შრომის უსაფრთხოების პროტესტი და ჭრელი ამბები სამართლის, არჩევნების, ოპოზიციის თუ პოზიციის სფეროდან

      შუა გაზაფხილზე, აპრილის მეორე დღეს მთავარ თემებს შორის ამინდი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ძლიერი ქარი და ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ისე დააანონსეს, უეჭველად ასრულდებოდა. რაც შეეხება პოლიტიკურ სამყაროს - რა თქმა უნდა, დღის პრაიმთაიმის ამბავი ჭავჭავაძის შემთხვევა და გვიან ღამემდე გაგრძელებული საპროტესტო აქცია იყო. ასევე ხორავა საქმე, გამოძიებები, სასამართლოდა სხვა ჭრელი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 2 აპრილი, 2019/

      ჭავჭავაძეზე გარდაცვალების პროტესტი - გუშინდელი აქცია გვიან ღამემდე გრძელდებოდა - აქციის მონაწილეები „სახალხო მოძრაობის“ შექმნას აანონსებდნენ. საპროტესტო აქციაზე ალეკო ელისაშვილი მივიდა. საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლისკენ წავიდნენ. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები ვაკის პირველ განყოფილებაში არიან გადაყვანილები. აქციის მონაწილეები კახა კალაძის სახლთან სკანდირებდნენ - „გამოდი, გამოდი!“. შსს - აქციაზე სულ 6 პირია დაკავებული. აქციის მონაწილეებმა, კალაძის სახლის შემდეგ, პოლიციის იმ შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც დაკავებულები იყვნენ გადაყვანილები. შემდეგ, საპროტესტო აქცია ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობასთან მიმდინარეობდა. უკვე გვიან ღამით დაახლოებით პირველ საათზე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს. დავით სუბელიანი - მედავებიან, რომ არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას, რასაც არ ვეთანხმები. ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო კილაძის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სფეროში სიტუაცია მძიმეა. გია ჟორჟოლიანის შეფასებით, შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოში სამარცხვინო მდგომარეობაა. კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის #5-ში სამშენებლო სამუშაოები „ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო“.

      ტერიტორიების ირგვლივ - ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაზე ტაქტიკური სწავლებები დაიწყო. მურატ ჯიოევი - ვიმედოვნებ, რომ ჟენევის დისკუსიებზე ჩვენი წინადადება ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის მომზადებაზე დადებით იმპულსს მიიღებს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანს სახელმწიფო საზღვრის 34 % წარმოადგენს.

      გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

      ანთლოგია - რობერტ სტურუა ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემაზე - რამდენი საუკუნე არსებობს ქრისტიანული საქართველო და ჯერ არ შექმნილა ასეთი რამ.

      ხორავას საქმის ახალი გარემოებები - ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს. ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომდარ მკვლელობაზე - შესაძლოა, გამოძიების ინტერესი თავიდანვე არ ყოფილიყო ყველა დამნაშავის გამოვლენა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი - ახალი მოწმის მეორე ინსტანციის სასამართლოში დაკითხვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ახალი გარემოებები გამოიკვეთა. მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - საგამოძიებო ორგანო ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვან გ.ჯ.-ს გადააბრალოს.

      საპენსიო რეფორმა - „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი - მთავრობამ ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში მოიფიქრა სქემა, რომლითაც, დაახლოებით 200 ათას მოქალაქეს ატყუებს.

      სოცების შეწყვეტილი გაფიცვა - სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს.

      შუალედური არჩევნები - თამარ ქალდანი - ამომრჩეველთა სიები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული ამომრჩევლის ხმის საიდუმლოების თუ იმის აღრიცხვისთვის, გამოცხადდა თუ არა ის არჩევნებზე. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატს დავით ჭუმბურიძეს დაუჭირა მხარი.

      სასამართლო სისტემა - გიორგი მიქაუტაძე - ვენეციის კომისიის ექსპერტებს ვთხოვეთ, მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე რეკომენდაციები რაც შეიძლება დროულად მოამზადონ. დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. ოთარ კახიძე უმრავლესობას - იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს დასჭირდებათ დამოუკიდებელი სასამართლო და მიიღებენ დავალებების შემსრულებელ მართლმსაჯულებას. სალომე სამადაშვილი მოსამართლეების შესახებ კანონპროექტზე - ვენეციის კომისიის წევრები პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ ხელისუფლება დროს არ აძლევს.

      ბიუჯეტის სარჩენი ფილარმონია და ორკესტრი - ფილარმონიის დირექტორი - ბიზნესგეგმით, რასაც სიმფონიური ორკესტრი სახელმწიფოს სთავაზობს, ბიუჯეტის ხარჯზე მოუწევთ ორკესტრის და დარბაზის რჩენა. ნიკოლოზ რაჭველი - არგუმენტი, რომ ორკესტრი ვერ დაეტევა, არასერიოზულია იმ ჯგუფისგან, ვისთვისაც შესაძლებელი გახდა ფილარმონიაში განეთავსებინა ტრენაჟორები და საუნა.

      ბევრი ტყვია სისხლში - კვლევის მიხედვით, სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებსა და თავად ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის არჩევნები - გერმანიის მმართველი კოალიციის ფრაქციის თავმჯდომარე - ვლადიმერ ზელენსკიმ უნდა დააზუსტოს, რა პოზიციებზე დგას და პოლიტიკოსების რა გუნდი ეყოლება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 40

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: აპრილი 3, 2019||7:07am

მთავარია სოცების აქცია შეწყდა )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:39pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

მიკროსამყაროს სკულპტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2019.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა,…

გაგრძელება

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters