აზერბაიჯანულ-თურქული გაურკვევლობა, ახალი ხუთლარიანი და მერობისთვის ჭიდილი

      ყოველი დღის ბოლოს, მთელი დღის შეფასება და გადაკითხვა კვლავინდებურად გრძელდება და დღევანდელი ნიუსლისტიც არ იყო მცირერიცხოვანი. საქმე ისაა, რომ დღეს რამდენიმე მიმართულებთ ვითარდებოდა მოვლენები. დღის ბოლოს კი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში და ყველა ერთიანად შეგვარყია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /7 ივნისი, 2017/

      დილიდან დაიწყო აქტიური განხილვები და საუბრები ინტერნეტში. მაგალითად, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ დააანონსა, შესაძლოა პატრიარქი ბრალდებული გიორგი მამალაძის ოჯახს შეხვდეს. მამა გიორგიმ ასევე ისაუბრა იმაზე, „წმინდა სინოდის სხდომის გამართვის საკითხი ჯერჯერობით არ დგას“. სვეტიცხოვლიდან კი პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული და ლომისობა მიულოცა.

      ჟურნალისტის ამბები ისეთ პროტესტს იწვევს, რომ ჯერ ვერცერთმა სხვა ამბავმა ვერ გადაფარა - აფგან მუხთარლის ადვოკატი - პრემიერის განცხადება დაზარალებულის ოჯახის მიერ აღიქმება, როგორც მითითება, რომ არც კი ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები. არჩილ თალაკვაძე - აფგან მუხთარლის საქმეზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა და კამერებიდან 30-ზე მეტი ჩანაწერია ამოღებული. ლეილა მუსტაფაევა - პირველ რიგში დაცვის უზრუნველყოფა ჩემი ქალიშვილის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოვითხოვე. ვიქტორ დოლიძე - დარწმუნებული ვარ, არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც შესაძლებელია საქართველოს ჩრდილი მიაყენოს. თამარ კორძაია აფგან მუხთარლის საქმეზე - დაშვებულ შეცდომაზე ვინმემ პასუხი უნდა აგოს.

      კონსტიტუცია ხომ ვერა და ვერ მოვიწონეთ და ვერ მივიღეთ. საკონსტიტუციო ცვლილებებით, თუკი დეპუტატი სესიის მიმდინარეობისას სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს, პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდება. და ამ თემაზე, ტრადიციულად, კვლავ აქტიურია პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე და მის განცხადებებს გთავაზობთ: „იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ავტოკრატიის ჩამოყალიბების საფრთხე, მნიშვნელოვანია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. საბედნიეროდ, ბიზნესზე ზეწოლის კუთხით მძიმე პრაქტიკა საქართველოში დასრულებულია. თუკი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდება, არ ვიცი, გადავდგები. კონსტიტუციური კანონი გადაღეჭილია“. სხვა გამომსვლელები და ნიუსებიც კონსტიტუციის თემიდან - პარტიების ფინანსური აუდიტი, შესაძლოა, აუდიტის სამსახურმა აღარ განახორციელოს. კონსტიტუციის საკითხთან ახლოს - ირაკლი კოვზანაძე - 94-ე მუხლის კონსტიტუციაში არსებობით ინვესტორები მშვიდად არიან. თავმჯდომარეს არ წყალობენ ექსპერტები - გია ხუხაშვილი - ირაკლი კობახიძის, ამ ახალგაზრდა, მოუმწიფარი ადამიანის გადაწყვეტილებები აზიანებს სახელმწიფოს. სერგი კაპანაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვის და უსაფრთხოების თავი ისე შეიმუშავეს, რომ საქართველოში ამ თემებზე მომუშავე არც ერთი ადამიანი ჩართული არ იყო. კახა ოქრიაშვილი - თუ ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ექნებათ, ჩვენ დავუბრუნებთ მთავრობას საავადმყოფოს და მათ დაგვიბრუნონ ჩვენი ფული. კონსტიტუციის პროექტიდან „სხვა შეიარაღებული ძალების“ შესახებ ჩანაწერი ამოღებული იქნება. დავით რაქვიაშვილი - შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვების შეჩერებას მოითხოვენ. თამარ კორძაია აუდიტის სამსახურისთვის ფუნქციების შემცირების შესახებ ინიციატივას „ალოგიკურს“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს. საომარი, ბუნებრივი კატასტროფის და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენებაზე პარლამენტის თანხმობა საჭირო არ იქნება.

      აქვე თავმჯდომარის განცხადება მერობის კანდიდატზე - ირაკლი კობახიძე - ჩვენს კანდიდატს ვერანაირი კონკურენტი ვერ ეყოლება. ვიქტორ დოლიძე - კახა კალაძე ძალიან ძლიერი კანდიდატია და მე მგონი, ამასთან დაკავშირებით არავინ ვდაობთ. ყოფილ ფეხბურთელს ნაციონალურმა მოძრაობამ ჟურნალისტი დაუპირისპირა - ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერის თანამდებობაზე კენჭისყრის შეთავაზება მიიღო. არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე ჩვენი გუნდის ფორვარდია (ამას არ ახსოვს რომ კალაძე მცველად თამაშობდა და ფორვარები როგორც წესი თავმდამსხმელები არიან).

      ამას გარდა, უდუმაშვილი დირექტორის მოადგილეა და რ2-ის შესახებაც იძლევა ინტერვიუებს - ზაალ უდუმაშვილი - ”რუსთავი 2”-ში რეორგანიზაცია დაწყებულია, რაც გულისხმობს, რომ მიმდინარეობს ფინანსების მობილიზება და ოპტიმიზაცია.

      ვისაც არ ახსოვს, ვეტყვი, რომ დემირელის სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაკავებულია და სასამართლო სასამართოზე იმართება. ცხადია, ყველა აცნობიერებს რომ ეს თურქეთის პრეზიდენტის პირდაპირი მოთხოვნა და მისი სურვილის შესრულებაა, თუმცა სასამრთლო მაინც ავტონომიურობს. სოსო ბარათაშვილი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქართველოდან ექსტრადირება ამ ეტაპზე ვერ მოხდება. დღესვე მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა და აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ბორკილები დაიდეს. სოზარ სუბარი - სანამ დემირელის კოლეჯის მენეჯერისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მიმდინარეობს, ექსტრადირება ვერ მოხდება. ანა ნაცვლიშვილი - მუსტაფა ჩაბუქისათვის საექსტრადაციო პატიმრობის შეფარდებისას პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო. სოსო ბარათაშვილი იმედოვნებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა დადებითად დასრულდება.

      ლევან ბოძაშვილი - უშიშროების საბჭოდან წამოსვლა ჩემს ელჩად დანიშვნას არ უკავშირდება. ისევ ლევანი, პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარიმართა, ჩემთვის გაუგებარი იყო.

      იანოშ ჰერმანი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება. დაახლოების თემაზევე - ვიქტორ დოლიძე - ასოცირების შეთანხმების პარალელურად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამართლებრივად საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

      ირაკლი სესიაშვილი - უშიშროების საბჭოს თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები სცილდება რეალობას, ეს საბჭო არის მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი.

      სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან ლ.მ.-ს მიმართ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ლაშა მესხი სახალხო დამცველის რეკომენდაციას დადებითად აფასებს.

      გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. ოთარ კახიძე - გიორგი ბადაშვილის პროკურატურაში გადანაცვლება უკეთესობისკენ არ ცვლის სიტუაციას.

თითოხაზიანი ამბები

      წინსვლა მგზავრებს - საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათების გარდა, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათების გამოყენებაც იქნება შესაძლებელი.

      ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

      დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი.

      ჩაქვში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაზი დააკავეს.

      განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში 1-ელი სექტემბრიდან გამოვა.

      გარემოს დაცვის სამინისტრო - პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის ძალაშია.

საზღვარგარეთული ამბები:

      ირანის პარლამენტში სროლის ხმა ისმის, რამდენიმე ადამიანი მძევლადაა აყვანილი. ირანის პარლამენტის გარდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი იმამ რუხოლა მუსავი ხომეინის მავზოლეუმშიც გახსნეს. თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. ირანის პარლამენტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. თუმცა, ეს რიცხვი დღის განმავლობაში იცვლებოდა - ირანის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ირანის პარლამენტზე თავდასხმის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი აიფეთქა.

      პარიზში პოლიციელზე თავდამსხმელი ყვიროდა „ეს სირიისთვის“. პარიზელი თავდამსხმელის განცხადებით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის ჯარისკაცია.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყატარის როგორც ტერორიზმის მხარდაჭერის წარმოჩენა, სერიოზული ბრალდებაა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 289

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters