ბაყდარს!

      გწერს შენი საპყარი

      მე ვეზიარე, ბაყდარ! ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარე!

      იცი, ზიარება რა არის?!

      აბა, საიდან გეცოდინება, ჩემო ბაყდარ, ისეთ დროს დავიბადეთ და გავიზარდეთ, მღვდლებს რომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ, ეკლესიებს რომ ანგრევდნენ, ხატებს რომ წვავდნენ.

      ახლაც მაგ სატანების დროა, მაგრამ მე აღარ მეშინია ამის დაწერის, ვინც არ უნდა გახსნას ჩემი წერილი და ვინც არ უნდ წაიკითხოს, აღარ მეშინია მაგათი, იიტომ, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვარ ნაზიარები.

      შენც არ შეგეშინდეს, რასაც გწერ, ამ გაგანია ომის დროს წერილების კითხვისთვის ვის სცალია. ვისაც სცალია და იმან ცივი წყალი დალიოს. მე არავისზე ნაკლებად არ მიბრძოლია. ხო მოგიყევი, როგორც გამომეევნა გერმანელი და ზურგში ტყვია დამარტყა, დაჭრილი გავბობღდი და ბომბისაგან ამოთხრილ მიწაში ჩავიმალე. ჩემს საუბედუროდ ზემოდან თვითმფრინავმა გადმოიფრინა და ისევ იმ ამოთხრილში ჩამოაგდო ბომბი.

      გაგონილი მქონდა, ერთხელ ბომბისგან ამოთხრილ მიწაში მეორედ ბომბი აღარ ვარდებაო, მაგრამ ჩემს იღბალს რა ვუთხარი, ი დევის გახვრეტილი ჯიბისა არ იყოს, რა მაინცდამაინც გახვრეტილ ჯიბეში ჩაუდო ი განათლებულმა მამაჩემი ჩემი ჭიპი.

      მაგრამ აღარ ვუჩივი ბედს, ქრისტეს სისხლით და ხორცით ვარ ნაზიარები ა დიდი ცოდვა იქნება ამის მერე ჩემს ბედზე დავიწუწუნო.

      შენთვის მაშინ აღარ მომიყლია, არ ვიცი რატო, მომერიდა, სიგიჟეში არ ჩამითვალოს-მეთქი, თუ რა იყო. ბომბი რო ჩამოვარდა, მიწა და მე ერთმანეთში აგვრია. დღესაც ნათლად ვხედავ, როგორც მაშინ. თავზე დაადგა ღვთისმშობელი, პირვარი გადამსახა და მითხრა:

      - საქართველოში რომ ჩახვა, შვილო, ადი ვარძიის ეკლესიაში და ეზიარე!

      მერე გონიც დავკარგე და არც ის მახსოვს, ვი ამომათრია მიწიდან, არც ის, სად წამიყვანეს, ან რამდენ ხანს ვიყავი საავადმყოფოში. ღვთისმშობლის ნახვაც დავიწყებული მქონდა აქამდე.

      ახლა ხომ იცი, იძახიან, სტალინმა მღვდლები დაიბარა და ნება დართო, რაც შეიძება მეტი წირვა-ლოცვა ჩატარეთ ჩვენი გამარჯვებისთვისო. არ ვიცი, ვერ მოგატყუებ, თვითონც ჩუმად დადის ეკლესიაშიო, იმასაც ამბობენ. მთავარი კი ის არის, რო მღვდლები გამოჩნდნენ და ამას წინათ მეც გავიცანი ერთი მღვდელი, მეუფე ნიკოლოზი ჰქვია. საუბარში და მის დანახვაზე უფრო ალბათ, დედა ღვთისმშობლის ხილვა გამახსენდა. მოვუყევი, როგორ დავიჭერი, როგორ ვნახე ღვთისმშობელი და რა მითხრა.

      წამოდგა, სამჯერ გადაიწერა პირჯვარი და ჯერ თვითონ, მერე მე. მომიბრუნდა და მითხრა, ახლავე ვარძიაში უნდა წავიდეთო. ისევე წავყევ, როგორც ვიყავი. აღარ აგიწერ, რაც გზაზე ჩვენ წვალება გამოვიარეთ, იქით ხო თურქეთის საზღვარია და ვინ გაგიშვვებს, ვინა ხარ, რა ხარ, იქნებ თურქების აგენტი ხარ. ჯავახეთზე გადავედით და ღამე ჩავედით ვარძიაში. თან წვიმს, წვიმს, თითქოს ცამ პირი მოხსნაო. თან ცივა, გაზაფხულის პირი კია, მაგრამ ნამგზავრებს და უძილოებს გვცივა. ვარძიისაკენ მიმავალ გზაზე პატარა ნუშებისა და ტყემლების ხეები ყვავის. უკუნეთ ღამეში სანთლებივით გვინათებენ ეს ხეები გზას. ავუყევით აღმართს და შევედით დედა ღვთისმშობლის სახელობის ეკელსიაში. აანთო მეუფე ნიკოლოზმა სანთლები და განათდა ეკლესია. პირველად ვიყავი აქ და, ღმერთო დიდებულო, ეს რა სასწაულს მაზიარე, უცებ მეთორმეტე საუკუნეში მოვხვდი: აგერ თამარი, იმისი ფრესკის დანახვაზე გულში თითქოს ოქროს სანთელი ამენთო, აგერ დავითი, გიორგი, საქართველოს მხედრობა და, რაც მთავარია, დედა ღვთისმშობელი და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. შენ ვერ წარმოიდგენ, რა განცდა მქონდა მაშინ, ფრესკებს კი არ ვხედავდი, ჩემ გარშემო ყველაფერი ცოცხალი იყო. ერთად იყო მთელი საქართველო, ერი და ბერი, მეფენი და მხედრიონნი, ამათ ყველაფერს თავს დაჰყურებდა დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი ჩვენი. აი, იმ პატარა კლდეში გამოჭრილ ეკლესიაშ ეტეოდა მთელი საქართველო, ჩვენს მაცხოვარს რომ მთელი სამყარო ვერ დაიტევს, ისიც იქ ეტეოდა და კიდევაც იყო დარჩენილი ადგილი, რომ შენი საბრალო ძმაც იქ დატეულიყო. ასე მეგონა, რომ ქვემოთ ხეობებშიც ქართველთა ჯარი იდგა და ტევა არ იყო იმათ სიმრავლის.

      მეუფე ნიკოლოზმა წირვა დაიწყო. წირვა რა არის, რო ჩამოხვალ, შენ თვითონ ნახავ და ამიტომ აღარ აგიხსნი. ერთს კი გეტყვი, წირვის დროს საიდუმლოდ, სიმოლურად სრულდება ყველა ის გზა, აც ქრისტე ღმერთმა გაიარა. სამი თუ ოთხი საათი ასრულებდა ის დალოცვილი მეუფე ამ წირვას, მე აქთ ვიდექი, ის საკურთხეველში იყო. ბოლოს გაიხსნა საკურთხევლის კარი და მეუფე გამობრძანდა ბარძმით ხელში. ბარძიმი მაღლა ეჭირა. დადგა, გაიარინდა. მე შევყურებდი, არ ვიცი, რა უნდა ვქნა.

      უცებ მეუფეს თვალები მიელულა და ასე იყო ერთი ხუთი წუთ. ბარძიმი ისევ ისე მაღლა ეჭირა გაუნძრევლად. აიმ ბარძმშია ქრისტე, რო იცოდე. რო აღარ გაინძრა მეუფე, უცებ რაღაც ნათელმა გადაუარა სახეზე და იმანაც თვალები გახილა, თავისთან მიმიხმო და იმ ბარძიმიდან შემასვა ქრისტეს სისხლი, რომელიც ოდესრაც ჩვენთვის დაანთხიეს.

      ჩემს არსებაში მთლიანად შევიგრძენი ქრისტე.

      წამოვედით. ჯავახეთი რომ გადმოვიარეთ, მერე გამომიტყდა მეუფე: კინაღამ დიდი ცოდვა ჩავიდინე, შვილოო.

      - რა ცოდვა, მეუფეო?!

      - ის ბარძმი რომ გამოვაბრზანე და მაღლ ავწიე, სწორედ მაშინ ჩამეძნა, წარმოგიდგენია, ქრისტეს სისხლით სავსე ბარძიმი ხელიდან რომ გამვარდნოდა მძინარე მღვდელს. ღმერთო, დალოცვილო, იდიდე და იძლიერე, რომ არ გამაგდე შენი პირიდან!

      - ამინ, მეუფე, გისმინოს უფალმა და გაძლება და მხნეობა მოგცეს, თუნდაც ერთი კაციც რომ მომაქციე ამ მგლებით სავსე ქვეყანაში! - ჩემებურად ემც დავლოცე მეუფე.

      მერე იმ ბარძმსა და იქ განცდილზე ბევრი ვიფიქრე და იცი, რას მივხვდი:

      - ხომ ცოდვაა წირვის დროს ჩაძინება, როცა ბარძიმი გიჭირავს და შიგ ქრისტეს სისხლი და ხორცია, მაგრამ მძინარეც რომ არ გააგდებ ხელიდან ასეთ ბარძიმს, მაშინ გიყვარს ჭეშმარიტად ქრისტე და ბედნიერია ის ქრისტიანი, ვინც ამას შეძებს!

      საპყარი

      სოფელი

      1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი

ნახვა: 989

გამოხმაურებები!

სამაგალითო..

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters