ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია პატარა ოთხფეხა მეგობარზე, განსაკუთრებით საყვარელი ლეკვებისკენ მიგვიწევდა გული. თუმცა მე არ მიმართლებდა, ყოველთვის როცა სურვილი მისრულდებოდა და სახლში ლეკვის მოყვანაზე მიდგებოდა საუბარი, ხელში ჩემზე ორჯერ დიდი ძაღლი შემრჩებოდა, რომელსაც შიშით ვერ ვეკარებოდი. რამდენიმე იმედგაცრუების შემდეგ მივხვდი, რომ ვერასდროს დავუმეგობრდებოდი ძაღლებს.

      რამდენიმე დღის წინ სტუმრად პატარა ბავშვი მეწვია, რომელმაც თან ლეკვი მოიყოლა. ისე უყვარდათ ერთმანეთი წუთით ვერ ვაშორებდით. ერთ დღეს საშინელი ყეფა მომესმა, შორიდანვე ვიცანი, ის პატარა ლეკვი ითხოვდა შველას, რომელიც ოჯახის წევრად იქცა სულ რაღაც სამ დღეში. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი დიდად არ გვეხატებოდა გულზე, ინტერესმა მაიძულა მივსულიყავი და გამეგო რა ხდებოდა, კარები გავაღე თუ არა დავინახე პატარა, უმწეო ლეკვი, რომელიც კედლთან ყეფდა და ვერ ისვენებდა. გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა. ის კი ხან ჩემთან ხან კი კედლისკენ გარბოდა ყეფით. ვიფიქრე კედლის მეორე მხარეს მენახა რა ხდებოდა, გავიხედე თუ არა თვალი ლეკვის დედას მოვკარი, ისიც მოუსვენრად დარბოდა კედლის ირგვლივ. შევატყვე არ დატოვებდა ასე მარტივად თავის ნაშიერს. გადავყვიტე დედისთვის დამებრუნებინა წართმეული შვილი. გამახსენა პატარა მეპატრონეს გაუჭირდებოდა მეგობართან განშრება. თუმცა დედობრივმა სიყვარულმა გაიმარჯვა. კედლის მეორე მხარეს გადავიყვანე თუ არა ერთმანეთს ფერება დაუწყეს, პირველად ვიგრძენი რამხელა სიყვარული შესძლებიათ ცხოველებს.სანამ ვუყურებდი ფეხი არ მოუცვლიათ, შემოვბრუნდი თუ არა წამში გაშორდნენ ადგილს.

ნახვა: 184

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მეგობრობა, ჩანაწერი

ლაშა: აპრილი 14, 2017||5:26am
მაიკო, შენი არ იყოს, მე და ცხოველებიც ვერ ვმეგობრობთ კარგად. ((
Maiko: აპრილი 22, 2017||3:09pm

რაღაც ხასიათი უნდათ ცხოველებს, და ვისაც ეს ხასაითი არ გვაქვს, გვიჭირს მეგობრობა (სამწუხაროდ) :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:39pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

მიკროსამყაროს სკულპტურა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 9, 2019.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა,…

გაგრძელება

საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2019.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters