გუმბათივით მომრგვალებული მაღალი თაღი დაინახე თავს ზემოთ, მერე ისიც შეამჩნიე, რომ ქანდაკებათა მთელი წყება გერტყა ირგვლივ.

      ასეთი იყო ნაუცბათევი, ნაწილობრივ ჯერაც გაუცნობიერებელი ხილვა, რაც შენს თვალს წარმოუდგა. შემდგომმა თვალიერებამ თავისი დამატება-შესწორებანი შეიტანეს იმ პირველ სურათში. ალბათ ტაძარში ვიმყოფებიო. ასე გაფიქრებინა გუმბათივით მომრგვალებული თაღის დანახვამ, თუმცა რაღაც მეტად მაღალი მოგეჩვენა ის თაღი. იგი თითქოს გაურბოდა თვალს, როცა მის დათვალიერებას ცდილობდი. კიდევ უფრო მაღლა იწევდა, თითქოს თვით ლურჯი ცის გუმბათამდე უნდა ამაღლებულიყო...

      ღმერთები უნდა განესახიერებინათ ალბათ ამ ქანდაკებებს. აკი ასე დაწესებულა სამარადჟამოდ, ღმერთთა უხილავ იერსახეს აღწერენ ტაძრად მყოფი სახებანი, ნაძერწი თუ ნახატნი, თვალთუჩინარს გადააქცევენ თვალისჩინად.

      და ფრიად უცნაური იყო, რომ ვერცერთი ღმერთი ვერ ამოიცანი მათში.

      არადა, მრავლად გენახა ღმერთთა ქანდაკებანი, მრავალგვარნი, სხვადასხვა მასალისაგან ნაძერწნი. ცისა და მიწის იდუმალ ძალებს განასახიერებდნენ ისინი, ზოგნი მრისხანენი, ზოგნი ლმობიერნი, ტანმძიმე თუ ნისლივით მსუბუქნი.

      ერთი და იგივე ღმერთის რამდენიმე სახებაც ბევრჯერ გინახავს, სხვადასხვა ხელით განსხეულებული, სხვადასხვანაირად ნაქანდაკარი. მაგრამ ამ სხვადასხვა ქანდაკებებს ერთი საერთო ნიშანი ჰქონდათ ყოველთვის, ამ ღმერთისთვის განუყრელი და ნიშანდობლივი, ამიტომ ყოველთვის ამოიცნობდი ხოლმე მათში იმ ერთ ღმერთს.

      აქ კი, ირგვლივ შემოსწრაფულ ქანდაკებათა რიგში, ყოველივე როგორღაც სხვანაირად გამოიყურებოდა. უქმი გამოდგა ადრინდელი ხილვები თუ წარმოდგენები. საერთო რამ ნიშანს ვერ მიაკვლიე რომელიმე ღმერთისთვის ნიშანდობლივს. ვეღარც ის გაიგე, რას მოასწავებდა ის სხვაობანი, რაც მათ შორის არსებობდა და რასაც ასე ხარბად ეძებდი, მაგრამ ვეღარ პოულობდა თვალი.

      თან ისიც გაოცებდა, ერთ ტაძარში რატომ იყო თავშეყრილი ამდენი ღმერთი.

      იდგნენ მიჯრით, ერთმანეთის გვერდიგვერდ, მდუმარებით და პირქუში სიდიადით აღვსილნი. ამაყად, მოთმინებით ელოდნენ რაღაცას.

      ქანდაკებათა თვალთახედვამ მიგანიშნა და გაფიქრებინა, რაღაცას რომ ელოდნენ შენგან. თითქოსდა თვალხედვას ვერ შესწამებდი ამ ცარიელ, თეთრად ამობურცულ გუგებს. მაგრამ მაინც, ისინი გიმზერდნენ , გიმზერდნენ თვალმოუცილებლად, დაჟინებით და ნებისმიერ გამსჭვალავ, მრისხანე მზერაზე უფრო საზარელი იყო ამ უჩინო, ცარიელი გუგების მზერა.

      შეშფოთებით ავლებდი თვალს აქეთ-იქით, იქნებ სადმე გაქცეოდი ირგვლივ ჩამორიგებულ ქანდაკებათა სიმრავლეს, იქნებ არიდებოდი მათ ქვასავით მძიმე, ცარიელ მზერას.

      მაგრამ საითაც არ უნდა მიბრუნებულიყავი, ქვისგან ნაკვეთ მძიმე ფიგურას და შენზე მოციებულ თეთრ გუგებს ხედავდი მხოლოდ. ყოველი მხრიდან მოილტვოდნენ ქვასავით მძიმე ცივ მზერათა ისრები, შენსკენ მოისწრაფვოდნენ, შენში ხვდებოდნენ ერთმანეთს. შენც უღონოდ იკლაკნებოდი, ხერხემალგადამსხვრეული გველის მინაგვარად. ვერც სადმე დამალვოდი მზერათა ამ შეუბრალებელ ნიაღვარს, ვერც რაიმე გაგერიგებინა სხვა...

      მერე ხმებიც შემოგესმა მათი...

      გველნაკბენივით შემოტრიალდი, სულ სხვა მხარეს იყურებოდი, მაშინ, როცა ზურგის მხარეს ამეტყველდა ქანდაკებათა რიგიდან ერთ-ერთი...

      არ გაგძნელებია მისი გამოცნობა, ქვისგან ნაკვეთი ბაგეები აამოძრავა ერთმა ქანდაკებამ, რომელიც თითქოს სხვებზე მეტი ყურადღებით ჩაქციებოდა თეთრად ამობურცული გუგებით. მაღალი, ძლიერი ხმით ამოთქმული სიტყვები მოისმა მისგან და რა უცნაური იყო, რომ შენ ვერცერთი სიტყვა ვერ გაარჩიე, ვერ გაიგე, თუ რას გეუბნებოდა თეთრგუგებიანი ქანდაკება. ბგერები ერთმანეთს მისდევდნენ, უსწრებდნენ, ერთმანეთს ერწყმოდნენ და უკვალოდ ინთქმებოდნენ სადღაც ზევით, უსაზღვროდ მაღალი თაღის ქვეშ.

      ისიც ფრიად უჩვეულო მოგეჩვენა, თუ როგორი სიზანტით, რა ნელა და აუჩქარებლად ხსნიდა ტუჩ - პირს ის ქანდაკება, რომელმაც ასეთი გამორჩეული ყურადღება გარგუნა და შეგეხმიანა. მან თითქოს ერთადერთხელ დაამთქნარა, ტაძრის მდუმარებაში კი ბგერათა მთელი ნიაღვარი დაიფრქვა.

      მერე ხელიც ასწია ქვის ქანდაკებამ, შენსკენ მოათითა... ისე ზანტად, ისე ნელა, რომ ალბათ ყვავილის კოკორი მოასწრებდა გაფურჩქვნას, სანამ იგი წინანდელ პოზაში გაირინდებოდა.

      ნიავივით წყნარი, მშვიდად მოჟღურტულე ხმით აჩურჩულდა იქვე მის გვერდით მდგარი, მეტად სალუქი და ნატიფად ნაკვეთი ქანდაკება, მაგრამ ვეც ამან უშველა საქმეს. ეს მშვიდი, ნაზი ბგერებიც ისე აირივნენ ერთმანეთში, შეუძლებელი იყო მათგან რაიმეს გარჩევა.

      სალუქმა ქანდაკებამ ორივე ხელი გაიწოდა შენსკენ, იმავე ზანტი, სიზმარეული მოძრაობით, რითაც პირველი გამოირჩეოდა, ოღონდ გარეგნული სინატიფე უფრო მეტ პეწს დებდა ნაქანდაკარი ხელების ნელ აწევ-დაწევას, თითქოს რაღაც იდუმალი, გამოუცნობი და მეტად თავისებური ცეკვა შეასრულაო.

      ჯერ კიდევ არ მიმწყდარიყო სალუქი ქანდაკების ჟღურტული, რომ ქვასავით მძიმე, უხეში და მკვეთრი ბგერები დაირხა და დაფარა ეს ნაზი ხმა. კვლავ ამეტყველდა ქანდაკებათა რიგიდან ერთერთი, ქვის ხელიც დაჯერებულად, მოზომილი სიზანტით მიიმართა შენსკენ.

      ეს მძიმე ბგერებიც უკვალოდ ჩაიკარგნენ გუმბათის თვალშეუვალ სიღრმეში, ისე, რომ საცნაური არარა დარჩენილა მათგან.

      მას სხვა შეენაცვლა, მის გვერდით მდგომი. არანაკლებ მკვეთრი, მაღალი ბგერები აღმოუტევა.

      მერე მოპირდაპირე მხარეს მდგარი ქანდაკება ამეტყველდა...

      ამის შემდეგ სულ ახლოს მყოფი...

      და ასე გაგრძელდა შეუნელებლად, ერთმანეთს აღარ აცდიდნენ, ჭექდნენ და ქუხდნენ საავდრო ღრუბლებივით.

      როგორც ქვები აცვივა თავზე ჩასაქოლად განწირულს, ისე გაცვივოდა ეს გაურკვეველი, მგრგვინავი ხმები ყოველი მხრიდან და შენც თავ-პირი ხელებით დაიფარე, ხანდახან თუ გააპარებდი თვალს მათკენ.

      ამ ხმების წყალობით სულ სხვანაირად წარმოჩინდნენ ქანდაკებები. ხმებმა უფრო საჩინო გახადეს მრავალგვარი განსხვავებანი მათ შორის, რომელთა აღქმაზე თითქოს უარს ამბობდა თვალი იმ ცივი, შეუვალი მდუმარების ჟამს.

      ბოლოს გაისმა ერთი ისეთი ხმა, რომელიც არ იყო სხვებივით მრისხანე, აშკარად ერია მასში შედარებით რბილი ბგერები, მაგრამ... ო, რა საზიზღარი მოსასმენი იყო. ღორის ჭყვიტინს წააგავდა და ამით გამოირჩეოდა ტაძრის თაღქვეშ დარხეულ ბგერათა სიმრავლეში.

      ხელები მაშინვე მოიშორე თავპირიდან, თვალებიც ფართოდ გააღე, რათა კარგად დაგეთვალიერებინა ქანდაკება ამ ხმით მეტყველი.

      გარეგნობაც უგვანო და საზიზღარი ჰქონდა. გაბერილ ფუთას ჰგავდა, უმეტყველო სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა.

      დიდხანს უყურე უგვან ქანდაკებას, ყურადღებაც ძალზე გაიმახვილე, იქნებ რაიმე გაგერჩია მის ჭყვიტინში.

      ამაოდ გაისარჯე, ვერც აქ გაიგე რაიმე.

      ბოლოს კი ორმოსავით დააღო პირი უგვანო ქანდაკებამ, ორივე ხელი შენსკენ გამოიწოდა. შენელებულმა, ზანტმა მოძრაობამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქანდაკების უსიამო შეხედულებას.

      ამის დანახვისას ძრწოლვით იბრუნე მისგან პირი.

      მაგრამ უგვანო ქანდაკებას ოდნავადაც არ შეცვლია ნირი, პირი კიდევ უფრო ფართოდ გააღო, ხმამაღლა დაიჭყვიტინა, თან ერთი ნაბიჯი ზანტად გადმოდგა შენსკენ.

      ქანდაკება ადგილიდან დაიძრაო . . . ძალიან შეგაკრთო ამან. თვალი შეშფოთებით მოავლე ქანდაკებათა რიგს და უეცრად შენიშნე, დანარჩენი ქანდაკებებიც დაძრულიყვნენ ადგილიდან, თითო ნაბიჯი ყოველმა მათგანმა გადმოდგა შენსკენ, ისევე ზანტად და მოზომილად, როგორც მათმა წინამორბედმა.

      თვითონაც ქვის ქანდაკებას დაემსგავსე ამის დანახვისას, ქვის იატაკზე უძრავად მდგარი, შეჰყურებდი ქანდაკებათა რიგს, შენსკენ დაძრულს.

      კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგეს ქანდაკებებმა, მათი ნაბიჯებიც ისეთივე ზანტი და მოზომილი იყო, როგორც ლაპარაკი და ხელის მოძრაობა. და ასე ნელა, დინჯად მოიწევდნენ, თვალის თეთრი გუგები ყველას შენზე ჰქონდა მოციებული.

      ერთი მათგანი მაინც დარჩენილიყო ნეტავი ადგილზე - ინატრე ამის დანახვისას. მონუსხული შესცქეროდი იერიშზე გადმოსულ ქვის მძიმე ფიგურებს. შენელებული მოძრაობა საზეიმო ელფერს აძლევდა მათ სვლას.

      კიდევ ერთი ნაბიჯი...

      კიდევ...

      ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათან მოახლოვდნენ ქანდაკებები, ქავის მძიმე, მასიური მხრებით ერთმანეთს გაუსწორდნენ.

      აქამდე შიში არც კი გეგრძნო, გაოცება ძლევდა ყველა სხვა გრძნობას, მოჯადოებულივით იყავი. ახლაღა იაზრე, რომ გაქცევა იყო საჭირო, რომ უნდა გეშველა თავისთვის.

      ვაი, რომ ძალიან დააგვიანე! ქვის მძიმე, მასიური მხრები ერთმანეთს უკვე მჭიდროდ მიაბჯინეს ქანდაკებებმა, ქვის მთლიანი რკალი შემოგავლეს ირგვლივ.

      მწარედ ინანე, ამდენ ხანს რაზე ვყოყმანობდიო. საბოლოოდ განწირულად ჩათვალე თავი. უსარგებლოდ ჩათვალე ყოველი ღონე თავდახსნისათვის სასოწარკვეთილმა.

Qwelly, ბლოგი, ლიტერატურა, მოთხრობა, ქადაგიძე მაგრამ მზერა მაინც აქეთ-იქით გაგირბოდა, თვალები დაუცხრომლად დაეძებდნენ რაიმე საშველს... და უცებ გასასვლელი შენიშნე იმ ქვის კედელში. ზუსტად ისეთივე ზომის, რომელშიც თავისუფლად გაეტეოდი... ერთ მხარეს გარღვეულიყო ქანდაკებათა სიმჭიდროვე.

      აღარც დაფიქრებულხარ, არც იმის შეთვალიერებაზე დაგიხარჯავს დრო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმ გასასვლელს მიღმა, ისე გაქანდი იქითკენ.

      გარბოდი ისე, როგორც ალბათ არასოდეს გირბენია...

      ბინდით მოცულ, დერეფანივით ვიწრო გასასვლელში ამოჰყავი თავი. ერთხელაც არ მოგიხედავს უკან, ისე გაირბინე იგი, იმის შიშით, ვაითუ, კვლავ გეხილა ქვის ქანდაკებათა იერიში.

      მაგრამ იქ, გასასვლელის ბოლოს,. კიდევ აღმოჩნდა ერთი ქანდაკება. მოულოდნელად წამოიმართა იგი შენს წინაშე, ღამისფრად ჩამუქებული და გამოუცნობი. თალხი ფერის ფრთები ჰქონდა, მჭიდროდ დაკეცილი. ეს ფრთები კიდევ უფრო აბუნდოვანებდა ქანდაკების ისედაც გაურკვეველ, მრუმე ფიგურას... სინათლე ჭიატობდა მის მიღმა, მთვარის შუქივით მკრთალი.

      გვიან შენიშნე ღამისფრად ჩამუქებული ქანდაკება, ძალზე სწრაფად გარბოდი... დაეჯახე და მხოლოდ ამის შემდეგ აუქციე მას გვერდი. ამ დაჯახების შემდეგ უნებურად თან გაიყოლე თალხი ფერის ფრთები, რომლებიც ნისლივით მსუბუქი აღმოჩნდნენ.

      ვერც კი გაიგე, თან რომ წარიტაცე ნისლივით მსუბუქი თალხი ფრთხები, კვლავ უკანმოუხედავად გარბოდი. სისწრაფეს კიდევ უფრო მოუმატე, როგორც კი გასასვლელს დააღწიე თავი. გინდოდა, რაც შეიძლება მალე განშორებოდი უცნაურად მაღალთაღიან ტაძარს, ქვის ქანდაკებათა კედელს.

      სწრაფი სრბოლის შედეგად ფართოდ გაიშალა თალხი ფრთები... და ისე სწრაფად, ისე მსუბუქად აგიტაცა მაღლა, სრულებითაც ვერ შეიგრძენი, თუ როდის, რომელ წამში მოწყდი მიწას.

ნახვა: 311

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ლიტერატურა, მოთხრობა, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters