შუაღამე გადასული იყო, როდესაც ერთ მყუდრო ხის ქოხს მიადგნენ. არც სიცოცხლის ნიშანწყალი ჩანდა სადმე და არც სანთელი ბჟუტავდა.

      - ჯერ მე წავალ, ვნახავ რა ხდება - თქვა მიოდმა.

      ტარაკანი და მარია ბუჩქებში ჩიამალნენ, გაიყუსნენ.

      - რა ხდება იქ? - იკითხა თოვლის ქულამ.

      - ჯერ არ ვიცით, ნახავს მიოდი და გვეტყვის.

      სამჯერ შემოუარა მიოდმა ხის ქოხს. შიგნით შეიხედა. მერე შევიდა, მოათვალიერა. უკან უფრო თამამად წამოვიდა.

      - მშვენიერი სახლია. რამდენიმე დღეს უპრობლემოდ გვიმასპინძლებს.

      - პატრონები სად არიან?

      - შიგნით და სძინავთ - იხუმრა მიოდმა, - დიდი ხანია მაგ სახლს პატრონები არ ჰყავს. ვერ ხედავ არც ეზო, არც ღობე.

      - გენიოსო, სხვა არანაირი ნაკვალევი არ იყო.

      - არა შავო ტარაკანო.

      - თეთრი სად გინახავს?!

      - სულ როგორ კინკლაობთ ბიჭებო, ფეხი გამოადგით, გავიყინეთ. - შემოუძახა მარიამ.

      მართალია ბოლო ორი დღეა აღარ მოუთოვია და შუადღისას თოვლი დნება, მაგრამ ამ დროს ღამით განსაკუთრებული ყინვები იცის.

      - მცივა! - ამოისლუკუნა რამდენიმე წუთის წინ ჯერ კიდევ მხნე თოვლის ქულამ.

      - ახლავე გავთბებით. მართლა მშვეინიერი სახლია, არაფერი დაეწუნება. რამე იპოვე რომ თოვლის ქულას მოვახუროთ - მიოდი დასაქმა ტარაკანმა.

      - საჭმელიც გვაქვს თოვლის ქულა, არ გშია.

      უნდოდა ეთქვა რომ ძალია შიოდა, მაგრამ თვალები საშინლად დამძიმებოდა. პირი გააღო თოვლის ქულამ, მაგრამ ძილმა თავისი გაიტანა და მშვიდად ჩაეძინა. მალე სითბოც იგრძნო და გაღვიძებას აზრი აღარ ჰქონდა. ხვალ შეჭამს და ხვალ მომჯობინდება, ხვალ უფრო თბილი და მზიანი დღე იქნება, ხვალ უკეთ იქნება ყველაფერი.

      თოვლის ქულას ესიზმრა პატარა ცხენი თეთრ მინდორში. ყველგან თოვლი იყო, სულ თეთრი-თეთრი, სპეტაკი თოვლი, არც ქარი ქროდა და ხმაც კი არ ისმოდა არაფრის. ცხენი დახტოდა და ხარობდა ამ სითეთრეში. უცბად მოიწყინა, ძალიან მოიწყინა, გაჩუმდა, თოვლში წამოწვა და გაირინდა. აღარ ინძრეოდა.

ზამთარი, თოვლის ქულა, მუმუს ატერნატივა, ქველი, ბლოგი, Qwelly, blog, mumu

ნახვა: 488

ტეგები: Qwelly, ზამთარი, თავისუფლება, სიმშვიდე, ქველი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters