როდესაც ასე ახლოა გრემი,
მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,
რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით
რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის ბებერი,
არის დაღლილი და დანგრეული,
მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,
როგორც საყვარელ ქალის სხეული.

მე მაინც კეთილ ფიქრებით მავსებს
სახეგაპობილ კედლის ალმური
და უკვე ვიცი, რად მიყვარს ასე
ვაზიც, ჩუქურთმაც და სალამურიც.

მე ყველაფერი მომწონს და მიყვარს,
მე ყველაფერი მგონია ჩემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი,
როდესაც ასე ახლოა გრემი!

ოთარ ჭილაძე, 1959

ნახვა: 1719

ტეგები: Qwellyland, poetry, გრემი, ოთარ_ჭილაძე, ოთო

Oto: მარტი 29, 2013||11:04pm

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, 
უცახცახებდა პატარა მხრები. 
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით, 
თავგანწირულად დნებოდა თოვლი. 

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი, 
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი. 
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი, 
მაინც ამაყად ეჭირათ თავი. 

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით, 
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი, 
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც 
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.



ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები, 
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში 
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი 
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.

ოთარ ჭილაძე .

Oto: მარტი 29, 2013||11:06pm

ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. 
მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,
სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,
ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,
აუხდენელი სიზმრები ჩვენი.

ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,
შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...
შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს 
გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.

სად გაქრი... საით გაყევი ქუჩებს...
სად დაგავიწყდი... სად ვიყავ მაშინ...
ან იქნებ ვინმეს მოუნდა უცებ,
ჩემი ყვირილი გაიგოს ქარში.

საბრალო სული! დე, იყოს ასე!
მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი,
მე ყოველ ღამეს - შენი ხმით სავსეს -
ვხვდები ცახცახით და გულისცემით.

მაგრამ შენ სად ხარ... ქარია გარეთ,
ისევ ქარია და ისევ ვუსმენ:
გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი
კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.

ოთარ ჭილაძე. ჩემი უსაყვარლესი მწერალი და პოეტი. 

Oto: მარტი 29, 2013||11:09pm

       ცირკი

უკვე ზარია და ვღელავ თითქოს. 
გულმაც რაღაცა მანიშნა ისევ. 
და ცხოველების სუნი და სითბო
მძიმე ხელივით მომისვა პირზე
ცირკის არენამ. 

გულს კი საყურე 
უცვნია შენი და მეც მანიშნებს. 
და ერთნაირად ჩაცმულ მსახურებს
კლოუნი ზურგზე აწყობს ბალიშებს.

აი, მუსიკაც!
ვისთან ხარ ნეტავ...
ანდა ამ კლოუნს რა მოუვიდა,
თოკზე შედგომას რომ ვეღარ ბედავს
და ცრემლის ნაკადს ასხამს ყურიდან. 

არაფერს ფასი არა აქვს ისე
თუ არ დამალა შიში კლოუნმა. 
და ალბათ ისიც მოიმტვრევს კისერს,
ხიფათი თუ ვერ იგრძნო დრუოლად.



მეც უნდა დროზე მეგრძნო ხიფათი,
თუმცა ხიფათზე სულ არ ვფიქრობდი.
მე მქონდა ფრთები და რაც მხიბლავდა,
დაუფიქრებლად მისკენ მივქროდი. 

დუმილს და ყოყმანს გადაჩვეული,
დაუფიქრებლად მივქროდი ასე.
და ცა მიმქონდა, როგორც რვეული,
ჯერ გაურკვეველ ნიშნებით სავსე.

სურვილი იყო ჩემი ბატონი. 
მეც ვუჯერებდი, რადგან მომწონდა
ჩემი სურვილი... და საათობით
ვმღეროდი, როგორც ბავშვი კოცონთან. 

შენ არ გესმოდა, რადგან ბუნება
მაღლა ახედვას გიშლიდა მაშინ, 
და სანამ თვითონ არ გაცდუნებდა,
ცის მეტს ვერაფერს ნახავდი ცაში. 

მეც ვეჩვეოდი ამ ამბავს თითქოს
და უშენობით ყელამდე სავსე,
ვიძენდი ხუთი კაპიკის სითბოს
და ავტობუსის გაცვეთილ სკამზე

ვჯდებოდი ჩემთვის და დიდი წვიმის
მოახლოებას ვგრძნობდი გუმანით.
და მთებში, როგორც ლტოლვილთა მწკრივი,
ძლივს შედიოდა გარეუბანი.

პირველად იმ დღეს ვიფიქრე, მგონი,
რომ ავცდებოდით...
რომ ჩვენი გზები
სხვადასხვა იყო და ყველა ღონეც
იყო ამაო, თუ ღმერთის ნებით
არ მოხდებოდა...

ღმერთი კი ისევ
შორს იყო ჩვენგან, რადგან არავის
აღარ გვახსოვდა, 
არ ვთვლიდით ღირსად. 
მაგრამ სიმართლის ხმა, შემზარავი,
მაინც ცოცხლობდა.
და თურმე დღემდე
იმ ხმას კი არა, დანას ვმალავდი,
დანას,
რომელიც მკვლელობის შემდეგ
შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.



შენ კი ნამდვილად გეძინა მაშინ
და იზრდებოდი ძილში ტოტივით,
რომ გაგეღვიძა და უცხო ხალხში 
გასულიყავი, როგორც მოტივი
ახალ სიმღერის...

ვინ გაჭრა, ნეტავ,
თოკი, რომელიც ჩვენ გვაერთებდა...
მე ახლა უფრო გარკვევით ვხედავ:
შენ ზიხარ მაღლა...
თითქმის კედელთან...

თოკი,
რომელიც ჩვენ გვაერთებდა,
ამ თოკს მაგონებს, რომელზეც ახლა
კლოუნი გადის.
შენ ზიხარ მაღლა...
ძალიან მაღლა...
თითქმის კედელთან...

მე კი მარტო ვარ და ბევრი დრო მაქვს,
რომ ყველაფერზე ვიფიქრო მშვიდად.
მე ვერ შევძელი იმ თოკზე დგომა
და შენ დაგკარგე. 
და აღარ მინდა,
რომ ერთხელ კიდევ დავარტყა კეფა
რკინის იატაკს.
კლოუნს კი რაღაც 
აშინებს ისევ და მხოლოდ ხელფასს
დაკარგავს, თუ ვერ გაბედა ახლაც. 

მე შენ დაგკარგე და ეგ საყურე
ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა,
მარტო რომ ვზივარ. 
აი, მსახურებს
აკრობატების ბადე გამოაქვთ.

ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად.
მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. 
მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით
ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. 
ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ,
როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად
მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით
მაჯილდოვებდა.
თვალი კი საფარს
და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა,
მაგრამ ამაოდ.
და ჩემი ქროლვა
შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან
და კლოუნებთან.


მაგრამ მე დრო მაქვს, 
რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, 
ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად.
ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ,
მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.

თუმცა საბრალო ადამიანი
ყოველთვის რჩება ადამიანად.
რაც უნდა ძველი იყოს იარა,
არ მოშუშდება მაინც მთლიანად.

არ გამოჩნდება მაინც გარედან,
მაგრამ ყოველთვის გემახსოვრება...
და რაც უხდება ცირკის არენას,
ის სასაცილოდ ხდის ჩვენ ცხოვრებას.

აი, ვეფხვების ცნობილი მწვრთნელიც
განებივრებულ ქალის უფლებით,
ეძახებს ვეფხვებს და ვეფხვიც ნელა
შემოდის,
როგორც ჭრელი ღრუბელი.

მუსიკამ დარბაზს გადასცა ყინვა.
ქალი კი გაწვა ცეფხვის ტორებთან
და ყველა ყალბი ალმასის ბრწყინვა
აღმოუჩინეს პროჟექტორებმა. 

მე ვერ გამწვრთნიდა.
მე როცა მტკივა, 
ვეძებ და ვებრძვი ხოლმე იარას. 
ამიტომ მარტო დავრჩი და ვზივარ:
მხეცი, ქცეული ადამიანად.

ვისთან ხარ, ნეტავ...
ვინ არის, ნეტავ...
ვინ ისაკუთრებს შენს ცას და სითბოს...
ცირკის მსახური არენას ხვეტავს 
და ალბათ ისიც ვეფხვებზე ფიქრობს.

მაგრამ არენა ისევ ნათდება
და გაწვრთნილ ძაღლებს ეკუთვნის ახლა
და პაწაწინა ძაღლის თათებმა
ვეება ბურთი ისროლეს მაღლა. 

მაღლა შენ ზიხარ... თითქმის კედელთან...
აღიარებულ სიმართლის მსგავსად.
მე კი გიყურებ და მახსენდება
დაახლოებით ასეთი ფრაზა:

`მაშინ ის თვითონ დადგა კედელთან...
და თვითონ გასცა სროლის ბრძანებაც.
თვითონ უარყო, რაც აერთებდა
ან ქვეყანასთან და არ დანებდა
მტრის უხეშ ხელებს...~

მე კი მეგონა,
რომ შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა
და როგორც გზებით დაღლილ მეგობარს,
მიიხუტებდი ჩემს სურვილს გულთან.

მაგრამ ვცდებოდი და შენი შუქიც
ნატრობდა მხოლოდ თავისუფლებას.
დღეს კი ხეს გავხარ, რომელსაც უკვე
გადაუარეს თავზე ღრუბლებმა. 

მეც ღრუბელი ვარ, 
მაგრამ შენს მხარეს
არ წამომიღებს ქარი დღეიდან.
კლოუნი რასაც დაამტვრევს გარეთ,
ბნელ კულისებშიც თვითონ შეიტანს. 

აღარ გავუშვებ ოცნებას არსად.
დავთმობ სულისთვის ყველაზე მთავარს
და ცირკის დიდი აფიშის მსგავსად
გარკვევით ვიტყვი: ვინ ვარ და რა ვარ!

და თუკი ვინმე მიმიტანს გულთან,
ასეთი ვინმე ამქვეყნად თუა,
მე უარს ვეტყვი და მხოლოდ უარს, 
მხოლოდ და მხოლოდ უარს და უარს.


რომ ჩემი ტლანქი ვნებების გამო
კიდევ ერთი ხე არ დადგეს ჩრდილში,
არ იქცეს ჩრდილად და ყოველ ღამე
არ გაილიოს გაქრობის შიშით. 

თვითონაც წვალობ და სხვასაც ერჩი, 
შენ გიჭირს სუნთქვა და სხვასაც უშლი, 
როცა სხეულში იბუდებს ეჭვი,
ვით შემთხვევითი მარცვალი ხნულში. 

შემზარავია ეჭვის ობობა,
შემზარავია და თუკი აცლი,
შენც დაიჯერებ, რომ უნდობლობა
თანდაყოლილი გრძნობაა კაცის.

მე, რა თქმა უნდა, არ ვაზვიადებ
ტკივილს, რომელსაც ვიტან და ვუვლი. 
მე ვიყავ მიწა და ჩემს წყვდიადში
ფესვივით მშვიდად ფეთქავდა გული. 

ათასნაირი გული არსებობს:
ცხელიც და ცივიც,
შლეგიც და მშვიდიც...
ზოგი სავსეა, ანდა სავსებით
ცარიელია და მაინც მიდის.

მიდის ბუნების გზით და ბრძანებით,
წვას და წვალებას გადაჩვეული,
და მხოლოდ ფეთქვა არ ეზარება,
რომ ფიტულივით ზიდოს სხეული.



მაგრამ გათავდა! 
მართლა გათავდა!
უნდა გადაწყდეს:
რა ვარ თუ ვინ ვარ!
და სანამ ჩემთვის დავთვლი ათამდე,
სულში გადნება ათი წლის ყინვა

და მზე ამოვა, 
რომელსაც ასე
ველოდებოდი, ახლა კი ისიც
ამოვა დღემდე უჩინარ ცაზე
და ჩემს სიბნელეს დააყრის სიცილს. 

თუმცა მე მზად ვარ, რომ მოვუმზადო
ახალ ტკივილებს სულიც და ხორციც.
და როგორც ბრძოლის შემდეგ მუზარადს
ჩემს ტკივილს ხელში ვიღებ და ვკოცნი.

ყველა სიმღერა ტკივილით ჩნდება, 
ყველას დაყვება ტკივილის კვალი,
რომ შეამჩნიონ მაშინვე სხვებმაც,
რასაც ვერ ამჩნევს უბრალო თვალი.



და დაიჯერონ, რომ შენც გაძელი
და არ აკეთე მორჩილი სახით
ის, რასაც სტვენით და ღრიანცელით
მოითხოვს ცირკში მოსული ხალხი.

ზღვისა და მიწის და ცის მპყრობელი
უცნაურია სული ბუნების, 
ხან თუ ბავშვივით გვედიდგულება, 
ხან გვეხმარება როგორც მშობელი.

ის გვცვლიდა დღემდე 
და კვლავაც შეგვცვლის,
რომ თვითონ მარად დარჩეს მთლიანი
და ამქვეყნიურ ვნებათა ცეცხლში
ყელამდე იდგეს ადამიანი.

ოთარ ჭილაძე . ბოლომდე წაიკითხეთ

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters