მხილებული მინისტრი, უკრაინამოყვარე ჩვენი პრეზიდენტი, მოსეს კონსტიტუცია, ვაშლები და ამერიკის უსუსურობა

      სამუშაო დღის ბოლოს, სახლში დაღლილი რომ გადაწყვეტთ გაიგოთ რა ხდება ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი ერთ პოსტში უკეთესი წასაკითხია - ჩემი თავისთვის ხომ არ შევაგროვებ მხოლოდ ნიუსებს, თან მნიშვნელოვნად აგრილდა და სიომაც იმატა, ამიტომ აგვისტოს განზოგების მთავარია ამბები:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /15 აგვისტო, 2017/

      გუშინდელი სკანდალის მთავარი გმირი გამოჩნდა და კომენტარებიც გააკეთა - გიორგი მღებრიშვილი - ეს არის „ფე-ეს-ბე“ -სა და ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ აგორებული ანტიპიარი, რომელიც ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. გიორგი მღებრიშვილი - მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. რუსი „პრანკერი“ ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილთან ვაიბერ მიმოწერაც ჰქონდა. ვიქტორ დოლიძე Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - გიორგი მღებრიშვილმა ძალიან ნათლად განაცხადა, რასთან გვაქვს საქმე. ნინო ბურჯანაძე Страна.ua-ს გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - ჩანაწერის ავთენტურობა თუ დამტკიცდა, შს მინისტრი კი არა, პრემიერიც უნდა გადაჰყვეს ამ ამბავს. გუშინ, სააკშვილის ადვოკატმა, ექსპერტიზა გვინდაო - პროკურატურაში არ აკეთებენ კომენტარს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ უწყებაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყება თუ არა გამოძიება. მიხეილ სააკაშვილი - მე უკრაინაში დავბრუნდები, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვაგან არსად მაქვს, ჩემი ყველა ნივთიც კი უკრაინაშია.

      რკინიგზელების პროტესტი - რკინიგზელები დღეიდან რკინიგზის დეპარტამენტის წინ შიმშილობით პროტესტს იწყებენ. რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეების მიერ კარვის გაშლას სამართალდამცავებთან მცირე შელაპარაკება მოჰყვა. რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენელი აკვირდებოდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლებს საბუთებზე ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

      უბარიერო სისტემა ერთდღიანი ნიუსი არ აღმოჩნდა - პაატა დავითაია - უბარიერო სისტემის ცალკე განხილვა ნიშნავს იმას, რომ შედეგის მომტანი არ იქნება. გია ხუხაშვილი უბარიერო სისტემაზე - „ქართულ ოცნებასთან“ ამ ტიპის გარიგებაზე წასვლას არავის ვურჩევდი. გიორგი ვაშაძე უბარიერო სისტემის ცალკე განხილვის აუცილებლობას ვერ ხედავს. მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მიმდინარე კვირაში შეკრებას სთავაზობს. რა უთხრათ და როგორ ვუთხრათო, ალბათ?! - ოპოზიციასთან შეხვედრის გამოცხადებამდე, ”ქართული ოცნების” დეპუტატები დღეს შიდა კონსულტაციებს გამართავენ. "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო მსჯელობის განახლების მზადყოფნას გამოთქვამს.

      გუშინდელმა სტიქიამაც გადაიარა - დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია და საბაჟო გამშვებმა პუნქტმა "ყაზბეგმა" მუშაობა განაახლა. გარემოს ეროვნული სააგენტო - დარიალის ხეობაში ამჟამად სრული სიმშვიდეა, რაიმე სპეციალური რეჟიმის შემოღება არ იგეგმება.

      რამდენიმე მარგველაშვილური ფრაზა ცალკე ბლოკად უნდა წარმოვადგინო - გიორგი მარგველაშვილი - კარგი იქნება, ქართული მიწა მოსახლეობას აჭმევდეს და ასმევდეს და მერე მოვიფიქროთ მისი განკარგვა. პრეზიდენტმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო. გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ქირაობენ ხელისუფლებებს. გიორგი მარგველაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ამგვარ ინფორმაციას არ უნდა ჩაუღრმავდეს. გიორგი მარგველაშვილი - ორი მოსმენით მოსესაც კი არ მიუღია ათი მცნება, რითაც ვცხოვრობთ დღემდე.

      ჩვენს ექსპერტებზე დიდად განსხვავებულ მოსაზრებებს არც ესენი აფრქვევენ - ამერიკელი ექსპერტი - საქართველო უხერხულ მდომარეობაშია, სურს ნატო-ში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა.

      ჯეჯელავას ინიციატივა, მაინცდამაინც იაფასიანი არ არის, თუმცა გორელები მის მზეს დაიფიცებენ ალბათ - სკოლებში „ვაშლების დარიგების“ კამპანია განათლების სამინისტროს პირველ ეტაპზე 90 ათასი ლარი დაუჯდება.

      ისე ნუ იზამთ, გადაგვიკეტონ გულის კარები - ვიქტორ დოლიძე - კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადები და არ მოითხოვონ თავშესაფარი.

      ლონდონში რომ დაგაჯილდოვებენ, ე.ი. ქმნი რაღაც კარგს - ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ქართულმა ვისკიმ “JIMSHER” ვერცხლის მედლები მოიპოვა.

      კარგი ნიუსი, ღამის 11-ის მერე, არც რესტორნები შეგვაწუხებენ და არც ფოიერვერკები.

სტატისტიკოსნიუსი:

      აგრილდაო და სტატისტიკებიც დაიდო მზის ხამობის შესახებ - ზაფხულის სეზონზე მზისგან დამწვრობის გამო, 87 პაციენტს სტაციონარში მოთავსება, 387-ს კი ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.

      ყოველკვირეული სტატისტიკა რომ ნახოთ, სამნიშნაზე ნაკლები არასოდეს არის ეს რიცხვი - ერთი კვირის განმავლობაში, საგადასახადო სამართალდარღვევის 1 049 ფაქტი გამოვლინდა.

      გამოცდები მორჩა და ახლა სტატისტიკებს ითვლიან, შემოდგომაზე წიწილებსაც - აბიტურიენტებს შორის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები წელს სამართალმცოდნეობა, ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობებია.

საზღვარგარეთულები:

      ომის ხაზზე დადიან თუ ცეცხლს ეთამაშებიან თუ როგორც ჰქვია - აშშ-ის თავდაცვის მდივანი - თუ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის მიმართულებით ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებს, ამან შეიძლება ომი გამოიწვიოს. კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმა განახორციელონ. არ ვიცი ტრამპი რას იქადნებოდა, მაგრამ უკვე მეორედ უთხრეს - არ გვეშინიაო - ვენესუელის პრეზიდენტი - აშშ-ს მხრიდან ვენესუელაში არსებულ სიტუაციაში სამხედრო ჩარევის მუქარა ძალიან უხეში შეცდომა იყო. აშშ-სადმი უშიშობის კიდევ ერთი გამოვლინება - იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს, ირანი ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლით იმუქრება. და კიდევ ერთიც - „თალიბანი“ დონალდ ტრამპს ავღანეთიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მსოფლიო შოკირებულია იმით, თუ რამდენად არაპროგნოზირებადი გახდა აშშ-ის პოლიტიკა.

      ანტიჟურნალისტური განწყობა - რუსული ВГТРК-ს კორესპონდენტი თამარა ნერსესიანი უკრაინიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი „Россия 24“ იუწყება.

      გერმანია ვერ ამოვიდა ვალებიდან - გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს, მათ შორის ქართველ ვეტერანებს 2500 ევროს კომპენსაციას გადაუხდის

      ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 111-მდე გაიზარდა.

      თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტი დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 166

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters