ახმედი, ახლა ლილის გვერდით იჯდა, უყურებდა ზღვის ღელვას, რომელიც უფრო და უფრო მატულობდა. დიდ დატეხილ ტალღებს, ჰორიზონტზე გაწოლილ შავ ღრუბლებს უყურებდა, ზოგ ადგილას სხივებისაგან დაწითლებულ წყალს და ძალიან უნდოდა ეთქვა რამე ლილისთვის: მას უყვარდა ზღვა, ზღვაზე უფრო მისი საჩუქარი, თავისი ცოლი, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოეხატა ეს გრძნობა. მან არც ის იცოდა, რა ერქვა იმას, როცა რაიმე სიამოვნებდა, თანაც ყველაზე ძალიან. ყრუ ტკივილი იგრძნო, რომ ვერ გააგებინა ცოლს თავისი ფიქრი, წამოდგა, მძლავრი ბიძგით შეაცურა ნავი წყალში, პირველივე ნიჩბის მოსმით გადაახტუნა ერთ ტალღას, მერე მეორეს. ლილი ნაპირზე იდგა და ხელს უქნევდა, ის ხმამაღლა კისკისებდა, ახმედმა მარცხენა მაღლა აწია, თეთრი, მსხვილი კბილები გამოაჩინა გაცინების მაგიერ. ის ბედნიერი იყო, ზღვაში შესული ახმედის ესმოდა ცოლს...

ზღვის საჩუქარი, ქველი, ბლოგი, qwelly, blog, sachuqari, axmedi, lili, ლილი, ახმედი, სიყვარული, ზღვა, ტალღები, ზღვის ღელვა

ნახვა: 216

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ახმედი, ბლოგი, ლილი, სიყვარული

ლაშა: აპრილი 7, 2016||7:31pm
საუბარი ასე უნდა ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პროპორციული სისტემის ნაცვლად, პროპორციული გინება პარლამენტში და ომი აღმოსავლეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 11:53pm 0 კომენტარი

      როცა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა, მაშინ დიდი ხმაური იქნებაო - ძველი ქართული, საპარლამენტო ანდაზაა. ხმაური კი იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ ცემა-ტყებაში გადაიზარდა და საკანონმდებლო ორგანო…

გაგრძელება

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2019.
საათი: 10:17pm 3 კომენტარი

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით…

გაგრძელება

მაყურებლების ანტი მაყურებლები - უჩვეულო კინოჩვენება, წყალტუბო და ანაკლია, მაღაროელების ახალი გაფიცვები და მოსამართლეთა კომპეტენცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2019.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი

      ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის…

გაგრძელება

მარგალიტები სიდამპლეში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2019.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters