ინტერნეტ სივრცის (და არა მხოლოდ) მაგიურ სიტყვათა შორის, განსაკუთრებულია "გარდაიცვალა". მისი მაგიურობა, მისდამი დაუოკებელი ინტერესით თუ აიხსნება და რაც მეტ გარდაცვლილს ვნახულობთ, მით მეტად ვმზაობთ ან გვაშინებს ის, რაც იმის იქით არის. თითქოს, თითოეული გარდაცვალების გაგება და მისკენ სწრაფვა, ჩვენს ქვეცნობიერში ეძებს პასუხს მიცვალებულისგან - იქით რა ხდება? იქნებ, გაცოცხლდეს და თქვას რამე. ზოგადად, რაიმესკენ სწრაფვა, ნიშნავს რომ იქ არ ხარ.
ასე მაგალითად, მთელი ქვეყანა მიისწრაფვის ევროპისკენ. საქართველო ისწრაფვის ევროპისკენ და ამავდროულად, ჩვენში ხშირად ამბობენ, რომ ქართული კულტურა ევროპული კულტურააო, აქ ევროპოს აკვანიაო და ა.შ. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია "ქართული ევროპული კულტურის" პასაჟები. სხვა მხრივ აზრია ვართ და სწორედ ამით აიხსნება მუდმივი სწრაფვა ევროპისკენ. აბა დაუკვირდით, ევროპა, რომ ვიყოთ, რაღას მივესწაფვოდით?! ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საქართველოში ევროპა? პასუხი ცალსახაა - დიახ!! მაგრამ არა და არა, არ დაადგა საშველი - მხოლოდ მივესწრაფვით. რა ამის პასუხია და ერთ-ერთი ტურისტის, რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუ მომაგონდა:
- ჩამოვედი შვეიცარიდაან, ულამაზესი ქვეყანა გაქვთ. მახსოვს ჩემი განცდები, როდესაც აქეთ მოვდიოდი - ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში. ვიცი, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ბევრი გთვლით ევროპის ნაწილად, მე კი მაინც აღმოსავლურ კულტურას ვეძებდი და ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან ჩამოსვლა. დღეს მცხეთაში ვარ, ძალიან მომწონს ეს ანტიკური ქალაქი და თქვენი უძველესი ტაძრების არქიტექტურა, განსხვავებული და განსაკუთრებულია. მითხრეს, ქალაქის ახალი განახლებულიაო, ზუსტად ასეთივე ფილაქანი გვაქვს შვეიცარიაშიც, ქვით მოპირკეტებაც ასეთი გვაქვს და განხვავება მხოლოდ სახურავებსა და ჩუქურთმებშია, ამიტომ როგორც ევროპიდან ჩამოსული ტურისტისთვის, ცოტა უინტერესოა - თავი ევროპაში მგონია. ერთი რაც გამოგარჩვთ, ესაა რომ მომსახურების სფერო ნამდვილად ეგზოტიკური და აზიური გაქვთ. ამას შევცვლიდი თქვენს ქალაქებში - ევროპელებს აზიის შეცნობის დაუოკებელი სურვილი აქვთ და საქართველოს, როგორც ამ ორი უდიდესი კულტურის საზღვარზე მყოფ ქვეყანას, უდიდესი შანსი აქვს ევროპული ცხოვრების წესი და აღმოსავლური კულტურა შეაზაოს ერთმანეთში. წარმატებას ვუსურვებ თქვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ნანახით სასიამოვნოდ გახარებული ვარ.
იშვიათად შეხვდები გულწრფელად მოლაპარაკე ტურისტს, მაგრამ ამ კაცმა, ვფიქრობ სიმართლე თქვა - ჩვენ ევროპოსკენ სწრაფვა გარეგნულად დავიწყეთ და ამიტომ არც არასოდეს გვექნება ევროპა აქ.
კიდევ რას ვესწაფვით? ერთობას - "ძალა ერთობაშია" წერია ჩვენს გერბზე და შესაბამისად, ერთობაც არ გვაქვს; "გიყვარდეთ ერთმანეთი", სიყვარულიც არ გვაქვს; "არა ჰქმენთ კერპნი" - კერპები გვაქვს, "ლეკვი ლომისა სწორია" სურვილია, სინამდვილეში არ ვაზროვნებდით ასე და ა.შ. და ა.შ. "აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია" და ეს მეორდება უკვე მრავალი 'მომავლის' გავლის შემდეგაც ასეა და კიდევ ასე იქნება...
2x2-ს ვწერ, ვიცი, პოსტის დასრულება პოზიტივით მინდოდა - "გარდაცვალებას ვესწრაფით, ე.ი. ცოცხლები ვყოფილვართ, გვიხაროდენ", მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ ვინც გარდაცვალებას ჩაჰკირკიტებს, ყველა ცოცხალი როდია?!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია