუმფო თაღები, ქანდაკებები, საზოგადოებრივი და სავაჭრო ნაგებობები. ეს უკანასკნელები ბაზილიკებში იყო ხოლმე განთავსებული  წაგრძელებული ტიპის შენობებში, რომლებიც სვეტების მწკრივებით 3 ან 5 გრძელ ნავად იყოფოდა. შუა ნავი სხვებზე მაღალი იყო და ნახევარწრიული აბსიდით სრულდებოდა. ამ ტიპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობაა მაქსენციუსის ბაზილიკა, რომელიც რომის ფორუმზეა განლაგებული.  უაღრესად მდიდრულ და გრანდიოზულ შენობებში იყო განლაგებული რომაული თერმებიც. მაგ., კარაკალას და დიოკლეტიანეს თერმები შეიცავდა არა მარტო ცხელი და ცივი წყლის აუზებსა და აბაზანებს, არამედ სავარჯიშო დარბაზებს, დასასვენებელ ოთახებს, მაღაზიებს და ბიბლიოთეკებსაც კი.  რომაული საცხოვრებელი არქიტექტურა ძირითადად ორი ტიპისაა მრავალსართულიანი ინსულები ქალაქის ღარიბი მოსახლეობისთვის და დომუსის ტიპის ვილები შეძლებული ფენისთვის. ამ უკანასკნელის სათავსოები ღია ეზოს გარშემო იყო განლაგებული, ოთახები ფრესკებით იყო მოხატული. ამ ტიპის შენობებზე ნათელ წარმოდგენას გვაძლევს პომპეის და ჰერკულანუმის ვილები.

ნახვა: 8552

გამოხმაურებები!

აი, ეს დიდებული პოსტია! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters