ვაგრძელებ დანაპირების შესრულებას და პაპ ბენედიქტ XVI_ის კარდინალობის დროინდელი წიგნიდან „შესავალი ქრისტიანობაში“ გთავაზობთ მეორე ამონარიდს...

     პირველი როგორც გახსოვთ ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის ისტორიას ეხებოდა... და იმ იგავის დასასრულს კარდინალმა იოზეფმა ქადაგებად დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა დავხმარებოდით ურწმუნოებს. ამის შემდეგ იწყებს სხვადასხვა წმინდანების მაგალითების მოშველიებას საკუთარი მოსაზრების უკეთ წარმოსაჩენად:


benedict, benedict XVI, blog, christianity, cross, joseph ratzinger, qwelly, qwellyblog, qwellypost, ratzinger, theology, ბენედიქტ XVI, ბლოგი, დღიური, ზღვა, იოზეფ რატცინგერი, მორი, რატცინგერი, რელიგია, ტალღები, ქრისტიანობა, ჯვარი      წმინდა ტერეზა ლიზიელი (XIX საუკუნის ფრანგი წმინდანი კათოლიკურ ეკლესიაში), სათნო და თითქოსდა "უპრობლემო" წმინდანი, რელიგიურ გარემოში აღიზარდა. მთელი მისი ცხოვრება, თავიდან ბოლომდე, უმცირეს დეტალებშიც კი, იმდენადაა აღბეჭდილი ეკლესიური რწმენით, რომ უხილავი სამყარო მისი ყოველდღიურობის ნაწილი და თითქმის შეხებადი გახდა, არაფერს შეეძლო მისი ყურადღების მიზიდვა. მისთვის "რელიგია" რეალურად მისი ყოველდღიური ცხოვრების თავისთავად ცხად მოცემულობად იქცა, მისი მიმართება რელიგიისადმი ისეთივე იყო, როგორიც ჩვენ გვაქვს ყოფით საქმეებთან. მაგრამ სწორედ მან, თითქოსდა საიმედოდ დაცულმა ყველა საშიშროებისაგან, დატოვა გამაოგნებელი აღიარება, რომელიც მისი ხანგრძლივი აგონიის ბოლო კვირებში ჩაიწერეს, იმდენად გამაოგნებელი, რომ მოსმენილით შეშინებულმა მისმა დებმა მის ლიტერატურულ დანატოვარში ეს სიტყვები შეარბილეს და მხოლოდ ახლა, ახალ გამოცემაში, დაიბეჭდა პირვანდელი სახით. მაგალითად, ის ამბობს: "მატერიალისტების აზრები თან მდევენ". მის გონებას მოსვენებას არ აძლევნდნე რწმენის საწინააღმდეგო არგუმენტები; რწმენის განცდა თითქოს გაქრა, ის გრძნობდა თავს "ცოდვილის ტყავში". ეს ნიშნავს: თითქოს ურყევი საფუძვლის მქონე სამყაროში ადამიანის წინ მოულოდნელად იხსნება უფსკრული, რომელიც მიმალული იყო საყოველთაოდ მიღებული პირობითობის მყარი გავლენის მიღმა. ასეთ სიტუაციაში აღარ დგება საკამათო საკითხები - მარიამის ზედაც აღყვანების, ან აღსარების შესახებ, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება. ამ შემთხვევაში საუბარია მთლიანობაზე: ყველაფერი ან არაფერი. მხოლოდ ეს ალტერნატივაღა რჩება; და ჩანს, აღარსადაა საფუძველი, რომელსაც ამ უეცარ ვარდნაში შეიძლება მოეჭიდო. საითაც არ გაიხედავ, ყველგან მხოლოდ არარაობის უკიდეგანო სიღრმეა.

პოლ კლოდელმა "აბრეშუმის ფეხსაცმელის" პროლოგში მორწმუნის ეს სიტუაცია ძლიერად და დამაჯერებლად აღწერა. მისიონერი-იეზუიტი, ღმერთსა და ამქვეყნიურობას შორის თავგადასავლებისკენ ბუნდოვანი მისწრაფებით მოხეტიალე გმირის, ერისკაც როდრიგოს ძმა, წარმოდგენილია გემის დაღუპვის მომენტში. მისი ხომალდი მეკობრეებმა ჩაძირეს, თავად ის გემის ქიმზე მიაბეს და ასე ხის მორზე მიკრული ოკეანეს აზვირთებულ ტალღებს გაატანეს. სპექტაკლი მისი ბოლო მონოლოგით იწყება: "გმადლობ ღმერთო, რომ შენ ასე მიმაჯაჭვე! იყო დრო, შენი მცნებები მძიმე მეგონა, და ჩემი ნება უმწეო და უმოქმედო რჩებოდა შენი მცხნენების წინაშე. მაგრამ შეუძლებელია შენთან იმაზე მეტად ვიყო დაკავშირებული, ვიდრე ახლა ვარ, და ასო-ასოც რომ ამქნანა, ერთი ნაწილიც კი არ მოგცილდება არცერთი გოჯით. ამგვარად მე ჭეშმარიტად ჯვარზე ვარ გაკრული, მაგრამ კვარი, რომელზეც ვარ ჩამოკიდებული, არაფერს არ ეყრდნობა. ის ზღვაზე ცურავს.

     ჯვარზეა მიბმული, ჯვარი კი უფსკურლზე ჰკიდია. შუძლებელია დღევანდელი მორწმუნის მდგომარეობის უფრო ზუსტად და ზედმიწევნით აღწერა. ჩანს, ის უბრალო მორს უჭირავს, არარაობაზე მოქანავეს, და თითქოს იმ მომენტის გამოთვლაც შეიძლება, როდესაც ის ჩაიძირება. მხოლოდ უბრალო მორი აკავშირებს მას ღმერთთან, მაგრამ ეს კავშირი უეჭველია და დაურღვეველი, და მაინ სულის სიღრმეში იცის, რომ ეს ხე მის ქვემოთ მობობოქრე არარაობაზე ძლიერია, რომელიც, მიუხედავად ამისა, მუდამ არსებობს მთელი თავისი მრისხანე ძალით.

იოზეფ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში
თბილისი, 2010


      ეს იყო სულ რისი ამოწერაც ამ პოსტისთვის მინდოდა...

      დავამატებდი რომ - მორი, თუ მორად დარჩა ადრე თუ გვიან ზღვის ბობოქარი ტალღები დაალპობს...

      შედარებები, პარალელები, კომენტარები, ფიქრი და გულის ტკივილი თქვენთვის მომინდვია...

ნახვა: 498

ტეგები: Qwelly, ბლოგი, თეოლოგია, რატცინგერი, რელიგია, ქრისტიანობა

ლიკა: აგვისტო 16, 2013||5:34pm

ველოდებით შემდეგ ამონარიდებს ;))))

ლაშა: აგვისტო 16, 2013||10:01pm

ლიკა, ამ პოსტზეც გეთქვა ორიოდ სიტყვა :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters