რიგგარეშე მაბავი მასხარების ცხოვრებიდან
ჩემი დიდი ბაბუის და კიდევ მისი ბაბუის მთლად პირველი ბაბუა უზენაესის კარზე მასხართმოდგმის ანგელოზად ყოფილა თურმე განწესებული და ჩვენს ინტერესს იცავდა თავისი ანგელოზური მსახურებით.
როცა გადაუწყვეტია მის უზენაესობას გალაქტიკების შექმნა, დაუძახნია ბაბუასთვის და უკითხავს:
-მასხართანგელოზო, დედამიწის შექმნა მინდა და რას იტყვი ოთხკუთხედი ფორმა რომ მივცე?
ბაბუა მოკრძალებით გადაპროწ-გადმოპროწიალებულა ცათაშემოქმედის წინაშე და მორიდებით მიუმართავს:
- ნება თქვენია უზენაესო, შემოქმედი შენ ბრძანდები და ვინ დაუდგება შენს ნებას წინ? მაგრამ თუ მეკითხები, გავკადნიერდები და გეტყვი, რომ ოთკუთხედი დედამიწა არ გამოგადგება.
-რატომ? - უკითხავს შემოქმედს. - ქმნილების ყველა სახისთვის მისაღები და მოსახერხებელი იქნება.
მაგალითად, მიწის ყოველი მხეცი მშვიდად გადაადგილდება. როცა მიწის ზღვარს მიუახლოვდებიან გადახედავენ, უფსკრულს დაინახავენ და შეშინებულები ისევ უკან შემობრუნდებიან. არც ცის ფრინველისთვის იქნება მოუხერხებელი, მისი სასრული საზღვრები. წყალიც თანასწორად გაჩერდება ბრტყელ ნიადაგზე და მისი ბინადარნიც მშვიდად იცხოვრებენ...
მაპატიეთ მოწყალეო შემოქმედო! - გაუწყვეტინებია მასხართანგელოზს.- შენ ყველასთვის გაგითვალისწინებია დედამიწა გარდა მასხართმოდგმისა. ჩემი მოდგმისთვის ოთხკუთხედი ფორმა საშიშია, ხომ შეიძლება ბზრიალ-გვერდყირამალებისას მიწიდან გადავარდნენ, უფსკრულში ჩაიჩეხნონ და თავი დაიღუპონ?
დაფიქრებულა უზენაესი. მიხვდა, რომ მასხართანგელოზი მართალს ეუბნებოდა.
- მეფეთა კარზე სიმართლის მთქმელად დამიდგენია შენი მოდგმაო! - უკურთხებია დაფიქრებულს და რჩევა კვლავ ბაბუასთვის უკითხავს:
- მაშ როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს შენი აზრით?
- გეტყვი უზენაესო, მაგრამ ჩემი თქმა რად გინდა შენ ხომ ბრძენი ხარ და ჩემზე უკეთ განა თვითონ არ იცი?
- კარგი რჩევა ბრძენსაც არ აწყენდა! - უპასუხნია ყოვლისმპყრობელს.
- მაშ გაბედულად მოგახსენებ ჩემს აზრს უზენაესო! მიწას თუ ისეთ ფორმას მისცემ, რომ მასხარებისა და ჯამბაზებისთვის იყოს მოსახერხებელი, მაშინ გამოდის, რომ მიწის ყველა მკვიდრისთვის მისაღები იქნებაო.
გუნება გადაწმენდია შემოქმედს. გახარებულს მხარზე ხელი დაურტყამს მასხართანგელოზისთვის და უთქვამს:
- შენ დღეს დიდად მაამე, მთხოვე რაც გინდა და მოგცემო.
- რახან წყალობას იღებ, მაშინ ჭკუა მომეციო. - უთხოვია დიდ ბაბუასაც.
- ჭკუა? - გაკვირვებია უზენაესს. - ჭკუა რად გინდა, ხომ გაქვსო?
- ჭკუა რომ მქონდეს განა ღმერთს ჭკუას დავარიგებდიო. - მორიდებით ჩაუდუდუნია მასხარების დიდ წინაპარს.
დიდ შემოქმედს კიდევ ერთხელ დაურტყამს მეგობრულად მხარზე ხელი მასხართანგელოზისთვის, გადაუხარხარნია და ჭკუასთან ერთად სრული თავისუფლება უბოძებია მასხართმოდგმისთვის. თვითონ კი ისეთი დედამიწა შექმნა როგორიც დღესაა: მრგვალი - რომელსაც კიდე არ გააჩნია. მიმზიდველი - რომ მისგან არავინ გადავარდეს და რაც მთავარია მბრუნავი, რომ მიწამ იმოძრაოს ჩვენს ფეხქვეშ ისე როგორც ჯამბაზის ფეხებქვეშ მოქცეული ბურთი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია