ქეთევან პოპიაშვილი

თომას ჰობსის აზრით ადამიანები ბუნებით თანასწორნი არიან. „ბუნებითი მდგომარეობა“-ეს არის მუდმივი ბრძოლის მდგომარეობა ერთთათვის-თავდაცვისთვის, მეორეთათვის-მოხვეჭისათვის, მესამეთათვის-პატივისა და დიდებისთვის. ეს არის თითოეული ინდივიდის ბრძოლა ყველა სხვა ინდივიდის წინააღმდეგ, ეგრეთწოდებული მუდმივი ომის მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის აშკარად გამოხატული ბრძოლა, შერკინება თუმცა ადამიანთა ქვეცნობიერში არსებობს ამის ნება.

ბუნებით მდგომარეობაში ადამიანებს არ აქვთ უსაფრთხოების გარანტია. ისინი საკუთარი ძალისა და გამჭრიახობის იმედად არიან. ყველას თავისი თავი მიაჩნია სხვაზე ჭკვიანად და ძლიერად. ამ მდგომარეობაში ისინი ვერ შრომობენ, ვერ ქმნიან, მათი ცხოვრება არის მხოლოდ შიში, რომ გამოჩნდება უფრო ძლიერი და მოხერხებული და მოკლავს მას, წაართმევს ყველაფერს, რაც გააჩნია. ბუნებით მდგომარეობაში, ანუ „ყოველი ადამიანი ყველა სხვის წინააღმდეგ ომის მდგომარეობაში“, არ არსებობს სიკეთისა და ბოროტების ცნება, სამართლიანობისა და უსამართლობის განცდა. “არ არის საერთო ხელისუფლება, არ არის კანონიც. სადაც არ არის კანონი, ვერც უსამართლობა იქნება“.

ადამიანების ცხოვრება ცხოველურს ემსგავსება. ისინი მარტოები არიან, უქონელები და შეშინებულები. ყველას აქვს ის, რასაც თავისი ძალისა თუ ეშმაკობის წყალობით მოიპოვებს, და კიდევ შიში იმისა, რომ წაართმევენ ყველაფერს, რაც გააჩნია, მათ შორის სიცოცხლესაც.

ბუნების კანონებით ადამიანებს მინიჭებული აქვთ მხოლოდ უფლებები და თავისუფლება, მაგრამ არ აქვთ მოვალეობები სხვების მიმართ. ამიტომ არ არიან შეზღუდულები საკუთარ ქმედებებში, მაგრამ მათ ასევე ბუნებით აქვთ მინიჭებული უფლება უარი თქვან ძალადობრივ ცხოვრებაზე, ნებით გადასცენ უფლებების ნაწილი პიროვნებას ან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც იზრუნებენ მათ მშვიდობიან ყოფაზე, სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე. ამისთვის საჭიროა ერთიანი ხელისუფლება, რომელიც შექმნის წესრიგს, კანონებს, უსაფრთხოების გარანტიას, მისცემთ ადამიანებს შრომისა და შემოქმედების საშუალებას, აქედან გამომდინარე, ადამიანებს აქვთ ბუნებით მინიჭებული უფლება შექმნან სახელმწიფო-საერთო ძალაუფლება, რომელიც დაიცავს ადამიანებს ერთმანეთისაგან და მტრის შემოსევისგან.

„ადამიანებმა მათი სახელით სამოქმედოდ უნდა დანიშნონ ერთი კაცი ან საკრებულო და თითოეულმა ყოველი იმ მოქმედების მფლობელად და ავტორად უნდა გამოაცხადოს თავი, რასაც ის ჩაიდენს ან სხვას ჩაადენინებს საერთო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.

პავლე მოციქულისგან განსხვავებით, რომელიც თვლიდა რომ მეფეები ღმერთის რჩეულნი არიან. ჰობსი თვლის, რომ სახელმწიფო ძალაუფლების არსებობა ღმერთისგან კი არ არის დაწესებული, არამედ ადამიანთა შორის მშვიდობიანი ყოფის მოწესრიგებისთვის არის შექმნილი. ის თვლის, რომ თუ არ არსებობს ძალა, რომელსაც ემორჩილება ყველა (ე. ი სახელმწიფო), არ არსებობს წესრიგი.

ვიზიარებ ჰობსის იმ შეხედულებას, რომ ადამიანები ბუნებით თანასწორნი არიან და არ არსებობენ ზებუნებრივი ძალის რჩეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება განკარგონ დანარჩენი ადამიანების ბედი მათი ნების მიუხედავად. თუმცა ამასთანავე მიჭირს წარმოვიდგინო იდეალური საზოგადოება, სადაც პიროვნება სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და კმაყოფილდება იმით, რისი შექმნის უნარიც თვითონ გააჩნია და საკუთარი შეგნება და მორალური ღირებულებები იმდენად მტკიცეა, რომ არასდროს ეცდება მიითვისოს სხვისი მონაპოვარი;საზოგადოება, სადაც ადამიანი იცავს არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების უფლებებს, გაცნობიერებული აქვს მოვალეობები გარშემომყოფთა მიმართ. სასურველად მიმაჩნია ადამიანის შეგნებამ მიაღწიოს იმ ზღვარს, რომ უფლებებისა და მოვალეობების დაცვა დამოკიდებული იყოს ინდივიდთა თვითშეგნებასა და მორალურ ღირებულებებზე და მათ დასაცავად არ იყოს საჭირო თუნდაც ადამიანების ნებითვე შექმნილი, მაგრამ მაინც ძალადობრივი სისტემა-სახელმწიფო. თუმცა ეს დაუჯერებლად მიმაჩნია თანამედროვე ეპიქაში მაინც.

ბიბლიოგრაფია:

ჰობსი თომას, ლევიათანი, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017 წელი

ნახვა: 1024

ტეგები: აზროვნება, ილიაუნი, ლევიათანი, შთა, ჰობსი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters