ანტონ ჩეხოვი - მგალობელნი

მგალობლები, მგალობელნი, ანტონ ჩეხოვი, ჩეხოვის მოთხრობები, ჩეხოვი, მოთხრობები, Qwelly, ლიტერატურა

      ეფრემოვოში ხმა გავარდა, მომრიგებელ მოსამართლეს წერილი მოსვლია პეტერბურგიდან, გრაფი ვლადიმერ ივანიჩი მალე ჩამობრძანდება თავის მამულში, თუმცა როდის, არავინ იცისო.

 - ვითარცა მპარავი ღამით, - იძახდა ჩია, თმაჭაღარა ლალისფერ ანაფორიანი კუზმა მღვდელი, - თუ ჩამოვიდა. იმდე

      ნი თავადაზნაურობა და დიდგვაროვნობა მოაწყდება, ვეღარ გაივლი. მეზობლებიდანაც ყველა ჩამოვა. შენ... შენ ძალიან შეეცადე, ალექსეი ალექსეიჩ... გულითა და სულით გთხოვ...

 - მე რა! - იღუშება ალექსეი ალექსეიჩი. - მე რაც მეხება, გავაკეთებ. ოღონდაც იმ ჩემმა დუშმანმა ექტერია წესიერად ჩაატაროს, თორემ ადგება და ჯიბრით...

 - კარგი, კარგი... მე შევეხვეწები დიაკვანს... დავიყოლიებ...

      ალექსეი ალექსეიჩი ეფრემოვოს სამი მნათობის ეკლესიის მედავითნეა. ამასთან სკოლის შეგირდებს საეკლესიო და საერო გალობას ასწავლის და გრაფის კანტორაშიც სამოც მანეთს აძლევენ გასამრჯელოდ. შეგირდებმა ეკლესიაშიც უნდა იგალობონ და სწავლის საფასურიც ამით გადაიხადონ. ალექსეი ალექსეიჩი მაღალი, ჩასხმული კაცია. გაპარსული, მსუქანი სახე ძროხის ცურს მიუგავს, მუდამ დინჯად დააბიჯებს. მისთანა ახო ვანი, ორად ჩაკეცილი ღაბაბის პატრონი უფრო მაღალი წოდების მქონე გეგონება, ვინემ უბრალო მნათე. საკვირველი სანა ხავია ხოლმე, როცა ეს ბრგე, დარბაისელი კაცი თაყვანისცემისას მეუფის წინ თავს უხათქუნებს მიწას. ერთხელაც ბლაღო ჩინის ბრძანებით ორი საათი დაჩოქილი იდგა დიაკვან ევლამპი ავდიესოვთან ხმამაღალი ჩხუბის გამოისობით. თუმცა მისებრ ტანადი კაცი ამისთანა დამდაბლების ღირსი არ იყო.

      გრაფის ჩამოსვლის მოლოდინში ის ახლა დილა-საღამოს ავარჯიშებს შეგირდებს სკოლის შენობაში. მეცადინეობას ეს ხელს არ უშლის. გალობის დროს მასწავლებელი სერგეი მაკარიჩი შეგირდებს დავალებას აძლევს სუფთა წერაში სავარჯიშოდ, თვითონ კი მგალობლებთან გადის.

      ვარჯიში ასე იწყება: საკლასო ოთახში ალექსეი ალექსევიჩი შემოაბიჯებს კარის ჯახუნით. მერხებიდან კრინის მქონე შეგირდები გამოძვრებიან. გარედან დროგის ცხენებივით შემოჯლაგუნდებიან რა ხანია იქ მოყურყუტე ტენორები და ბანები. ყველა თავ თავის ადგილს იკავებს. ალექსეი ალექსეიჩი წელში იმართება, სიჩუმეო, იძახის და კამერტონს აწკრიალებს.

  -ტო-ტო-ტი-ტო-ტომ... დო-მი-სოლ-დო!

  -ააამინ!

 - ადაჟიო... ადაჟიო... აბა, ერთხელ კიდევ.

      „ამინს“ დიდი ექტენიის ,,უფალო შემიწყალე“ მოსდევს ეს ყველაფერი რა ხანია უკვე დასწავლილი, ათასჯერ ნაგალობები და გადაღეჭილია. ახლა მხოლოდ გასამეორებლად იმღერება, ზანტად და მექანიკურად. ალექსეი ალექსეიჩი დინჯად აქნევს ხელს და ხან ტენორით, ხან ბანით ეშველება. გალობა მწყობრად მიდის, საინტერესო არაფერია... მაგრამ „საქერუბიმოს“ წინ კი მთელი გუნდი ახველებს, ხმას იწმენდს და გამალებით ფურცლავს ნოტებს, ზურგშექცეული რეგენტი კი მთელი ორი წუთი ვიოლინოს აწყობს.

 - დადექით. ნოტებს კარგად ჩახედეთ... მობანენო, ძალას ნუ დაატანთ. ხმა დაირბილეთ...

      საგალობლად ბორტნიანსკის მეშვიდე „საქერუბიმოა“ არჩეული. ლოტბარის წინაშე ყველანი ჩუმდებიან, ნოტებს დასცქერიან, კრინები პირს აღებენ. ალექსეი ალექსეიჩი ნელ-ნელა უშვებს ხელს.

 - პიანო... პიანო... მანდ ხომ „პიანო“ წერია... მსუბუქად, უფრო მსუბუქად!

 - ი... და... ი...

      Piano-ს დროს ალექსეი ალექსეიჩს ისეთი ნეტარება აწერია სახეზე, გეგონება სძინავს და გემრიელი საუზმე ესიზმრება.

 - ფორტე... ფორტე! დასცხეთ მთელი ძალით!

      ფორტე-ს დროს ლოტბარის სახე შიშსა და, ასე გასინჯეთ, თავზარსაც გამოხატავს.

      „საქერუბიმო“ გუნდს ისე კარგად გამოსდის, რომ შეგირ დები თავს ანებებენ წერას და ალექსეი ალექსეიჩს უცქერიან. ფანჯარასთან ხალხი გროვდება. კლასში წინსაფრიანი ვასილი დარაჯი შემოდის, ხელში სასადილო დანა უკავია. დგას და სმენა ვერ მოუწყვეტია. საიდან სადაო, კუზმა ხუცესიც იქ ერჭობა სახეშეწუხებული... ალექსეი ალექსეიჩი ოფლს იწმენდს აღელვებული უახლოვდება კუზმა ხუცესს.

 - მიკვირს და ვერ გამიგია, მამაო, -იჩეჩავს მხრებს იგი. - რუს ხალხს ნეტა გაგების უნარი რამ დაუკარგა? აღარ ვიცი, ღმერთმანი! ისეთი გაუნათლებელი ხალხია, ვერ გაუგებ, ყრონტი აქვს თუ რაღაც ოხრობა. ნეტა ყელზე რა დაგადგა? - ეუბნება იგი გენადი სემიჩევს, მიკიტნის ძმას. გენადი ბანის პატრონია.

 - რა იყო?

 - რა იყო და ისე ღრიალებ, გეგონება, ქვაბიაო. გუშინ ისევ ყლურწე ხომ არაყი? კი, კი, ასეა! ისეთი სუნი ამოგდის, თავი დუქანში მგონია. ეეეჰ, ხეპრე ხარ ძმაო! გაუთლელი! გაგონილა, მგალობელი კაცი დუქანში ტეტიებთან ქეიფობდეს? ვირი ხარ მართლა!

 - ცოდვაა, დიდი ცოდვა, ძმაო... - ბუტბუტებს კუზმა ხუცესიც, - ღმერთი ყველაფერს ხედავს, ვერაფერს გამოაპარებ...

 - იმიტომ არ გესმის გალობისა, რომ არყის მეტი არაფერი გახსოვს. ღვთის საქმე ფეხებზე გკიდია... შე ჩერჩეტო, შენა.

 - ნუ ბრაზობ, ნუ... - ამშვიდებს კუზმა ხუცესი - ნუ მოგდის გული... დავარიგებ... დავიყოლიებ...

      კუზმა ხუცესი გენადი სემიჩევს არიგებს ჭკუას:

 - რატომ იქცევი ასე? არ უნდა შეიგნო. მგალობელს რომ თავის გაფრთხილება მართებს? ხომ იცი. ყელი რა ნაზი რამეა...

      გენადი კისერს იფხანს და ფანჯრისკენ იყურება, გეგონება, მას კი არა, სხვას ელაპარაკებიანო.

      „საქერუბომოს“ შემდეგ „მწამს ერთი ღმერთი იგალობეს“, შემდეგ „ღირსთა და მართალთა თაყვანისცემა“ ეს ყველაფერი გრძნობითა და ხმაშეწყტობით გამოდის. ასე გრზელდება „მამაო ჩვენომდე“.

 - მე თუ მკითხავთ, მამაო - ამბობს ლოტბარი, - ჩვეულებრივი „მამაო ჩვენო“ მირჩევნია. ის უნდა გვემღერა გრაფთან.

 - არა, არა... ნოტისა იმღერე, გრაფი ქალაქელი კაცია, იქაურ წირვას ნაჩვევი. ნოტის გარდა სხვა არა სმენია. იქაურ კაპელებში, ძმაო, ალბათ ნოტებიც სხვა აქვთ“..

      „მამაო ჩვენოს“ შემდეგ ისევ ხმის ჩასაწმენდი ხველება და ნოტების შრიალი ისმის. ახლა ყველაზე ძნელი გალობა-კონცერტი მოელით. ალექსეი ალექსეიჩი ორ გალობას ამზადებს: „რამეთუ დიდ არს ღმერთი“ და „საუკუნო დიდება“. რომელსაც უკეთ ისწავლიან, გრაფთან იმას იგალობებენ. კონცერტის დროს ლოტბარი ეშხში შედის. სახეზე წარამარა ეცვლება გამომეტყველება: ხან ნეტარება ეხატება და ხან შიში. ხელებს აქნევს, თთებს ამოძრავებს, მხრებს ათამაშებს...

 - ფორტე! - ბურტყუნებს კი. - ანდანტე! ლაღად... ლაღად იმღერე, უტვინო! ტენორებო, ნუ აუწიეთ“ ტო-ტო-ტი-ტო-ტომ! სოლ... სი... სოლ-მეთქი, ტუტუცო! აბა, ბანებო! ა... ა... ა... ა...

      მისი ქამანჩა იმ კრინების მხრებსა და თავებზე დასეირნობს, ვისაც ნოტები ეშლება. მარცხენა ხელით პატარა მგალობლებს ყურებს აგლეჯს. ეშხში შესულმა ერთხელაც მობანე გენადის ნიკაპქვეშ ამოჰკრა ცერი. მაგრამ მგალობლებიდან არავინ სლუკუნებს და არც არავის სწყინს წკიპურტები: იციან, რა დიდი საქმე აკისრია ლოტბარს.

      კონცერტის შემდეგ წუთით სიჩუმე მეფობს. ოფლში გაღვრილი, გაწითლებული და ქანცგამოცლილი ალექსეი ალექსეიჩი რაფაზე ჯდება და იქ მყოფთ ამღვრეული, მაგრამ გამარჯვებული თვალით უცქერის. გულმა რეჩხი უყო, როცა მსმენელთა შორის დიაკვანი დაინახა. მაღალი, ჩასხმული, სახეღაჟღაჟა და ჩოფურა დიაკვანი ღუმელს დაყრდნობია და დაცინვით იღმიჭება.

 - იმღერ, იმღერე! ნოტებიც არაკრაკე! - ბუბუნებს იგი ბოხი ხმით. - ძალიანაც არ ეპიტნავება გრაფს შენი გალობა! იმას გინდა ნოტებით უმღერე და გინდა უნოტოდ... ათეისტი კაცია...

      კუზმა ხუცესი შიშით აცეცებს თვალებს და თითებს ანძრევს.

 - აბა... აბა... - ჩურჩულებს იგი. - იყუჩე, დიაკვანო, გემუდარები.

      კონცერტის შემდეგ იგალობეს „და აღივსო ბაგენი თქვენი ქებითა“ და ვარჯიშიც მორჩა. მგალობლები შინ მიდიან, რათა საღამოს ისევ შეიკრიბონ სავარჯიშოდ. ასე გრძლდება ყველ დღე.

      გადის ერთი თვე, ორი...

      მოურავმა უკვე მიიღო ცნობა, გრაფი მალე ჩამობრძანდებაო. აგერ საბატონო სახლის ფანჯრებიდან დამტვერილი ჟალუზებიც ჩამოხსნეს. ეფრემოვომდე დანჯღრეული როალის ხმები აღწევს. კუზმა ხუცესს გული ელევა, თვითნაც არ იცის, სიხარულით თუ შიშით... დიაკვანი კი დადის და დამცინავად იღმიჩება.

      ერთ შაბათ საღამოს კუზმა ხუცესი ლოტბარის ბინაში შედის. სახე ჩამოსტირის, ფერი არ ადევს, ლილისფერ ანაფორასაც თითქოს ბზინვა დაჰკარგვია.

 - ახლა მის ბრწყინვალებასთან ვიყავი, - ბლუკუნით ეუბნება ლოტბარს - განათლებული ბატონია, ნაზი გრძნობების პატრონი... ისე კი... საწყენია. ძმაო... ვკითხე: „რომელ საათზე გვიბრძანებთ-მეთქი, თქვენო ბრწიყნვალებავ, ხვალ წირვის დაწყებას?“ ასე ბრძანა: „როცა გინდათ... ოღონდაც ძალიან არ გააგრძელოთ, შეამოკლეთ... არც მგალობლები მაჩვენოთ“. მაშ არც მგალობლები მაჩვენოთო, გესმის... მგალობლები არ მიდნაო...

      ალექსეი ალექსეიჩს სისხლი აწვება სახეში. ნეტა ეს არ გაეგონა და ორი საათი დაჩოქილი მდგარიყო. მთელი ღამე თეთრად გაათენა. განა ის სწყინს, შრომა რომ წყალში ჩაეყარა. იცის, დიაკვანი დაცინვით სულს ამოუღებს და ეს უკლავს გულს. ავდიესოვს უხარია ლოტბარის დამწუხრება. მეორე დღეს წირვაზე წარამარა ზიზღით აპარებს თვალს კლიროსისაკენ, სადაც კიკოსავით დგას ალექსეი ალექსეიჩი და ბანს იძლევა. კლიროსს, რომ საცეცხლულით ჩაუარა, წაუდუდუნა:

 - გამოიყვანე, გამოიყვანე ნოტები! ძალიან ეცადე! გრაფი წითლიანს გაჩუქებს გუნდისთვის...

      ნაწირვევს მიწასთან გასწორებული, გულმოკლული ლოტბარი შინისკენ მიჩანჩალებს, კარიბჭესთან ღაჟღაჟა ავდიესოვი წამოეწია.

 - დაიცა, ალიოშა, დაიცა, შე სულელო, რა გული მოგდის! - ეუბნება დიაკვანი: - მარტო შენ კი არა, მეცა ვარ ზარალაში! ნაწირვევს კუზმა ხუცესი გრაფს მიადგა და ჰკითხა: „ჩვენს დიაკვნაზე რა აზრის ბრძანდებითო, თქვენო ბრწყინვალებავ? ხომ უზადო ოქტავა აქვს!“ იცი, რა უპასუხა გრაფმა? უკეთესს ვერც მოიფიქრებ! „ღრიალი ყველას შეუძლია. ხმას რა აზრი აქვს, ჭკუაა მთავარი“. ეგ პიტერელი ჭკუის კოლიფი! ეგ ათეისტი, ეგა! წამო, ძამო, თითო-თითო გადავკრათ. ორივე მოგვიკლეს გული!

      მტრებმა ერთმანეთს მკლავი გამოსდეს და კარიბჭეში გავიდნენ...

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ჩეხოვი

ნახვა: 155

გამოხმაურებები!

ცოტაა, მაგრამ ზუსტია! )) 

კახა:

ჩეხოვს მგალობლებზე ძაან ცოტა დაუწერია ) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters