Qwelly_ს იდეა არასოდეს არ ყოფილა საიტი საიტისთვის, დროის მოკვლისთვის და გართობისთვის... 

       ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო გუშინ, 5 დეკემბერს, ხუთშაბათს, საღამოს 5_ის შემდეგ, როცა Qwelly_ს წევრები ერთად შეიკრიბნენ სამების ლავრის, ხარების ტაძარში ახალგაზრდა პოეტთა შესანიშნავი ლექსების მოსასმენად. 

       ვინც ივნისში, სულთმოფენობის დღესასწაულზე დაესწრო Qwelly_ს საღამოს, მათ წინასწარი მოლოდინი ჰქონდათ სასიამოვნო, ურთიერთობებით გამთბარი საღამოსი, ხოლო ვინც პირველად გვეწვია ყველამ ტკბილი მოგონებების ვრცელ ნუსხას კიდევ ერთი გამორჩეული საღამო შეჰმატა. 

       ზაფხულური პოეზიის მშვიდი და ტანმოხდილი საღამოსგან განსხვავებით, გუშინ უფრო ჩაფუთნული და შემოსილი ღონისძიება გამოგვივიდა, მაგრამ სიცივე რას დააკლებდა ამხელა სიყვარულით გაჟღენთილ საზოგადოებას? 

       მოკლედ, ძალიან რომ არ გადაგღალოთ კითხვით, გადავიდეთ ფოტოების დათვალიერებაზე... 

       ვიდრე პოეტები თავიანთ ადგილებს დაიკავებდნენ, შეკრებილი პუბლიკა ერთმანეთს მოიკითხავდა, ეფერობა, ეხმატკბილებოდა...

 

       სავარძლებიც კი პოეტებს ელიან ☺

 

       ესეც ასე, ყველანი აქ არიან!

დავიწყოთ მარცხნიდან - ილია ელიზბარაშვილი, სოსო ასიტაშვილი, ოთო ფალიანი, მარიამ თორია, ირაკლი ფილალეტე და მიქაელ ჭიჭინაძე

 

       4 დეკემბერს ქრისტეს ეკლესიამ იზეიმა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანება, პოეზიის საღამო რითი უნდა დაწყებულიყო თუ არა... "ავე მარია - ირაკლი ფილალეტე"

 

       დაუვიწყარი მარიამ თორია და მისი საოცრად ემოციური ლექსები... საღამოს, Qwelly_ზე ყველა მთხოვდა ლექსს მის შემოქმედებას... 

 

       თამამად უნდა განვაცხადო - გოგოების სიმპატია მიქაელი (გვარი გამოცხადება არ გინდაო, ამიტომ მეც არ დავწერ რომ ჭიჭინაძეა)

 

       კარგ ლექსებს კარგი მუსიკა უხდება ხოლმე, გუშინ საგალობლებით გავამშვენეთ...

 

       მათ უყვართ პოეზია!

 

       ყველასთვის საყვარელი, ჩვენი გულწრფელი პოეტი - ილია ელიზბარაშვილი

 

       რაიმეს სათქმელად სიტყვები უძლურია - გაიცანით სოსო ასიტაშვილი

 

       სიხარულს გამრავლების ფუნქცია აქვს! ალინა გაგოშიძე მოულოდნელად გვეწვია და ძალიან კარგი ლექსითაც დაგვასაჩუქრა

 

       კარგ მთქმელს კარგი გამოგონეც უნდაო!

 

       პოეზიისთვის, პოეტობისთვის დაბადებული - ოთო ფალიანი!

 

       არავის უნდოდა სიტყვის ჩაგდება. გაფაციცებული მსმენელი

 

       ცოტა მხიარულ ნოტაზე რომ დავასრულოთ ჩვენი ფოტო-კოლაჟი. დღის იუმორისტული ფოტო: იცანი ნაცნობი კეფით!

 

       ამასობაში სახლში წასვლის დროც მოვიდა...

ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის!!!

მომავალ შეხვედრებამდე!

 

ნახვა: 1130

ტეგები: Qwelly, Qwellyday, გალობა, პოეზია, სიყვარული, ფოლკლორი, ფოტოკოლაჟი

BrOliKa: დეკემბერი 6, 2013||4:35pm

რა ცუდია როცა ფოტოგრაფი ხარ ფოტოებში არ ვარ :D :D  მაგრამ მგონი  მშვენიერები გამოგვივიდა მე და გიოოს :)) საღამო ხომ შესანიშვანიი იყოო :)) 

tamo: დეკემბერი 6, 2013||5:27pm

ძალიან ,ძალინ მაგარი საღამო იყოოო! <3<3 <3 :**)))

ლაშა: დეკემბერი 6, 2013||6:51pm

ამდენი ფოტოგრაფიდან, ამდენი მაყურებლიდან, არცერთი არ გამოდგა ვიდეოგრაფი :( 

BrOliKa: დეკემბერი 6, 2013||8:21pm

მე მაქვს 2 ვიდეო გალობის.

Tamila Moshiashvili: დეკემბერი 6, 2013||10:50pm

ასეთ რამეებს რატომ ვაკლდები? :'( 

nino usenashvili: დეკემბერი 6, 2013||11:01pm

მშვენიერი იდეის, დარწმუნებული ვარ, მშვენიერი განხორციელება იყო : ) გისურვებთ წარმატებებს და ბევრ ასეთ დღეებს : )

ლაშა: დეკემბერი 6, 2013||11:08pm

nino usenashvili დიდი იმედი მაქვს რომ მომდევნო ასეთ ღონისძიებაზე აუცილებლად შემოგვიერთდები ♥♥♥ 

nino usenashvili: დეკემბერი 6, 2013||11:17pm

დიდი სიამოვნებით :)

filalete: დეკემბერი 7, 2013||12:17am

:*

შორენა კენჭოშვილი: დეკემბერი 7, 2013||12:41am

კარგიი საღამოო იყოოო :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters