„რა ბედნიერები არიან ისინი, ვინც სასახლეში ცხოვრობენ და ყოველგვარი სიკეთით ტკბებიან“, - ამბობენ ამა სოფლის ადამიანები. თუმცა ნეტარი ისაა, ვინც შეძლო, გაეუბრალოებინა თავისი ცხოვრება, თავი გაეთავისუფლებინა ერული სრულყოფილების მარყუჟისაგან - მრავალგვარი კომფორტისაგან, რომლებიც სირთულეთა სიმრავლეს შობს და გათავისუფლებულიყო ამაჟამინდელი ეპოქის საშინელი სულიერი შფოთისაგან. თუ ადამიანი ასე არ გაამარტივებს თავის ცხოვრებას, იგი დაიტნაჯება, მაშინ, როცა გამარტივების შემთხვევაში, ის ამ სულიერი შფოთისგან გათავისუფლდება.

ერთხელ სინაზე ჩამოსულმა გერმანელმა მეტად ჭკვიანურად მოაზროვნე პატარა ბედუინ ბიჭს უთხრა: 

„- შენ გონიერი ბიჭი ხარ და შეგიძლია, განათლება შეიძინო“. „- და მერე რა იქნება?“ - ჰკითხა მან. „- შემდეგ შენ ინჟინერი გახდები“. „- და შემდეგ?“, - შემდეგ ავტომობილების შესაკეთებელ სახელოსნოს გახსნი“. „- შემდეგ?“ , - „შემდეგ მას გააფართოებ“. „და შემდეგ რაღა იქნება?“ „- შემდეგ სხვა ოსტატებს დაიქირავებ და დიდ სამუშაო პერსონალს დააკომპლექტებ“. „- გამოდის რა, - ეუბნება მას ბიჭუნა - თავდაპირველად მე ერთ თავს ავიტკივებ, შემდეგ კიდევ ერთს დავამატებ, მერე - კიდევ ერთს, და მერე - კიდევ ერთს. არ ჯობია ისე იყოს, როგორც ეხლაა - თავი მშვიდად მქონდეს?“ თავის ტკივილს უმეტეს შემთხვევაში სწორედ ასეთი აზრები იწვევს. „გავაკეთოთ ერთი, გავაკეთოთ მეორე“. ხოლო აზრები რომ სულიერი იყოს, ადამიანი სულიერ ნუგეშს იგრძნობდა და თავის ტკივილით არ დაიტანჯებოდა.

 ამჟამად ერის ადამიანებთან საუბარში მეც ხაზს ვუსვამ ხოლმე უბრალოების მნიშვნელობას. იმიტომ, რომ უმრავლესი ნაწილი იმისა, რასაც ისინი აკეთებენ, აუცილებელი სულაც არ არის. და მათ სულიერი შფოთი აწუხებთ. მე ადამიანებს უგემოვნობისა და ასკეტიზძის შესახებ ველაპარაკები, მე არ შევწყვეტ ძახილს: „გაამარტივეთ თქვენი ცხოვრება, რომ სულიერი შფოთი განქარდეს“. გაყრების უმეტესობა სწორედ აქედან იწყება. ადამიანებს ბევრი საქმე აქვთ, მათ იმდენი რამის კეთება უწევთ, რომ თავბრუ ეხვევათ. მუშაობს დედაც, მამაც, შვილები კი უმეთვალყურეოდ არიან დარჩენილნი. დაღლილობა, ნერვები, თვით უმნიშვნელო რამეც კი შეიძლება, სკანდალად იქცეს, რასაც ავტომატურად მოსდევს გაყრა. ხალხი უკვე აქამდეც დავიდა. მაგრამ ცხოვრება რომ გაემარტივებინათ, ადამიანები ძალ-ღონით აღსავსენი და ბედნიერები იქნებოდნენ. დიახ, სულიერი შფოთი - ეს წმინდა წყლის დაღუპვაა. ერთხელ მოხდა, რომ ძალიან მდიდრულ სახლში აღმოვჩნდი. საუბრის დროს პატრონებმა მითხრეს: „ჩვენ პირდაპირ სამოთხეში ვცხოვრობთ, სხვა ხალხი ხომ გაჭირვებას განიცდის“. „თქვენ ჯოჯოხეთში ცხოვრობთ, - მივუგე მე, - უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ [14] - უთხრა უფალმა უგუნურ მდიდარს: ქრისტეს რომ ეკითხა ჩემთვის: „სად გინდა მოგათავსო შენ, სადმე მიწურში თუ ამის მსგავს სახლში“, მე მივუგებდი: „რომელიმე ბნელ მიწურში“. იმიტომ, რომ მიწური მომიტანდა სიკეთეს. ის გამახსენებდა ქრისტეს, წმიდა მოწამეებს, მოღვაწეებს - „ხურელთა ქუეყანისთა“ [15] შეფარებულთ, ის მე მონაზვნურ ცხოვრებას გამახსენებდა. მიწური ცოტათი ჩემს სენაკსაც მიემსგავსებოდა და ეს გამახარებდა. ხოლო თქვენი სახლი რას გამახსენებს, ან რა სარგებლობას მომიტანს?! ამიტომ მიწურები მანუგეშებენ - არა მარტო ერულ სალონებზე მეტად, არამედ - შესანიშნავად მოწყობილ მონაზვნურ სენაკებზედაც. ათასგზის უკეთესია, იცხოვრო ციხეში, ვიდრე ასეთ სახლში.


მეორედ ათენში, მეგობართან გავჩერდი და მან მთხოვა, ერთ მრავალშვილიან მამას შევხვედროდი. ოღონდ აუცილებლად გათენებამდე, რადგან მას სხვა დრო არ ჰქონდა. მოვიდა ეს ადამიანი - ბედნიერი და დაუდუმებლად მადიდებელი ღვთისა. მას დიდი სიმდაბლე და უბრალოება ჰქონდა. მან მთხოვა, მისი ოჯახისათვის მელოცა. ეს კაცი 38 წლის იყო და შვიდი შვილი ჰყავდა. ბავშვები, თვითონ - ცოლთან ერთად და მშობლები, სულ თერთმეტი სული, ისინი ერთ ოთახში თავსდებოდნენ. მისთვის დამახასიათებელი უბრალოებით მიამბო: „ფეხზე რომ ვდგავართ, ოთახი ყველას გვყოფნის, თუმცა როცა ვწვებით, სივიწროვეა, მაგრამ ეხლა, მადლობა ღმერთს, სამზარეულოსათვის ფარდული გავაკეთეთ და მდგომარეობა შემსუბუქდა, ჩვენ ხომ, მამაო, ჭერქვეშ მაინც ვართ, სხვები მთლად ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ“. ის პირეაში [16] მუშაობდა და ათენში ცხოვრობდა, იმისათვის, რომ სამსახურში დროზე გამოცხადებულიყო, სახლიდან ჯერ კიდევ სიბნელით გადიოდა. ფეხზე დიდხანს დგომისა და მძიმე შრომისაგან მას ვენების ვარიკოზული გაგანიერება დაემართა, რის გამოც ფეხები აწუხებდა, მაგრამ ოჯახისადმი დიდი სიყვარული ამ ადამიანს აიძულებდა, ტკივილი და ავადმყოფობა დაევიწყებინა. ამასთან, იგი გამუდმებით თავს საყვედურობდა, ამბობდა, რომ სიყვარული არა აქვს, ქრისტიანისათვის აუცილებელ კეთილ საქმეებს ვერ აღასრულებს, ვერც ცოლს აქებს კეთილი საქმეებისთვის, რომელსაც ის აკეთებს. იგი მარტო ბავშვებზე კი არ ზრუნავს, არამედ - სიდედრსა და სიმამრზე, მოხუცებზე, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ. მათთან სახლში მიდის და „სუპსაც კი უხარშავს!“ ამ კეთილი მეოჯახის სახე ღვთის მადლით ბრწყინავდა. მან მოიპოვა ქრისტე და სიხარულით იყო აღსავსე ის ოთახი, რომელშიც ისინი თავსდებოდნენ, ასევე სამოთხისეული სიხარულით იყო სავსე. ის, ვინც ქრისტე ვერ მოიპოვა, სულიერი შფოთითაა აღძრული. ასეთ შემთხვევაში თერთმეტოთახიან სახლშიც კი ვერ მოთავსდებიან ორნი, მაშინ, როცა აქ თერთმეტი სული, ქრისტესთან ერთად, ერთში თავსდება.

რამდენი ადგილიც არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს - თვით სულიერ ადამიანებსაც კი - ადგილი მაინც არ ეყოფათ, იმიტომ, რომ ქრისტეს სამყოფი ადგილი არა აქვთ, იმიტომ, რომ ქრისტე მთლიანად ვერ თავსდება მათში. ფარასში მცხოვრებ ქალებს ეს ფუფუნება რომ ენახათ, რომელიც დღეს თვით ბევრ მონასტერშიც კია გამეფებული, ისინი შესძახებდნენ: „ღმერთი გარდამოავლენს ცეცხლს ციდან და დაგვფერფლავს ჩვენ, ღმერთმა მიგვატოვა!“ ფარასელები თავიანთ სამუშაოს შესანიშნავად უძღვებოდნენ. ისინი მიდენიდნენ თხებს, შემდეგ სახლში ამყარებდნენ წესრიგს, შემდეგ მიდიოდნენ სამლოცველოში ან რომელიმე გამოქვაბულში იკრიბებოდნენ და ის, ვისაც ცოტაოდენი კითხვა შეეძლო, დღის წმიდანის ცხოვრებას კითხულობდა. შემდეგ იესოს ლოცვას და მეტანიებს აღასრულებდნენ. მაგრამ ამის გარდა ისინი ხომ მუშაობდნენ კიდეც, იღლებოდნენ. ქალს უნდა შესძლებოდა მთელი სახლი შეემოსა, თანაც ხელით კერავდნენ. ხელის საკერავი მანქანები ქალაქშიც კი იშვიათობა იყო, სოფლებში კი ისინი გვიანობამდე არ მემოსულა. ისიც კარგი იყო, თუ მთელ ფარასში ერთი საკერავი მანქანა იქნებოდა. მამაკაცებს მეტად მოხერხებულ ტანსაცმელს უკერავდნენ, ხოლო წინდებს ჩხირებით უქსოვდნენ. ყველაფერს გემოვნებით, სიყვარულით აკეთებდნენ და კიდევ დრო რჩებოდათ, იმიტომ, რომ მათში ყველაფერი უბრალო იყო. მეორეხარისხოვანი რამ ფარასელ ქალებს არ აწუხებდათ. ისინი მონაზვნურ სიხარულს გრძნობდნენ, და თუ ვთქვათ, შეამჩნევდი, რომ პლედი საწოლზე უსწორმასწოროდ დევს და ეტყოდი მათ: „პლედი შეასწორეთ“. ისინი გიპასუხებდენ: „შენ რა, ლოცვაში გეშლება ხელი“.

დღევანდელი ადამიანებისათვის უცხოა ეს მონაზვნური სიხარული. ადამიანები თვლიან, რომ რაიმეს ნაკლულოვანების განცდა და ტანჯვა მათ არ უნდა ეხებოდეთ. ადამიანები ცოტა უფრო მონაზვნურად რომ აზროვნებდნენ, ისინი რომ უფრო უბრალოდ ცხოვრობდნენ, მაშინ უფრო მშვიდად იქნებოდნენ. ახლა ისინი იტანჯებიან, მათ სულებში შფოთი და სასოწარკვეთილებაა. „ამან და ამან მოახერხა და ორი მრავალსართულიანი სახლი ააშენა!“ ანდა - „ამან და ამან მოახერხა და ხუთი უცხო ენა ისწავლა!“ ან რაიმე ამის მსგავსი. „ხოლო მე - ამბობენ - საკუთარი ბინაც არ მაქვს, არც ერთი უცხო ენა არ ვიცი! მორჩა, დავიღუპე!“ ანდა ვინმე, ვისაც ავტომობილი აქვს, თავს იტანჯავს: „სხვისი მანქანა ჩემსაზე უკეთესია, მეც ისეთს ვიყიდი“. ყიდულობს სხვა მანქანას, მაგრამ სიხარული არც ამას მოაქვს, ვიღაც სხვას ხომ მაინც უკეთესი აქვს. ისეთსაც ყიდულობს, მაგრამ მერე შეიტყობს, რომ ვიღაცას საკუთარი თვითმფრინავი აქვს და კვლავ იტანჯება. ამას ბოლო არ უჩანს. ამ დროს ვიღაც ადამიანი, რომელსაც საერთოდ არა აქვს მანქანა, ღმერთს ადიდებს და ხარობს. „დიდება ღმერთს! - ამბობს იგი. - ნუ მექნება მანქანა, მაგარი ფეხები ხომ მაქვს და ფეხით სიარული შემიძლია: რამდენ ადამიანს ამპუტირებული აქვს ფეხები და მათ სიარული არ შეუძლიათ, სასეირნოდ გასვლა არ შეუძლიათ, ვიღაცის დახმარება სჭირდებათ!.. მე კი საკუთარი ფეხები მაქვს“. თავის მხრივ კოჭლი ადამიანი ამბობს: სხვებმა რა ქნან, ვისაც არც ერთი ფეხი არა აქვს?!“ - და ისიც ხარობს.

უმადურობა და გაუმაძღრობა - დიდი ბოროტებაა. ადამიანი, რომელიც მატერიალურსაა დამონებული, ყოველთვის მღელვარებისა და სულიერი შფოთის მონაა, რადგან ხან სულ კანკალებს და ეშინია, რომ სიმდიდრე არ დაკარგოს, ხან კი საკუთარი სიცოცხლის გამო შიშობს. ერთხელ ათენიდან ერთი მდიდარი მესტუმრა და მითხრა: „მამაო, მე შვილებთან კავშირი დავკარგე, მე დავკარგე ჩემი შვილები“. „- რამდენი შვილი გყავს?“ - ვკითხე მე. „ორი - მომიგო მან. - ჩიტის რძით გავზარდე ისინი, ყველაფერი ჰქონდათ, რაც სურდათ, მანქანაც კი ვუყიდე“. შემდეგ საუბრიდან გაირკვა, რომ თვითონ თავისი მანქანა ჰქონდა, ცოლს - თავისი და თითოეულ შვილს - თავისი. „სასწაულია ადამიანი, - ვუთხარი მე - იმის მაგიერ, რომ პრობლემები გადაგეწყვიტა, შენ კიდევ უფრო გაზარდე ისინი, ეხლა შენ დიდი გარაჟი გჭირდება მანქანებისთვის, მათი რემონტისთვის ოთხჯერ მეტი უნდა იხადო, აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ შენც და შენი ცოლ-შვილიც ნებისმიერ წუთში რისკავთ სიცოცხლეს. შენ რომ შენი ცხოვრება გაგემარტივებინა, ოჯახი უფრო შეკრული გექნებოდა, ერთი მეორეს გაუგებდა და მთელი ეს პრობლემები აღარ გექნებოდა. დამნაშავე იმის გამო, რაც თქვენთან ხდება, შენი შვილები კი არ არიან, არამედ - თავად შენ. ეს შენა ხარ დამნაშავე, რომ ისინი სხვანაირად არ გაზარდე“. ერთ ოჯახზე ოთხი ავტომობილი, გარაჟი, პირადი მექანიკოსი და ა.შ. და რა, განა არ შეიძლება, რომ ერთი ცოტა ადრე წავიდეს სადმე და მეორე - მოგვიანებით? ეს კომფორტი ხომ სირთულეებს შობს.

მეორეჯერ ჩემთან სენაკში მოვიდა მეორე ადამიანი, ასევე ხუთკაციანი ოჯახის უფროსი და მითრა: „მამაო, ჩვენ ერთი მანქანა გვაქვს, მაგრამ ორის ყიდვას კიდევ ვაპირებ. ასე უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის“. - „და რამდენად ძნელი იქნება, ამაზე არ გიფიქრია? - ვკითხე მე. - ერთს სადმე კართან აჩერებ, დანარჩენი ორი სად უნდა წაიღო“ შენ დაგჭირდება გარაჟი და ავზი - საწვავისათვის. ერთი საფრთხის მაგიერ - სამი დაგემუქრებათ, ჯობია, ერთი მანქანით დაკმაყოფილდეთ და ხარჯებიც შეზღუდოთ. დროც მეტი გექნებათ, შვილებს რომ ყურადღება მიაქციოთ და თვითონაც დამშვიდებული იქნებით, უბრალოებაა ყველაფრის საფუძველი“. - „დიახ, - ამბობს - ამაზე არ მიფიქრია“.

ნახვა: 819

Tamila Moshiashvili: სექტემბერი 4, 2013||2:34am

დავაკომენტარებ - ხვალ წასაკითხად მოვნიშნავ :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters