Qwelly, ატამი, ბლოგი, ქველი, ყვავილი, წვიმა       გაიღიმე, კიდევ ერთხელ გაუღიმე დაბღვერილ არემარეს, მერე რა რომ წვიმს ეს ხომ ცრემლია წვიმად მოსული ჩვენთან, გინახავს შენ ატმის ყვავილი, მიუსაფარი, ნიავი რომ აქანებს და მაინც მაგრადაა ჩაფრენილი ტოოტს?? უყვარს ატმის ყვავილსაც უყვარს ტირილი, მიწასაც უყვარს, თითქოს ნუგეშია მისთვის მხოლოდ ცას არ უყვარს ტირილი ურჩევია მზის ჩასვლისას ხატოს... ხატოს ფერებით გატაცებით შეუჩერებლივ, მაგრამ ატირებენ ცას... არ აცლიან ხატვას... იცი მეც მიყვარს წვიმა მგონია რომ, როდესაც წვიმს რაღაც ახალი იწყება თითქოს ის ძველი ქრება და ცის ცრემლები ჩაიტანს ღრმად... შორს... იცი როგორ მიყვარს მინის შუშაზე არეკლილი წვეთები შიგნით შემოსვლას რომ ლამობენ შენში დაბუდებას, დასადგურებას, მე მიყვარხართ წვიმის წვეთებო გაჯღენთილებო სევდით და დარდით, მე მიყვარხართ ისე მალულად გულის სიღრმეში ჩემი ხარ ჩემი !შემოღწეულო და დამკვიდრებულო...

ნახვა: 1005

ტეგები: Qwelly, ატამი, ბლოგი, ქველი, ყვავილი, წვიმა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters