ტრადიციული ავანგარდით დავიწყოთ, ანუ ამინდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ-ჯერობით სახარბიელოა, როგორც იტყობინებიან 17 აგვისტომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამას გარდა, სხვა ამბები ეხებოდა კვლავინდებურად საპრეზიდენტო არჩევნებს, თბილისის განაშენიანების და იერსახის მომავალი, ამასთანავე პერსონალური შეურაცხყოფები და წვრილ-წვრილი ნიუსები.
კამპანია საპრეზიდენტოდ - ირაკლი კობახიძე - აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია. ირაკლი კობახიძე - ყოველთვის, როდესაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილებები "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების წინააღმდეგ, პრეზიდენტი ხდება ხოლმე აგრესიული სასამართლოს წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე - როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. სულხან სალაძე - უმრავლესობის გადაწყვეტილება პრეზიდენტს არ შეხვდეს, ზრდის შანსს, რომ პარლამენტი მის მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. დავით ბაქრაძე ქობულეთის რაიონის სოფელ ბუკნარში მოსახლეობას შეხვდა. კახა ოქრიაშვილი - არ მგონია, “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დავით უსუფაშვილს დაუჭიროს მხარი - რამდენჯერ უნდა დაქორწინდნენ და გაიყარნონ?! სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს. ლევან იზორიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების" პოზიცია, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა მომავალ კვირაში გახდეს ცნობილი. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - ცოტა ტვინი გაანძრიეთ. კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ, პრეზიდენტის შემცირებული უფლებამოსილებებია. დავით უსუფაშვილი - როგორ უნდა მინდოდეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, რომელიც ეძებს კანდიდატს, ვინც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ყველაზე მეტად დააკნინებს და არარაობად აქცევს. სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში წარსადგენად მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დავით უსუფაშვილი - თუ სასახლის ზომა საძალაუფლებო წონასთანაა კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი წონის შესაბამისად სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა ჩავიდეს. დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - ასეთი “კომუნისტური პარტიაც“ კი არ იყო, რომ მხოლოდ ბრეჟნევის პოზიციის გათვალისწინებით მიეღოთ გადაწყვეტილება. ბიძინა გეგიძე - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ერთ-ერთი სოლიდური კანდიდატია. თამარ ჩუგოშვილი - ნამდვილად ვერ გავიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პირიქით, ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მედიის მიმართ.
ჯანმრთელი მკვლელი - ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს. ადვოკატი - მალხაზ კობაური ამტკიცებს, რომ სექსუალური კავშირი არასდროს ჰქონია, რის დასამტკიცებლადაც ექსპერტიზა ჩატარდება.
ქალაქის იერსახის მორიგი ცვლილებები და თბილისელობა - კახა კალაძის განცხადებით, შარტავას ქუჩა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება. კახა კალაძემ ლიანა ისაკაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ანზორ ერქომაიშვილს, გია ყანჩელსა და ალექსანდრე ხომერიკს სიგელები გადასცა. კახა კალაძე - სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ღიად ეყაროს?! კახა კალაძემ წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა, რომელიც მისივე მმართველობის პირობებში გაიცა. კახა კალაძე თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად სამშენებლო კომპანიებს წინადადებების წარმოდგენის თხოვნით მიმართავს. თბილისის მერიის ურბანულ სამსახურს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს. თბილისის ტერიტორიაზე ხეების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა მოიჭრას. ელიავას ბაზრობის მეწილის განცხადებით, მერიასთან მიღწეული შეთანხმებით, ბაზრობა ადგილმდებარეობას აღარ შეიცვლის. მაია ბითაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ელიავას ბაზრობა იმ ადგილას, სადაც დღესაა განთავსებული. გიორგი ცხადაძე – შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის.
დოლარის კოსმოსისკენ, ლარი ქვესკნელისკენ - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა.
უბაღობა ქალაქში - 7 ათასზე მეტი აღსაზრდელისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღებს გარეთ დარჩნენ, მერიამ დამატებითი ადგილები გამოყო.
დეკანოზის სარჩელი - საკონსტიტუციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი განხილვაში მიიღო.
ანაზღაურება ჯარში - გენშტაბის უფროსის მოადგილე - რიგითი რეზერვისტი წლიურად 3 350 ლარს აიღებს, ხოლო კაპიტანი ან ლეიტენანტი - 4 300 ლარს.
ტაქსის მართვას საბუთი სჭირდება - ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ.
პირდაპირი ინვესტიციები - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს 1888.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2018 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 144.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პერსონალური შეურაცხყოფები - თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ დავით უსუფაშვილის განცხადება პერსონალური შეურაცხყოფაა. როგორც დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუკი სასახლის ზომა კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირის საძალაუფლებო წონასთან უნდა იყოს კავშირში, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული, საძალაუფლებო ადმინისტრაციული წონით რომელიმე შენობის სარდაფის მინუს მესამე სართულზე უნდა განთავსდეს. ნინო წილოსანი - დავით უსუფაშვილმა პერსონალური შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი მეზურნიშვილი - დავით უსუფაშვილი დიდი ხანია სარდაფის მინუს მესამე სართულზე მოღვაწეობს და ირაკლი კობახიძის საქმიანობას იქიდან აკვირდება.
ექსმინისტრის ავადმყოფობა - ვანო მერაბიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოკვლევები ჩაუტარდა. იუსტიციის სამინისტრო - ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი ჯანმრთელობისთვის და მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის
დაკარგული მფრინავი - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურას აქვს ყველა წინაპირობა, რომ დაზარალებულად ცნოს იოსებ ოსორაულის მეუღლე - ნინო ოსორაული და ძმა - გია ოსორაული.
საზღვარგარეთულები:
ამერიკული პროდუქტის უარყოფა - თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა.
ხიდის ჩამონგრევა იტალიაში - იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. იტალიის ტრანსპორტის მინისტრი - ცივილიზებულ ქვეყნებში ხიდის ჩამონგრევით არ კვდებიან. იტალიელი პროკურორი - გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევა ადამიანური ფაქტორის გამო მოხდა, საუბარი შემთხვევითობაზე არ არის.
პუტინური მზადყოფნა - ვლადიმერ პუტინი მზადყოფნას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს უახლოეს პერიოდში შეხვდეს.
ამერიკა კლარკ კენტად დარჩა? - მარია ზახაროვა - აშშ-მ „სუპერმენის“ როლს თავი ვერ გაართვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია