რამდენიმე თვეა აქტიური კამათი მიმდინარეობს სკოლებში ახალი საგნის შემოღებასთან დაკავშირებით. საგანს ჰქვია "მე და საზოგადოება", და როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა განაცხადა ეს საგანი გახლავთ ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი. სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე, 2015 წლის 17 აგვისტოს განცხადებიდან ირკვევა, რომ "მე და საზოგადოება" - ახალ საგანში ძირითადი აქცენტები კეთდება მოსწავლის გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა, თემი), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვ. და ეს ყოველივე უნდა დაიწყოს III-IV კლასიდან. ესაა ზოგადი ინფორმაცია რაც მაშინ განთავსდა. ამის შემდეგ დიდი სიტყვიერი შეხლა-შემოხლები იყო, დაკვეთებს ასრულებთო, ერის გარყვნა გინდათო, ევროპამ შეგვიკვეთათო, გადაგვაგვარებთო, შვილებს გვიწამლავთო, ლიბერალებოო (ეს ბოლო ხანებში საგინებელი და წარმართობის გამომხატველი მიმართვა გახდა ☺), მეორე მხარემ - "არა ბიძია კარგი სურვილები გვაქვსო" და ათასი სხვა მოსაზრება გაისმა. მაგრამ რატომღაც ერთი გამორჩათ, ან მე ვერ მოვისმინე და მინდა სწორედ ამაზე გავაკეთო აქცეტი და მოდით ლოგიკურ ჯაჭვს მივყვეთ.

სტატისტიკა დაიკარგა ინიციატივაში

      როდესაც რაიმე სიახლის დანერგვა ან შემოტანა იწყება, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ძველი უნდა გაუმჯობესდეს... ან რაიმე პრობლემაა და იმის ამოსაფხვრელად სიახლეა საჭირო. სამოქალაქო აღზრდა - პრობლემა?! სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უნდა არსებობდეს (წესით), მაგრამ სამწუხაროდ არ არსებობს, ყოველშემთხვევაში, იმ განსაზღვრებების მიხედვით არ არსებობს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების კონცეფციას შეეფერება, აქედან მარტივი დასკვნა - ეს არის პრობლემა! ეს პრობლემა ხშირად გამოიხატება სხვადასხვა უმცირესობათა მიმართ ძალადობის ფორმებში, შეუმწყნარებლობაში. თუ უფრო გავშლით თემას, მრავალი დამეთანხმება იმაშიც და ეს აზრი მუსირებს კიდეც, რომ ჩაგვრა, დისკრიმინაცია, არატოლერანტულობა, იქნება ეს სექსუალური, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ანდა ქალებზე ძალადობა გამოწვეულია გაუნათლებლობით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა - გაუნათლებლობა. ამ მხრივ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა სრულიად გასაგებია და მოსაწონიც კი - სჯობს სამოქალაქო აღზრდა სკოლის ასაკიდან დავიწყოთ! მაგრამ არის ერთი მცირე ინფორმაციული ვარდნა, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვათ. ამ ინფორმაციას ჰქვია საშინელი სიტყვები - "სტატისტიკური მონაცემი". ჩვენ, სოციოლოგები ამ რიცხვებით ვმსჯელობთ ხოლმე, რადგან მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა.

      ჩვენ ვთქვით - გაუნათლებლობის პრობლემააო, ლოგიკურია, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა განათლების დონის აწევა, რაც დააკავშირეს ახალი საგნის შემოღებასთან. მაგრამ გაუნათლებლობის პრობლემა ნიშნავს კი იმას, რომ ამ ახალ საგანში გაუნათლებლობის პრობლემა დგას? უკეთ რომ გადმოვცე ჩემი სათქმელი განვავრცობ კითხვას - არის სტატისტიკური მონაცემი იმის შესახებ, რომ აქამდე არსებულ სასწავლო საგნებს შორის ბეჯითი, წარმატებული და სასკოლო მაღალი განათლების მქონე ახალგაზრდები (საუნივერიტეტო განათლებას ამ ეტაპზე არ შევეხები, რადგან საქმე სკოლის პროგრამასთან გვაქვს) არიან შეუმწყნარებლები ანუ არატოლერანტულები, მჩაგვრელები, აქვთ დაბალი სამოქალაქო თვითშეგნება? თუ არის ამის დამადასტურებელი სტატისტიკური მონაცემი, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც კარგად აქვთ შესწავლილი ყველა ის საგანი, რომელიც ამჟამად ისწავლება სკოლაში და ისინი მაინც ახორციელებენ ძალადობას ან არიან შეუმწყნარებლები ან მათი სამოქალაქო ზრდა არ მომხდარა, მაშინ რა თქმა უნდა კიდევ ერთი საგანია დასამატებელი, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტს. მაგრამ რატომღაც ძლიერი ეჭვი მღრღნის, რომ ასეთი სტატიტიკურ მონაცემი სინამდვილეში არ არსებობს, და პირადი დაკვირვებიდან ან პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ისტორია-ლიტერატურა, მათემატიკა-ფიზიკა, რელიგია სწორედ რომ ყველაზე ტოლერანტულები და სამოქალაქო აღზრდითაც დაწინაურებულნი იყვნენ. არავის არ ჩაგრავდნენ, რადგან იცოდნენ რას ნიშნავს ჩაგრული ქვეყნის ისტორია, არავის უყურებდნენ ზემოდან, რადგან იცოდნენ რომ ქართველი ავტორების იქით, მსოფლიოში უდიდესი ლიტერატურა იქმნება, სწავლობდნენ მათემატიკას და ფიზიკას და ესმოდათ, რომ მსჯელობა და ლოგიკა არის ის გასაღები, რომელიც მიგვიყვანს მყარ ჭეშმარიტებამდე, რადგან ყოველთვის ვიკითხავ - რატომ? და სწავლობდნენ რელიგიას, რომელიც მათ მაღალ მორალურ ღირებულებებს სძენდა, იქნება ეს ქალთა პატივისცემა, თანასწორობა, მიტევება, შემწყნარებლობა, ურთიერთსიყვარული და ა.შ.

      აქედან გამომდინარე, სიტუაცია არის შემდეგი - იმ ძირითად საგნებში, რომლებსაც ახლა სწავლობენ სკოლებში, მოსწავლებს აქვთ დაბალი შედეგები, ამიტომ ახორციელებენ ძალადობას და მათი მოქალაქეობრივი თვითშეგნებ დაბალია. გამოსავალი კი ის მოიფიქრეს, რომ ყველა სხვა საგანი სადღაც მოისროლეს, მთავარია პატივისცენ ერთმანეთსო, არ მოკლან და ექნებათ თუ არა შესაბამისი განათლება სხვა საგნებში, ეს მათი პრობლემააო. ვფიქრობ, ეს განთლების დონის ამაღლებისკენ მიმართული გამოსავალი სულაც არ არის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაცეები ამით ფინანსდებიან და დაკვეთებს ასრულებენ, შორს ვარ რადგან არ ვიცი ეს საკითხი, მაგრამ ფაქტია, რომ შემოთავაზებული იდეა პრობლემის (გაუნათლებლობის) მოგვარებისა, წამგებიანი იქნება იდეაშივე. ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ მოსწავლეები თუ ვერ/არ სწავლობენ 9 საგანს, დავამატოთ კიდევ ერთი?

P.S. სამოქალაქო - მეც ვისწავლე ეს საგანი სკოლაში და თუ სწორად მახსოვს ეს იყო VII ან VIII კლასში, ერთი სემესტრის განმავლობაში. ყველაზე კარგად ამ საგნიდან დამამახსოვრდა მსჯელობა "თავისუფლების" ფენომენზე, სხვა ვერაფერი მოვიგონე. ასევე ვისწავლე საგანი "უსაფრთხოება", ესეც ერთი სემესტრი და ამ საგნიდან მახსოვს კოცონის ანთების ტექნიკები. ამ მცირე მეხსიერებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რომ ამ საგნებმა იქონიეს ჩემზე გავლენა, მაგრამ მახსოვს ვეფხისტყაოსანი და ქალთა პატივისცემა, მახსოვს ვაჟა ფშაველა და სტუმარ-მასპინძლობა ან ალუდას რევოლუციური აღმასვლა, მახსოვს ფიზიკაში ასტრონომიაზე საუბრები და სამყაროს მშვენიერების აღქმა, მახსოვს რელიგიის გაკვეთილები და ისიც, რომ "რწმენისაებრ მიეგება ადამიანს და არა დაბადების ადგილისამებრ", გაგიკვირდებათ ალბათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი სამოქალაქო თეორიული აღზრის სიმწირის საპირწონედ, ქალებს და ჰომოსექსუალებს არ ვცემ და არ ვურტყამ; შავკანიანებს არ დავცინი,  რომ შავკანიანები არიან და არც ვაგინებ ამის გამო; პირველივე კურსზე მყავდა ჯგუფელი, რომლის აღმსარებლობაც ისლამი იყო, მაგრამ ტერორისტად არ აღვიქვამდი და ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ განსაკუთრებული ვარ, ასეთი დახასიათება არ მეხება მხოლოდ მე, ერთ პიროვნებას, არამედ ამის თქმა შემიძლია ყველა ჩემს ნაცნობზე, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული სკოლაში, მაგრამ არ უსწავლიათ "მე და საზოგადოება"... და დარწმუნებული ვარ, უფროსი თაობის ადამიანები, რომლებსაც ასევე მესამე კლასიდან არ უსწავლიათ ეს საგანი, მაგრამ კარგი სასკოლო განათლება მიიღეს, ისინიც არ ახორციელებენ მსგავს ქმედებებს. და თავად, მათ მივმართავ ვინც ეს იდეა შემოიტანა - თქვენ ისწავლეთ "მე და საზოგადოება" სკოლაში?

ნახვა: 489

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განათლება, საგანი, საზოგადოება, სტატისტიკა, ქველი

თათია: მარტი 19, 2016||8:20pm

ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ვფიქრობ, რომ მესამე კლასელი ბავშვისთვის ძალიან ნაადრევი და რთულია, ზემოთ აღნინული პრობლემების შესწავლა და გააზრება. ბავშვები 7-8 წლის ასაკში ჯერ კიდევ სხვა სამყაროში არიან და ვფიქრობ, არავის არ აქვს მათი დამახინჯების უფლება!

მეც ვისწავლე  სკოლაში ზემოთ აღნიშნული საგნები, რომლებიც არაფრის მომცემი იყო ჩვენთვის, მხოლოდ დროის ტყული ფლანგვა. ახლა კი არა, ერთი თვის მერე არ მახსოვდა რას ვსწავლობდით. სამაგიეროდ ახლაც მახსოვს რელიგიის გაკვეთილები მე-3 კლასში, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.. საჯარო სკოლებში ახლა რელიგიის გაკვეთილები აღარ ტარდება, ხოდა სჯობია ამაზე იფიქრონ და ეს საგანი დაამატონ!

ლაშა: მარტი 19, 2016||8:50pm

ასაკს მოევლება და აწევენ თათი, მაგრამ საერთოდ საგნის საჭიროება რატომ დგას, ესაა ჯერ საკვლევი და გამოსაძიებელი. მართლა ამ საგნით მოევლება ამ პრობლემას თუ უფრო სხვა რამ გვჭირს. 

თათია: მარტი 19, 2016||8:57pm

მეც მგონია, რომ "სხვა" რამეშია საქმე და იქ იმარხება "ძაღლის თავი". 

salome: თებერვალი 10, 2017||12:50am

პირველ რიგში დავიწყებ იმით, თუ რაში გეთანხმები. კი ბატონო, საჭიროა განათლების დონის აწევა. გასაგებია, რომ არ არსებობს სტატისტიკა იმის შესახებ, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ახორციელებენ ძალადობას. თუმცა, ჩემი აზრით, განათლების დონის აწევით ისევე ვერ გამოსწორდება სიტუაცია, როგორც შენ თვლი რომ ამ საგნის შემოღებით შევცვლით რამეს :)) 

კითხვა, რომელიც გამიჩნდა: მართლა ფიქრობ, რომ ყველა მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით აქვს სწორი და ობიექტური მიდგომები იმ საკითხების მიმართ რაზეც საუბრობ? ან ამას რომ თავი დავანებოთ, ხომ მეთანხმები, რომ ყოველთვის იქნებიან მოსწავლეები, რომლებსაც შენ მიერ ჩამოთვლილი საგნები არ აინტერესებთ ან უბრალოდ არ უნდათ მათი სწავლა და მათ ეს ცოდნა როგორ უნდა მიიღონ? უხეშად რომ ვთქვათ, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო განათლება? და თუ ეს საგანი არ იქნება საიდან მიიღონ? (ისევ შენი მოსაზრებიდან გამომდინარე)

ალბათ იკითხავ ამ მოსწავლეებს კიდევ ერთი საგნის შესწავლა მოუნდებათო? ჰოდა მაგაზეც გიპასუხებ - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირადად ჩემი აზრით, მოსწავლეების მიერ საგნების სწავლაზე ხელის აღების ერთ-ერთი მიზეზია სიზარმაცე ან გაკვეთილის მოსაბეზრებელი, რუტინული ფორმატი, ამ საგანში მათ არ მოუწევთ რაღაც უზარმაზარი ტექსტების სწავლა, საუბარი იქნება შემთხვევებზე ადამიანების ცხოვრებიდან, აგრეთვე, იმიტირებული სიტუაციების საკუთარ თავზე გათავისებით, დისკუსიებით, იქნება მეტი ინტერესი და ჩართულობა. როგორც მინიმუმ ისწავლიან საკუთარი აზრის დაფიქსირებას, რადგან ფიზიკაში არასაკმარისი ცოდნა არ მისცემს მათ ამის საშუალებას, იქნებიან მეტად თავდაჯერებულები ცხოვრებაში. (ეს კიდევ სხვა პლიუსებია, რაც შეიძლება ამ საგნის შემოღებას მოჰყვეს)

რას ემსახურება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებაში? მეტყვი, რომ მათაშიც არ დევს არანაირი აზრი? ჰოდა, როდესაც გაკვეთილზე პირობითად 10 წლის მოსწავლე თვალებახვეული გაივლის და მიხვდება რამდენად რთულია ქუჩაში სიარული მხედველობადაკარგული/დაქვეითებული ადამიანისთვის, წესით მან უფრო მეტად უნდა მოინდომოს რომ ამ ადამიანს ქუჩაში გადასვლის დროს დაეხმაროს, არა იმიტომ რომ მაგარი ტიპია და ეს სამოქალაქო განათლებაში ასწავლა მასწავლებელმა, თუნდაც იმიტომ, რომ სადღაც გონებაში ამოუტივტივდება... სინდისი შეაწუხებს, რადგან საკუთარ თავზე გამოსცადა...(და არ მითხრა, რომ ბავშვობაში მიღებული მსგავსი გამოცდილება არ ახდენს გავლენას)

და ბოლოს, ვერ დავეთანხმები შენს ძირითად დაშვებას, რომ მოსწავლეები, რომლებსაც კარგად აქვთ შესწავლილი ყველა ის საგანი, რომელიც ამჟამად ისწავლება სკოლაში ისინი არ ახორციელებენ ძალადობას და არიან შემწყნარებლები/ ხდება მათი სამოქალაქო ზრდა.   ამის საწინააღმდეგო ძალიან ბევრი მაგალითი მინახავს რეალურ ცხოვრებაში და დარწმნუნებული ვარ შენც :))

ჩემი აზრით უსარგებლო და არაფრისმთქმელი საგანი არ იყო სამოქალაქო განათლება და არც ეს უნდა იყოს. საჭიროა მხოლოდ კარგად შერჩეული თემები, რაშიც ვგულისხმობ თეორიულ ნაწილსაც და პრაქტიკულსაც(სწორად დაგეგმილი გაკვეთილი და მისი ჩატარების საინტერესო ფორმა).

ლაშა: თებერვალი 10, 2017||12:24pm
იმდენი დაშვება გქონდა, ვეცდები მხოლოდ ძირითადზე გიპასუხი.

1. შენს კომენტარშიც არის ტექსტები - "ყველა, არცერთი" - ეს სიტყვები სტატისიკური მონაცემებია, სწორედ ამიტომ არის პოსტში აქცენტი სტატისტიკაზე. საჭიეროა სწორედ ეს "ყველა" დავთვალოთ და მერე ვიმსჯელოთ გამოსწორების მეთოდებზე.

2. რუტინული გაკვეთილებიო და ა.შ. - ე.ი. პრობლემაა ასევე მასწავლებლებში და არა მოსწავლეებში, თორემ იგივე ფიზ.კულტურის, ქართულის ან თუნდაც ქიმიის გაკვეთილზე, ქიმიური ელემენტების ახსნისას შესაძლებელია წესრიგზე საუბარი (მასწავლებლის მონდომების და ფანტაზიის ამბავია). ახლა გამოვა რომ სამასწავლებლო არ გვივარგა და თუ ამ ჯაჭვს გავყვებით, მერე გამოვა რომ სასწავლო პროგრამები არ გვივარგა და ასეთ ფონზე ახალი საგანი იქნება ბრილიანტი? სიტყვაზე ვენდოთ?

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters