nunu qadagidze
  • მდედრ. / Female
  • tbilisi
  • საქართველო
გამოაქვეყნე

მეგობრები

  • tamuna

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

nunu qadagidze ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

nunu qadagidze

უკანასკნელი აქტიურობა

ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ადამის გაოცება
ნოე. 5
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ადამის გაოცება
ნოე. 5
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ადამის გაოცება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)      - ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.      - აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.      - ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად ვიცნობ აქაურობას. ჩიტი თავის ბუდეში სახლობს, არაერთხელ მინახავს. წითელი ციყვი ხის ფუღუროშია მოკალათებული. წაბლი და კაკალი…► ვრცლად ◄
ნოე. 5
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი თაფლი
ნოე. 1
vako_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი თაფლი
ნოე. 1
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ოქტომბერი 31
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

თაფლი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)      ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.      - კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.      გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც ვაწოდებ. ასე უფრო მოსწონს, ჩემი ხელით მირთმეული. ციყვსაც კი შეშურდება, ისე ცქვიტად დაძვრება ადამი ხეზე, საუკეთესო ნაყოფებს წვდება…► ვრცლად ◄
ოქტომბერი 31
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ადამი თავს მაბეზრებს
ოქტომბერი 30
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი ადამი თავს მაბეზრებს
ოქტომბერი 28
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ოქტომბერი 27
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

ადამი თავს მაბეზრებს

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)      აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.      არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.      ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც ძალიან ადვილად მპოულობს. თან რა უცნაურად იქცევა... დგას დაბნეული სახით, თვალებდაჭყეტილი მიყურებს და ხმის ამოღებაც ვერ…► ვრცლად ◄
ოქტომბერი 27
George_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კიდევ უფრო შორს
ოქტომბერი 24
თამარი_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კიდევ უფრო შორს
ოქტომბერი 23
ლაშა_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი კიდევ უფრო შორს
ოქტომბერი 22
taSha_მ მოიწონა nunu qadagidze_ს ბლოგ პოსტი გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)
ოქტომბერი 22
nunu qadagidze_მ გამოაქვეყნა ბლოგ პოსტი

კიდევ უფრო შორს

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან, ცალკცალკე მიილტვიან სადღაც... თან მეტისმეტად უცნაურ, სრულიად აუხსნელ ქარაგმებს ხლართავენ, ისე რომ ხანდახან ძალიან ვიბნევი.      ცხადში მე მუდამ გველს დავეძებ. მის გარდა ვერავინ ამიხსნის, თუ რა ხდება, რა ემართებათ სიზმარს და ცხადს, რატომ გაურბიან ერთმანეთს.... გველის მაგივრად კი ადამს ვპოულობ. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს ადამს წავაწყდები.      სიზმარში კი…► ვრცლად ◄
ოქტომბერი 22

ანარეკლი


ისევ შენსკენ გამომიწია გულმა, ჩემო ქართლოს ბაბუა. Mმე თვითონაც მიკვირს, ეს მერამდენე ზაფხულს ვატარებ შენთან და სრულებითაც არა ვარ მოწყენილი. მართალი გითხრა, წელს კი ვყოყმანობდი, მინდოდა გამესეირნა რომელიმე მოდურ აგარაკზე. უნივერსიტეტში ჩემი ამხანაგებისგან ყურები მაქვს გამოჭედილი ნაირ_ნაირ მარშრუტებზე ლაპარაკით. მითუმეტეს, წელს ბოლო კურსზე ვართ და ისეთი გეგმები აქვთ სამოგზაუროდ, გული მწყდებოდა. ვფიქრობდი, ცოტა ხნით მოვინახულებ ჩემს ქართლოს ბაბუას, მერე სადმე გავემგზავრები მეთქი. Mმეორე თვეა დაიწყო, რაც აქა ვარ. სადაცაა არდადეგებიც დამთავრდება და მე არსად არ მინდა წასვლა. ძალიან შემიყვარდა ეს მაღალი, თითქოსდა დანით ჩამოთლილი წოწოლა მთები, ჰორიზონტზე შორიდან ერთ დაკბილულ ხაზს რომ ქმნიან. Lლამაზი, მწვანე ტყით დაფარული, ასეთივე წოწოლა მთვის წვეროზე აღმართული კოპწია ეკლესია.
Eეს დრო_ჟამისგან ფერშეცვლილი, მაგრამ კარგად შენახული ეკლესია შენი მყუდრო ნავსაყუდელია, აქ შენ ხარ ბატონ_პატრონი, ყველა შენ გემორჩილება. Eეკლესიის მაღალ, ჩამუქებულ თაღებქვეშ მუდამ დუმილია გამეფებული. Aამ დუმილს მხოლოდ ხმადაბალი ლაპარაკის და კანტიკუნტი ნაბიჯის ხმა თუ დაარღვევს. ფრესკებით მოხატული კედლებიდან დაფიქრებულად შემოგცქერიან ანგელოზთა და წმინდანთა უცნაური, გამოუცნობი სახეები. მათ ჩამუქებულ თვალებში ძველი სევდის ანარეკლი ჩამდგარა. შემოგცქერიან და მეტყველი დუმილით გიამბობენ რაღაც საოცრად იდუმალს, უძველესს და უკვდავს. შეჰყურებ და მთელი სხეულით გრძნობ მათ სიდიადეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გამოთქვამ. Mმეტად უხეში და უძლურია გონება, რომ ჩაწვდეს ამ საიდუმლოს. Mმეტად ტლანქი და მოუქნელია ენა, რომ წარმოთქვას წმინდათა წმინდა სიტყვა. ამ საზეიმო მდუმარებაში თავი შემთხვევით შემოფრენილ ბეღურასავით ზედმეტი მგონია. Aაქ, ამ თაღებქვეშ, გაცოცხლებულ ფრესკას გავხარ, ჩემო ქართლოს ბაბუა. თუმცა ფრესკასა და შენს შორის გარდაუვალი, უხილავი ზღვარია აღმართული, და მაინც თქვენ ესაუბრებით ერთმანეთს, თვალებით რაღაცას ეკითხებით და თითქოს პასუხობთ კიდეც. Aდიდებული, ხმაურიანი მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მდგარ ადამიანებს ჰგავხართ, რომლებსაც სურთ დაელაპარაკონ, ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს, მაგრამ მდინარის ხმაური ახშობს მათ ხმას. Mმაინც ბევრი რამ უსიტყვოდ გესმით ერთმანეთისა.
საოცრად რბილი და მოქნილია შენი ყოველი მოძრაობა. აჩრდილივით დადიხარ და ერწყმი ირგვლივ შემოწოლილ, სანთლების შუქით ოდნავ შეფერადებულ ბინდბუნდს. რა დიდი სიყვარული და გულისყური ჩანს შენს გამოხედვაში, როცა ამ მოხატულ კედლებს შეჰყურებ, ანდა კიდევ ძველთაძველ ხელნაწერებს ფურცლავ. რა ფრთხილად ეხება შენი სანთლისფერი, მოქნილი თითები ყოველ ფურცელს, თითქოსდა უმწეო, შეუბუმბლავ ბარტყებს ეალერსები. Mმახსოვს, შეგეკითხე ერთხელ, რისთვის გჭირდება-მეთქი ეს ძველი ხელნაწერები. შენ გამიღიმე და მითხარი, ამ ხელნაწერებით უნდა გავაცოცხლო ჩვენი ქვეყნის უძველესი წარსულიო, შენს ჩვეულ სავარძელში ეკლესიის კუთხეში დაუღალავად ფურცლავ და უკირკიტებ მათ, რათა მერე არქივში მზა სახით ვინმე მარჯვე ისტორიკოსმა შეისწავლოს, გამოიკვლიოს და მთელ განათლებულ მსოფლიოს დაუმტკიცოს თავისი ბიჭობა.
Uუსიტყვო შეთანხმებად იქცა ამ ბოლო დროს ყველა ჩვენი შეხვედრა. გაფაციცებით შევცქერი შენს მშვიდ, ნათელ სახეს, თეთრი წვერ-ულვაში რომ მართლაც სიმსუბუქის იერს აძლევს. ვეძებ რაიმე ნიშან-წყალს იმ დიდი სიხარულისა, რასაც დიდი ხნის ნანატრის და ნაოცნებარის ახდენა იწვევს. მთელი შენი სიცოცხლე ოცნებობ, კიდევ ერთხელ იხილო რაღაც საოცარი ჩვენება, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თურმე ბავშვობაში გინახავს ერთხელ და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. Aარ ვიცი, საიდან, ძველ ხელნაწერებში ამოვიკითხე თუ რომელიმე თქმულებიდან გაქვს ყურმოკრული, რატომღაც გწამს, რომ თითქოს ეკლესიის მახლობლად, სადღაც ამ მიდამოებში არის დასაფლავებული თამარ მეფე. Oორმა თავდადებულმა გმირმა საიდუმლოდ დაასაფლავა გარდაცვლილი დედოფალი, საიდუმლო რომ არ გაეთქვათ უნებურად, ერთმანეთს გული გაუგმირეს მაშინვე. თამარ მეფის სული თავს დაჰფარფატებს აქაურობასო, გწამს შენ, და მისი გვირგვინის ანარეკლიც იმიტომ ჩნდება ხანდახან ეკლესიის მახლობლად . . . ხევში, ნაკადულის პირასო.
მართლაც, საოცარი ადგილია ეს პატარა ხევი ეკლესიის ახლოს, თითქოსდა უცნაური ზღაპრული ჩვენებებისთვის ბუნების მიერ საგანგებოდ შემზადებული. წყნარად მობუტბუტე ნაკადული დინჯად მიიკვლევს გზას და გაურკვეველი ბგერებით ავსებს მთელ ხეობას. დაუღალავად მიილტვის წინ. Mმხოლოდ ერთი წუთით შეჩერდება, თითქოს სულის მოსათქმელად, გამხმარი ხის ძირას, სადაც ბავშვის აკვანისოდენად ჩაღრმავებულია მისი სავალი გზა. შეჩერდება, შეისვენებს და მერე ისევ აგრძელებს გზას. Gგამხმარი ხე ნამდვილ დეკორაციასავით დგას აქ. Aარავინ იცის, რა სასწაულით შემორჩა აქაურობას, ნაკადული მუდამ უსველებს სანახევროდ გაშიშვლებულ ფესვებს, მაგრამ გამოფიტულს და წვენდამშრალს, ვეღარას შველის მაცოცხლებელი ნესტი. Gგაზაფხულზე დაკორძებულ ტოტებს აქა-იქ დააჩნდება სიმწვანე, ისიც შუა ზაფხულამდე ვერ აღწევს, პირველივე ხვატი აჭკნობს. სწორედ აქ გინახავს თურმე ის საოცარი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის ანარეკლი. ხშირად ერთად ვისხედით აქ მთვარიან ღამეში და შევყურებდით ნაკადულის ჭავლის ციმციმს, შენი დარჩენილი სიცოცხლის წლებს არ დაინანებდი, ოღონდ კიდევ გეხილა ის უცხო ჩვენება. როგორ ნატრობდი, და მაინც შენი სანატრელი გვირგვინი ვერ იხილე. ძალა აღარ გყოფნიდა უკვე, ხევის პირას ვეღარ ჩამოდიოდი ციცაბო კლდეზე. Aმიტომაც მე ხშირად მარტო ვიჯექი აქ და ვტკბებოდი შუქ-ჩრდილთა თამაშით.
სამი დღის ავსებული იყო მთვარე. Mმე გვიან ღამემდე შემოვრჩი ჩვენს საყვარელ ადგილს გამხმარი ხის ძირას. Gგაბადრული მთვარე ოქროს ზოდივით გაჩხერილიყო გამხმარ ტოტებში. ხანდახან სიო დაურბენდა და წყაროს ბუტბუტთან შეერთებული უცნაური ბგერებით ავსებდა აქაურობას. მთვარე დაუნანებლად აფრქვევდა თავისი მკრთალი შუქის ზღვას. ნაკადულის ჭავლი საოცარი ძალით ციმციმებდა კლდეებზე, უეცრად წყლის მოციმციმე ჭავლით არეკლილი შუქი თითქოს გაძლიერდა, თანდათან გამოიკვეთა, სამეფო გვირგვინის ფორმა მიიღო და საოცარი შუქით აელვარდა . . . ალბათ ეს არის შენი სანატრელი ხილვა, ქართლოს ბაბუა. ჩქარა, ჩქარა, სადა ხარ, ნახე ეს დიდებული ანარეკლი, სანამ არ გამქრალა . . . ერთი ნახტომით ამოვათავე ბილიკი ხევიდან. ეკლესიასთანაც თითქოს ერთი ნაბიჯით გავჩნდი, კარებიდანვე შევძახე: ქართლოს ბაბუა, სადა ხარ? . . . “ააა” _ შემომძახა ექომ, თითქოსდა გამაფრთხილებლად. Mმეც შემკრთალმა თითის წვერებზე ჩავირბინე ჩაბნელებულ თაღებქვეშ, ის იყო პირი გავაღე, ისევ უნდა დამეძახა შენთვის, კუთხეში იჯექი ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაც ვეღარ ამოვიღე. მშვიდად მიწოლილს ხელები ძველ ხელნაწერებზე გეწყო. ანთებული სანთელი თითქოს მოკრძალებით გადმოხრილიყო კანდელიდან შენსკენ და მისი მდუღარე წვეთები ცრემლებივით დაგდიოდა სანთლისფერ თითებზე, მაგრამ ვეღარაფერს გრძნობდნენ ეს თითები.
Mმიცვალებულის დანახვისას მუდამ შიშის გრძნობა მიჩნდება და საოცარია, შენს შემყურეს ამის მსგავსი არაფერი განმიცდია. როგორც მზის ჩასვლა ან ხიდან ფოთლის ჩამოვარდნა არ შეაძრწუნებს ადამიანს, ასევე არ შევძრწუნებულვარ მე, როცა ამ ცარიელ მდუმარე ეკლესიაში შენი გარდაცვალების ერთადერთი მხილველი გავხდი. Lლამაზი და მშვიდი იყო შენი გარდაცვალება, თითქოსდა სრულიად უმტკივნეულო. Bბუნებრივი გადასვლა ერთი სამყაროდან მეორეში. Aამ მშვენიერი, მოზეიმე წუთის გავლენით მე დავიწყე ძველი, მშვენიერი ჩვეულების აღსრულება. Dდავიწყე სანთლების ანთება. Dდავდიოდი კედლების გასწვრივ და ვანთებდი სანთლებს. ერთიც არ დამიტოვებია, ყველა ავანთე. D და როცა თვალი მოვავლე საზეიმოდ განათებულ ეკლესიას . . . ო, როგორ ზეიმობდნენ ფრესკები, სიხარულით გაცისკროვნებული თვალებით შემომყურებდნენ. ზეიმობდნენ, რომ შენ მათი სამყაროს კუთვნილება გახდი. წაიშალა უხილავი გარდაუვალი ზღვარი თქვენს შორის და ისინი გღებულობდნენ, როგორც დიდი ხნის ნანატრ მეგობარს, როგორც ტოლსა და სწორს. ზეიმობდნენ ფრესკები, ზეიმობდა მთელი ეკლესია შენს ლამაზ გარდაცვალებას, და მე ვგრძნობდი, თუ რა უადგილო იქნებოდა ცრემლით ან სიტყვით გამომეხატა ჩემი მწუხარება.
Mმაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი. სანთლის მდუღარე წვეთებს ჩემი ცრემლებიც მიჰყვნენ: გული დამწყდა მეტად, რომ არ აგისრულდა შენი სანუკვარი ოცნება, ჩემო ქართლოს ბაბუა, ნეტავ ერთხელ კიდევ გენახა ოდესღაც ბავშვობაში ნანახი ხილვა, თამარ მეფის გვირგვინის სხივოსანი ანარეკლი. თუმცა როდის იყო, ბავშვობის ხილვებს ხელმეორედ ხედავდნენ, ისინი ერთხელ მოდიან მხოლოდ, მერე კი მთელი ცხოვრება ველოდებით და ამ ლოდინში ილევა წუთისოფელი

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

Nunu qadagidze'ს ბლოგი

ადამის გაოცება

გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 5, 2019 წელი 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.

      - აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.

      - ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად…

გაგრძელება

თაფლი

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 31, 2019 წელი 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.

      - კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.

      გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც…

გაგრძელება

ადამი თავს მაბეზრებს

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 27, 2019 წელი 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.

      არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.

      ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც…

გაგრძელება

კიდევ უფრო შორს

გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 22, 2019 წელი 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან, ცალკცალკე მიილტვიან სადღაც... თან მეტისმეტად უცნაურ, სრულიად აუხსნელ ქარაგმებს ხლართავენ, ისე რომ ხანდახან ძალიან ვიბნევი.

      ცხადში მე მუდამ გველს დავეძებ. მის გარდა ვერავინ ამიხსნის, თუ რა ხდება, რა ემართებათ სიზმარს და ცხადს, რატომ გაურბიან…

გაგრძელება
 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters