children, god, interesting, letters_for_god, qwelly, ბავშვები, ეს_საინტერესოა, საკითხავი, ფაქტები, ღმერთი, წერილები, წერილები_ღმერთს

ბავშვები ორიგინალურები და გულწრფელები არიან!

ერთ-ერთმა გაზეთმა მოაგროვა მათი წერილები ღმერთისადმი გაგზავნილი. აი, ისინიც:

მეორე კლასელი:
      "გამარჯობა ღმერთო, როგორ ხარ? რას შვრები? როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან?"

მეოთხე კლასელი:
      "შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ, ვინ ილოცებს შენთვის?"

მეოთხე კლასელი:
      "საიდუმლოდ გეტყვი, როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს, მე შენს მაგივრად მრრცხვენია. "

მესამე კლასელი:
      "რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?"

მეოთხე კლასელი:
      "ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?"

მესამე კლასელი:
      "მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ, მაგრამ დედა და მამა უფრო, ხომ არაუშავს?"

პირველ კლასელი:
      "შეიძლება რომ მე არ მოკვდე?"

მეორე კლასელი:
      "აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან, შენი ბიზნესია?"

მეორე კლასელი:
      "ღმერთო სად არის ქრისტე ახლა? რას აკეთებს?"

მესამე კლასელი:
      " შენ გაქვს გონება, თუ მთლიანად სულისგან შედგები?"

პირვეკლასელი:
      "შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა. რომელი?"

მესამე კლასელი:
      " ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია, შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან ხო?"

მეორე კლასელი:
      "ღმერთო, თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს - ეს სიყვარულია?"

მეორე კლასელი:
      "რატომ ზრდიდნე ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც-და ის მკვდარია?"

მეორე კლასელი:
      "რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში, რომ დედამ არ მცემოს?"

პირველკლასელი:
      "აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული? მარჯვენა და მარცხენა მხარეები?"

პირვეკლასელი:
      "როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო? მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?"

მეორე კლასელი:
      "იქნებ, შემიძლია რამით დაგეხმარო?"

მესამე კლასელი:
      "რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო? შენ ასე მცდი?"

მესამე კლასელი:
      " რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა, რომ მას სულ არ უმართლებს?"

მესამე კლასელი:
      "ახლა, მეორედ შექმნიდი ადამიანს?"

მეორე კლასელი:
      "რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ, და უბრალოდ ეშინია შენი?"

მეოთხე კლასელი:
      "რა იქნებოდა დედამიწაზე, ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?"

მეოთხე კლასელი:
      "მინდა ვიცოდი რას აპირებ, დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?"

მეოთხე კლასელი:
      "მე დავიბადე, მიმოვიხედე... სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია"

მესამე კლასელი:
      "რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები, ეხლა კი არ შეუძლიათ? ნუ გაიხსენე, გველიც კი ელაპარაკებოდა ევას"

მესამე კლასელი:
      "რისთვის ვბერდებით?"

პირვეკლასელი:
      "შენ ბედნიერი ხარ?"

მესამე კლასელი:
      "რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს, რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?"

მეოთხე კლასელი:
      "შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი, და უცხოპლანეტელი?"

მესამე კლასელი:
      "ისე არ მოგსვლია? ვიღაც გესიმპათიურება, ის კი შენსკენ არც კი იყურება"

მეორე კლასელი:
      "როდესაც გიყვარს, რატომ მოგწონს ყველაფერი, ერბოკვერცხიც კი?"

მეორე კლასელი:
      "რამდენჯერ შევცდები სიყვარულში? სამჯერ უკვე არის"

მეოთხე კლასელი:
      "მე ძალიან გარცხვენ?"

მესამე კლასელი:
      "შეიძლება ხანდახან დაგესიზმრო?"

მეოთხე კლასელი:
      "ღმერთო, მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის. მაგრამ ახლა დამეხმარე, მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის. მე მას ყოველთვის ველოდები, რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი. ძალიან გთხოვ, დამეხმარე. ეს ცემი ყველაზე დიდი სურვილია. მერე არ შეგაწუხებ, სიკვდილიც კი რო მომიწიოს. "

მესამე კლასელი:
      "მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო, მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება"

მეოთხე კლასელი:
      "ამბობენ, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ, ვიღაცის სახით ბრუნდება უკან. გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი, ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით."

მეორე კლასელი:

      "მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე"

მესამე კლასელი:
      "გააკეთე ისე, რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ. ღმერთო დამეხმარე, მე მოწევას დავანებებ თავს"

მეორე კლასელი:
      "ჩემთვის არა, კაცობრიობისთვის გთხოვ. გააკეთე ისე, რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს, ვიდრე უწერია"

მესამე კლასელი:
      "ნუ ბრაზდებით ადამიანებზე"

მეორე კლასელი:
      "მინდა რომ ჩემი დაბადების დღე, ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს. საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს"

მეოთხე კლასელი:
      "ღმერთო, პირველად რომ გნახავ, არაფერს არ გთხოვ. შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ"

მესამე კლასელი:
      "შენ დაპირდი დაიცვა სუსტები, დაჩაგრულები... რაღაც ამას ვერ ვხედავ"

მესამე კლასელი:
      "გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი... ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ"

მეოთხე კლასელი:
      "ძალიან მინდა, რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები"

მესამე კლასელი:
      "გთხოვ გააკეთე ისე, რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ"

მეორე კლასელი:
      "ღმერთო, მოდი მოვრიგდეთ. მე მჯერა შენი, შენ კი-ჩემი"

მეოთხე კლასელი:
      "გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან"

მეორე კლასელი:
      "მიშვილე და შენ როცა დაბერდები, ჭიქა წყალს მოგაწვდი"

მესამე კლასელი:
      "მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს, მაგრამ თუ ძნელია, ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ"

მეორე კლასელი:
      "ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში, მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა - ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ ... მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი"

მეოთხე კლასელი:
      "ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ…და რისთვის? ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება"

პირველკლასელი:
      "რა საშიშია, თუ ხვალე არ დადგება"

მეორე კლასელი:
      "გთხოვ, მომიტევე ჩემი ცოდვები. ვიცი ბევრი ჩავიდინე, მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი"

მეოთხე კლასელი:
      "ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანები"

მეოთხე კლასელი:
      "შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო? თუ არა, მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას, დაწყნარებული სულით"

ტეგები: Qwelly, ბავშვები, საინტერესო, ფაქტები, ღმერთი, წერილები

ნახვა: 1405

გამოხმაურებები!

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

გეთანხმებიიი მარიამ :)) კარგიი პოსტიააააა :)) 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

საამწუხაროოდ სულ ხელს უუშლიით რაღაც რომ იყვნენ ასეთი გულლწრფელები :))

Ana_მ თქვა:

მე მგონი რომ უფროსებიც ასეთებია არიან უბრალოდ ხელს უშლით ის რომ იმ დროს  უფრო "მნიშვნელოვანი" საკითხები აქვთ გადასაჭრელი:)))))))

პატარები კი უდავოდ გულწრფელები არიან სულლლ:))))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

გენაცვალეთ :) :*

რამდენიც არ უნდა შევუშალოთ მარიამ მაინც ასეთები ანუ გულწრფელები არიან :)) ნამდვილები და ყველაზე კარგებიი :) 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

საამწუხაროოდ სულ ხელს უუშლიით რაღაც რომ იყვნენ ასეთი გულლწრფელები :))

Ana_მ თქვა:

მე მგონი რომ უფროსებიც ასეთებია არიან უბრალოდ ხელს უშლით ის რომ იმ დროს  უფრო "მნიშვნელოვანი" საკითხები აქვთ გადასაჭრელი:)))))))

პატარები კი უდავოდ გულწრფელები არიან სულლლ:))))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

კახა მე იმას ვიტყვი რომ უზრდელი და ტუტუციი ბავშვები არ მიყვარს და მასეთები ნამდვილად შლიან ჩემს ნერვებს :D :D :D 

Kakha_მ თქვა:

ხელს უშლი პატარებს?? არ მგონია პირიქით ისენი გვიშლიან ხელს ყველაფერში, ყველაფერი არეული და დამტვრეული:D:D:D

Brolika Qiqava_მ თქვა:

რამდენიც არ უნდა შევუშალოთ მარიამ მაინც ასეთები ანუ გულწრფელები არიან :)) ნამდვილები და ყველაზე კარგებიი :) 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

საამწუხაროოდ სულ ხელს უუშლიით რაღაც რომ იყვნენ ასეთი გულლწრფელები :))

Ana_მ თქვა:

მე მგონი რომ უფროსებიც ასეთებია არიან უბრალოდ ხელს უშლით ის რომ იმ დროს  უფრო "მნიშვნელოვანი" საკითხები აქვთ გადასაჭრელი:)))))))

პატარები კი უდავოდ გულწრფელები არიან სულლლ:))))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

არა პატარებზე ვთქვიიი :D :))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

დიდებზეე ამბობ ბროლ???

Brolika Qiqava_მ თქვა:

რამდენიც არ უნდა შევუშალოთ მარიამ მაინც ასეთები ანუ გულწრფელები არიან :)) ნამდვილები და ყველაზე კარგებიი :) 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

საამწუხაროოდ სულ ხელს უუშლიით რაღაც რომ იყვნენ ასეთი გულლწრფელები :))

Ana_მ თქვა:

მე მგონი რომ უფროსებიც ასეთებია არიან უბრალოდ ხელს უშლით ის რომ იმ დროს  უფრო "მნიშვნელოვანი" საკითხები აქვთ გადასაჭრელი:)))))))

პატარები კი უდავოდ გულწრფელები არიან სულლლ:))))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

კი როგორ არა ხომ განსხვავდებიან ზრდილობიანი და უზრდელები :D :D ბავშვი ცელქიიი კაია მაგრამ უზრდელი არა !! :D 

Ana_მ თქვა:

ტუტცები ნერვების მოშლის გარდა არაფერს არ აკეთებენ :D
მაგრამ ვინმემ იცის როგორ უნდა განვასხვავოთ ერთი მეორისგან?:D:D
Brolika Qiqava_მ თქვა:

კახა მე იმას ვიტყვი რომ უზრდელი და ტუტუციი ბავშვები არ მიყვარს და მასეთები ნამდვილად შლიან ჩემს ნერვებს :D :D :D 

Kakha_მ თქვა:

ხელს უშლი პატარებს?? არ მგონია პირიქით ისენი გვიშლიან ხელს ყველაფერში, ყველაფერი არეული და დამტვრეული:D:D:D

Brolika Qiqava_მ თქვა:

რამდენიც არ უნდა შევუშალოთ მარიამ მაინც ასეთები ანუ გულწრფელები არიან :)) ნამდვილები და ყველაზე კარგებიი :) 

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

საამწუხაროოდ სულ ხელს უუშლიით რაღაც რომ იყვნენ ასეთი გულლწრფელები :))

Ana_მ თქვა:

მე მგონი რომ უფროსებიც ასეთებია არიან უბრალოდ ხელს უშლით ის რომ იმ დროს  უფრო "მნიშვნელოვანი" საკითხები აქვთ გადასაჭრელი:)))))))

პატარები კი უდავოდ გულწრფელები არიან სულლლ:))))

მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:

რააააა სააყვარლეებიი არიან პატარეეები <3

:)))))))))))))))))))))))) რა ნაცნობია..ეს მე წარვადგინე პედაგოგიკის ლექციაზეეე..და  მოწონება დავიმსახურე ..ზუსტად ლექციას შეესაბამებოდა და თვით კმაყოფილი ვიყავი

samwuxarod me sul sxva ragac davinaxe aq wakitxulit . . . .

:D

ნათი მორბედაძე ნათია შენ იყავი იმ ლექციაზე?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Throne and Liberty reaches new heights in this encounter

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 25, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the ever-expanding realm of TL Lucent, the challenge and thrill of guild raid bosses have become a pinnacle experience for seasoned adventurers. Among these formidable foes stands Cornelius, a Level 48 Raid Boss that demands the combined might of guild members to conquer. This article explores the epic encounter with Cornelius, shedding light on the strategies, intricacies, and the awe-inspiring Longbow gameplay captured in stunning 1440p epic quality.

The Enigma of…

გაგრძელება

How To Reset Skill Points Sometimes

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

How To Trade

You can access the Trade Market from Path of exile currency the pause menu or by interacting with the Trade Market board in town. From here you can select the category, then choose the specific item you're looking for, and you'll be able toput your items up for trade to make an offer.

Some items on the Trade Market have specific asking trade prices. Some of these prices are negotiable, but others strictly require their asking price for a successful trade.

You…

გაგრძელება

Throne and Liberty provide a thrilling blend

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.

Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent

the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.

Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.

Now, let's explore the synergies and dynamic combos that…

გაგრძელება

Dark and Darker Mobile combines battle

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch

The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…

გაგრძელება

Qwelly World

free counters